მსოფლიო
სამხედრო

25

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 03:43-ზე, მთვარე კუროშია – დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. კარგი დღეა ბუნებაში სასეირნოდ, მიწაზე სამუშაოდ. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
სამართალი
სპორტი
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ick.ge: "პირველი კლასის მოსწავლე თანასკოლელებმა გააუპატიურეს"
ick.ge: "პირველი კლასის მოსწავლე თანასკოლელებმა გააუპატიურეს"

კა­ხე­თის ერთ-ერთი სა­ჯა­რო სკო­ლის პირ­ვე­ლი კლა­სის მოს­წავ­ლე ბიჭი ამა­ვე სკო­ლის მოს­წავ­ლე­ებ­მა გა­ა­უ­პა­ტი­უ­რეს - ამის შე­სა­ხებ კა­ხე­თის სა­ინ­ფორ­მა­ციო ცენ­ტრს ერთ-ერ­თმა პე­და­გოგ­მა მას შემ­დეგ აც­ნო­ბა, რაც მისი თქმით, და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი ბავ­შვის მშობ­ლებ­მა და­ნა­შა­უ­ლი და­მა­ლეს, პო­ლი­ცი­ას კი ინ­ფორ­მა­ცია სკო­ლის დი­რექ­ტორ­მაც არ მი­ა­წო­და. სკო­ლის დი­რექ­ტო­რი ადას­ტუ­რებს, რომ მან ასე­თი ფაქ­ტის შე­სა­ხებ შე­ი­ტყო, თუმ­ცა არც პო­ლი­ცი­ის­თვის მი­უ­მარ­თავს და არც სო­ცი­ა­ლუ­რი მუ­შა­კე­ბის­თვის, რად­გან "ბავ­შვს არ ეტყო­ბო­და, რომ ნაწ­ვა­ლე­ბი იყო".

ick.ge-ს წყა­როს ინ­ფორ­მა­ცი­ით, და­ნა­შა­უ­ლის სკო­ლის გა­რეთ მოხ­და, თუმ­ცა სოფ­ლის მცხოვ­რებ­ლებ­მა მსხვერ­პლის მშობ­ლე­ბის გარ­და, სკო­ლის წარ­მო­მად­გენ­ლებ­საც აც­ნო­ბეს. მი­სი­ვე თქმით, და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი ბავ­შვის მშობ­ლებ­მა მომ­ხდა­რის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ის გახ­მა­უ­რე­ბის­გან თავი შე­ი­კა­ვეს და დახ­მა­რე­ბის­თვის სოფ­ლის მო­ძღვარს მი­მარ­თეს. წყა­როს თქმით, მო­ძღვარ­მა მათ ურ­ჩია, რომ პო­ლი­ცი­ის­თვის არ მი­ე­მარ­თათ.

კა­ხე­თის სა­ინ­ფორ­მა­ციო ცენ­ტრთან სა­უ­ბარ­ში მო­ძღვარ­მა არ და­ა­დას­ტუ­რა, რომ მან მომ­ხდა­რის შე­სა­ხებ რა­ი­მე იცის. "არც გა­მი­გია ეგ ამ­ბა­ვი. რო­დის მოხ­და? არ ვიცი. ჩემ­თვის არა­ვის მო­უ­მარ­თავს. რომ გა­მე­გო, მე თვი­თონ მივ­მარ­თავ­დი პო­ლი­ცი­ას", - გა­ნა­ცხა­და მო­ძღვარ­მა.

წყა­როს ცნო­ბით, სკო­ლის დი­რექ­ტორს მომ­ხდა­რის შე­სა­ხებ პე­და­გო­გებ­მაც მი­ა­წო­დეს ინ­ფორ­მა­ცია. სკო­ლის დი­რექ­ტო­რი კი ამ­ბობს, რომ მან ჭო­რის დო­ნე­ზე გა­ი­გო.

"ისე­თი ასა­კი მი­თხრეს, რომ მსგავ­სი არა­ფე­რი გა­მი­გია ამ ასაკ­ში. თქვენ გგო­ნი­ათ, მე რომ გა­ვი­გე, რე­ა­გი­რე­ბა არ მო­ვახ­დი­ნე? მე ყვე­ლას გა­ვე­სა­უბ­რე, მშობ­ლებს, ბავ­შვებს, არა­ვინ და­მი­დას­ტუ­რა და რა გა­ვა­კე­თო? რე­სურსცენ­ტრის უფ­როსს ვე­სა­უბ­რე და ისიც ვუ­თხა­რი, რომ მშობ­ლებ­საც ვე­ლა­პა­რა­კე, ბავ­შვებ­საც და არა­ფე­რი და­დას­ტურ­და. მეტი რა უნდა გა­მე­კე­თე­ბი­ნა? ხომ უნდა და­ე­დას­ტუ­რე­ბი­ნათ იმათ. მე ხომ არ ვარ გა­მომ­ძი­ე­ბე­ლი? ბავ­შვი სკო­ლა­ში ხომ უნდა მო­სუ­ლი­ყო ნაწ­ვა­ლე­ბი, რა­ღაც სხვა მდგო­მა­რე­ო­ბა­ში, არ ყო­ფი­ლა არა­ფე­რი. რე­ფე­რი­რე­ბის მე­ქა­ნიზ­მი შე­იძ­ლე­ბა მა­შინ გა­მო­მე­ყე­ნე­ბი­ნა, ბავ­შვი სკო­ლა­ში ნაწ­ვა­ლე­ბი თუ მო­ვი­დო­და", - ამ­ბობს სკო­ლის დი­რექ­ტო­რი.

იხი­ლეთ ვრცლად

კა­ხე­თის სა­ინ­ფორ­მა­ციო ცენ­ტრი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

ick.ge: "პირველი კლასის მოსწავლე თანასკოლელებმა გააუპატიურეს"

ick.ge: "პირველი კლასის მოსწავლე თანასკოლელებმა გააუპატიურეს"

კახეთის ერთ-ერთი საჯარო სკოლის პირველი კლასის მოსწავლე ბიჭი ამავე სკოლის მოსწავლეებმა გააუპატიურეს - ამის შესახებ კახეთის საინფორმაციო ცენტრს ერთ-ერთმა პედაგოგმა მას შემდეგ აცნობა, რაც მისი თქმით, დაზარალებული ბავშვის მშობლებმა დანაშაული დამალეს, პოლიციას კი ინფორმაცია სკოლის დირექტორმაც არ მიაწოდა. სკოლის დირექტორი ადასტურებს, რომ მან ასეთი ფაქტის შესახებ შეიტყო, თუმცა არც პოლიციისთვის მიუმართავს და არც სოციალური მუშაკებისთვის, რადგან "ბავშვს არ ეტყობოდა, რომ ნაწვალები იყო".

ick.ge-ს წყაროს ინფორმაციით, დანაშაულის სკოლის გარეთ მოხდა, თუმცა სოფლის მცხოვრებლებმა მსხვერპლის მშობლების გარდა, სკოლის წარმომადგენლებსაც აცნობეს. მისივე თქმით, დაზარალებული ბავშვის მშობლებმა მომხდარის შესახებ ინფორმაციის გახმაურებისგან თავი შეიკავეს და დახმარებისთვის სოფლის მოძღვარს მიმართეს. წყაროს თქმით, მოძღვარმა მათ ურჩია, რომ პოლიციისთვის არ მიემართათ.

კახეთის საინფორმაციო ცენტრთან საუბარში მოძღვარმა არ დაადასტურა, რომ მან მომხდარის შესახებ რაიმე იცის. "არც გამიგია ეგ ამბავი. როდის მოხდა? არ ვიცი. ჩემთვის არავის მოუმართავს. რომ გამეგო, მე თვითონ მივმართავდი პოლიციას", - განაცხადა მოძღვარმა.

წყაროს ცნობით, სკოლის დირექტორს მომხდარის შესახებ პედაგოგებმაც მიაწოდეს ინფორმაცია. სკოლის დირექტორი კი ამბობს, რომ მან ჭორის დონეზე გაიგო.

"ისეთი ასაკი მითხრეს, რომ მსგავსი არაფერი გამიგია ამ ასაკში. თქვენ გგონიათ, მე რომ გავიგე, რეაგირება არ მოვახდინე? მე ყველას გავესაუბრე, მშობლებს, ბავშვებს, არავინ დამიდასტურა და რა გავაკეთო? რესურსცენტრის უფროსს ვესაუბრე და ისიც ვუთხარი, რომ მშობლებსაც ველაპარაკე, ბავშვებსაც და არაფერი დადასტურდა. მეტი რა უნდა გამეკეთებინა? ხომ უნდა დაედასტურებინათ იმათ. მე ხომ არ ვარ გამომძიებელი? ბავშვი სკოლაში ხომ უნდა მოსულიყო ნაწვალები, რაღაც სხვა მდგომარეობაში, არ ყოფილა არაფერი. რეფერირების მექანიზმი შეიძლება მაშინ გამომეყენებინა, ბავშვი სკოლაში ნაწვალები თუ მოვიდოდა", - ამბობს სკოლის დირექტორი.

იხილეთ ვრცლად

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

გარდაბნის სოფლებში ხვალიდან გაფართოებული ტესტირება იწყება - რაიონი შესაძლოა ჩაიკეტოს

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში