მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კონფლიქტები
პოლიტიკა
მსოფლიო

20

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 03:14, მთვარე თევზებშია - კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება. ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. კარგია ტერფების მასაჟი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
სამართალი
მეცნიერება
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
წიგნები
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საბერძნეთიდან ფული აღარ ირიცხება - რა ემუქრება ლარს?
საბერძნეთიდან ფული აღარ ირიცხება - რა ემუქრება ლარს?

სა­ბერ­ძნე­თი­დან ფუ­ლა­დი გზავ­ნი­ლე­ბი ისევ შე­ჩე­რე­ბუ­ლია, არა­და იგი სწო­რედ ამ კომ­პო­ნენ­ტის მი­ხედ­ვით ნო­მერ მე­ო­რე ქვე­ყა­ნაა სა­ქარ­თვე­ლოს­თვის. სა­ბერ­ძნეთ­ში მყო­ფი ქარ­თვე­ლი ემიგ­რან­ტე­ბი წე­ლი­წად­ში და­ახ­ლო­ე­ბით 200 მი­ლი­ონ დო­ლა­რამ­დე რი­ცხავ­დნენ. "რე­ზო­ნან­სი" და­ინ­ტე­რეს­და, რამ­დე­ნად არის სა­შიშ­რო­ე­ბა, რომ სა­ბერ­ძნე­თის კრი­ზის­მა ისე­დაც გა­უ­ფა­სუ­რე­ბულ ლარ­ზე უფრო მეტი გავ­ლე­ნა მო­ახ­დი­ნოს. უცხო­ე­თი­დან ფუ­ლა­დი გზავნლე­ბის შემ­ცი­რე­ბა ამ რამ­დე­ნი­მე კვი­რის წი­ნათ ეროვ­ნუ­ლი ვა­ლუ­ტის დე­ვალ­ვა­ცი­ის ერთ-ერთ მთა­ვარ ფაქ­ტო­რად სა­ხელ­დე­ბო­და.

ეროვ­ნუ­ლი ბან­კის ოფი­ცი­ა­ლუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბით, მა­ის­ში სა­ბერ­ძნე­თი­დან 15,3 მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რი გად­მო­ი­რი­ცხა, ხოლო აპ­რილ­ში- 14 მი­ლი­ონ დო­ლარ­ზე მეტი. ივ­ნის­ში კი მო­უ­ლოდ­ნე­ლად სა­ბერ­ძნე­თის მთავ­რო­ბამ კა­პი­ტა­ლის ბა­ზარ­ზე კონ­ტრო­ლი და­ა­წე­სა. ეს ფუ­ლა­დი გად­მო­რი­ცხვე­ბის აკ­რძალ­ვა­საც მო­ი­ცავს და სა­ქარ­თვე­ლო­ში გზავ­ნი­ლე­ბის მკვეთ­რი შემ­ცი­რე­ბაა მო­სა­ლოდ­ნე­ლი.

რე­დაქ­ცია: გა­მო­ი­ყე­ნეთ თეგი #კრი­ზი­სი სა­ბერ­ძნეთ­ში

ეკო­ნო­მის­ტი მი­ხე­ილ დუნ­დუა ამ­ბობს, რომ ევ­როს დო­ლარ­თან დე­ვალ­ვა­ცი­ის გამო, სა­ბერ­ძნე­თი­დან ფუ­ლა­დი გზავ­ნი­ლე­ბის და­ახ­ლო­ე­ბით 30 მი­ლი­ონ დო­ლა­რამ­დე შემ­ცი­რე­ბა ისე­დაც ნა­ვა­რა­უ­დე­ვი იყო. 6 თვე­ში ამ ქვეყ­ნი­დან სა­ქარ­თვე­ლო­ში 85 მი­ლი­ონ დო­ლა­რამ­დე გად­მო­ი­რი­ცხა, თუკი სა­ბერ­ძნეთ­ში დე­ფოლ­ტი გა­მო­ცხად­და, იქ და­საქ­მე­ბუ­ლი ჩვე­ნი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის მი­ნი­მუმ ნა­ხე­ვა­რი სამ­სა­ხურს და­კარ­გავს, რაც გზავ­ნი­ლე­ბის მო­ცუ­ლო­ბას კი­დევ უფრო შე­ამ­ცი­რებს. "რე­ა­ლუ­რად 2015 წლის­თვის სა­ბერ­ძნე­თი­დან 170 მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რის ფუ­ლად გზა­ნილს ვე­ლო­დე­ბო­დით. ამა­სო­ბა­ში ევ­რომ დო­ლარ­თან მი­მარ­თე­ბა­ში დე­ვალ­ვა­ცია გა­ნი­ცა­და, იქ კი ჩვე­ნი თა­ნა­მე­მა­მუ­ლე­ე­ბი შე­მო­სა­ვალს ევ­რო­ში იღე­ბენ. შე­სა­ბა­მი­სად, ეს პროგ­ნო­ზი უკვე გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი იყო. ახლა თუ გა­მო­ცხად­და დე­ფოლ­ტი და კი­დევ უფრო დრა­მა­ტუ­ლად წა­რი­მარ­თა სი­ტუ­ა­ცია, ჩვე­ნი თა­ნა­მე­მა­მუ­ლე­ე­ბის მი­ნი­მუმ ნა­ხე­ვა­რი და­კარ­გავს სა­მუ­შაო ად­გილს, შე­სა­ბა­მი­სად, გად­მო­რი­ცხვე­ბი გა­ნა­ხევ­რდე­ბა და თუკი წლის მე­ო­რე ნა­ხე­ვარ­ში და­ახ­ლო­ე­ბით 85 მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რი უნდა მიგ­ვე­ღო, შე­იძ­ლე­ბა მი­ვი­ღოთ 40 მი­ლი­ო­ნო დო­ლა­რი ან უფრო ნაკ­ლე­ბი. ეს ძა­ლი­ან ცუ­დი­აა, მაგ­რამ მა­ინც არ არის იმ­დე­ნად დიდი თან­ხა, რომ ლა­რის კურ­სზე სე­რი­ო­ზუ­ლი გავ­ლე­ნა მო­ახ­დი­ნოს,"- გან­მარ­ტა მი­ხე­ილ დუნ­დუ­ამ.

ეკო­ნო­მის­ტი სოსო არჩვა­ძე აღ­ნიშ­ნავს, რომ შემ­ცი­რე­ბუ­ლი პირ­და­პი­რი უცხო­უ­რი ინ­ვეს­ტი­ცი­ე­ბის ფონ­ზე, ვა­ლუ­ტის გამ­ყა­რე­ბის როლი ფუ­ლად­მა გზავ­ნი­ლებ­მა იტ­ვირ­თა. თუკი მდგო­მა­რე­ო­ბა ამ კუ­თხით მა­ინც არ გა­მოს­წორ­და, ეს ლა­რის სტა­ბი­ლუ­რო­ბა­ზე გარ­კვე­ულ ზე­გავ­ლე­ნას მო­ახ­დენს. "შარ­შან სა­ბერ­ძნე­თი­დან გზავ­ნი­ლე­ბის მო­ცუ­ლო­ბა აღე­მა­ტე­ბო­და 2003 წელს ყვე­ლა ქვეყ­ნი­დან ჩა­რი­ცხუ­ლი თან­ხის მთლი­ან მო­ცუ­ლო­ბას. თა­ნაც ეს ტენ­დენ­ცია იყო აღ­მა­ვა­ლი. იმ პე­რი­ოდ­ში, რო­დე­საც ფუ­ლად­მა გზავ­ნი­ლებ­მა, გარ­კვე­ულ­წი­ლად, იტ­ვირ­თა ვა­ლუ­ტის გამ­ყა­რე­ბის როლი, შემ­ცი­რე­ბის ტენ­დენ­ცია ძა­ლი­ან მტკივ­ნე­უ­ლი იქ­ნე­ბა. ახლა ფუ­ლა­დი ტრან­ზაქ­ცი­ე­ბი გა­ნი­ხი­ლე­ბა ფი­ნან­სუ­რი სტა­ბი­ლუ­რო­ბის ერთ-ერთ მნიშ­ვნე­ლო­ვან ფაქ­ტო­რად,"- ამ­ბობს სოსო არჩვა­ძე.

სრუ­ლი ტექ­სტი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
პირველებმა ბექა ონიანზე სასტიკი ანგარიშსწორების პირველი კადრები მოიპოვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია

საბერძნეთიდან ფული აღარ ირიცხება - რა ემუქრება ლარს?

საბერძნეთიდან ფული აღარ ირიცხება - რა ემუქრება ლარს?

საბერძნეთიდან ფულადი გზავნილები ისევ შეჩერებულია, არადა იგი სწორედ ამ კომპონენტის მიხედვით ნომერ მეორე ქვეყანაა საქართველოსთვის. საბერძნეთში მყოფი ქართველი ემიგრანტები წელიწადში დაახლოებით 200 მილიონ დოლარამდე რიცხავდნენ. "რეზონანსი" დაინტერესდა, რამდენად არის საშიშროება, რომ საბერძნეთის კრიზისმა ისედაც გაუფასურებულ ლარზე უფრო მეტი გავლენა მოახდინოს. უცხოეთიდან ფულადი გზავნლების შემცირება ამ რამდენიმე კვირის წინათ ეროვნული ვალუტის დევალვაციის ერთ-ერთ მთავარ ფაქტორად სახელდებოდა.

ეროვნული ბანკის ოფიციალური მონაცემებით, მაისში საბერძნეთიდან 15,3 მილიონი დოლარი გადმოირიცხა, ხოლო აპრილში- 14 მილიონ დოლარზე მეტი. ივნისში კი მოულოდნელად საბერძნეთის მთავრობამ კაპიტალის ბაზარზე კონტროლი დააწესა. ეს ფულადი გადმორიცხვების აკრძალვასაც მოიცავს და საქართველოში გზავნილების მკვეთრი შემცირებაა მოსალოდნელი.

რედაქცია: გამოიყენეთ თეგი #კრიზისი საბერძნეთში

ეკონომისტი მიხეილ დუნდუა ამბობს, რომ ევროს დოლართან დევალვაციის გამო, საბერძნეთიდან ფულადი გზავნილების დაახლოებით 30 მილიონ დოლარამდე შემცირება ისედაც ნავარაუდევი იყო. 6 თვეში ამ ქვეყნიდან საქართველოში 85 მილიონ დოლარამდე გადმოირიცხა, თუკი საბერძნეთში დეფოლტი გამოცხადდა, იქ დასაქმებული ჩვენი მოქალაქეების მინიმუმ ნახევარი სამსახურს დაკარგავს, რაც გზავნილების მოცულობას კიდევ უფრო შეამცირებს. "რეალურად 2015 წლისთვის საბერძნეთიდან 170 მილიონი დოლარის ფულად გზანილს ველოდებოდით. ამასობაში ევრომ დოლართან მიმართებაში დევალვაცია განიცადა, იქ კი ჩვენი თანამემამულეები შემოსავალს ევროში იღებენ. შესაბამისად, ეს პროგნოზი უკვე გათვალისწინებული იყო. ახლა თუ გამოცხადდა დეფოლტი და კიდევ უფრო დრამატულად წარიმართა სიტუაცია, ჩვენი თანამემამულეების მინიმუმ ნახევარი დაკარგავს სამუშაო ადგილს, შესაბამისად, გადმორიცხვები განახევრდება და თუკი წლის მეორე ნახევარში დაახლოებით 85 მილიონი დოლარი უნდა მიგვეღო, შეიძლება მივიღოთ 40 მილიონო დოლარი ან უფრო ნაკლები. ეს ძალიან ცუდიაა, მაგრამ მაინც არ არის იმდენად დიდი თანხა, რომ ლარის კურსზე სერიოზული გავლენა მოახდინოს,"- განმარტა მიხეილ დუნდუამ.

ეკონომისტი სოსო არჩვაძე აღნიშნავს, რომ შემცირებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ფონზე, ვალუტის გამყარების როლი ფულადმა გზავნილებმა იტვირთა. თუკი მდგომარეობა ამ კუთხით მაინც არ გამოსწორდა, ეს ლარის სტაბილურობაზე გარკვეულ ზეგავლენას მოახდენს. "შარშან საბერძნეთიდან გზავნილების მოცულობა აღემატებოდა 2003 წელს ყველა ქვეყნიდან ჩარიცხული თანხის მთლიან მოცულობას. თანაც ეს ტენდენცია იყო აღმავალი. იმ პერიოდში, როდესაც ფულადმა გზავნილებმა, გარკვეულწილად, იტვირთა ვალუტის გამყარების როლი, შემცირების ტენდენცია ძალიან მტკივნეული იქნება. ახლა ფულადი ტრანზაქციები განიხილება ფინანსური სტაბილურობის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორად,"- ამბობს სოსო არჩვაძე.

სრული ტექსტი

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია