პარტია "იმედის" თავმჯდომარე ირინა სარიშვილი სოციალურ ქსელში ნუცუბიძის ქუჩაზე მოკლული ბეგი მამალაძის შესახებ ემოციურ პოსტს აქვეყნებს.
"ჩემი შუათანა დაბრუნდა გამოცდიდან. კმაყოფილი ვარო, მითხრა და გამიხარდა. მაგრამ მერე ისეთი რამე მითხრა, გული გამიჩერდა.
როცა სიას კითხულობდნენ აბიტურიენტების, ერთი ბავშვი აკლდა. ელოდნენ კარგა ხანს... მერე გვარი გამოაცხადეს, ვინც აგვიანებდა -
ბეგი მამალაძე.
არავის ახსოვდა და ჩემ შვილს უთქვამს, ბეგი ვერ მოვა, მოკლესო...
ერთი თვეც არაა გასული მგონი.
არც ჩემი შვილი იცნობდა, უბრალოდ იცოდა და თქვა.
ძალიან ცუდად გავხდი.
ეხლაც ცუდად ვარ.
არ ვიცი, რატომ ვწერ ეხლა ამაზე, იმიტომ რომ თქვენ გაგინაწილოთ რასაც ვგრძნობ და ცოტათი მომეშვას თუ იმიტომ, რომ ყოველთვის გვახსოვდეს:
როცა ჩვენ გვიხარია, სადღაც უბედურებაა.
და პირიქით.
მაპატიეთ", - წერს ირინა სარიშვილი.
შეგახსენებთ, 18 წლის მამალაძე 25 მაისს, საკუთარ საცხოვრებელ სახლთან ცივი იარაღით მოკლეს. მკვლელობაში ბრალდებული ერთი პირი, 19 წლის როინ ქარდავა მკვლლეობის ღამესვე დააკვეს.
გარდაცვლილის ოჯახი კი აცხადებს, რომ პოლიციამ მეორე პირის დაკავებაც შეძლო, თუმცა მოგვიანებით ის გაათავისუფლეს. ოჯახი ეჭვობს რომ, მკველობის თანამონაწილეს მფარველები ჰყავს.
გარდაცვლილის ოჯახის წევრების გარდა, მკველობის მეორე თანამონაწილის შესახებ საუბრობენ ბეგი მამალაძის მეგობრებიც. მათი თქმით, სასიკვდილო ჭრილობები დანით მამალაძეს ჯერ როინ ქარდავამ, შემდეგ კი მასთან ერთად მყოფმა პირმა მიაყენა.