აბეზარ კოღოებს შეუძლიათ გაგიფუჭონ ყველაზე ღირსშესანიშნავი დღე. ეს პაწაწინა სისხლისმსმელები სტიქიური უბედურების ტოლფასნი არიან. მათგან დამალვაც ზოგჯერ იოლი არ არის. გთავაზობთ რამდენიმე ხერხს, რომლებიც დაგეხმარებათ განდევნოთ კოღოები ისე, რომ არ "შეგჭამონ".
1. არომატული ზეთები
ყველაზე ეფექტური ზეთები მწერების წინააღმდეგ საბრძოლველად არის: კატაბალახის, ევკალიპტის, პიტნის, ჩაის ხის, ანისულის, მიხაკის ზეთები. გამოყენება: დაასველეთ ბამბა თქვენ მიერ შერჩეულ ზეთში და დაიდეთ საწოლთან ახლოს თაროზე ან ტუმბოზე. ასევე რამდენიმე წვეთი ჩააწვეთეთ ნელსაცხებელში (რომელსაც იყენებთ ყოველდღიურად), კარგად აურიეთ და ღია ადგილებში წაისვით.
3. ლიმონი და მიხაკის ყვავილი
გაჭერით ლიმონი შუაზე, ჩაარჭეთ შიგნით მიხაკის რამდენიმე გამხმარი ყვავილი. დადეთ საწოლის ახლოს და მშვიდად დაიძინეთ ღია ფანჯარაში. სასიამოვნო სუნი და და მშვიდი ძილი გარანტირებული გექნებათ!
გაგრძელება