საზოგადოება
სპორტი
პოლიტიკა

1

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 10:27-ზე, მთვარე ლომშია – მარტოობისა და თავმდაბლობის დღეა. ინტუიცია მძაფრდება. კარგია სუნთქვითი ვარჯიში და არომათერაპია. კარგია ზედა სასუნთქი გზებისა და ბრონქების გაწმენდა. რეკომენდებულია: მოაგვარეთ მატერიალური და ფულადი საკითხები. აკეთეთ საქმე. გამოავლინეთ თქვენი უნარები და ნიჭი. წარმატების მიღწევა ბევრ სფეროში შეიძლება. უმჯობესია თავი შეიკავოთ როგორც გრძელი, ასევე მოკლე მოგზაურობისგან. ეს დღე განკუთვნილია დასვენებისთვის.
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საუდის არაბეთის პრინცმა სტიქიით დაზარალებულთა დასახმარებლად 300 000 დოლარი გამოყო
საუდის არაბეთის პრინცმა სტიქიით დაზარალებულთა დასახმარებლად 300 000 დოლარი გამოყო

სა­უ­დის არა­ბე­თის პრინცმა ალ-ვა­ლიდ ბინ ტა­ლალ ბინ აბ­დუ­ლაზ ალ სა­უდ­მა თბი­ლი­სის სტი­ქი­ის შე­დე­გად და­ზა­რა­ლე­ბულ­თა და­სახ­მა­რებ­ლად 300 000 აშშ დო­ლა­რი გა­მო­ყო.

რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­დან აც­ნო­ბეს, სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის სა­ხელ­ზე გა­მოგ­ზავ­ნი­ლი პრინ­ცის შე­სა­ბა­მი­სი წე­რი­ლი სა­უ­დის არა­ბეთ­ში სა­ქარ­თვე­ლოს სა­ელ­ჩოს გა­და­ე­ცა.

"ჩვენ ყუ­რა­დღე­ბით ვა­დევ­ნებთ თვალს თბი­ლის­ში, მდი­ნა­რე ვე­რეს ხე­ო­ბა­ში მომ­ხდა­რი სტი­ქი­ის შე­დე­გად გან­ვი­თა­რე­ბულ მოვ­ლე­ნებს. გვსურს გა­მოვ­ხა­ტოთ ღრმა მწუ­ხა­რე­ბა და მი­ვუ­სამ­ძიმ­როთ ქარ­თველ ხალ­ხს.

მძი­მე დროს მე­გობ­რე­ბი ყო­ველ­თვის ერ­თმა­ნე­თის გვერ­დში დგა­ნან. ფონ­დი Alwaleed Philanthropies ერთ-ერთი პირ­ვე­ლია მათ შო­რის, ვინც დახ­მა­რე­ბას უწევს წყალ­დი­დო­ბის შე­დე­გად და­ზა­რა­ლე­ბუ­ლებს. გვწამს, რომ სტი­ქი­უ­რი უბე­დუ­რე­ბე­ბის ლიკ­ვი­და­ცი­ის საქ­მე­ში მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი წვლი­ლის შე­ტა­ნა შეგ­ვიძ­ლია, ამი­ტომ და­უ­ყოვ­ნებ­ლივ და­უ­კავ­შირ­დით სა­ქარ­თვე­ლოს ელჩს სა­უ­დის არა­ბეთ­ში, რათა უზ­რუნ­ველ­ყო­ფილ იქ­ნას ფონ­დის მიერ გა­მო­ყო­ფი­ლი 300.000 აშშ დო­ლა­რის ოდე­ნო­ბის შე­ნა­ტა­ნის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა სტი­ქი­ის შე­დე­გად მი­ყე­ნე­ბუ­ლი ზა­რა­ლის აღ­მო­სა­ფხვრე­ლად და და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის და­სახ­მა­რებ­ლად. ბა­ტო­ნო პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრო, ჩვენ ვლო­ცუ­ლობთ თქვე­ნი და ქარ­თვე­ლი ხალ­ხის­თვის", - აღ­ნიშ­ნუ­ლია სა­უ­დის-არა­ბე­თის პრინ­ცის წე­რილ­ში, რო­მე­ლიც მან სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნისტრს გა­უგ­ზავ­ნა.

სა­უ­დის არა­ბეთ­ში სა­ქარ­თვე­ლოს ელჩმა გი­ორ­გი ჯან­ჯღა­ვამ თბი­ლის­ში დატ­რი­ა­ლე­ბუ­ლი სტი­ქი­ის შემ­დეგ სა­უ­დის არა­ბე­თის პრინცთან 16 ივ­ნისს სა­გან­გე­ბო შეხ­ვედ­რა გა­მარ­თა, სა­დაც ალ-ვა­ლიდს მი­ა­წო­და ინ­ფორ­მა­ცია მომ­ხდა­რის შე­სა­ხებ. სა­უ­დის არა­ბე­თის პრინცმა ელჩს სა­ქარ­თვე­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბი­სა და მთავ­რო­ბის სა­ხელ­ზე სამ­ძიმ­რის წე­რი­ლი გა­დას­ცა. ელჩთან შეხ­ვედ­რი­სას პრინცმა გა­მო­ხა­ტა სურ­ვი­ლი სა­ელ­ჩოს­თან კო­ორ­დი­ნა­ცი­ით და­ზა­რა­ლე­ბუ­ლებს დახ­მა­როს. პრინ­ცი რე­გუ­ლა­რუ­ლად ინ­ტე­რეს­დე­ბა, თუ რო­გორ მიმ­დი­ნა­რე­ობს აღ­დგე­ნი­თი სა­მუ­შა­ო­ე­ბი, რის თა­ო­ბა­ზეც სა­ელ­ჩო მას უწყვეტ რე­ჟიმ­ში აწ­ვდის ინ­ფორ­მა­ცი­ას. სა­უ­დის არა­ბე­თის პრინ­ცი სა­ქარ­თვე­ლოს ოფი­ცი­ა­ლუ­რი ვი­ზი­ტით 2015 წლის 10 ივ­ნისს ეწ­ვია.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

საუდის არაბეთის პრინცმა სტიქიით დაზარალებულთა დასახმარებლად 300 000 დოლარი გამოყო

საუდის არაბეთის პრინცმა სტიქიით დაზარალებულთა დასახმარებლად 300 000 დოლარი გამოყო

საუდის არაბეთის პრინცმა ალ-ვალიდ ბინ ტალალ ბინ აბდულაზ ალ საუდმა თბილისის სტიქიის შედეგად დაზარალებულთა დასახმარებლად 300 000 აშშ დოლარი გამოყო.

როგორც "ინტერპრესნიუსს" საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, საქართველოს პრემიერ-მინისტრის სახელზე გამოგზავნილი პრინცის შესაბამისი წერილი საუდის არაბეთში საქართველოს საელჩოს გადაეცა.

"ჩვენ ყურადღებით ვადევნებთ თვალს თბილისში, მდინარე ვერეს ხეობაში მომხდარი სტიქიის შედეგად განვითარებულ მოვლენებს. გვსურს გამოვხატოთ ღრმა მწუხარება და მივუსამძიმროთ ქართველ ხალხს.

მძიმე დროს მეგობრები ყოველთვის ერთმანეთის გვერდში დგანან. ფონდი Alwaleed Philanthropies ერთ-ერთი პირველია მათ შორის, ვინც დახმარებას უწევს წყალდიდობის შედეგად დაზარალებულებს. გვწამს, რომ სტიქიური უბედურებების ლიკვიდაციის საქმეში მნიშვნელოვანი წვლილის შეტანა შეგვიძლია, ამიტომ დაუყოვნებლივ დაუკავშირდით საქართველოს ელჩს საუდის არაბეთში, რათა უზრუნველყოფილ იქნას ფონდის მიერ გამოყოფილი 300.000 აშშ დოლარის ოდენობის შენატანის განხორციელება სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის აღმოსაფხვრელად და დაზარალებული ადამიანების დასახმარებლად. ბატონო პრემიერ-მინისტრო, ჩვენ ვლოცულობთ თქვენი და ქართველი ხალხისთვის", - აღნიშნულია საუდის-არაბეთის პრინცის წერილში, რომელიც მან საქართველოს პრემიერ-მინისტრს გაუგზავნა.

საუდის არაბეთში საქართველოს ელჩმა გიორგი ჯანჯღავამ თბილისში დატრიალებული სტიქიის შემდეგ საუდის არაბეთის პრინცთან 16 ივნისს საგანგებო შეხვედრა გამართა, სადაც ალ-ვალიდს მიაწოდა ინფორმაცია მომხდარის შესახებ. საუდის არაბეთის პრინცმა ელჩს საქართველოს მოსახლეობისა და მთავრობის სახელზე სამძიმრის წერილი გადასცა. ელჩთან შეხვედრისას პრინცმა გამოხატა სურვილი საელჩოსთან კოორდინაციით დაზარალებულებს დახმაროს. პრინცი რეგულარულად ინტერესდება, თუ როგორ მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები, რის თაობაზეც საელჩო მას უწყვეტ რეჟიმში აწვდის ინფორმაციას. საუდის არაბეთის პრინცი საქართველოს ოფიციალური ვიზიტით 2015 წლის 10 ივნისს ეწვია.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია