სპორტი
Faceამბები

5

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 18:45-ზე, მთვარე მორიელშია – რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება. დახმარების თხოვნა. გამოიჩინეთ ნებისყოფა, გამძლეობა, სიმტკიცე და პატიოსნება სამსახურში. გამოავლინეთ საკამათო საკითხების გადაჭრის, კონფლიქტების მოგვარების და კომპრომისებზე წასვლის უნარი. არ არის რეკომენდებული გადაჭარბებული ზრუნვა. ახალი წამოწყებები. აჩქარების და აურზაურის გამოვლინება. საუკეთესო დღეა ოჯახის შესაქმნელად. თავი უნდა შეიკავოთ უხეში საკვებისგან, კვერცხისგან, თევზისა და ხორცისგან. მთლიანად გამორიცხეთ ალკოჰოლი და ნიკოტინი. ზედა სასუნთქი გზების, გულის, ფილტვების და ღვიძლის გაწმენდის დღეა. მოუსმინეთ გულს.
მოზაიკა
სამხედრო
საზოგადოება
მსოფლიო
სამართალი
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ნიკოლოზ ბასილაშვილი - სიმპატიური, წარმატებული ქართველი ჩოგანის პირადი და პროფესიული ცხოვრების დეტალები
ნიკოლოზ ბასილაშვილი - სიმპატიური, წარმატებული ქართველი ჩოგანის პირადი და პროფესიული ცხოვრების დეტალები

Ambebi.ge ნი­კო­ლოზ ბა­სი­ლაშ­ვი­ლის პი­რა­დი და პრო­ფე­სი­უ­ლი ცხოვ­რე­ბის დე­ტა­ლებს გთა­ვა­ზობთ:

იხი­ლეთ ფო­ტო­გა­ლე­რეა| ნი­კო­ლოზ ბა­სი­ლაშ­ვი­ლის პრო­ფე­სი­უ­ლი და პი­რა­დი ცხოვ­რე­ბა

ბა­სი­ლაშ­ვი­ლი 1992 წლის 23 თე­ბერ­ვალს, თბი­ლის­ში და­ი­ბა­და. 2009 წელს და­ამ­თავ­რა კა­ლი­ფორ­ნი­ის შტა­ტის ქა­ლაქ საკ­რა­მენ­ტოს გრა­ნა­ით­ბე­ის დიდი სკო­ლა.

ჩოგ­ბურ­თის თა­მა­ში 6 წლი­სამ, გოგა სან­თე­ლა­ძის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბით და­ი­წყო. კარ­გა ხანს მამა - ნო­დარ ბა­სი­ლაშ­ვი­ლი ავარ­ჯი­შებ­და.

12 წლი­სა აშშ-ში გა­და­ვი­და სა­ცხოვ­რებ­ლად და იქ ვი­ტა­ლი გო­რინ­თან ვარ­ჯი­შობ­და. იყო სა­ქარ­თვე­ლოს ჩემ­პი­ო­ნი 12-14-წლი­ა­ნებ­ში.

ამე­რი­კა­ში ორან­ჯბო­ლის ორი ტურ­ნი­რის ნა­ხე­ვარ­ფი­ნა­ლის­ტი იყო. 16 წლის ATF-ის ჭა­ბუკ­თა მსოფ­ლი­ოს რე­ი­ტინ­გში 59-ე იყო. 2009 წლი­დან პრო­ფე­სი­ო­ნა­ლებ­ში გა­და­ი­ნაც­ვლა.

2010 წელს სო­ჭის ვაჟ­თა 10 000-იანი ტურ­ნი­რი მო­ი­გო. მერე ორი წე­ლი­წა­დი ტრავ­მე­ბის გამო, ფაქ­ტობ­რი­ვად, არ­სად უას­პა­რე­ზია.

2012 წელს ექ­ვსი ტურ­ნი­რი (ყა­ზან­ში, მოს­კოვ­ში, ერე­ვან­ში, თბი­ლის­სა და 2 ან­ტა­ლი­ა­ში) მო­ი­გო, ორ­ჯერ ფი­ნალ­ში ითა­მა­შა.

რაც შე­ე­ხე­ბა ნი­კო­ლოზ ბა­სი­ლაშ­ვი­ლის პი­რად ცხოვ­რე­ბას, მან 2013 წელს იქორ­წი­ნა. მისი რჩე­უ­ლი ულა­მა­ზე­სი მო­დე­ლი ნეკა დო­რო­კაშ­ვი­ლია. წყვილს პა­ტა­რა ვა­ჟიც ჰყავთ.

ნა­ხეთ ყვე­ლა ფოტო

"ჩემი მე­უღ­ლე ნეკა დო­რო­ყაშ­ვი­ლია. სა­ერ­თო მე­გობ­რე­ბის წრე­ში გა­ვი­ცა­ნი, შემ­დეგ ინ­ტერ­ნე­ტით გვქონ­და მი­მო­წე­რა, რად­გან სა­ზღვარ­გა­რეთ ვცხოვ­რობ­დი. გა­დავ­წყვი­ტეთ და­ო­ჯა­ხე­ბა.

მო­ნატ­რე­ბა რთუ­ლია, მაგ­რამ ზოგ­ჯერ და­დე­ბი­თად მოქ­მე­დებს ეს ურ­თი­ერ­თო­ბებ­ზე. ასე­თია სპორ­ტი, ნე­კამ ამის შე­სა­ხებ თა­ვი­დან­ვე იცო­და. ჩემს მე­უღ­ლეს ამე­რი­კათმცოდ­ნე­ო­ბა აქვს დამ­თავ­რე­ბუ­ლი.

გვყავს ვაჟი ლუ­კა­სი, რო­მე­ლიც მინ­და ჩოგ­ბურ­თე­ლი გახ­დეს" - გა­ნა­ცხა­და AMBEBI.GE-სთვის 3 წლის წინ მი­ცე­მულ ინ­ტერ­ვი­უ­ში ბა­სი­ლაშ­ვილ­მა.

- სპორ­ტის გამო, ბევრ რა­ღა­ცა­ზე უწევთ უა­რის თქმა, არ გი­ჭირთ პა­ტა­რა ასაკ­ში მო­წე­ვის, და­ლე­ვის და გარ­თო­ბის გა­რე­შე ცხოვ­რე­ბა?

- რა­დი­კა­ლუ­რად არაფ­რის წი­ნა­აღ­მდე­გი და მომ­ხრე არ ვარ. თუ სპორ­ტსმე­ნის ორ­გა­ნიზმს შე­უძ­ლია მო­წე­ვა და და­ლე­ვა, მო­წი­ოს და და­ლი­ოს. მე არც ვე­წე­ვი და არც ვსვამ.

- რო­გო­რი ხართ კორ­ტებს მიღ­მა?

- კორ­ტე­ბის მიღ­მა ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ადა­მი­ა­ნი ვარ. მარ­თა­ლია ამე­რი­კა­ში გა­ვი­ა­რე გარ­და­ტე­ხის ასა­კი, მაგ­რამ ამას არ მო­უხ­დე­ნია არა­ნა­ი­რი გავ­ლე­ნა. ქარ­თუ­ლი აზ­როვ­ნე­ბა მაქვს.

ძა­ლი­ან მი­ხა­რია ჩემი აზ­როვ­ნე­ბა ამე­რი­კუ­ლად ან ევ­რო­პუ­ლად რომ არ შევ­ცვა­ლე. ძა­ლი­ან მიყ­ვარს ქარ­თვე­ლე­ბი, ტრა­დი­ცი­ე­ბი, კულ­ტუ­რა, ყვე­ლა­ფე­რი მომ­წონს. იმი­ტომ რომ ქარ­თვე­ლი ვარ.

- რა მიზ­ნე­ბი გაქვს?

- პირ­ველ რიგ­ში, მინ­და ჯან­მრთე­ლი ვიყო. შემ­დეგ მო­ვინ­დო­მო და კარ­გად ვა­კე­თო ჩემი საქ­მე. შე­დე­გე­ბი თა­ვის­თა­ვად მოვა.

6 photos showing that Georgia’s best tennis player is just as successful in personal life

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების წესს?

ნიკოლოზ ბასილაშვილი - სიმპატიური, წარმატებული ქართველი ჩოგანის პირადი და პროფესიული ცხოვრების დეტალები

ნიკოლოზ ბასილაშვილი - სიმპატიური, წარმატებული ქართველი ჩოგანის პირადი და პროფესიული ცხოვრების დეტალები

Ambebi.ge ნიკოლოზ ბასილაშვილის პირადი და პროფესიული ცხოვრების დეტალებს გთავაზობთ:

იხილეთ ფოტოგალერეა| ნიკოლოზ ბასილაშვილის პროფესიული და პირადი ცხოვრება

ბასილაშვილი 1992 წლის 23 თებერვალს, თბილისში დაიბადა. 2009 წელს დაამთავრა კალიფორნიის შტატის ქალაქ საკრამენტოს გრანაითბეის დიდი სკოლა.

ჩოგბურთის თამაში 6 წლისამ, გოგა სანთელაძის ხელმძღვანელობით დაიწყო. კარგა ხანს მამა - ნოდარ ბასილაშვილი ავარჯიშებდა.

12 წლისა აშშ-ში გადავიდა საცხოვრებლად და იქ ვიტალი გორინთან ვარჯიშობდა. იყო საქართველოს ჩემპიონი 12-14-წლიანებში.

ამერიკაში ორანჯბოლის ორი ტურნირის ნახევარფინალისტი იყო. 16 წლის ATF-ის ჭაბუკთა მსოფლიოს რეიტინგში 59-ე იყო. 2009 წლიდან პროფესიონალებში გადაინაცვლა.

2010 წელს სოჭის ვაჟთა 10 000-იანი ტურნირი მოიგო. მერე ორი წელიწადი ტრავმების გამო, ფაქტობრივად, არსად უასპარეზია.

2012 წელს ექვსი ტურნირი (ყაზანში, მოსკოვში, ერევანში, თბილისსა და 2 ანტალიაში) მოიგო, ორჯერ ფინალში ითამაშა.

რაც შეეხება ნიკოლოზ ბასილაშვილის პირად ცხოვრებას, მან 2013 წელს იქორწინა. მისი რჩეული ულამაზესი მოდელი ნეკა დოროკაშვილია. წყვილს პატარა ვაჟიც ჰყავთ.

ნახეთ ყველა ფოტო

"ჩემი მეუღლე ნეკა დოროყაშვილია. საერთო მეგობრების წრეში გავიცანი, შემდეგ ინტერნეტით გვქონდა მიმოწერა, რადგან საზღვარგარეთ ვცხოვრობდი. გადავწყვიტეთ დაოჯახება.

მონატრება რთულია, მაგრამ ზოგჯერ დადებითად მოქმედებს ეს ურთიერთობებზე. ასეთია სპორტი, ნეკამ ამის შესახებ თავიდანვე იცოდა. ჩემს მეუღლეს ამერიკათმცოდნეობა აქვს დამთავრებული.

გვყავს ვაჟი ლუკასი, რომელიც მინდა ჩოგბურთელი გახდეს" - განაცხადა AMBEBI.GE-სთვის 3 წლის წინ მიცემულ ინტერვიუში ბასილაშვილმა.

- სპორტის გამო, ბევრ რაღაცაზე უწევთ უარის თქმა, არ გიჭირთ პატარა ასაკში მოწევის, დალევის და გართობის გარეშე ცხოვრება?

- რადიკალურად არაფრის წინააღმდეგი და მომხრე არ ვარ. თუ სპორტსმენის ორგანიზმს შეუძლია მოწევა და დალევა, მოწიოს და დალიოს. მე არც ვეწევი და არც ვსვამ.

- როგორი ხართ კორტებს მიღმა?

- კორტების მიღმა ჩვეულებრივი ადამიანი ვარ. მართალია ამერიკაში გავიარე გარდატეხის ასაკი, მაგრამ ამას არ მოუხდენია არანაირი გავლენა. ქართული აზროვნება მაქვს.

ძალიან მიხარია ჩემი აზროვნება ამერიკულად ან ევროპულად რომ არ შევცვალე. ძალიან მიყვარს ქართველები, ტრადიციები, კულტურა, ყველაფერი მომწონს. იმიტომ რომ ქართველი ვარ.

- რა მიზნები გაქვს?

- პირველ რიგში, მინდა ჯანმრთელი ვიყო. შემდეგ მოვინდომო და კარგად ვაკეთო ჩემი საქმე. შედეგები თავისთავად მოვა.

6 photos showing that Georgia’s best tennis player is just as successful in personal life

9-10 იანვარს საქართველოში თოვლია მოსალოდნელი

ბაკურიანში ე.წ. 25-იანების საბაგიროზე საბჭოთა კავშირის დროინდელ რუბლს იყენებენ - რას პასუხობს ეკონომიკის სამინისტრო დამსვენებლებს

"დეკანოზი გიორგი მამალაძე ჩვენთან შესახვედრად საკაცით ჩამოჰყავთ" - მიხეილ რამიშვილი