პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება

30

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეორე დღე დაიწყება 07:11-ზე, მთვარე ვერძშია კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად; ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; ვაჭრობისთვის. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან შეხვედრა სიკეთეს არ მოგიტანთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. თამამად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, მივლინებაში. სხვა დღისთვის გადადეთ ნიშნობა და ქორწინება. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სასმლის დოზა. მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე; აგრეთვე დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რეჟისორი, რომელსაც ტრუსიანი რომეოსა და ტანგიანი ჯულიეტას გამო ვიღაცებმა ესთეტიკა დაუწუნეს - "მიუღებელია "ფეისბუქბრიგადის" შეხედულება"
რეჟისორი, რომელსაც ტრუსიანი რომეოსა და ტანგიანი ჯულიეტას გამო ვიღაცებმა ესთეტიკა დაუწუნეს - "მიუღებელია "ფეისბუქბრიგადის" შეხედულება"

ირაკ­ლი გო­გია უკვე ერთი წე­ლია, რაც ახ­მე­ტე­ლის თე­ატ­რის სამ­ხატ­ვრო ხელ­მძღვა­ნე­ლია. ამ ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში თე­ატრმა ათზე მეტი პრე­მი­ე­რა გა­მარ­თა. სე­ზო­ნი კი მის მიერ დად­გმუ­ლი საპ­რე­მი­ე­რო სპექ­ტაკ­ლით - "რო­მეო და ჯუ­ლი­ე­ტა" და­ხუ­რა, რო­მე­ლიც ერ­თგვა­რი მით­ქმა-მოთ­ქმის ობი­ექ­ტიც გახ­და, რე­ჟი­სო­რის თა­ნა­მედ­რო­ვე ხედ­ვა გა­აკ­რი­ტი­კეს - სცე­ნა­ზე გა­მო­ჩე­ნი­ლი ტრუ­სი­ა­ნი რო­მე­ო­სა და ტან­გი­ა­ნი ჯუ­ლი­ე­ტას გამო ხე­ლო­ვანს ეს­თე­ტი­კა და­უ­წუ­ნეს.

დე­ტა­ლე­ბი| ცნო­ბი­ლი ტრა­გე­დია თბი­ლი­სი­დან ვე­რო­ნამ­დე, ანუ ჩვე­ნი დრო­ის "რო­მეო და ჯუ­ლი­ე­ტა"

ირაკ­ლი გო­გია:

- სპექ­ტაკ­ლის გარ­შე­მო სხვა­დას­ხვა­ნა­ი­რი მო­საზ­რე­ბა უნდა არ­სე­ბობ­დეს და ყვე­ლას პა­ტივს ვცემ, მაგ­რამ ყო­ველ­თვის მი­უ­ღე­ბე­ლი იქ­ნე­ბა მო­საზ­რე­ბა, რო­მელ­საც "რო­მეო და ჯუ­ლი­ე­ტას" პრე­მი­ე­რის შემ­დეგ რამ­დე­ნი­მე ვა­ი­ხე­ლო­ვა­ნის "ფე­ის­ბუ­ქის" გვერ­დებ­ზე წა­ვა­წყდი. პირ­და­პირ შე­მიძ­ლია ვთქვა, რომ მათ სპექ­ტაკ­ლი ნა­ნა­ხიც არ აქვთ, თო­რემ ადა­მი­ა­ნი, როცა მოვა, სპექ­ტაკლს ნა­ხავს და ჯან­სა­ღად იკა­მა­თებს, - ეს სხვა სა­კი­თხია, კა­მა­თი და დი­ა­ლო­გი ხომ ხე­ლოვ­ნე­ბის შე­მად­გე­ნე­ლი ნა­წი­ლია.

- მა­ყუ­რე­ბელს სპექ­ტაკ­ლი მოს­წონს...

- სპექ­ტაკ­ლი შვიდ­ჯერ ვი­თა­მა­შეთ, ყო­ველ ჯერ­ზე მა­ყუ­რებ­ლის რე­აქ­ცი­ას ვაკ­ვირ­დე­ბი. ის ტყუ­ი­ლად არ უკ­რავს ტაშს. შე­იძ­ლე­ბა პირ­ველ პრე­მი­ე­რა­ზე ტაში იმი­ტომ და­გიკ­რას, რომ ბი­ძაშ­ვილ-მა­მი­დაშ­ვი­ლე­ბი გყავს დარ­ბაზ­ში მოწ­ვე­უ­ლი, მაგ­რამ მეშ­ვი­დედ და მერ­ვედ ტყუ­ი­ლად არ და­ი­ხარ­ჯე­ბა. თუ სპექ­ტაკ­ლი ერ­თმა და ორმა ვერ გა­ი­გო, ეს ბუ­ნებ­რი­ვი პრო­ცე­სია, არც ეს არის პრობ­ლე­მა, მე­ო­რედ მოვა. უბ­რა­ლოდ ჩემ­თვის მი­უ­ღე­ბე­ლია იმ ადა­მი­ა­ნე­ბის, ხე­ლო­ვა­ნე­ბის გარ­კვე­უ­ლი ჯგუ­ფის, უფრო სწო­რად, "ფე­ის­ბუქბ­რი­გა­დის" შე­ხე­დუ­ლე­ბა, რომ­ლებ­საც სპექ­ტაკ­ლი არც უნა­ხავთ და ისე ალა­პა­რაკ­დნენ. ეს მათ არაპრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მზე მე­ტყვე­ლებს.

- ვი­ღა­ცე­ბიც სპექ­ტაკლს ეს­თეტიკას უწუ­ნე­ბენ...

- ისი­ნი, ვინც ეს­თე­ტი­კა­ზე სა­უბ­რობ­დნენ, სპექ­ტაკლზე მე­ო­რედ მო­ვიდ­ნენ და უკვე სხვა­ნა­ი­რად ალა­პა­რაკ­დნენ. მი­მაჩ­ნია, რომ სპექ­ტაკ­ლი შედ­გა, რად­გა­ნაც მას­ზე ამ­დენს მსჯე­ლო­ბენ. "რო­მეო და ჯუ­ლი­ე­ტა" იმ ადა­მი­ა­ნებს მი­ვუ­ძღვე­ნი, რომ­ლე­ბიც რო­გორც კი რა­ღაც შედ­გე­ბა, მას უნდა ეცენ და დაღ­რღნან, რად­გა­ნაც თვი­თონ შე­უმ­დგა­რე­ბი არი­ან. დიახ, რე­ჟი­სო­რი, რო­მე­ლიც 60 წლის ისე გახ­და, რომ ჯერ ერთი წარ­მა­ტე­ბუ­ლი სპექ­ტაკ­ლიც ვერ დად­გა, ცხა­დია, "რო­მეო და ჯუ­ლი­ე­ტას" ასე უსა­ფუძ­ვლოდ და­ე­ტა­კე­ბა. ვი­მე­ო­რებ, ეს წარ­მოდ­გე­ნაც სწო­რედ ამ ხალ­ხზე დავ­დგი... რა ქნან, რა­ღაც ხომ უნდა აკე­თონ?!

- წელს მარ­თლა ბევ­რი პრე­მი­ე­რა გქონ­დათ.

- კი, 10 პრე­მი­ე­რა­ზე მეტი ერთ სე­ზონ­ზე, - ნა­ყო­ფი­ე­რი წელი იყო. ამას­თან, რამ­დე­ნი­მე ექ­სპე­რი­მენ­ტიც ჩა­ტარ­და. ორი კოპ­რო­დუქ­ცია გა­მო­ვუშ­ვით - ბრა­ზი­ლი­უ­რი და ფრან­გუ­ლი. იყო გას­ტრო­ლი ეს­ტო­ნეთ­ში, - ფეს­ტი­ვალ­ზე ვი­ყა­ვით. ერთ თვე­ში ისევ ფეს­ტი­ვალ­ზე მივ­დი­ვართ, ოღონდ, ბრა­ზი­ლი­ა­ში. მიგ­ვაქვს ჩვე­ნი ექ­სპე­რი­მენ­ტუ­ლი წარ­მოდ­გე­ნა - "2+2=2". მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ სე­ზო­ნი დავ­ხუ­რეთ, მიმ­დი­ნა­რე­ობს ახა­ლი სე­ზო­ნის­თვის რე­პე­ტი­ცი­ე­ბი - გო­დერ­ძი ჩო­ხე­ლის მო­თხრო­ბებ­ზე ვმუ­შა­ობთ, რაც სცე­ნა­ზე პირ­ვე­ლად და­იდ­გმე­ბა.

- ვინ მუ­შა­ობს?

- მე და ლაშა გოგ­ნი­აშ­ვი­ლი, ჩვე­ნი თე­ატ­რის რე­ჟი­სო­რი. სექ­ტემ­ბერ­ში პრე­მი­ე­რა გვექ­ნე­ბა. სპექ­ტაკლს "ბე­დის­წე­რის თე­ატ­რი" ერ­ქმე­ვა. ასე­ვე ვამ­ზა­დებთ ზღა­პარს - "თოვ­ლის დე­დო­ფა­ლი". ორი უცხო­ე­ლი რე­ჟი­სო­რი უნდა გვეწ­ვი­ოს, სა­ინ­ტე­რე­სო თა­ნამ­შრომ­ლო­ბას გვპირ­დე­ბი­ან. უკვე ისეა ყვე­ლა­ფე­რი "და­ქო­ქი­ლი," ტემ­პი ვერ გა­ჩერ­დე­ბა.

- რო­გორც ვიცი, სტი­ქი­ით და­ზა­რა­ლე­ბულ­თა ფონდში გადსა­რი­ცხად ორი სპექ­ტაკ­ლი - "რო­მეო და ჯუ­ლი­ე­ტა" ითა­მა­შეთ.

- ასე­ვე ახ­მე­ტე­ლის თე­ატ­რის ინი­ცი­ა­ტი­ვით, 13 ივ­ლისს, ტრა­გე­დი­ი­დან ერთი თვის თავ­ზე, ქარ­თვე­ლი ხე­ლო­ვა­ნე­ბი მა­რა­თონს გა­მარ­თა­ვენ. ერთ-ერთი ორ­გა­ნი­ზა­ტო­რი სპორ­ტის სა­სახ­ლეც იქ­ნე­ბა, ასე­ვე - ნი­კუ­შა შენ­გე­ლა­ია, ირაკ­ლი კა­კა­ბა­ძე, გიო ხუ­ციშ­ვი­ლი, დათო საყ­ვა­რე­ლი­ძე. შე­მო­სუ­ლი თან­ხა სო­ლი­და­რო­ბის ფონდში გა­და­ი­რი­ცხე­ბა. პროგ­რა­მა მი­ე­ძღვნე­ბა მო­ხა­ლი­სე­ებს, ვინც ასე და­უდ­გნენ გა­სა­ჭირ­ში თა­ვი­ანთ ქა­ლაქს. დი­დად გვეხ­მა­რე­ბა თბი­ლი­სის მე­რი­აც.

- ცნო­ბი­ლია, რომ თე­ატ­რის დასი წელს რი­ცხობ­რი­ვად გა­ი­ზარ­და და გა­ა­ხალ­გაზ­რდავ­და, რაც თქვე­ნი დამ­სა­ხუ­რე­ბაა...

- თე­ატ­რში რომ მო­ვე­დი, სულ 12 მსა­ხი­ო­ბი დამ­ხვდა, დღეს - 28 მსა­ხი­ო­ბია. ნა­ხე­ვარ­ზე მეტი რა­ღაც პე­რი­პე­ტი­ე­ბის გამო აქე­დან გაშ­ვე­ბუ­ლი იყო. ზო­გი­ერ­თი და­ვაბ­რუ­ნე და ახალ­გაზ­რდე­ბი და სა­უ­კე­თე­სო­ე­ბი მო­ვიყ­ვა­ნე, რომ­ლებ­საც კარ­გი გა­ნათ­ლე­ბა აქვთ მი­ღე­ბუ­ლი, კარგ პე­და­გო­გებ­თან სწავ­ლობ­დნენ: თა­თუ­ლი ედი­შე­რაშ­ვი­ლი, გი­ორ­გი გას­ვი­ა­ნი, ან­დრია გვე­ლე­სი­ა­ნი, გიგი მიგ­რი­ა­უ­ლი და კი­დევ ბევ­რი. არ შე­იძ­ლე­ბა მსგავ­სი მა­რა­გის და­კარ­გვა, ისე­დაც სამი-ოთხი თე­ატ­რია თბი­ლის­ში.

ამას­თან, მსა­ხი­ო­ბე­ბი ბერ­დე­ბი­ან და უნ­დათ კა­რი­ე­რა დრო­უ­ლად გა­ა­კე­თონ, არა­და, ამ წლე­ბის მან­ძილ­ზე ისე ჯდო­მით რამ­დენს გა­უც­და წლე­ბი. მერე ეს თე­ატ­რი წლე­ბის მან­ძილ­ზე პო­ლი­ტი­ზე­ბუ­ლიც გახ­ლდათ და იყო ჭი­და­ო­ბა.

- დღეს ახ­მე­ტე­ლის თე­ატ­რი ინ­ტრი­გე­ბის­გან დაც­ლი­ლია?

- ამ თე­ატრს ყო­ველ­თვის ჰქონ­და კლი­შე, რომ აქ ყო­ველ­თვის და­ძა­ბუ­ლი სი­ტუ­ა­ცია იყო, სი­ნამ­დვი­ლე­ში თუ აქა­უ­რო­ბას გა­იც­ნობ­დი, მიხ­ვდე­ბო­დი, რომ არა­ნა­ი­რი ინ­ტრი­გა არ ყო­ფი­ლა. ამ ყვე­ლა­ფერს რა­ღაც შე­უ­სა­ბა­მოდ აბ­რა­ლებ­დნენ, ყო­ველ­თვის ნორ­მა­ლუ­რი ხალ­ხი მუ­შა­ობ­და. მთა­ვა­რი ურ­თი­ერ­თპა­ტი­ვის­ცე­მაა. ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც აქ და­არ­სე­ბის დღი­დან საქ­მი­ა­ნობს, ცხა­დია, პა­ტი­ვის­ცე­მას იმ­სა­ხუ­რებს.

- რა­ზეა თქვე­ნი საქ­მე და­მო­კი­დე­ბუ­ლი?

- პირ­ველ რიგ­ში, სა­კუ­თა­რი საქ­მე უნდა გიყ­ვარ­დეს, აკე­თებ­დე მას და თვის ბო­ლოს უნდა იგებ­დე, რამ­დე­ნი გაქვს ხელ­ფა­სი.

ასე­თი მიდ­გო­მა კი არის სა­ფუძ­ვე­ლი, რომ ქვე­ყა­ნა აშენ­დე­ბა და ისიც უნდა გა­აც­ნო­ბი­ე­რო, რომ ქვე­ყა­ნას მხო­ლოდ პო­ლი­ტი­კო­სე­ბი არ აშე­ნე­ბენ, მხო­ლოდ ისი­ნი ვერც აა­შე­ნე­ბენ. პო­ლი­ტი­კო­სე­ბის კრი­ტი­კა­სა და მთავ­რო­ბის ლან­ძღვა­ზე მარ­ტი­ვი არ­ფე­რია... თა­ვად იმოქ­მე­დე. ევ­რო­პა­ში ხში­რად მი­წევს ჩას­ვლა და იქა­ურ ინ­ტე­ლი­გენ­ცი­ას­თან შეხ­ვედ­რა, მსოფ­ლი­ო­ში მა­ი­მუ­ნე­ბი­ვით არ უნდა გა­მოვ­ჩნდეთ. რა გვინ­და, მკვეთ­რად უნდა ჩან­დეს...

- ახ­მე­ტე­ლის თე­ატ­რამ­დე რა გზა გა­ი­ა­რეთ?

- ინ­სტი­ტუ­ტი რომ და­ვამ­თავ­რე, 4 წელი ზუგ­დი­დის თე­ატ­რის დი­რექ­ტო­რი და სამ­ხატ­ვრო ხელ­მძღვა­ნე­ლი ვი­ყა­ვი, მერე მცი­რე ხანი მო­ზარ­დმა­ყუ­რე­ბელ­თა თე­ატ­რში ვი­მუ­შა­ვე, პა­რა­ლე­ლუ­რად, ილი­ას უნი­ვერ­სი­ტეტ­ში რე­ჟი­სო­რებს ვას­წავ­ლი­დი და ზო­გა­დად, ლექ­ცი­ებს ხე­ლოვ­ნე­ბის ფა­კულ­ტეტ­ზე ვკი­თხუ­ლობ­დი. სპექ­ტაკ­ლებს სხვა­დას­ხვა თე­ატ­რში (რუს­თა­ველ­ში, მარ­ჯა­ნიშ­ვილ­ში) ვდგამ­დი, ოთარ მეღ­ვი­ნე­თუ­ხუ­ცე­სი და გუ­რან­და გა­ბუ­ნია ვა­თა­მა­შე სპექ­ტაკლში - "მე­მუ­ა­რე­ბი", 5 წარ­მოდ­გე­ნის შემ­დეგ ბა­ტო­ნი ოთა­რი გარ­და­იც­ვა­ლა...

- თქვენ­თვის თე­ატ­რი რომ ყვე­ლა­ფე­რია, ფაქ­ტია. მა­ინც რო­გო­რია მისი თქვე­ნე­უ­ლი გან­მარ­ტე­ბა?

- თე­ატ­რი სუ­ლით მკურ­ნა­ლო­ბაა. სტუ­დენ­ტებ­საც რომ ვუხ­სნი ამას, სულ ვე­უბ­ნე­ბი, რე­ჟი­სუ­რა სა­კუ­თა­რი კომ­პლექ­სე­ბის მოხ­სნაა... კი, ასეა...

იხი­ლეთ ფო­ტო­ე­ბი სპექ­ტაკ­ლი­დან "რო­მეო და ჯუ­ლი­ე­ტა"

ლალი ფა­ცია

AMBEBI.GE

რეჟისორი, რომელსაც ტრუსიანი რომეოსა და ტანგიანი ჯულიეტას გამო ვიღაცებმა ესთეტიკა დაუწუნეს - "მიუღებელია "ფეისბუქბრიგადის" შეხედულება"

რეჟისორი, რომელსაც ტრუსიანი რომეოსა და ტანგიანი ჯულიეტას გამო ვიღაცებმა ესთეტიკა დაუწუნეს - "მიუღებელია "ფეისბუქბრიგადის" შეხედულება"

ირაკლი გოგია უკვე ერთი წელია, რაც ახმეტელის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელია. ამ ხნის განმავლობაში თეატრმა ათზე მეტი პრემიერა გამართა. სეზონი კი მის მიერ დადგმული საპრემიერო სპექტაკლით - "რომეო და ჯულიეტა" დახურა, რომელიც ერთგვარი მითქმა-მოთქმის ობიექტიც გახდა, რეჟისორის თანამედროვე ხედვა გააკრიტიკეს - სცენაზე გამოჩენილი ტრუსიანი რომეოსა და ტანგიანი ჯულიეტას გამო ხელოვანს ესთეტიკა დაუწუნეს.

დეტალები| ცნობილი ტრაგედია თბილისიდან ვერონამდე, ანუ ჩვენი დროის "რომეო და ჯულიეტა"

ირაკლი გოგია:

- სპექტაკლის გარშემო სხვადასხვანაირი მოსაზრება უნდა არსებობდეს და ყველას პატივს ვცემ, მაგრამ ყოველთვის მიუღებელი იქნება მოსაზრება, რომელსაც "რომეო და ჯულიეტას" პრემიერის შემდეგ რამდენიმე ვაიხელოვანის "ფეისბუქის" გვერდებზე წავაწყდი. პირდაპირ შემიძლია ვთქვა, რომ მათ სპექტაკლი ნანახიც არ აქვთ, თორემ ადამიანი, როცა მოვა, სპექტაკლს ნახავს და ჯანსაღად იკამათებს, - ეს სხვა საკითხია, კამათი და დიალოგი ხომ ხელოვნების შემადგენელი ნაწილია.

- მაყურებელს სპექტაკლი მოსწონს...

- სპექტაკლი შვიდჯერ ვითამაშეთ, ყოველ ჯერზე მაყურებლის რეაქციას ვაკვირდები. ის ტყუილად არ უკრავს ტაშს. შეიძლება პირველ პრემიერაზე ტაში იმიტომ დაგიკრას, რომ ბიძაშვილ-მამიდაშვილები გყავს დარბაზში მოწვეული, მაგრამ მეშვიდედ და მერვედ ტყუილად არ დაიხარჯება. თუ სპექტაკლი ერთმა და ორმა ვერ გაიგო, ეს ბუნებრივი პროცესია, არც ეს არის პრობლემა, მეორედ მოვა. უბრალოდ ჩემთვის მიუღებელია იმ ადამიანების, ხელოვანების გარკვეული ჯგუფის, უფრო სწორად, "ფეისბუქბრიგადის" შეხედულება, რომლებსაც სპექტაკლი არც უნახავთ და ისე ალაპარაკდნენ. ეს მათ არაპროფესიონალიზმზე მეტყველებს.

- ვიღაცებიც სპექტაკლს ესთეტიკას უწუნებენ...

- ისინი, ვინც ესთეტიკაზე საუბრობდნენ, სპექტაკლზე მეორედ მოვიდნენ და უკვე სხვანაირად ალაპარაკდნენ. მიმაჩნია, რომ სპექტაკლი შედგა, რადგანაც მასზე ამდენს მსჯელობენ. "რომეო და ჯულიეტა" იმ ადამიანებს მივუძღვენი, რომლებიც როგორც კი რაღაც შედგება, მას უნდა ეცენ და დაღრღნან, რადგანაც თვითონ შეუმდგარები არიან. დიახ, რეჟისორი, რომელიც 60 წლის ისე გახდა, რომ ჯერ ერთი წარმატებული სპექტაკლიც ვერ დადგა, ცხადია, "რომეო და ჯულიეტას" ასე უსაფუძვლოდ დაეტაკება. ვიმეორებ, ეს წარმოდგენაც სწორედ ამ ხალხზე დავდგი... რა ქნან, რაღაც ხომ უნდა აკეთონ?!

- წელს მართლა ბევრი პრემიერა გქონდათ.

- კი, 10 პრემიერაზე მეტი ერთ სეზონზე, - ნაყოფიერი წელი იყო. ამასთან, რამდენიმე ექსპერიმენტიც ჩატარდა. ორი კოპროდუქცია გამოვუშვით - ბრაზილიური და ფრანგული. იყო გასტროლი ესტონეთში, - ფესტივალზე ვიყავით. ერთ თვეში ისევ ფესტივალზე მივდივართ, ოღონდ, ბრაზილიაში. მიგვაქვს ჩვენი ექსპერიმენტული წარმოდგენა - "2+2=2". მიუხედავად იმისა, რომ სეზონი დავხურეთ, მიმდინარეობს ახალი სეზონისთვის რეპეტიციები - გოდერძი ჩოხელის მოთხრობებზე ვმუშაობთ, რაც სცენაზე პირველად დაიდგმება.

- ვინ მუშაობს?

- მე და ლაშა გოგნიაშვილი, ჩვენი თეატრის რეჟისორი. სექტემბერში პრემიერა გვექნება. სპექტაკლს "ბედისწერის თეატრი" ერქმევა. ასევე ვამზადებთ ზღაპარს - "თოვლის დედოფალი". ორი უცხოელი რეჟისორი უნდა გვეწვიოს, საინტერესო თანამშრომლობას გვპირდებიან. უკვე ისეა ყველაფერი "დაქოქილი," ტემპი ვერ გაჩერდება.

- როგორც ვიცი, სტიქიით დაზარალებულთა ფონდში გადსარიცხად ორი სპექტაკლი - "რომეო და ჯულიეტა" ითამაშეთ.

- ასევე ახმეტელის თეატრის ინიციატივით, 13 ივლისს, ტრაგედიიდან ერთი თვის თავზე, ქართველი ხელოვანები მარათონს გამართავენ. ერთ-ერთი ორგანიზატორი სპორტის სასახლეც იქნება, ასევე - ნიკუშა შენგელაია, ირაკლი კაკაბაძე, გიო ხუციშვილი, დათო საყვარელიძე. შემოსული თანხა სოლიდარობის ფონდში გადაირიცხება. პროგრამა მიეძღვნება მოხალისეებს, ვინც ასე დაუდგნენ გასაჭირში თავიანთ ქალაქს. დიდად გვეხმარება თბილისის მერიაც.

- ცნობილია, რომ თეატრის დასი წელს რიცხობრივად გაიზარდა და გაახალგაზრდავდა, რაც თქვენი დამსახურებაა...

- თეატრში რომ მოვედი, სულ 12 მსახიობი დამხვდა, დღეს - 28 მსახიობია. ნახევარზე მეტი რაღაც პერიპეტიების გამო აქედან გაშვებული იყო. ზოგიერთი დავაბრუნე და ახალგაზრდები და საუკეთესოები მოვიყვანე, რომლებსაც კარგი განათლება აქვთ მიღებული, კარგ პედაგოგებთან სწავლობდნენ: თათული ედიშერაშვილი, გიორგი გასვიანი, ანდრია გველესიანი, გიგი მიგრიაული და კიდევ ბევრი. არ შეიძლება მსგავსი მარაგის დაკარგვა, ისედაც სამი-ოთხი თეატრია თბილისში.

ამასთან, მსახიობები ბერდებიან და უნდათ კარიერა დროულად გააკეთონ, არადა, ამ წლების მანძილზე ისე ჯდომით რამდენს გაუცდა წლები. მერე ეს თეატრი წლების მანძილზე პოლიტიზებულიც გახლდათ და იყო ჭიდაობა.

- დღეს ახმეტელის თეატრი ინტრიგებისგან დაცლილია?

- ამ თეატრს ყოველთვის ჰქონდა კლიშე, რომ აქ ყოველთვის დაძაბული სიტუაცია იყო, სინამდვილეში თუ აქაურობას გაიცნობდი, მიხვდებოდი, რომ არანაირი ინტრიგა არ ყოფილა. ამ ყველაფერს რაღაც შეუსაბამოდ აბრალებდნენ, ყოველთვის ნორმალური ხალხი მუშაობდა. მთავარი ურთიერთპატივისცემაა. ადამიანი, რომელიც აქ დაარსების დღიდან საქმიანობს, ცხადია, პატივისცემას იმსახურებს.

- რაზეა თქვენი საქმე დამოკიდებული?

- პირველ რიგში, საკუთარი საქმე უნდა გიყვარდეს, აკეთებდე მას და თვის ბოლოს უნდა იგებდე, რამდენი გაქვს ხელფასი.

ასეთი მიდგომა კი არის საფუძველი, რომ ქვეყანა აშენდება და ისიც უნდა გააცნობიერო, რომ ქვეყანას მხოლოდ პოლიტიკოსები არ აშენებენ, მხოლოდ ისინი ვერც ააშენებენ. პოლიტიკოსების კრიტიკასა და მთავრობის ლანძღვაზე მარტივი არფერია... თავად იმოქმედე. ევროპაში ხშირად მიწევს ჩასვლა და იქაურ ინტელიგენციასთან შეხვედრა, მსოფლიოში მაიმუნებივით არ უნდა გამოვჩნდეთ. რა გვინდა, მკვეთრად უნდა ჩანდეს...

- ახმეტელის თეატრამდე რა გზა გაიარეთ?

- ინსტიტუტი რომ დავამთავრე, 4 წელი ზუგდიდის თეატრის დირექტორი და სამხატვრო ხელმძღვანელი ვიყავი, მერე მცირე ხანი მოზარდმაყურებელთა თეატრში ვიმუშავე, პარალელურად, ილიას უნივერსიტეტში რეჟისორებს ვასწავლიდი და ზოგადად, ლექციებს ხელოვნების ფაკულტეტზე ვკითხულობდი. სპექტაკლებს სხვადასხვა თეატრში (რუსთაველში, მარჯანიშვილში) ვდგამდი, ოთარ მეღვინეთუხუცესი და გურანდა გაბუნია ვათამაშე სპექტაკლში - "მემუარები", 5 წარმოდგენის შემდეგ ბატონი ოთარი გარდაიცვალა...

- თქვენთვის თეატრი რომ ყველაფერია, ფაქტია. მაინც როგორია მისი თქვენეული განმარტება?

- თეატრი სულით მკურნალობაა. სტუდენტებსაც რომ ვუხსნი ამას, სულ ვეუბნები, რეჟისურა საკუთარი კომპლექსების მოხსნაა... კი, ასეა...

იხილეთ ფოტოები სპექტაკლიდან "რომეო და ჯულიეტა"

ლალი ფაცია

AMBEBI.GE

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება