პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება

12

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:57-ზე, მთვარე თხის რქაში გადავა 05:54 – კარგად შეძლებთ მნიშვნელოვანი ამოცანების დაგეგმვასა. იმ სამუშაოს შესრულებას, რომელიც მოითხოვს სიზუსტეს, მათემატიკურ გამოთვლებს და ინსტრუქციების მკაფიო დაცვას. ადამიანი ავლენს პასუხისმგებლობას, პრაქტიკულობას და მოვალეობის გრძნობას. რეკომენდებულია კომუნიკაცია, შეხვედრები მეგობრებთან; შემოქმედებითი საქმიანობა; პრეზენტაციებისა და სარეკლამო კამპანიების ჩატარება. გუნდური მუშაობა. წარუდგინეთ პროექტები თქვენს უფროსებს განსახილველად. აქტიური ორგანოებია: მუხლები, ძვლები, სახსრები, კანი, სისხლის მიმოქცევის სისტემა. დაიცავით უმარილო დიეტა.
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
სამართალი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თბილისის სასტუმროებმა სუპერთასის ფინალისთვის ჩამოსული სტუმრები შესაძლოა, ვერ დაიტიოს - უმსხვილესი სასტუმროები ადგილების დეფიციტზე საუბრობენ
თბილისის სასტუმროებმა სუპერთასის ფინალისთვის ჩამოსული სტუმრები შესაძლოა, ვერ დაიტიოს - უმსხვილესი სასტუმროები ადგილების დეფიციტზე საუბრობენ

უეფა-ს სუ­პერ­თა­სის­თვის, რო­მე­ლიც 11 აგ­ვის­ტოს თბი­ლის­ში "დი­ნა­მო არე­ნა­ზე" გა­ი­მარ­თე­ბა, ათა­სო­ბით უცხო­ელ სტუ­მარს ელო­დე­ბი­ან. ფი­ნა­ლურ შეხ­ვედ­რა­ზე და­სას­წრე­ბი 6 000 ბი­ლე­თი უცხო­ელ გულ­შე­მატ­კი­ვარ­ზეა გათ­ვლი­ლი. ამას გარ­და, ელო­დე­ბი­ან უამ­რა­ვი უმაღ­ლე­სი რან­გის სტუ­მარს, რო­მელ­თა გან­თავ­სე­ბაც მა­ღა­ლი დო­ნის სას­ტუმ­რო­ებ­მა უნდა უზ­რუნ­ველ­ყონ.

Ambebi.ge შე­ე­ცა­და გა­ერ­კვია, და­ი­ტევს თუ არა თბი­ლი­სის სას­ტუმ­რო­ე­ბი მო­სა­ლოდ­ნე­ლი რა­ო­დე­ნო­ბის სტუმ­რებს. რო­გორც აღ­მოჩ­ნდა, სას­ტუმ­რო "თბი­ლი­სი მა­რი­ოტს" 9-12 აგ­ვის­ტოს პე­რი­ოდ­ში თა­ვი­სუ­ფა­ლი ნომ­რე­ბი არ აქვს. მო­თხოვ­ნა კი დი­დია. თა­ვი­სუ­ფა­ლი ნომ­რე­ბი არ აქვს არც "ქორ­თი­არდ მა­რი­ოტს". სას­ტუმ­რო "რე­დი­სონ­ში" კი გა­ნა­ცხა­დეს, რომ თა­ვი­სუ­ფა­ლი და და­კა­ვე­ბუ­ლი ნომ­რე­ბის რა­ო­დე­ნო­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია არის კონ­ფი­დენ­ცი­ა­ლუ­რი:

"ეს არის ძა­ლი­ან დატ­ვირ­თუ­ლი პე­რი­ო­დი ჩვე­ნი სას­ტუმ­როს­თვის, მაგ­რამ ზუს­ტად რამ­დე­ნი თა­ვი­სუ­ფა­ლი ნო­მე­რი დარ­ჩა, ამას ვერ გე­ტყვით. მო­თხოვ­ნა არის დიდი", - ამ­ბო­ბენ "რე­დი­სონ­ში".

Ambebi.ge-მ სცა­და "რე­დი­სო­ნის" ნომ­რის და­ჯავ­შნა 10 აგ­ვის­ტო­დან 12 აგ­ვის­ტომ­დე, თუმ­ცა, რო­გორც სის­ტე­მამ მი­უ­თი­თა, ამ დრო­ი­სათ­ვის თა­ვი­სუ­ფა­ლი ნომ­რე­ბი არც ამ სას­ტუმ­რო­ში არის.

რაც შე­ე­ხე­ბა სხვა სას­ტუმ­რო­ებს, "ჰი­ლი­დეი ინნ თბი­ლი­სის" მარ­კე­ტინ­გუ­ლი კო­მუ­ნი­კა­ცი­ე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის ხელ­მძღვა­ნე­ლის, თა­თუ­ლი ოქ­რი­აშ­ვი­ლის თქმით, უეფა-ს სუ­პერ­თა­სის ფი­ნა­ლის პე­რი­ოდ­ში ძა­ლი­ან ცოტა თა­ვი­სუ­ფა­ლი ოთა­ხია დარ­ჩე­ნი­ლი რო­გორც სას­ტუმ­რო­ში "ჰო­ლი­დეი ინნ თბი­ლი­სი", ასე­ვე სას­ტუმ­რო­ში "რუმს თბი­ლი­სი".

"ჰო­ლი­დეი ინნ"- ში არის 270 ოთა­ხი და "რუმს თბი­ლის­ში" 135 ოთა­ხი. სამ­წუ­ხა­როდ, და­ჯავ­შნუ­ლი ოთა­ხე­ბის ზუსტ ციფრს ვერ გე­ტყვით, თუმ­ცა მო­თხოვ­ნა ნამ­დვი­ლად ძა­ლი­ან დი­დია", - აღ­ნიშ­ნა თა­თუ­ლი ოქ­რი­აშ­ვილ­მა.

სას­ტუმ­რო­ე­ბი­სა და რეს­ტორ­ნე­ბის ფე­დე­რა­ცი­ის თავ­მჯდო­მა­რე, შალ­ვა ალა­ვერ­დაშ­ვი­ლი ამ­ბობს, რომ უეფა-ს სუ­პერ­თა­სის პე­რი­ო­დის­თვის დე­ფი­ცი­ტი არის არა მხო­ლოდ მა­ღა­ლი დო­ნის, არა­მედ სა­შუ­ა­ლო დო­ნის სას­ტუმ­რო­ებ­შიც.

"ფეხ­ბურ­თი გლო­ბა­ლუ­რი მოვ­ლე­ნაა. თან ისე­თი გუნ­დე­ბი ჩა­მო­დი­ან, რომ უფრო დიდი და­ინ­ტე­რე­სე­ბაა, ვიდ­რე მა­გა­ლი­თად ევ­რო­პის ახალ­გაზ­რდულ ოლიმ­პი­ა­და­ზე. ფეხ­ბურთს უფრო მეტი დას­წრე­ბა ექ­ნე­ბა, უფრო მეტ სტუ­მარს ჩა­მო­იყ­ვანს. რაც შე­ე­ხე­ბა რეს­ტორ­ნებს, ამის პრობ­ლე­მა არ გვაქვს. რეს­ტორ­ნე­ბი დიდი რა­ო­დე­ნო­ბით გვაქვს. თან ისე­თი პე­რი­ო­დია, რო­დე­საც ქა­ლა­ქი ნა­წი­ლობ­რივ დაც­ლი­ლია. ეს ფი­ნა­ლი რომ ჩა­ტა­რე­ბუ­ლი­ყო სექ­ტემ­ბერ­ში, ძა­ლი­ან გაგ­ვი­ჭირ­დე­ბო­და ამ მხრი­ვაც, ვი­ნა­ი­დან რეს­ტორ­ნე­ბი მაგ დროს სავ­სეა", - აღ­ნიშ­ნა ალა­ვერ­დაშ­ვილ­მა.

ასე­ვე სა­ინ­ტე­რე­სო| ზა­ფხუ­ლის ეკო­ნო­მი­კუ­რი პერ­სპექ­ტი­ვე­ბი: რა თან­ხებს შე­მო­უ­ტანს 3 უდი­დე­სი მოვ­ლე­ნა თბი­ლისს

სას­ტუმ­რო­ებ­ში თა­ვი­სუ­ფა­ლი ად­გი­ლე­ბის დე­ფი­ციტ­ზე სა­უბ­რობს სა­ქარ­თვე­ლოს ტუ­რო­პე­რა­ტორ­თა ასო­ცი­ა­ცი­ის თავ­მჯდო­მა­რე ია თა­ბა­გა­რიც:

"ეს იქ­ნე­ბა ქა­ლა­ქის­თვის ვი­ზი­ტო­რე­ბის და­ნა­მა­ტი. აგ­ვის­ტო­ში, რო­გორც წესი, სას­ტუმ­რო­ებს ჰქონ­დათ ხოლ­მე საკ­მა­ოდ ბევ­რი თა­ვი­სუ­ფა­ლი ად­გი­ლი. ტუ­რის­ტი, რო­მე­ლიც ქვე­ყა­ნა­ში შე­მო­დი­ო­და, თბი­ლის­ში რჩე­ბო­და ხოლ­მე ერთი-ორი ღამე, და შემ­დეგ მი­დი­ო­და უფრო მთი­ან რე­გი­ო­ნებ­ში და კუ­რორ­ტებ­ზე. ამი­ტო­მაც აგ­ვის­ტოს პე­რი­ოდ­ში ამ დრომ­დე თბი­ლი­სის სას­ტუმ­რო­ებს ჩა­ვარ­დნა ჰქონ­დათ ხოლ­მე. წელს, რო­დე­საც ჩვენ და­მა­ტე­ბით რამ­დე­ნი­მე ათას ვი­ზი­ტორ­ზე ვსა­უბ­რობთ, ბუ­ნებ­რი­ვია, რომ ეს სას­ტუმ­რო­ე­ბი არ იქ­ნე­ბა საკ­მა­რი­სი".

უეფა-ს სუ­პერ­თა­სი ყვე­ლა­ზე მას­შტა­ბუ­რი ღო­ნის­ძი­ე­ბაა, რაც კი თბი­ლის­ში და სა­ქარ­თვე­ლო­ში ბოლო პე­რი­ოდ­ში ჩა­ტა­რე­ბუ­ლა. თუ რო­გორ მო­იქ­ცე­ვი­ან სას­ტუმ­რო­ე­ბის და­ჯავ­შნილ ნომ­რებს მიღ­მა დარ­ჩე­ნი­ლი სტუმ­რე­ბი, ჯერ უც­ნო­ბია. თუმ­ცა, მი­უ­ხე­და­ვად პრობ­ლე­მე­ბი­სა, ტუ­რიზ­მის სა­კი­თხებ­ში ექ­სპერტთა ნა­წი­ლი მი­იჩ­ნევს, რომ ქვე­ყა­ნა­ში მსგავ­სი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის ჩა­ტა­რე­ბა წა­ხა­ლი­სე­ბუ­ლი უნდა იყოს.

თამ­თა ჯი­ჯა­ვა­ძე

AMBEBI.GE

რჩე­ვა: თე­მა­ზე მეტი ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­სა­ღე­ბად გა­მო­ი­ყე­ნეთ თეგი #სუ­პერ­თა­სი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

თბილისის სასტუმროებმა სუპერთასის ფინალისთვის ჩამოსული სტუმრები შესაძლოა, ვერ დაიტიოს - უმსხვილესი სასტუმროები ადგილების დეფიციტზე საუბრობენ

თბილისის სასტუმროებმა სუპერთასის ფინალისთვის ჩამოსული სტუმრები შესაძლოა, ვერ დაიტიოს - უმსხვილესი სასტუმროები ადგილების დეფიციტზე საუბრობენ

უეფა-ს სუპერთასისთვის, რომელიც 11 აგვისტოს თბილისში "დინამო არენაზე" გაიმართება, ათასობით უცხოელ სტუმარს ელოდებიან. ფინალურ შეხვედრაზე დასასწრები 6 000 ბილეთი უცხოელ გულშემატკივარზეა გათვლილი. ამას გარდა, ელოდებიან უამრავი უმაღლესი რანგის სტუმარს, რომელთა განთავსებაც მაღალი დონის სასტუმროებმა უნდა უზრუნველყონ.

Ambebi.ge შეეცადა გაერკვია, დაიტევს თუ არა თბილისის სასტუმროები მოსალოდნელი რაოდენობის სტუმრებს. როგორც აღმოჩნდა, სასტუმრო "თბილისი მარიოტს" 9-12 აგვისტოს პერიოდში თავისუფალი ნომრები არ აქვს. მოთხოვნა კი დიდია. თავისუფალი ნომრები არ აქვს არც "ქორთიარდ მარიოტს". სასტუმრო "რედისონში" კი განაცხადეს, რომ თავისუფალი და დაკავებული ნომრების რაოდენობის შესახებ ინფორმაცია არის კონფიდენციალური:

"ეს არის ძალიან დატვირთული პერიოდი ჩვენი სასტუმროსთვის, მაგრამ ზუსტად რამდენი თავისუფალი ნომერი დარჩა, ამას ვერ გეტყვით. მოთხოვნა არის დიდი", - ამბობენ "რედისონში".

Ambebi.ge-მ სცადა "რედისონის" ნომრის დაჯავშნა 10 აგვისტოდან 12 აგვისტომდე, თუმცა, როგორც სისტემამ მიუთითა, ამ დროისათვის თავისუფალი ნომრები არც ამ სასტუმროში არის.

რაც შეეხება სხვა სასტუმროებს, "ჰილიდეი ინნ თბილისის" მარკეტინგული კომუნიკაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელის, თათული ოქრიაშვილის თქმით, უეფა-ს სუპერთასის ფინალის პერიოდში ძალიან ცოტა თავისუფალი ოთახია დარჩენილი როგორც სასტუმროში "ჰოლიდეი ინნ თბილისი", ასევე სასტუმროში "რუმს თბილისი".

"ჰოლიდეი ინნ"- ში არის 270 ოთახი და "რუმს თბილისში" 135 ოთახი. სამწუხაროდ, დაჯავშნული ოთახების ზუსტ ციფრს ვერ გეტყვით, თუმცა მოთხოვნა ნამდვილად ძალიან დიდია", - აღნიშნა თათული ოქრიაშვილმა.

სასტუმროებისა და რესტორნების ფედერაციის თავმჯდომარე, შალვა ალავერდაშვილი ამბობს, რომ უეფა-ს სუპერთასის პერიოდისთვის დეფიციტი არის არა მხოლოდ მაღალი დონის, არამედ საშუალო დონის სასტუმროებშიც.

"ფეხბურთი გლობალური მოვლენაა. თან ისეთი გუნდები ჩამოდიან, რომ უფრო დიდი დაინტერესებაა, ვიდრე მაგალითად ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიადაზე. ფეხბურთს უფრო მეტი დასწრება ექნება, უფრო მეტ სტუმარს ჩამოიყვანს. რაც შეეხება რესტორნებს, ამის პრობლემა არ გვაქვს. რესტორნები დიდი რაოდენობით გვაქვს. თან ისეთი პერიოდია, როდესაც ქალაქი ნაწილობრივ დაცლილია. ეს ფინალი რომ ჩატარებულიყო სექტემბერში, ძალიან გაგვიჭირდებოდა ამ მხრივაც, ვინაიდან რესტორნები მაგ დროს სავსეა", - აღნიშნა ალავერდაშვილმა.

ასევე საინტერესო| ზაფხულის ეკონომიკური პერსპექტივები: რა თანხებს შემოუტანს 3 უდიდესი მოვლენა თბილისს

სასტუმროებში თავისუფალი ადგილების დეფიციტზე საუბრობს საქართველოს ტუროპერატორთა ასოციაციის თავმჯდომარე ია თაბაგარიც:

"ეს იქნება ქალაქისთვის ვიზიტორების დანამატი. აგვისტოში, როგორც წესი, სასტუმროებს ჰქონდათ ხოლმე საკმაოდ ბევრი თავისუფალი ადგილი. ტურისტი, რომელიც ქვეყანაში შემოდიოდა, თბილისში რჩებოდა ხოლმე ერთი-ორი ღამე, და შემდეგ მიდიოდა უფრო მთიან რეგიონებში და კურორტებზე. ამიტომაც აგვისტოს პერიოდში ამ დრომდე თბილისის სასტუმროებს ჩავარდნა ჰქონდათ ხოლმე. წელს, როდესაც ჩვენ დამატებით რამდენიმე ათას ვიზიტორზე ვსაუბრობთ, ბუნებრივია, რომ ეს სასტუმროები არ იქნება საკმარისი".

უეფა-ს სუპერთასი ყველაზე მასშტაბური ღონისძიებაა, რაც კი თბილისში და საქართველოში ბოლო პერიოდში ჩატარებულა. თუ როგორ მოიქცევიან სასტუმროების დაჯავშნილ ნომრებს მიღმა დარჩენილი სტუმრები, ჯერ უცნობია. თუმცა, მიუხედავად პრობლემებისა, ტურიზმის საკითხებში ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ ქვეყანაში მსგავსი ღონისძიებების ჩატარება წახალისებული უნდა იყოს.

თამთა ჯიჯავაძე

AMBEBI.GE

რჩევა: თემაზე მეტი ინფორმაციის მისაღებად გამოიყენეთ თეგი #სუპერთასი

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია