ამ ქვეყანაში კაცის უფლება იქნება თუ არა დაცული მთელი თავისი შინაარსით?! – აღნიშნული კითხვით სახალხო დამცველს უჩა ნანუაშვილს დეპუტატმა ლუკა კურტანიძემ მიმართა. საქართველოში კაცების უფლელების დაცვის საკითხით კურტანიძე პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე დაინტერესდა, სადაც სახალხო დამცველის ყოველწლიურ ანგარიშს ისმენენ.
"ჩვენ ვლაპარაკობთ უმცირესობების უფლებების დაცვაზე, სექსუალური უმცირესობების დაცვაზე, მაგრამ კაცთა უფლებაზე ვინ უნდა იზრუნოს?! ამ ქვეყანაში კაცთა უფლება იქნება თუ არა დაცული მთელი თავისი შინაარსით?", – მიმართა უჩა ნანუაშვილს ლუკა კურტანიძემ.