პოპულარული Tale Of Us ანაკლიაში, GEM fest-ზე ათიათასობით მსმენელისთვის დაუკრავს. ეს კიდევ ერთი სასიამოვნო სიურპრიზია ფესტივალის ორგანიზატორებისგან. მაშინ, როდესაც GEM fest-ს გრემის ნომინანტი ტრანს დიჯეი არმინ ვან ბიურენი გახსნის და 9 დღის განმავლობაში, 30 ივლისიდან 7 აგვისტოს ჩათვლით, ელექტრონული მუსიკის სცენაზე ერთმანეთს 23 ქვეყნის 100-ზე მეტი პოპულარული სახე ჩაანაცვლებს, ეს ნამდვილად გახდება წლის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა საქართველოში.
გარდა დაგეგმილი მუსიკის ფეიერვერკის მოწყობისა, GEM fest საქველმოქმედო აქციაშიც გრძელვადიანად ჩაერთო. ფესტივალის თითოეული შეძენილი მულტი პასის ღირებულებიდან 1 ლარს "სოლიდარობის ფონდს" ურიცხავს, რომელიც 22 წლამდე ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე პაციენტების მკურნალობას მოხმარდება. ასევე, GEM fest შანსს მისცემს ახალგაზრდა, ნიჭიერ შემსრულებლებს, რომ საყვარელ სფეროში გზა გაიკვალონ. ისინი საკუთარ შესაძლებლობებს ფესტივალის სცენაზე წარმოაჩენენ. გარდა ამისა, მთელი საფესტივალო ტერიტორია გადაქცეული იქნება საგამოფენო სივრცედ, სადაც მხატვრები, სკულპტორები და სხვა ხელოვანი ადამიანები წარადგენენ საკუთარ ნამუშევრებს. ჩატარდება მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმების ფესტივალი ღია ცის ქვეშ. GEM, ასევე, დააფინანსებს ნიჭიერი ახალგაზრდების სწავლას საზღვარგარეთ და ნოვატორულ ბიზნეს-პროექტებს.
ადვილად შესაძლებელია, რომ GEM fest არა მხოლოდ თქვენი გართობისა და დასვენების, არამედ მომავალი კარიერული წინსვლის და წარმატების საწინდარიც გახდეს.
GEM fest-ს ოფიციალური მხარდამჭერია ამბები.გე