სამხედრო
პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
საზოგადოება
სპორტი
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თბილისში ოთხვარსკვლავიანი ბუტიკის ტიპის სასტუმრო "Mercure Tbilisi old Town" გაიხსნა
თბილისში ოთხვარსკვლავიანი ბუტიკის ტიპის სასტუმრო "Mercure Tbilisi old Town" გაიხსნა

ევ­რო­პის ლი­დე­რი სას­ტუმ­რო­ე­ბის ჯგუფ­მა "აკორდ გრუპ­მა" ოთხვარ­სკვლა­ვი­ა­ნი ბუ­ტი­კის ტი­პის სას­ტუმ­რო "Mercure Tbilisi old Town" გახ­სნა.

ცე­რე­მო­ნი­ას სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლი, ვიცე-პრე­მი­ე­რი, სა­ქარ­თვე­ლოს ეკო­ნო­მი­კი­სა და მდგრა­დი გან­ვი­თა­რე­ბის მი­ნის­ტრი გი­ორ­გი კვი­რი­კაშ­ვი­ლი, დე­და­ქა­ლა­ქის მერი და­ვით ნარ­მა­ნია, "აკორდ გრუ­პის" წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი, დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი კორ­პუ­სის წევ­რე­ბი, კომ­პა­ნი­ის დამ­ფუძ­ნებ­ლე­ბი და ინ­ვეს­ტო­რე­ბი ეს­წრე­ბოდ­ნენ. რო­გორც ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილ­მა გან­მარ­ტა, ეს არის წარ­მა­ტე­ბუ­ლი პრო­ექ­ტი, რო­მელ­ზეც 16 მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რი და­ი­ხარ­ჯა. "მინ­და აღ­ვნიშ­ნო, ინ­ვეს­ტო­რე­ბი ასე­ვე ახორ­ცი­ე­ლე­ბენ გა­ცი­ლე­ბით დიდ პრო­ექ­ტებს თბი­ლის­ში, ეს არის "მწვა­ნე ბუ­და­პეშ­ტი", რო­მელ­ზეც და­ახ­ლო­ე­ბით 100 მი­ლი­ო­ნი ლარი და­ი­ხარ­ჯე­ბა. "მწვა­ნე ბუ­და­პეშ­ტი" 2016 წლის მა­ის­ში დას­რულ­დე­ბა. ჩვენ ვართ ძა­ლი­ან კმა­ყო­ფი­ლი, რად­გან ასეთ­მა ცნო­ბილ­მა ბრენდმა, რო­მე­ლიც არის "Accord Hotels" და "Mercure" გა­და­წყვი­ტა სა­ქარ­თვე­ლო­ში შე­მოს­ვლა. ეს ნიშ­ნავს ნდო­ბის გა­მო­ცხა­დე­ბას ჩვე­ნი ქვეყ­ნის­თვის. ეს ნიშ­ნავს, რომ ტუ­რიზ­მი სა­ქარ­თვე­ლო­ში არის ერთ-ერთი მზარ­დი სექ­ტო­რი. მინ­და გი­თხრათ, რომ მას შემ­დეგ, რაც ჩვენ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში მო­ვე­დით, ასამ­დე ახა­ლი სას­ტუმ­რო გა­იხ­სნა სა­ქარ­თვე­ლო­ში. მად­ლო­ბა ინ­ვეს­ტო­რებს და წარ­მა­ტე­ბულ საქ­მი­ა­ნო­ბას ვუ­სურ­ვებთ სა­ქარ­თვე­ლოს", - გა­ნა­ცხა­და ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილ­მა.

დე­და­ქა­ლა­ქის მე­რის, და­ვით ნარ­მა­ნი­ას გან­მარ­ტე­ბით, ეს არის საკ­მა­ოდ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სას­ტუმ­რო დე­და­ქა­ლაქ­ში, სა­დაც ბევ­რი ადა­მი­ა­ნი და­საქმდე­ბა. "ეს არის ჯგუ­ფი, რო­მელ­საც უყ­ვარს ჩვე­ნი ქა­ლა­ქი. რო­დე­საც 13 ივ­ლი­სის სტი­ქია მოხ­და, ისი­ნი გვე­დით დაგ­ვიდ­გნენ. ჩვე­ნი 38 მო­ქა­ლა­ქე შე­ი­ფა­რეს მათ, ისე­ვე, რო­გორც შე­ი­ძი­ნეს მე­დი­კა­მენ­ტე­ბი და გა­დას­ცეს და­ზა­რა­ლე­ბულ ოჯა­ხებს და გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მად­ლო­ბა მინ­და მათ გა­და­ვუ­ხა­დო", - გა­ნა­ცხა­და და­ვით ნარ­მა­ნი­ამ.

"აკორდქ­სე­ლის" აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი დი­რექ­ტო­რის, ალექ­სის დე­ლარო­ფის გან­ცხა­დე­ბით, იგი კო­ორ­დი­ნა­ცი­ას უწევს საბ­ჭო­თა კავ­ში­რის ქვეყ­ნებს. "ეს არის 29-ე სას­ტუმ­რო ამ რე­გი­ონ­ში. ჩვენ ად­ვი­ლი გზა არ გაგ­ვივ­ლია, ჩვენ საკ­მა­ოდ დიდი ძა­ლის­ხმე­ვა დაგ­ვჭირ­და, რომ შე­მოვ­სუ­ლი­ყა­ვით ამ ბა­ზარ­ზე, მაგ­რამ ჩვე­ნი მე­გობ­რე­ბის დახ­მა­რე­ბით წარ­მა­ტე­ბას მი­ვაღ­წი­ეთ", - გა­ნა­ცხა­და ალექ­სის დე­ლაროფ­მა. მი­სი­ვე თქმით, საფ­რან­გეთ­სა და სა­ქარ­თვე­ლოს დიდი ის­ტო­რი­უ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა აკავ­ში­რებს, ეს იქ­ნე­ბა სამ­ზა­რე­უ­ლო, ის­ტო­რი­უ­ლი კავ­ში­რე­ბი და მე­გობ­რო­ბა. "ივა­ნე მარ­კო­ზაშ­ვი­ლი და­ი­ბა­და თბი­ლის­ში. მინ­და გი­თხრათ, რომ ის ჩემი დიდი ბა­ბუა გახ­ლდათ და მო­ხა­რუ­ლი ვარ, რომ დღეს სას­ტუმ­როს ვხსნი თბი­ლის­ში", - გა­ნა­ცხა­და ალექ­სის დე­ლაროფ­მა.

"Mercure Tbilisi old Town"-ში გან­თავ­სე­ბუ­ლია 108 ნო­მე­რი. სას­ტუმ­რო "Mercure" მსოფ­ლი­ოს 51 ქვე­ყა­ნა­შია წარ­მოდ­გე­ნი­ლი. სულ მსოფ­ლი­ო­ში 743 სას­ტუმ­რო აქვს. სას­ტუმ­რო "Mercure" შუა რგო­ლის სას­ტუმ­როა "აკორ­დის" ქსელ­ში. სას­ტუმ­რო გა­მო­ირ­ჩე­ვა მა­ღა­ლი ხა­რის­ხით და დიდი გა­მოც­დი­ლე­ბით მთელ მსოფ­ლი­ო­ში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

თბილისში ოთხვარსკვლავიანი ბუტიკის ტიპის სასტუმრო "Mercure Tbilisi old Town" გაიხსნა

თბილისში ოთხვარსკვლავიანი ბუტიკის ტიპის სასტუმრო "Mercure Tbilisi old Town" გაიხსნა

ევროპის ლიდერი სასტუმროების ჯგუფმა "აკორდ გრუპმა" ოთხვარსკვლავიანი ბუტიკის ტიპის სასტუმრო "Mercure Tbilisi old Town" გახსნა.

ცერემონიას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ვიცე-პრემიერი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, დედაქალაქის მერი დავით ნარმანია, "აკორდ გრუპის" წარმომადგენლები, დიპლომატიური კორპუსის წევრები, კომპანიის დამფუძნებლები და ინვესტორები ესწრებოდნენ. როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა განმარტა, ეს არის წარმატებული პროექტი, რომელზეც 16 მილიონი დოლარი დაიხარჯა. "მინდა აღვნიშნო, ინვესტორები ასევე ახორციელებენ გაცილებით დიდ პროექტებს თბილისში, ეს არის "მწვანე ბუდაპეშტი", რომელზეც დაახლოებით 100 მილიონი ლარი დაიხარჯება. "მწვანე ბუდაპეშტი" 2016 წლის მაისში დასრულდება. ჩვენ ვართ ძალიან კმაყოფილი, რადგან ასეთმა ცნობილმა ბრენდმა, რომელიც არის "Accord Hotels" და "Mercure" გადაწყვიტა საქართველოში შემოსვლა. ეს ნიშნავს ნდობის გამოცხადებას ჩვენი ქვეყნისთვის. ეს ნიშნავს, რომ ტურიზმი საქართველოში არის ერთ-ერთი მზარდი სექტორი. მინდა გითხრათ, რომ მას შემდეგ, რაც ჩვენ ხელისუფლებაში მოვედით, ასამდე ახალი სასტუმრო გაიხსნა საქართველოში. მადლობა ინვესტორებს და წარმატებულ საქმიანობას ვუსურვებთ საქართველოს", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

დედაქალაქის მერის, დავით ნარმანიას განმარტებით, ეს არის საკმაოდ მნიშვნელოვანი სასტუმრო დედაქალაქში, სადაც ბევრი ადამიანი დასაქმდება. "ეს არის ჯგუფი, რომელსაც უყვარს ჩვენი ქალაქი. როდესაც 13 ივლისის სტიქია მოხდა, ისინი გვედით დაგვიდგნენ. ჩვენი 38 მოქალაქე შეიფარეს მათ, ისევე, როგორც შეიძინეს მედიკამენტები და გადასცეს დაზარალებულ ოჯახებს და განსაკუთრებული მადლობა მინდა მათ გადავუხადო", - განაცხადა დავით ნარმანიამ.

"აკორდქსელის" აღმასრულებელი დირექტორის, ალექსის დელაროფის განცხადებით, იგი კოორდინაციას უწევს საბჭოთა კავშირის ქვეყნებს. "ეს არის 29-ე სასტუმრო ამ რეგიონში. ჩვენ ადვილი გზა არ გაგვივლია, ჩვენ საკმაოდ დიდი ძალისხმევა დაგვჭირდა, რომ შემოვსულიყავით ამ ბაზარზე, მაგრამ ჩვენი მეგობრების დახმარებით წარმატებას მივაღწიეთ", - განაცხადა ალექსის დელაროფმა. მისივე თქმით, საფრანგეთსა და საქართველოს დიდი ისტორიული ურთიერთობა აკავშირებს, ეს იქნება სამზარეულო, ისტორიული კავშირები და მეგობრობა. "ივანე მარკოზაშვილი დაიბადა თბილისში. მინდა გითხრათ, რომ ის ჩემი დიდი ბაბუა გახლდათ და მოხარული ვარ, რომ დღეს სასტუმროს ვხსნი თბილისში", - განაცხადა ალექსის დელაროფმა.

"Mercure Tbilisi old Town"-ში განთავსებულია 108 ნომერი. სასტუმრო "Mercure" მსოფლიოს 51 ქვეყანაშია წარმოდგენილი. სულ მსოფლიოში 743 სასტუმრო აქვს. სასტუმრო "Mercure" შუა რგოლის სასტუმროა "აკორდის" ქსელში. სასტუმრო გამოირჩევა მაღალი ხარისხით და დიდი გამოცდილებით მთელ მსოფლიოში.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია