პოლიტიკა
კონფლიქტები

13

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 00:43-ზე და გაგრძელდება 14 ივნისს, შაბათს – იმუშავეთ მშვიდად და საფუძვლიანად. მოაგვარეთ მარტივი ფინანსური საკითხები. გადადეთ მნიშვნელოვანი საქმეები. იყავით ყურადღებიანი იმის მიმართ, რაც ხდება და მოუსმინეთ რას გეუბნებათ ხალხი. იყავით ფხიზლად და მოერიდეთ კონფლიქტს. გამოიჩინეთ მოქნილობა და ორიგინალურობა ადამიანებთან ურთიერთობისას. სამსახურში გამოავლინეთ თქვენი საუკეთესო მხარე. ხორცზე უარის თქმა ჯობია. გამოიყენეთ მცენარეული ზეთი. ალკოჰოლური სასმელები უნდა გამოირიცხოს.
მსოფლიო
საზოგადოება
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"2-3 მეტრში მგლები და დათვები შოკირებულები დარბოდნენ, ნამდვილი საგიჟეთი იყო..." - ზოოპარკის ჯოჯოხეთური ღამე და ვეტერინარი, რომელმაც იდუმალი საათი შექმნა
"2-3 მეტრში მგლები და დათვები შოკირებულები დარბოდნენ, ნამდვილი საგიჟეთი იყო..." - ზოოპარკის ჯოჯოხეთური ღამე და ვეტერინარი, რომელმაც იდუმალი საათი შექმნა

ვე­ტე­რი­ნა­რი ირაკ­ლი რო­ბა­ქი­ძე თბი­ლი­სის ზო­ო­პარკში 2006 წლი­დან მუ­შა­ობს, - ყვე­ლა ცხო­ვე­ლის ვე­ტე­რი­ნა­რუ­ლი მომ­სა­ხუ­რე­ბა აბა­რია. ამ­ბობს, რომ ად­გი­ლი, სა­დაც წლე­ბია საქ­მი­ა­ნობს, ოჯა­ხი­ვით უყ­ვარს. იქ დიდ დროს ატა­რებს, თუმ­ცა ეს ად­გი­ლი დღეს სტი­ქი­ის ზო­ნაა, გა­ნად­გუ­რე­ბუ­ლია, რა­ზეც ძა­ლი­ან წუხს და ამის გა­მო­სა­ხა­ტა­ვად შე­სა­ფე­რის სი­ტყვებს ვერც პო­უ­ლობს...

რო­გორც შე­ვი­ტყვეთ, სწო­რედ ირაკ­ლია ის ადა­მი­ა­ნი, ვი­საც ზო­ო­პარ­კის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ცნო­ბი­ლი ხის სა­ა­თი გა­უ­კე­თე­ბია, რო­მელ­ზეც სტი­ქი­ის და­წყე­ბის დროა ნაჩ­ვე­ნე­ბი...

დე­ტა­ლუ­რად| სა­ა­თი, რო­მელ­მაც სტი­ქი­ის ზო­ნა­ში პირ­ვე­ლი სიკ­ვდი­ლი და­ა­ფიქ­სი­რა - უც­ნა­უ­რი სიმ­ბო­ლუ­რი დამ­თხვე­ვა ზო­ო­პარკში

ირაკ­ლი რო­ბა­ქი­ძეს­თან სა­უ­ბა­რი სწო­რედ ამ იდუ­მა­ლი სა­ა­თის გარ­შე­მო და­ვი­წყეთ.

- იმ ად­გი­ლას, სა­დაც ეგ სა­ა­თია, ზო­ო­პარ­კის სა­კა­რან­ტი­ნო ვო­ლი­ე­რე­ბი, იზო­ლა­ტო­რე­ბი იყო, სა­დაც ავად­მყოფ ცხო­ვე­ლებს ვმკურ­ნა­ლობ­დით, რად­გა­ნაც დიდ ვო­ლი­ე­რებ­ში ეს შე­უძ­ლე­ბე­ლია. რო­დე­საც ამა თუ იმ ცხო­ველს რა­ღაც უჭირ­და, იქ გა­დაგ­ვყავ­და. მერე ის ად­გი­ლი მო­ვა­წყვეთ, გა­იწ­მინ­და, გა­სუფ­თავ­და. ერთ-ერთ ხეზე ზედ­მე­ტი ტო­ტე­ბი ჩა­მო­იჭ­რა და ის კუნ­ძი ძა­ლი­ან და­ემ­სგავ­სა სა­ათს. მერე კი ბუ­ტა­ფო­რუ­ლად სა­ა­თის ფუნ­ქცია მი­ვა­ნი­ჭეთ: ციფ­რე­ბი მი­ვა­წე­რეთ, ის­რე­ბი გა­ვუ­კე­თეთ, რო­მე­ლიც მოძ­რა­ობ­და კი­დეც. ეზოს სა­ა­თი ძა­ლი­ან მო­უხ­და, იქა­უ­რო­ბა გა­ა­ლა­მა­ზა.

- რო­დის გა­ა­კე­თეთ?

- შარ­შან, ზა­ფხულ­ში.

- რას უნდა მი­ვა­წე­როთ ის, რომ სა­ა­თი ის­რე­ბი სტი­ქი­ის და­წყე­ბის დროს - პირ­ვე­ლის 27 წუთს - აჩ­ვე­ნებ­და...

- სა­ა­თის ის­რე­ბი მოძ­რა­ობ­და, იქ ბევ­რი ჩვე­ნი თა­ნამ­შრო­მე­ლი ტრი­ა­ლებ­და ხოლ­მე, სა­ა­თი ყვე­ლას მოს­წონ­და და მას­თან ახ­ლო­საც მი­დი­ოდ­ნენ, მაგ­რამ სტი­ქი­ამ­დე ხელი ვინ მოჰ­კი­და და ზუს­ტად იმ დრო­ზე ვინ და­ა­ყე­ნა, რა დრო­საც ის უბე­დუ­რე­ბა და­ი­წყო, არ ვიცი...

- სიმ­ბო­ლუ­რი დამ­თხვე­ვა კია.

- ნამ­დვი­ლად, ასეა...

- აღ­ნიშ­ნეთ, რომ სა­კა­რან­ტი­ნო ად­გი­ლი იყო, სა­დაც და­ა­ვა­დე­ბულ ცხო­ვე­ლებს ვუვ­ლი­დი­თო. ხში­რად ავად­მყო­ფობ­დნენ ისი­ნი?

- არც ისე, მაგ­რამ ყო­ველ­დღი­უ­რი დათ­ვა­ლი­ე­რე­ბა სჭირ­დე­ბათ. შე­მოვ­ლაა მუდ­მი­ვად სა­ჭი­რო, მომ­ვლე­ლებ­თან და­ლა­პა­რა­კე­ბა, ხომ არა­ფე­რი უჭირთ.

- ძი­რი­თა­დად რითი ავად­დე­ბი­ან?

- სამ თვე­ში ეთხელ ჭიის წა­მალს ვას­მევთ, თუ ზედ­მე­ტად ცხი­მი­ა­ნი ხორ­ცი შე­ჭა­მეს, ნაღ­ვე­ლი უღი­ზი­ან­დე­ბათ და გუ­ლის­რე­ვა ეწყე­ბათ. იშ­ვი­ა­თად, მაგ­რამ რა­ღა­ცე­ბი აწუ­ხებთ...

- ახლა ზო­ო­პარკში თავს რო­გორ გრძნო­ბენ სტი­ქი­ას გა­დარ­ჩე­ნი­ლი ბი­ნად­რე­ბი?

- მტა­ცებ­ლე­ბი­დან დაგ­ვრჩა - ხუთი თეთ­რი ლომი, ორი ლე­ო­პარ­დი, სამი დათ­ვი და ორი მგე­ლი. ყვე­ლა ცხო­ვე­ლი, რაც კი დარ­ჩა, დას­ტრე­სი­ლია, ნელა-ნელა გა­მო­დი­ან მდგო­მა­რე­ო­ბი­დან, თუმ­ცა უჭირთ. არა მარ­ტო ადა­მი­ა­ნებ­მა, მა­თაც უზარ­მა­ზა­რი შოკი მი­ი­ღეს. ცხო­ველს უჭირს ამას­თან შე­გუ­ე­ბა. მით უფრო ამ­დე­ნი ტექ­ნი­კაა ახლა იქ, ამ­დე­ნი მან­ქა­ნა მუ­შა­ობს. ზო­გი­ერ­თი მათ­გა­ნი სიკ­ვდილს ძლივს გა­და­ურ­ჩა. წყლი­დან ძლივს გა­მო­ვიდ­ნენ.

- თქვენ სად იყა­ვით ტრა­გე­დი­ის ღა­მეს?

- იმ დღეს სა­მუ­შაო სა­ა­თე­ბი რომ დამ­თავ­რდა, სახ­ლში წა­ვე­დი, მაგ­რამ ღამე გა­მო­მი­ძა­ხეს და მი­ვე­დი. ის გვი­რა­ბი მან­ქა­ნით მეც გა­ვი­ა­რე და სულ მალე მოხ­და ის უბე­დუ­რე­ბა, რაც მოხ­და. წყლით გა­ივ­სო ზო­ო­პარ­კი, გმირ­თა მო­ე­და­ნი, შიგ­ნით ვერ შევ­დი­ო­დით.

- ალ­ბათ ცხო­ვე­ლე­ბის სა­ო­ცა­რი ხმე­ბი ის­მო­და...

- ბე­ჰე­მო­ტი და­ცუ­რავ­და, მგლე­ბი, დათ­ვე­ბი შო­კი­რე­ბუ­ლე­ბი დარ­ბოდ­ნენ, შეძ­ლე­ბის­დაგ­ვა­რად ვცდი­ლობ­დით მათ და­ძი­ნე­ბას, იმო­ბი­ლი­ზა­ცი­ას. ნამ­დვი­ლი სა­გი­ჟე­თი იყო, შუ­ქიც გა­ი­თი­შა, არა­ფე­რი ჩან­და.

- ცხა­დია, მტა­ცებ­ლე­ბის­გან არც თქვენ იყა­ვით და­ზღვე­უ­ლი, რომ არ და­ე­ზი­ა­ნე­ბი­ნეთ.

- 2-3 მეტრში დარ­ბოდ­ნენ მგლე­ბი და დათ­ვე­ბი, საკ­მა­ოდ შე­ში­ნე­ბუ­ლე­ბი იყ­ვე­ნენ, ვინ­მეს რომ სცე­მოდ­ნენ, ამის­თვის არც ეცა­ლათ, თა­ვის გა­დარ­ჩე­ნას ცდი­ლობ­დნენ.

- ვე­ფხვე­ბი სულ გა­ნად­გურ­დნენ?

- კი, ოღონდ, ერთი, რო­გორც უკვე იცით, ვერც ცო­ცხა­ლი ვნა­ხეთ და არც მისი ლეში ჩანს. შე­იძ­ლე­ბა ჩა­მარ­ხუ­ლიც იყოს სად­მე და ან არა. ორი­ვე ვერ­სი­ას აქვს არ­სე­ბო­ბის უფ­ლე­ბა.

- ბე­ჰე­მო­ტი სა­ხე­ლად ბეგ­ლა­რი, იგი­ვე ბეგი, ნამ­დვი­ლი გმი­რია, რო­მე­ლიც გმირ­თა მო­ე­დან­ზე დი­ლამ­დე და­სე­ირ­ნობ­და. ის იმ დღეს მსოფ­ლი­ომ გა­იც­ნო... მის და­ძი­ნე­ბა­ში თქვენ მი­ი­ღეთ მო­ნა­წი­ლე­ო­ბა?

- რა თქმა უნდა. ჩვენ სამ­ჯერ და­ვა­ძი­ნეთ ის ტრანკვი­ლი­ზა­ტო­რით.

- რა­ტომ?

- იძუ­ლე­ბუ­ლე­ბი ვი­ყა­ვით, რად­გან ის მალე იღ­ვი­ძებ­და, თან, დიდი დო­ზაც არ შე­იძ­ლე­ბა. მე­ო­თხედ უკვე ჩვენ­მა მე­გო­ბარ­მა ბენ­ჟიმ მო­ა­ხერ­ხა მისი იმო­ბი­ლი­ზა­ცია.

- იმ და­ძი­ნე­ბის პე­რი­ოდ­ში ვერ იჭერ­დით?

- ვი­ნა­ი­დან დიდი ტა­ლა­ხი იყო, ევა­კუ­ა­ტო­რი და ვერც ვე­რა­ნა­ი­რი ტრან­სპორ­ტი ვერ უდ­გე­ბო­და, ამი­ტომ დი­ლამ­დე გა­ი­წე­ლა ეს პრო­ცე­სი. არა­და, რო­გორც კი გმირ­თა მო­ე­დან­ზე გა­მოჩ­ნდა, 20 წუთ­ში და­ძი­ნე­ბუ­ლი იყო, მაგ­რამ ხომ გე­უბ­ნე­ბით, იქი­დან მისი გა­მოყ­ვა­ნა ვერ ხდე­ბო­და და წინ და უკან და­ბო­დი­ა­ლებ­და...

- კი­დევ კარ­გი გა­დარ­ჩა და მისი მოკ­ვლა არა­ვის მოს­ვლია თავ­ში აზ­რად... რა ემო­ცი­ას იწ­ვევს დღეს თქვენ­ში გა­ნადურე­ბუ­ლი ზო­ო­პარ­კი...

- ეს ჩემი მე­ო­რე ოჯა­ხია, სულ აქ ვი­ყა­ვი და ვართ. ამ­დე­ნი ნაშ­რო­მი, ნაწ­ვა­ლე­ბი, მარ­თლა წყალ­ში ჩა­ი­ყა­რა. რამ­დე­ნი ცხო­ვე­ლი და­ი­ხო­ცა, ასე­ვე თა­ნამ­შრომ­ლე­ბი, სა­ო­ცა­რი ადა­მი­ა­ნე­ბი, თან ისე, რომ აზ­რზე მოს­ვლაც ვერ მო­ას­წრეს, რომ იღუ­პე­ბოდ­ნენ...

- რო­გორ წარ­მო­გიდ­გე­ნი­ათ მომვალ­ში თქვე­ნი საყ­ვა­რე­ლი სამ­სა­ხუ­რი და იქ თქვე­ნი საქ­მი­ა­ნო­ბა?

- ჯერ­ჯე­რო­ბით აბ­სო­ლუ­ტურ გა­ურ­კვევ­ლო­ბა­ში ვართ, იმე­დი გვაქვს, რომ ნამ­დვი­ლად აღორ­ძინ­დე­ბა იქ ყვე­ლა­ფე­რი. ოღონდ, სად, რო­გორ და რა­ნა­ი­რად, არ ვი­ცით, ამას დრო გვაჩ­ვე­ნებს. ჩვენ ენერ­გი­ას არ და­ვი­შუ­რებთ.

ლალი ფა­ცია

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

"2-3 მეტრში მგლები და დათვები შოკირებულები დარბოდნენ, ნამდვილი საგიჟეთი იყო..." - ზოოპარკის ჯოჯოხეთური ღამე და ვეტერინარი, რომელმაც იდუმალი საათი შექმნა

"2-3 მეტრში მგლები და დათვები შოკირებულები დარბოდნენ, ნამდვილი საგიჟეთი იყო..." - ზოოპარკის ჯოჯოხეთური ღამე და ვეტერინარი, რომელმაც იდუმალი საათი შექმნა

ვეტერინარი ირაკლი რობაქიძე თბილისის ზოოპარკში 2006 წლიდან მუშაობს, - ყველა ცხოველის ვეტერინარული მომსახურება აბარია. ამბობს, რომ ადგილი, სადაც წლებია საქმიანობს, ოჯახივით უყვარს. იქ დიდ დროს ატარებს, თუმცა ეს ადგილი დღეს სტიქიის ზონაა, განადგურებულია, რაზეც ძალიან წუხს და ამის გამოსახატავად შესაფერის სიტყვებს ვერც პოულობს...

როგორც შევიტყვეთ, სწორედ ირაკლია ის ადამიანი, ვისაც ზოოპარკის ტერიტორიაზე ცნობილი ხის საათი გაუკეთებია, რომელზეც სტიქიის დაწყების დროა ნაჩვენები...

დეტალურად| საათი, რომელმაც სტიქიის ზონაში პირველი სიკვდილი დააფიქსირა - უცნაური სიმბოლური დამთხვევა ზოოპარკში

ირაკლი რობაქიძესთან საუბარი სწორედ ამ იდუმალი საათის გარშემო დავიწყეთ.

- იმ ადგილას, სადაც ეგ საათია, ზოოპარკის საკარანტინო ვოლიერები, იზოლატორები იყო, სადაც ავადმყოფ ცხოველებს ვმკურნალობდით, რადგანაც დიდ ვოლიერებში ეს შეუძლებელია. როდესაც ამა თუ იმ ცხოველს რაღაც უჭირდა, იქ გადაგვყავდა. მერე ის ადგილი მოვაწყვეთ, გაიწმინდა, გასუფთავდა. ერთ-ერთ ხეზე ზედმეტი ტოტები ჩამოიჭრა და ის კუნძი ძალიან დაემსგავსა საათს. მერე კი ბუტაფორულად საათის ფუნქცია მივანიჭეთ: ციფრები მივაწერეთ, ისრები გავუკეთეთ, რომელიც მოძრაობდა კიდეც. ეზოს საათი ძალიან მოუხდა, იქაურობა გაალამაზა.

- როდის გააკეთეთ?

- შარშან, ზაფხულში.

- რას უნდა მივაწეროთ ის, რომ საათი ისრები სტიქიის დაწყების დროს - პირველის 27 წუთს - აჩვენებდა...

- საათის ისრები მოძრაობდა, იქ ბევრი ჩვენი თანამშრომელი ტრიალებდა ხოლმე, საათი ყველას მოსწონდა და მასთან ახლოსაც მიდიოდნენ, მაგრამ სტიქიამდე ხელი ვინ მოჰკიდა და ზუსტად იმ დროზე ვინ დააყენა, რა დროსაც ის უბედურება დაიწყო, არ ვიცი...

- სიმბოლური დამთხვევა კია.

- ნამდვილად, ასეა...

- აღნიშნეთ, რომ საკარანტინო ადგილი იყო, სადაც დაავადებულ ცხოველებს ვუვლიდითო. ხშირად ავადმყოფობდნენ ისინი?

- არც ისე, მაგრამ ყოველდღიური დათვალიერება სჭირდებათ. შემოვლაა მუდმივად საჭირო, მომვლელებთან დალაპარაკება, ხომ არაფერი უჭირთ.

- ძირითადად რითი ავადდებიან?

- სამ თვეში ეთხელ ჭიის წამალს ვასმევთ, თუ ზედმეტად ცხიმიანი ხორცი შეჭამეს, ნაღველი უღიზიანდებათ და გულისრევა ეწყებათ. იშვიათად, მაგრამ რაღაცები აწუხებთ...

- ახლა ზოოპარკში თავს როგორ გრძნობენ სტიქიას გადარჩენილი ბინადრები?

- მტაცებლებიდან დაგვრჩა - ხუთი თეთრი ლომი, ორი ლეოპარდი, სამი დათვი და ორი მგელი. ყველა ცხოველი, რაც კი დარჩა, დასტრესილია, ნელა-ნელა გამოდიან მდგომარეობიდან, თუმცა უჭირთ. არა მარტო ადამიანებმა, მათაც უზარმაზარი შოკი მიიღეს. ცხოველს უჭირს ამასთან შეგუება. მით უფრო ამდენი ტექნიკაა ახლა იქ, ამდენი მანქანა მუშაობს. ზოგიერთი მათგანი სიკვდილს ძლივს გადაურჩა. წყლიდან ძლივს გამოვიდნენ.

- თქვენ სად იყავით ტრაგედიის ღამეს?

- იმ დღეს სამუშაო საათები რომ დამთავრდა, სახლში წავედი, მაგრამ ღამე გამომიძახეს და მივედი. ის გვირაბი მანქანით მეც გავიარე და სულ მალე მოხდა ის უბედურება, რაც მოხდა. წყლით გაივსო ზოოპარკი, გმირთა მოედანი, შიგნით ვერ შევდიოდით.

- ალბათ ცხოველების საოცარი ხმები ისმოდა...

- ბეჰემოტი დაცურავდა, მგლები, დათვები შოკირებულები დარბოდნენ, შეძლებისდაგვარად ვცდილობდით მათ დაძინებას, იმობილიზაციას. ნამდვილი საგიჟეთი იყო, შუქიც გაითიშა, არაფერი ჩანდა.

- ცხადია, მტაცებლებისგან არც თქვენ იყავით დაზღვეული, რომ არ დაეზიანებინეთ.

- 2-3 მეტრში დარბოდნენ მგლები და დათვები, საკმაოდ შეშინებულები იყვენენ, ვინმეს რომ სცემოდნენ, ამისთვის არც ეცალათ, თავის გადარჩენას ცდილობდნენ.

- ვეფხვები სულ განადგურდნენ?

- კი, ოღონდ, ერთი, როგორც უკვე იცით, ვერც ცოცხალი ვნახეთ და არც მისი ლეში ჩანს. შეიძლება ჩამარხულიც იყოს სადმე და ან არა. ორივე ვერსიას აქვს არსებობის უფლება.

- ბეჰემოტი სახელად ბეგლარი, იგივე ბეგი, ნამდვილი გმირია, რომელიც გმირთა მოედანზე დილამდე დასეირნობდა. ის იმ დღეს მსოფლიომ გაიცნო... მის დაძინებაში თქვენ მიიღეთ მონაწილეობა?

- რა თქმა უნდა. ჩვენ სამჯერ დავაძინეთ ის ტრანკვილიზატორით.

- რატომ?

- იძულებულები ვიყავით, რადგან ის მალე იღვიძებდა, თან, დიდი დოზაც არ შეიძლება. მეოთხედ უკვე ჩვენმა მეგობარმა ბენჟიმ მოახერხა მისი იმობილიზაცია.

- იმ დაძინების პერიოდში ვერ იჭერდით?

- ვინაიდან დიდი ტალახი იყო, ევაკუატორი და ვერც ვერანაირი ტრანსპორტი ვერ უდგებოდა, ამიტომ დილამდე გაიწელა ეს პროცესი. არადა, როგორც კი გმირთა მოედანზე გამოჩნდა, 20 წუთში დაძინებული იყო, მაგრამ ხომ გეუბნებით, იქიდან მისი გამოყვანა ვერ ხდებოდა და წინ და უკან დაბოდიალებდა...

- კიდევ კარგი გადარჩა და მისი მოკვლა არავის მოსვლია თავში აზრად... რა ემოციას იწვევს დღეს თქვენში განადურებული ზოოპარკი...

- ეს ჩემი მეორე ოჯახია, სულ აქ ვიყავი და ვართ. ამდენი ნაშრომი, ნაწვალები, მართლა წყალში ჩაიყარა. რამდენი ცხოველი დაიხოცა, ასევე თანამშრომლები, საოცარი ადამიანები, თან ისე, რომ აზრზე მოსვლაც ვერ მოასწრეს, რომ იღუპებოდნენ...

- როგორ წარმოგიდგენიათ მომვალში თქვენი საყვარელი სამსახური და იქ თქვენი საქმიანობა?

- ჯერჯერობით აბსოლუტურ გაურკვევლობაში ვართ, იმედი გვაქვს, რომ ნამდვილად აღორძინდება იქ ყველაფერი. ოღონდ, სად, როგორ და რანაირად, არ ვიცით, ამას დრო გვაჩვენებს. ჩვენ ენერგიას არ დავიშურებთ.

ლალი ფაცია

AMBEBI.GE

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია