მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება

13

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 23:31-ზე, მთვარე მერწყულშია – ფრთხილად იყავით სიტყვებთან და ქმედებებთან, იოლია კონფლიქტური სიტუაციის პროვოცირება. დღე მშვიდად გაატარე, მაგრამ არა მარტოობაში. ყურადღებით შეამოწმეთ ყველა ინფორმაცია. სერიოზული საქმეები გადადე. გაასუფთავეთ თქვენი სამუშაო ადგილი არასაჭირო ნივთებისგან. თანამშრომლებს ნაკლები შეხება უნდა ჰქონდეთ უფროსთან, მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში. დაიცავით ნეიტრალიტეტი კოლეგების მიმართ. არ არის რეკომენდებული შეხვედრების დანიშვნა. ხელშეკრულებების გაფორმება. ახალ სამსახურში გადასვლა. დაუფიქრებლად მოქმედება. ნუ აჰყვებით პროვოკაციებს და ნუ მოახდინეთ სხვების პროვოცირება. მოერიდეთ მთვრალ ადამიანებთან ურთიერთობა. უცნობ ადამიანებთან კონტაქტი.
სამართალი
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რატომ ვლოცულობთ და რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი ლოცვის დროს
რატომ ვლოცულობთ და რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი ლოცვის დროს

"ლოც­ვა ღმერ­თთან სა­უ­ბა­რია", - ასე გა­ნი­მარ­ტე­ბა ლოც­ვა, თუმ­ცა რა­ტომ ვლო­ცუ­ლობთ, რა არის ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ლოც­ვის დროს და სად უნდა ვი­ლო­ცოთ, ამ სა­კი­თხებ­ზე Ambebi.ge-ს ნა­რი­ყა­ლას წმ. ნი­კო­ლო­ზის ტაძ­რის წი­ნამ­ძღვა­რი, დე­კა­ნო­ზი გი­ორ­გი თევ­დო­რაშ­ვი­ლი ესა­უბ­რე­ბა.

- ლოც­ვის­თვის სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო არ არ­სე­ბობს. ლოც­ვა ის­წავ­ლე­ბა ლოც­ვით. ერთ წმინ­და მა­მას მო­წა­ფე­ე­ბი ეკი­თხე­ბი­ან, თუ რას აკე­თებს ის ლოც­ვის და­წყე­ბის წინ, წმინ­და მამა პა­სუ­ხობს - ვლო­ცუ­ლობ, რათა კარ­გად ვი­ლო­ცო. მა­მა­ო­ე­ბის სწავ­ლე­ბით 3 ძი­რი­თა­დი ლოც­ვაა ცნო­ბი­ლი - დი­დე­ბის­მე­ტყვე­ლე­ბა, ანუ როცა ადა­მი­ა­ნი ლოც­ვას იწყებს, მან ღმერ­თს დი­დე­ბა და მად­ლო­ბა უნდა შეს­წი­როს, მე­ო­რე არის სი­ნა­ნუ­ლი, რომ ის არის ცოდ­ვი­ლი და სჭირ­დე­ბა შემ­წე­ო­ბა, მე­სა­მე კი მად­ლი­ე­რე­ბაა.

მა­ცხო­ვა­რი ბრძა­ნებს, ითხო­ვეთ და მო­გე­ცე­მათ, და­ა­კა­კუ­ნეთ და გა­გე­ღე­ბათ, სამ­წუ­ხა­როდ ბევ­რი ქრის­ტი­ა­ნი ამას პირ­და­პირ იგებს და ყვე­ლა­ფერს მა­ტე­რი­ა­ლურ სა­თხო­ვარს მი­ა­წერს, ეს კი არას­წო­რია. არა­ერ­თგზის მით­ქვამს, რომ ადა­მი­ან­მა უნდა ითხო­ვოს სა­სუ­ფე­ვე­ლი ცათა ანუ ცხო­ნე­ბა და სი­მარ­თლე მისი, და­ნარ­ჩე­ნი ყო­ვე­ლი­ვე მი­ე­ცე­მა.

- რამ­დე­ნად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ლოც­ვა ადა­მი­ა­ნის­თვის?

- არც ერთი რე­ლი­გია ლოც­ვი­სა და მარ­ხვის გა­რე­შე არ არ­სე­ბობს. ლოც­ვის გა­რე­შე ადა­მი­ა­ნის სული მკვდა­რია. რო­გორც სხე­ულს სჭირ­დე­ბა საკ­ვე­ბი, ასე­ვე სულს სჭირ­დე­ბა ლოც­ვის სა­ხით საკ­ვე­ბი. ადა­მი­ა­ნის სული ლოც­ვას, ანუ უფალ­თან ურ­თი­ერ­თო­ბას თუ არ ითხოვს, ის უკვე დას­ნე­უ­ლე­ბუ­ლია. მა­გა­ლი­თად, ადა­მი­ანს თუ საკ­ვე­ბის მი­ღე­ბა არ სჭირ­დე­ბა, ხორ­ცი­ე­ლად ის უკვე სნე­უ­ლია, სხე­უ­ლი და­უძ­ლურ­დე­ბა და გარ­და­იც­ვლე­ბა, ასე­ვეა სუ­ლიც, თუ ადა­მი­ა­ნი არ ლო­ცუ­ლობს, სული უფალს გა­ნე­შო­რე­ბა, თან­და­თა­ნო­ბით სნე­ულ­დე­ბა და კვდე­ბა.

როცა მო­ძღვა­რი ადა­მი­ა­ნებს ეკ­ლე­სი­ა­ში სი­ა­რუ­ლის­კენ და ლოც­ვის­კენ მო­უ­წო­დებს, ისი­ნი პა­სუ­ხო­ბენ, რომ დრო არ აქვთ. რო­გორ შე­იძ­ლე­ბა თქვა, რომ უფალ­თან შე­სახ­ვედ­რად დრო არ მაქვს. რე­ლი­გი­ოს ნიშ­ნავს ადა­მი­ა­ნის გა­ნახ­ლე­ბულ კავ­შირს ღმერ­თთან და ადა­მი­ა­ნის­თვის ყვე­ლა­ზე მთავ­რი კავ­ში­რი ღმერ­თთან წარ­მო­ჩინ­დე­ბა ლოც­ვით ურ­თი­ერ­თო­ბა­ში. თუ შენ ქრის­ტი­ა­ნი ხარ ღმერ­თთან კავ­ში­რი უნდა გქონ­დეს, კავ­ში­რი არა მარ­ტო სან­თლის ან­თე­ბით და ეკ­ლე­სი­ა­ში სი­ა­რუ­ლით, არა­მედ ლოც­ვით.

- რო­გორ უნდა ილო­ცოს ადა­მი­ან­მა?

- რა თქმა უნდა, არ­სე­ბობს დად­გე­ნი­ლი მა­მა­თა კა­ნო­ნე­ბი, თუ რა და რო­გორ უნდა წა­ი­კი­თხოს ადა­მი­ან­მა ლოც­ვის დროს, მაგ­რამ სა­სურ­ვე­ლია ადა­მი­ან­მა პი­რა­დი სი­ტყვე­ბი­თაც ილო­ცოს. უფალ­მა მო­ცი­ქუ­ლებს მა­მაო ჩვე­ნო ას­წავ­ლა, რო­მელ­საც მო­ცი­ქუ­ლებ­მა მრა­ვა­ლი ლოც­ვა და­ა­მა­ტეს. ლოც­ვი­თი კა­ნო­ნე­ბი, რო­გო­რი­ცაა დი­ლის, სა­ღა­მოს ლოც­ვე­ბი და ა.შ. ყვე­ლა წმინ­და მა­მე­ბის გა­მო­ნათ­ქვა­მე­ბით არის შედ­გე­ნი­ლი.

ყვე­ლა­ზე მთა­ვა­რი და დიდი ლოც­ვა არის უფა­ლო შე­მი­წყა­ლე, რო­მელ­საც ადა­მი­ა­ნი ჯერ კი­დევ სა­მო­თხე­ში ამ­ბობ­და და მას ეს სი­ტყვე­ბი თა­ვი­დან­ვე რომ ეთ­ქვა, სა­მო­თხი­დან გა­მო­ძე­ვე­ბუ­ლი არ იქ­ნე­ბო­და. როცა ადა­მი­ა­ნი ამ­ბობს, რომ ლოც­ვის­თვის დრო არ აქვს, ის ცრუ­ობს იმი­ტომ, რომ მა­გა­ლი­თად იე­სოს ლოც­ვას სულ რამ­დე­ნი­მე წამი სჭირ­დე­ბა. ასე­თი ადა­მი­ა­ნი კი მე მგო­ნი არ არ­სე­ბობს, რომ ერთი წუთი არ ჰქონ­დეს ამის სათ­ქმე­ლად - "უფა­ლო იესო ქრის­ტე, ძე ღვთი­საო, შე­მი­წყა­ლე მე ცოდ­ვი­ლი".

გვაქვს დრო ჭა­მის­თვის, ტე­ლე­ვი­ზო­რის ყუ­რე­ბის­თვის, გან­კი­თხვის­თვის, ჩხუ­ბის­თვის, ლოც­ვის გარ­და დრო ყვე­ლაფ­რის­თვის გვაქვს. ფაქ­ტობ­რი­ვად, ქრის­ტი­ა­ნე­ბის 80% ან სწო­რად არ ლო­ცუ­ლობს, ან ლოც­ვა არ იცის, ან­დაც ლო­ცუ­ლობს, მაგ­რამ მისი გო­ნე­ბა ლოც­ვის­გან ძა­ლი­ან შორ­საა. ეკ­ლე­სია კრძა­ლავს ვულ­გა­რულ ჩაც­მუ­ლო­ბას, ბავ­შვე­ბის ხმა­ურს, აყალ-მა­ყალს. როცა ადა­მი­ა­ნი ეკ­ლე­სი­ა­ში შე­მო­დის, მლოც­ვე­ლი ყუ­რა­დღე­ბას მას­ზე გა­და­ი­ტანს, ტა­ძარ­ში კი მთა­ვა­რი ყუ­რა­დღე­ბაა.

- ლოც­ვის დროს რა არის ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი?

- ყუ­რა­დღე­ბა და რწმე­ნა. ლოც­ვის დროს უმ­თავ­რე­სია ყუ­რა­დღე­ბა, რო­მე­ლიც თა­ნა­მედ­რო­ვე ქრის­ტი­ა­ნებს აკ­ლი­ათ. იო­ა­ნე სი­ნე­ლი ბრძა­ნებს, იმა­ზე ნუკი ბრაზ­დე­ბით, რომ გო­ნე­ბა გე­ფან­ტე­ბათ, არა­მედ გი­ხა­რო­დეთ, რომ გო­ნე­ბის შე­მოკ­რე­ბა შე­გიძ­ლი­ათ. ადა­მი­ა­ნი სუ­ლი­სა და სხე­უ­ლის ერ­თობ­ლი­ო­ბაა და გო­ნე­ბა გა­ფან­ტუ­ლო­ბა ხორ­ცის თვი­სე­ბაა. ან­გე­ლოზს ლოც­ვის დროს გო­ნე­ბა არ ეფან­ტე­ბა, რად­გან მას მა­ტე­რი­ა­ლუ­რი სხე­უ­ლი არ გა­აჩ­ნია.

გო­ნე­ბის გა­ფან­ტვა ჩვე­უ­ლებ­რივ დაშ­ვე­ბუ­ლია, მაგ­რამ გო­ნე­ბა­გა­ფან­ტუ­ლე­ბი არ უნდა დავ­რჩეთ. რო­გორც სე­რი­ა­ლე­ბის ყუ­რე­ბი­სას და სა­ე­რო რო­მა­ნის კი­თხვის დროს არ გვე­ფან­ტე­ბა გო­ნე­ბა იმი­ტომ, რომ ძა­ლი­ან გვა­ინ­ტე­რე­სებს, უფალ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა იმ­დე­ნად უნდა გვა­ინ­ტე­რე­სებ­დეს და მას­თან დი­ა­ლო­გი­სას იმ­დე­ნად მო­წეს­რი­გე­ბუ­ლე­ბი უნდა ვი­ყოთ, რომ გო­ნე­ბა არ უნდა გვე­ფან­ტე­ბო­დეს.

-რწმე­ნაც ახ­სე­ნეთ.

-თუ შენ არ გწამს და რა­ღა­ცას ითხოვ ე.ი ითხოვ ბუ­ნე­ბის რა­ღაც ძა­ლი­სა­გან, ისე­თი არ­სე­ბის­გან, რო­მელ­საც სა­ერ­თოდ არ იც­ნობ და ასეა ხში­რად, ყვე­ლა ადა­მი­ა­ნი ამ­ბობს, რომ მე ჩემი რწმე­ნა მაქვს, ჩემი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა მაქვს ღმერ­თთან და სამ­წუ­ხა­როდ, რას ითხო­ვენ არ იცი­ან და ბუ­ნებ­რი­ვია, ვერ იღე­ბენ. უხერ­ხუ­ლია ითხო­ვო მა­ტე­რი­ა­ლუ­რი, დრო­ე­ბი­თი და არ ითხო­ვო მა­რა­დი­უ­ლი. შე­იძ­ლე­ბა ყუ­რა­დღე­ბა მო­ვიკ­რი­ბო, ვი­ლო­ცო, მაგ­რამ ღმერ­თის არ­სე­ბო­ბის რწმე­ნა არ მქონ­დეს, ეს და­უშ­ვე­ბე­ლია.

წარ­მარ­თი ქალ­ბა­ტო­ნი მი­დის ქრის­ტეს­თან და ეუბ­ნე­ბა, რომ მისი ქა­ლიშ­ვი­ლი ავად არის, ქრის­ტე პა­სუ­ხობს, რომ მე ჯერ ებ­რა­ე­ლე­ბის გან­სა­კურ­ნად მო­ვე­დიო. ჩვენ რომ იმ ქალ­ბა­ტო­ნის ად­გი­ლას ვყო­ფი­ლი­ყა­ვით, ვი­ტყო­დით რომ რა­ნა­ი­რი ღმერ­თი ხარ, თხოვ­ნას რა­ტომ არ მის­რუ­ლე­ბო, თუმ­ცა ქალ­ბა­ტო­ნი იც­დის და ეუბ­ნე­ბა, მერე რა მოხ­და, ძაღ­ლე­ბიც ხომ იკ­ვე­ბე­ბი­ან შვი­ლე­ბის სუფ­რი­დან ჩა­მოც­ვე­ნი­ლი ნამ­ცე­ცე­ბი­და­ნო. ამ ადა­მი­ან­მა თავი და­იმ­ცი­რა და შვი­ლი გა­ნი­კურ­ნა, ქრის­ტე მო­ცი­ქუ­ლებს მი­უბ­რუნ­და და უთხრა, ასე­თი სარ­წმუ­ნო­ე­ბა მე ის­რა­ელ­შიც კი არ მი­ნა­ხავ­სო.

- სად შეგ­ვიძ­ლია ლოც­ვა?

- ღმერ­თი ყველ­გან არის და ლოც­ვა ყველ­გან შე­იძ­ლე­ბა - სახ­ლშიც, სამ­სა­ხურ­შიც, ტრან­სპორ­ტშიც და ქუ­ჩა­შიც, თუმ­ცა ტა­ძარ­ში, ხა­ტებ­თან ლოც­ვა უმ­ჯო­ბე­სია. კი­ნოს მოყ­ვა­რუ­ლი ფილ­მის სა­ყუ­რებ­ლად კი­ნო­ში მი­დის, თე­ატ­რის მოყ­ვა­რუ­ლი თე­ატ­რში, სპორ­ტის მოყ­ვა­რუ­ლი სტა­დი­ონ­ზე, ასე­ვეა უფ­ლის მო­ში­ში და მოყ­ვა­რუ­ლი ტა­ძარ­ში ლო­ცუ­ლობს. როცა ადა­მი­ანს რა­ღაც ცუდი და­ე­მარ­თე­ბა, ამ­ბობს, რომ ღმერ­თი ჩემ­ზე გაბ­რა­ზე­ბუ­ლი­აო, რო­გორ შე­იძ­ლე­ბა ღმერ­თი გაბ­რა­ზე­ბუ­ლი იყოს? ღმერ­თი სიყ­ვა­რუ­ლია და არ ბრაზ­დე­ბა.

ზოგი ფიქ­რობს, ახლა ბევრ სან­თელს და­ვან­თებ, ბევრ ცხვარს დავკლავ და ღმერ­თი დამ­შვიდ­დე­ბაო, ეს არას­წო­რია, ადა­მი­ანს მის მიერ ჩა­დე­ნი­ლი ცოდ­ვა სჯის. თუ ადა­მი­ა­ნი 24 სა­ა­თი სას­მელს სვამს, რაც არის ცოდ­ვა, დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში ეს მისი ღვიძ­ლის დაშ­ლას გა­მო­იწ­ვევს. თუ ადა­მი­ა­ნი თამ­ბა­ქოს ეწე­ვა, მას სხვა­დას­ხვა და­ა­ვა­დე­ბის გა­მოწ­ვე­ვა შე­უძ­ლია. ეს კი ნიშ­ნავს, რომ ღმერ­თმა კი არა, მის მიერ ჩა­დე­ნილ­მა ცოდ­ვამ და­სა­ჯა.

ლოც­ვის დროს მთა­ვა­რი ის კი არ არის, რომ ლუ­არ­სა­ბი­ვით ვი­ძა­ხოთ, ღმერ­თო ამ­დე­ნი სან­თე­ლი და­გინ­თე, ამ­დე­ნი რამ შეგ­წი­რე და და­მეხ­მა­რეო. ზოგს ჰგო­ნია, რომ დიდ თაფ­ლის სან­თლის დან­თე­ბით და ცხვრის შე­მო­ტა­რე­ბით ქვე­ყა­ნას რომ შეყ­რის, რად­გან ვი­ღა­ცას და­ეხ­მა­რა, დახ­მა­რებს ელო­დე­ბა. მე ამას სუ­ლი­ერ ბიზ­ნესს ვე­ძა­ხი, როცა ჰგო­ნი­ათ, რომ ცი­დან დო­ლა­რე­ბი ჩა­მოც­ვი­ვა. ასე სუ­ლაც არ არის. ჩვენ ვლო­ცუ­ლობთ იმი­ტომ, რომ გა­დავ­რჩეთ და სა­მო­თხე და­ვიმ­კვიდ­როთ, ყო­ველ შემ­თხვე­ვა­ში პირ­ვე­ლი ეს უნდა გვინ­დო­დეს, და­ნარ­ჩე­ნი კი ღმერ­თმა იცის, რა გვჭირ­დე­ბა და ყვე­ლა­ფერს მოგ­ვცემს, რაც ჩვენ­თვის აუ­ცი­ლე­ბე­ლია.

თაკო ესე­ბუა

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საბავშვო ბაღში გარდაცვლილი 2 წლის დაჩის დედის პირველი კომენტარი - "ჩემზეც ბევრი ბრალდებები წამოვიდა"

რატომ ვლოცულობთ და რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი ლოცვის დროს

რატომ ვლოცულობთ და რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი ლოცვის დროს

"ლოცვა ღმერთთან საუბარია", - ასე განიმარტება ლოცვა, თუმცა რატომ ვლოცულობთ, რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი ლოცვის დროს და სად უნდა ვილოცოთ, ამ საკითხებზე Ambebi.ge-ს ნარიყალას წმ. ნიკოლოზის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი გიორგი თევდორაშვილი ესაუბრება.

- ლოცვისთვის სპეციალური სახელმძღვანელო არ არსებობს. ლოცვა ისწავლება ლოცვით. ერთ წმინდა მამას მოწაფეები ეკითხებიან, თუ რას აკეთებს ის ლოცვის დაწყების წინ, წმინდა მამა პასუხობს - ვლოცულობ, რათა კარგად ვილოცო. მამაოების სწავლებით 3 ძირითადი ლოცვაა ცნობილი - დიდებისმეტყველება, ანუ როცა ადამიანი ლოცვას იწყებს, მან ღმერთს დიდება და მადლობა უნდა შესწიროს, მეორე არის სინანული, რომ ის არის ცოდვილი და სჭირდება შემწეობა, მესამე კი მადლიერებაა.

მაცხოვარი ბრძანებს, ითხოვეთ და მოგეცემათ, დააკაკუნეთ და გაგეღებათ, სამწუხაროდ ბევრი ქრისტიანი ამას პირდაპირ იგებს და ყველაფერს მატერიალურ სათხოვარს მიაწერს, ეს კი არასწორია. არაერთგზის მითქვამს, რომ ადამიანმა უნდა ითხოვოს სასუფეველი ცათა ანუ ცხონება და სიმართლე მისი, დანარჩენი ყოველივე მიეცემა.

- რამდენად მნიშვნელოვანია ლოცვა ადამიანისთვის?

- არც ერთი რელიგია ლოცვისა და მარხვის გარეშე არ არსებობს. ლოცვის გარეშე ადამიანის სული მკვდარია. როგორც სხეულს სჭირდება საკვები, ასევე სულს სჭირდება ლოცვის სახით საკვები. ადამიანის სული ლოცვას, ანუ უფალთან ურთიერთობას თუ არ ითხოვს, ის უკვე დასნეულებულია. მაგალითად, ადამიანს თუ საკვების მიღება არ სჭირდება, ხორციელად ის უკვე სნეულია, სხეული დაუძლურდება და გარდაიცვლება, ასევეა სულიც, თუ ადამიანი არ ლოცულობს, სული უფალს განეშორება, თანდათანობით სნეულდება და კვდება.

როცა მოძღვარი ადამიანებს ეკლესიაში სიარულისკენ და ლოცვისკენ მოუწოდებს, ისინი პასუხობენ, რომ დრო არ აქვთ. როგორ შეიძლება თქვა, რომ უფალთან შესახვედრად დრო არ მაქვს. რელიგიოს ნიშნავს ადამიანის განახლებულ კავშირს ღმერთთან და ადამიანისთვის ყველაზე მთავრი კავშირი ღმერთთან წარმოჩინდება ლოცვით ურთიერთობაში. თუ შენ ქრისტიანი ხარ ღმერთთან კავშირი უნდა გქონდეს, კავშირი არა მარტო სანთლის ანთებით და ეკლესიაში სიარულით, არამედ ლოცვით.

- როგორ უნდა ილოცოს ადამიანმა?

- რა თქმა უნდა, არსებობს დადგენილი მამათა კანონები, თუ რა და როგორ უნდა წაიკითხოს ადამიანმა ლოცვის დროს, მაგრამ სასურველია ადამიანმა პირადი სიტყვებითაც ილოცოს. უფალმა მოციქულებს მამაო ჩვენო ასწავლა, რომელსაც მოციქულებმა მრავალი ლოცვა დაამატეს. ლოცვითი კანონები, როგორიცაა დილის, საღამოს ლოცვები და ა.შ. ყველა წმინდა მამების გამონათქვამებით არის შედგენილი.

ყველაზე მთავარი და დიდი ლოცვა არის უფალო შემიწყალე, რომელსაც ადამიანი ჯერ კიდევ სამოთხეში ამბობდა და მას ეს სიტყვები თავიდანვე რომ ეთქვა, სამოთხიდან გამოძევებული არ იქნებოდა. როცა ადამიანი ამბობს, რომ ლოცვისთვის დრო არ აქვს, ის ცრუობს იმიტომ, რომ მაგალითად იესოს ლოცვას სულ რამდენიმე წამი სჭირდება. ასეთი ადამიანი კი მე მგონი არ არსებობს, რომ ერთი წუთი არ ჰქონდეს ამის სათქმელად - "უფალო იესო ქრისტე, ძე ღვთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი".

გვაქვს დრო ჭამისთვის, ტელევიზორის ყურებისთვის, განკითხვისთვის, ჩხუბისთვის, ლოცვის გარდა დრო ყველაფრისთვის გვაქვს. ფაქტობრივად, ქრისტიანების 80% ან სწორად არ ლოცულობს, ან ლოცვა არ იცის, ანდაც ლოცულობს, მაგრამ მისი გონება ლოცვისგან ძალიან შორსაა. ეკლესია კრძალავს ვულგარულ ჩაცმულობას, ბავშვების ხმაურს, აყალ-მაყალს. როცა ადამიანი ეკლესიაში შემოდის, მლოცველი ყურადღებას მასზე გადაიტანს, ტაძარში კი მთავარი ყურადღებაა.

- ლოცვის დროს რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი?

- ყურადღება და რწმენა. ლოცვის დროს უმთავრესია ყურადღება, რომელიც თანამედროვე ქრისტიანებს აკლიათ. იოანე სინელი ბრძანებს, იმაზე ნუკი ბრაზდებით, რომ გონება გეფანტებათ, არამედ გიხაროდეთ, რომ გონების შემოკრება შეგიძლიათ. ადამიანი სულისა და სხეულის ერთობლიობაა და გონება გაფანტულობა ხორცის თვისებაა. ანგელოზს ლოცვის დროს გონება არ ეფანტება, რადგან მას მატერიალური სხეული არ გააჩნია.

გონების გაფანტვა ჩვეულებრივ დაშვებულია, მაგრამ გონებაგაფანტულები არ უნდა დავრჩეთ. როგორც სერიალების ყურებისას და საერო რომანის კითხვის დროს არ გვეფანტება გონება იმიტომ, რომ ძალიან გვაინტერესებს, უფალთან ურთიერთობა იმდენად უნდა გვაინტერესებდეს და მასთან დიალოგისას იმდენად მოწესრიგებულები უნდა ვიყოთ, რომ გონება არ უნდა გვეფანტებოდეს.

-რწმენაც ახსენეთ.

-თუ შენ არ გწამს და რაღაცას ითხოვ ე.ი ითხოვ ბუნების რაღაც ძალისაგან, ისეთი არსებისგან, რომელსაც საერთოდ არ იცნობ და ასეა ხშირად, ყველა ადამიანი ამბობს, რომ მე ჩემი რწმენა მაქვს, ჩემი დამოკიდებულება მაქვს ღმერთთან და სამწუხაროდ, რას ითხოვენ არ იციან და ბუნებრივია, ვერ იღებენ. უხერხულია ითხოვო მატერიალური, დროებითი და არ ითხოვო მარადიული. შეიძლება ყურადღება მოვიკრიბო, ვილოცო, მაგრამ ღმერთის არსებობის რწმენა არ მქონდეს, ეს დაუშვებელია.

წარმართი ქალბატონი მიდის ქრისტესთან და ეუბნება, რომ მისი ქალიშვილი ავად არის, ქრისტე პასუხობს, რომ მე ჯერ ებრაელების განსაკურნად მოვედიო. ჩვენ რომ იმ ქალბატონის ადგილას ვყოფილიყავით, ვიტყოდით რომ რანაირი ღმერთი ხარ, თხოვნას რატომ არ მისრულებო, თუმცა ქალბატონი იცდის და ეუბნება, მერე რა მოხდა, ძაღლებიც ხომ იკვებებიან შვილების სუფრიდან ჩამოცვენილი ნამცეცებიდანო. ამ ადამიანმა თავი დაიმცირა და შვილი განიკურნა, ქრისტე მოციქულებს მიუბრუნდა და უთხრა, ასეთი სარწმუნოება მე ისრაელშიც კი არ მინახავსო.

- სად შეგვიძლია ლოცვა?

- ღმერთი ყველგან არის და ლოცვა ყველგან შეიძლება - სახლშიც, სამსახურშიც, ტრანსპორტშიც და ქუჩაშიც, თუმცა ტაძარში, ხატებთან ლოცვა უმჯობესია. კინოს მოყვარული ფილმის საყურებლად კინოში მიდის, თეატრის მოყვარული თეატრში, სპორტის მოყვარული სტადიონზე, ასევეა უფლის მოშიში და მოყვარული ტაძარში ლოცულობს. როცა ადამიანს რაღაც ცუდი დაემართება, ამბობს, რომ ღმერთი ჩემზე გაბრაზებულიაო, როგორ შეიძლება ღმერთი გაბრაზებული იყოს? ღმერთი სიყვარულია და არ ბრაზდება.

ზოგი ფიქრობს, ახლა ბევრ სანთელს დავანთებ, ბევრ ცხვარს დავკლავ და ღმერთი დამშვიდდებაო, ეს არასწორია, ადამიანს მის მიერ ჩადენილი ცოდვა სჯის. თუ ადამიანი 24 საათი სასმელს სვამს, რაც არის ცოდვა, დროთა განმავლობაში ეს მისი ღვიძლის დაშლას გამოიწვევს. თუ ადამიანი თამბაქოს ეწევა, მას სხვადასხვა დაავადების გამოწვევა შეუძლია. ეს კი ნიშნავს, რომ ღმერთმა კი არა, მის მიერ ჩადენილმა ცოდვამ დასაჯა.

ლოცვის დროს მთავარი ის კი არ არის, რომ ლუარსაბივით ვიძახოთ, ღმერთო ამდენი სანთელი დაგინთე, ამდენი რამ შეგწირე და დამეხმარეო. ზოგს ჰგონია, რომ დიდ თაფლის სანთლის დანთებით და ცხვრის შემოტარებით ქვეყანას რომ შეყრის, რადგან ვიღაცას დაეხმარა, დახმარებს ელოდება. მე ამას სულიერ ბიზნესს ვეძახი, როცა ჰგონიათ, რომ ციდან დოლარები ჩამოცვივა. ასე სულაც არ არის. ჩვენ ვლოცულობთ იმიტომ, რომ გადავრჩეთ და სამოთხე დავიმკვიდროთ, ყოველ შემთხვევაში პირველი ეს უნდა გვინდოდეს, დანარჩენი კი ღმერთმა იცის, რა გვჭირდება და ყველაფერს მოგვცემს, რაც ჩვენთვის აუცილებელია.

თაკო ესებუა

AMBEBI.GE

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია