5 ქართველი, ვის დანახვაზეც ყოველთვის გეცინებათ

5 ქართველი, ვის დანახვაზეც ყოველთვის გეცინებათ

არსებობენ ადამიანები, რომელთა ხილვა ჩვენზე პოზიტიურ გავლენას ახდენს. იმის გასარკვევად, თუ ვისი დანახვა იწვევს მოსახლეობაში ყველაზე დადებით ემოციებს, Ambebi.ge-მ გამოკითხვა ჩაატარა და გამვლელებს სთხოვა, დაესახელებინა ყველა დროის ცნობილი ქართველები, რომელთა დანახვაზეც ყოველთვის ეცინებათ.

გამოკითხვის შედეგები ასეთია:

იპოლიტე ხვიჩია – ქართული კინოსა და თეატრის ერთ-ერთი პოპულარული მსახიობი. მან არაერთი სახასიათო და კომიკური პერსონაჟი შექმნა, რითაც მაყურებლის განუზომელი სიყვარული დაიმსახურა. მონაწილეობა მიღებული აქვს ქართულ ფილმებში: "საბუდარელი ჭაბუკი", "მანანა", "ბურთი და მოედანი", "თოჯინები იცინიან", "არ იდარდო!", "მხიარული რომანი", "ფეოლა", "პირველი მერცხალი" და სხვა.

სანდრო ჟორჟოლიანი – თეატრისა და კინოს მსახიობი. კინოში პირველად 37 წლის ასაკში გადაიღეს, მონაწილეობა მიღებული აქვს ისეთ ქართულ ფილმებში, როგორიცაა "მანანა", "აბეზარა", "ჭრიჭინა", "მე, ბებია, ილიკო და ილარიონი", "მე ვხედავ მზეს" და სხვა.

მიშა ანდღულაძე – მსახიობი, სცენარისტი, იუმორისტი. "კომედი შოუს" ერთ-ერთი მსახიობი.

ვანო ჯავახიშვილი – იუმორისტული ტოქშოუს "ვანო ჯავახიშვილის შოუს" წამყვანი.

ნიკა არაბიძე – იუმორისტი, "კომედი შოუს" მსახიობი.

თაკო ესებუა

AMBEBI.GE

იხილეთ ვიდეო