58 წლის გურბანგული ბერდიმუხამედოვი 2006 წლიდან თურქმენეთის პრეზიდენტია. პროფესიით სტომატოლოგი თურქმენეთის მთავრობაში პირველად 1997 წელს, ჯანდაცვის მინისტრის პოსტზე მოვიდა. 2001 წელს გახდა პრემიერ-მინისტრი, 2006 წლის 21 დეკემბრიდან მოყოლებული კი, მაშინდელი პრეზიდენტის, საფარმურატ ნიაზოვის გარდაცვალების შემდეგ ქვეყანას სათავეში ჩაუდგა.
რამდენიმე თვის წინ, ბერდიმუხამედოვმა თურქმენეთის დედაქალაქში საკუთარ თავს გიგანტური ძეგლი დაუდგა. მონუმენტზე პრეზიდენტი ოქროსფერ ცხენზე ზის, რომელიც 24 კარატიანი ოქროთია დაფარული. მიწიდან ძეგლის სიმაღლე ოცი მეტრია და თეთრი მარმარილოს კვარცხლბეგზე დგას.
ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამია, რომ ძეგლი თურქმენი ხალხის მოთხოვნით დაიდგა. "ჩემი მთავარი მიზანია ვემსახურო საკუთარ ხალხს და სამშობლოს. ამიტომ მე მუდამ მოვუსმენ მათ მოსაზრებებს და მოვიქცევი ისე, როგორც ხალხი ისურვებს", - განაცხადა ბერდიმუხამედოვმა 2014 წელს, როდესაც მისი ძეგლის აღმართვის საკითხი განიხილეს.
მომზადებულია theguardian.com-ს მიხედვით.