პოლიტიკა
Faceამბები
მოზაიკა

5

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:23-ზე, მთვარე მორიელშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. არ არის რეკომენდებული ფოკუსირება მხოლოდ მატერიალურ ფასეულობებზე. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. ჯობია გამოიჩინოთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი.
სამხედრო
საზოგადოება
მსოფლიო
სამართალი
მეცნიერება
კონფლიქტები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"დედა ერთი კვირის მანძილზე შვილის ტანჯვას უყურებდა - ბავშვს თურმე არ ეძინა, დედას ეუბნებოდა, ახლოს დამიჯექიო"
"დედა ერთი კვირის მანძილზე შვილის ტანჯვას უყურებდა - ბავშვს თურმე არ ეძინა, დედას ეუბნებოდა, ახლოს დამიჯექიო"

"დედა ერთი კვი­რის მან­ძილ­ზე შვი­ლის ტან­ჯვას უყუ­რებ­და - ბავ­შვს თურ­მე არ ეძი­ნა, თუ ჩათ­ვლემ­და, მა­შინ­ვე წა­მო­ვარ­დე­ბო­და და დე­დას ეუბ­ნე­ბო­და, ახ­ლოს და­მი­ჯე­ქიო. სიკ­ვდი­ლამ­დე 3 დღით ადრე თა­ვის სა­ში­ნე­ლი ტკი­ვი­ლე­ბი და­ე­წყო. დედა გა­მა­ყუ­ჩე­ბელს ას­მევ­და და ეკი­თხე­ბო­და, მასე რად ხარო? ლე­ვა­ნი კი არა­ფერს ეუბ­ნე­ო­და... "

ბოლო დროს მომ­ხდა­რი სა­ზა­რე­ლი ფაქ­ტე­ბით სა­ზო­გა­დო­ე­ბა შეძ­რუ­ლია.

"მაგ არა­კაცს ხალ­ხის უნდა ეში­ნო­დეს, ციხე ვერ უშ­ვე­ლის, ამი­ტო­მაც დავ­წვით მისი სახ­ლი!", - ასე­თია პირ­ვე­ლი კო­მენ­ტა­რი ხა­რა­გა­უ­ლის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ ხუ­ნე­ვის მცხოვ­რე­ბი­სა­გან, რო­მე­ლიც ამა­ვე სოფ­ლის მცხოვ­რებ 11 წლის ლე­ვან ლო­მი­ძის გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბი­სა და ჩა­მოხ­რჩო­ბის ფაქტს გა­მო­ეხ­მა­უ­რა. ასე­თი ამაზ­რზე­ნი ფაქ­ტე­ბი სა­ზო­გა­დო­ე­ბას ახა­ლი ტი­პის და­ნა­შა­უ­ლის, ანუ ლინ­ჩის წე­სით გა­სა­მარ­თლე­ბის გავ­რცე­ლე­ბით ემუქ­რე­ბა. ცხა­დი ხდე­ბა, რომ ბავ­შვებ­ზე მა­სობ­რი­ვად გავ­რცე­ლე­ბულ­მა ძა­ლა­დო­ბამ ხალ­ხი სას­ტი­კი მე­თო­დე­ბით შუ­რის­სა­ძი­ებ­ლად მო­მარ­თა.

სო­ფელ ხუ­ნევ­ში 11 წლის ლე­ვან ლო­მი­ძე უმ­ცროს­მა და-ძმამ სა­კუ­თარ ეზო­ში ხეზე ჩა­მო­კი­დე­ბუ­ლი ნახა, ბავ­შვი სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბამ ქუ­თა­ი­სის სა­ა­ვად­მყო­ფო­ში ჯერ კი­დევ ცო­ცხა­ლი გა­და­იყ­ვა­ნა. მას თან თა­ნა­სოფ­ლე­ლე­ბიც გაჰ­ყვნენ... ექი­მებ­მა პა­ცი­ენ­ტის გა­დარ­ჩე­ნა ვერ შეძ­ლეს, ბიჭი გონსმო­უს­ვლე­ლად გარ­და­იც­ვა­ლა. სო­ფე­ლი მის ჩა­მოხ­რჩო­ბას ამო­უხ­სნელ სუ­ი­ციდს მი­ა­წერ­და და შემ­ზა­რა­ვი და­ნა­შა­უ­ლი სა­ი­დუმ­ლოდ დარ­ჩე­ბო­და, რომ არა ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნა, რო­მელ­მაც გარ­დაც­ვლი­ლის მრა­ვალ­ჯე­რა­დი გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბა და­ა­დას­ტუ­რა.

რ.მ. (სოფ­ლის მცხოვ­რე­ბი, რო­მელ­მაც ვი­ნა­ო­ბის გამ­ხე­ლა არ ისურ­ვა):

- ვერ ვხსნი­დით, რა­ტომ ჩა­მო­იხ­რჩო ლე­ვან­მა თავი, მის­გან ეს წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი იყო. მარ­თა­ლია, მისი ოჯა­ხი სო­ცი­ა­ლუ­რად და­უც­ვე­ლი იყო და ლე­ვა­ნის გარ­და კი­დევ 3 შვი­ლი ჰყავ­დათ, მაგ­რამ ბავ­შვე­ბი არ იყ­ვნენ ღირ­სე­ბა­შე­ლა­ხუ­ლე­ბი. ლე­ვა­ნი ამა­ყი ბავ­შვი იყო, მას თა­ვის მოკ­ვლა­ზე იმი­ტო­მაც არ უნდა ეფიქ­რა, რომ საზ­რუ­ნა­ვიც ჰქონ­და - როცა დედ-მამა შრო­მობ­და, ლე­ვა­ნი და-ძმებს დი­დი­ვით პატ­რო­ნობ­და. რამ­დენ­ჯერ დაგ­ვი­ნა­ხავს, ტყე­მა­ლი რომ ტყე­მა­ლია, იმ­დენს მო­წყვეტ­და, თა­ვის და-ძმის­თვის გა­ე­ნა­წი­ლე­ბი­ნა... თურ­მე რაში ყო­ფი­ლა საქ­მე! ეს გა­უ­გო­ნა­რი უბე­დუ­რე­ბა, რაც მე­ზობლმა და­მარ­თა, ლე­ვა­ნის დაკ­რძალ­ვამ­დე 2 დღით ადრე გა­ი­გო ოჯახ­მა. მისი უბე­დუ­რი მამა წინა დღეს რომ ტი­რო­და, - შვი­ლო, ეს სა­ში­ნე­ლე­ბა რა­ტომ გა­ა­კე­თე, თავი რა­ტომ მო­ი­კა­ლიო?

იხი­ლეთ გაგ­რძე­ლე­ბა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების წესს?

"დედა ერთი კვირის მანძილზე შვილის ტანჯვას უყურებდა - ბავშვს თურმე არ ეძინა, დედას ეუბნებოდა, ახლოს დამიჯექიო"

"დედა ერთი კვირის მანძილზე შვილის ტანჯვას უყურებდა - ბავშვს თურმე არ ეძინა, დედას ეუბნებოდა, ახლოს დამიჯექიო"

"დედა ერთი კვირის მანძილზე შვილის ტანჯვას უყურებდა - ბავშვს თურმე არ ეძინა, თუ ჩათვლემდა, მაშინვე წამოვარდებოდა და დედას ეუბნებოდა, ახლოს დამიჯექიო. სიკვდილამდე 3 დღით ადრე თავის საშინელი ტკივილები დაეწყო. დედა გამაყუჩებელს ასმევდა და ეკითხებოდა, მასე რად ხარო? ლევანი კი არაფერს ეუბნეოდა... "

ბოლო დროს მომხდარი საზარელი ფაქტებით საზოგადოება შეძრულია.

"მაგ არაკაცს ხალხის უნდა ეშინოდეს, ციხე ვერ უშველის, ამიტომაც დავწვით მისი სახლი!", - ასეთია პირველი კომენტარი ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ხუნევის მცხოვრებისაგან, რომელიც ამავე სოფლის მცხოვრებ 11 წლის ლევან ლომიძის გაუპატიურებისა და ჩამოხრჩობის ფაქტს გამოეხმაურა. ასეთი ამაზრზენი ფაქტები საზოგადოებას ახალი ტიპის დანაშაულის, ანუ ლინჩის წესით გასამართლების გავრცელებით ემუქრება. ცხადი ხდება, რომ ბავშვებზე მასობრივად გავრცელებულმა ძალადობამ ხალხი სასტიკი მეთოდებით შურისსაძიებლად მომართა.

სოფელ ხუნევში 11 წლის ლევან ლომიძე უმცროსმა და-ძმამ საკუთარ ეზოში ხეზე ჩამოკიდებული ნახა, ბავშვი სასწრაფო დახმარებამ ქუთაისის საავადმყოფოში ჯერ კიდევ ცოცხალი გადაიყვანა. მას თან თანასოფლელებიც გაჰყვნენ... ექიმებმა პაციენტის გადარჩენა ვერ შეძლეს, ბიჭი გონსმოუსვლელად გარდაიცვალა. სოფელი მის ჩამოხრჩობას ამოუხსნელ სუიციდს მიაწერდა და შემზარავი დანაშაული საიდუმლოდ დარჩებოდა, რომ არა ექსპერტიზის დასკვნა, რომელმაც გარდაცვლილის მრავალჯერადი გაუპატიურება დაადასტურა.

რ.მ. (სოფლის მცხოვრები, რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა):

- ვერ ვხსნიდით, რატომ ჩამოიხრჩო ლევანმა თავი, მისგან ეს წარმოუდგენელი იყო. მართალია, მისი ოჯახი სოციალურად დაუცველი იყო და ლევანის გარდა კიდევ 3 შვილი ჰყავდათ, მაგრამ ბავშვები არ იყვნენ ღირსებაშელახულები. ლევანი ამაყი ბავშვი იყო, მას თავის მოკვლაზე იმიტომაც არ უნდა ეფიქრა, რომ საზრუნავიც ჰქონდა - როცა დედ-მამა შრომობდა, ლევანი და-ძმებს დიდივით პატრონობდა. რამდენჯერ დაგვინახავს, ტყემალი რომ ტყემალია, იმდენს მოწყვეტდა, თავის და-ძმისთვის გაენაწილებინა... თურმე რაში ყოფილა საქმე! ეს გაუგონარი უბედურება, რაც მეზობლმა დამართა, ლევანის დაკრძალვამდე 2 დღით ადრე გაიგო ოჯახმა. მისი უბედური მამა წინა დღეს რომ ტიროდა, - შვილო, ეს საშინელება რატომ გააკეთე, თავი რატომ მოიკალიო?

იხილეთ გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია