საზოგადოება
სპორტი
პოლიტიკა

1

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეშვიდე დღე დაიწყება 11:53-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 07:02-ზე – კარგია მოლაპარაკებების წარმოება. ახალი კავშირების დამყარება. სარეკლამო კამპანიების, კონფერენციების და მსგავსი ღონისძიებების ჩატარება. გამოიყენეთ სიტყვები პარტნიორების, ინვესტორების და სპონსორების დასარწმუნებლად. ბიზნესმენებმა ხელი უნდა შეუწყონ და დააფინანსონ შემოქმედებითი ადამიანები. ბევრმა მუშაობამ შეიძლება გამოიწვიოს გადაღლილობა. უმჯობესია თავი შეიკავოთ დიდი რაოდენობით ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების მიღებაზე.
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ზაფხულის ეკონომიკური პერსპექტივები: რა თანხებს შემოუტანს 3 უდიდესი მოვლენა თბილისს
ზაფხულის ეკონომიკური პერსპექტივები: რა თანხებს შემოუტანს 3 უდიდესი მოვლენა თბილისს

თბი­ლი­სი ზა­ფხუ­ლის გან­მავ­ლო­ბა­ში სამ მას­შტა­ბურ ღო­ნის­ძი­ე­ბას უმას­პინ­ძლებს. მათ შო­რის მუ­სი­კა­ლურ ფეს­ტი­ვალ Tbilisi Open Air-ს, რო­მე­ლიც 3 ივ­ლისს და­ი­წყე­ბა და 7 ივ­ლი­სამ­დე გაგ­რძელ­დე­ბა, ევ­რო­პის ახალ­გაზ­რდულ ოლიმ­პი­ურ ფეს­ტი­ვალს, რო­მე­ლიც 26 ივ­ლი­სი­დან 1 აგ­ვის­ტომ­დე გა­ი­მარ­თე­ბა და 11 აგ­ვის­ტოს უეფა-ს სუ­პერ­თასს, რო­მე­ლიც თბი­ლი­სის "დი­ნა­მო არე­ნა­ზე" "ბარ­სე­ლო­ნა­სა" და "სე­ვი­ლი­ას" შო­რის ჩა­ტარ­დე­ბა.

აღ­ნიშ­ნულ ღო­ნის­ძი­ე­ბებ­ზე და­სას­წრე­ბად თბი­ლის­ში ათა­სო­ბით სტუ­მარს ელო­დე­ბი­ან. მხო­ლოდ Tbilisi Open Air-ზე და­სას­წრე­ბი ბი­ლე­თე­ბი უკვე ათა­სო­ბით უცხო­ელ­მა იყი­და.

"ხუთი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში ვე­ლო­დე­ბით 50 000 ადა­მი­ანს, ზუსტ რი­ცხვს ვერ გე­ტყვით, თუ რამ­დე­ნი უცხო­ე­ლი იქ­ნე­ბა აქე­დან, მაგ­რამ სა­უ­ბა­რია რამ­დე­ნი­მე ათას­ზე. გან­სა­კუთ­რე­ბით დიდი აქ­ტი­უ­რო­ბა შე­ი­ნიშ­ნე­ბა სომ­ხე­თი­დან, უკ­რა­ი­ნი­დან, აზერ­ბა­ი­ჯა­ნი­დან და რუ­სე­თი­დან", - აღ­ნიშ­ნა ფეს­ტი­ვა­ლის მე­დი­ა­მე­ნე­ჯერ­მა, სოფო ებ­რა­ლი­ძემ.

ერთ-ერთი მას­შტა­ბუ­რი ღო­ნის­ძი­ე­ბა იქ­ნე­ბა ევ­რო­პის ახალ­გაზ­რდუ­ლი ოლიმ­პი­უ­რი ფეს­ტი­ვა­ლიც, რო­მელ­შიც მო­ნა­წი­ლე­ო­ბას 3 500-ზე მეტი სპორ­ტსმე­ნი მი­ი­ღებს. ოლიმ­პი­ა­დის­თვის მზა­დე­ბა თით­ქმის უკვე დას­რუ­ლე­ბუ­ლია. ყვე­ლა სპორ­ტუ­ლი ობი­ექ­ტი მზა­დაა. ბევრ ობი­ექ­ტზე სა­ტეს­ტო შე­ჯიბ­რე­ბე­ბი უკვე ჩა­ტარ­და. ამ­ჟა­მად მიმ­დი­ნა­რე­ობს უსაფრ­თხო­ე­ბის სის­ტე­მე­ბის და­მოტ­ნა­ჟე­ბა. გრან­დი­ო­ზუ­ლი გახ­სნა 26 ივ­ლისს მი­ხე­ილ მეს­ხის სტა­დი­ონ­ზე გა­ი­მარ­თე­ბა. ამ ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე ჩა­მომ­სვლელ უცხო­ელ ტუ­რის­ტთა ზუს­ტი რი­ცხვი უც­ნო­ბია, თუმ­ცა, აქაც სა­უ­ბა­რია ათა­სო­ბით ადა­მი­ან­ზე.

"და­რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლია 3 500 სპორ­ტსმე­ნი და ვე­ლო­დე­ბით, რომ ეს რი­ცხვი სა­ერ­თო ჯამ­ში და­ახ­ლო­ე­ბით 3 800-მდე გა­იზ­რდე­ბა. ხოლო სპორ­ტსმე­ნე­ბი­სა და მათი თან­მხლე­ბი პი­რე­ბის სა­ერ­თო რა­ო­დე­ნო­ბა 7 000-ს მი­აღ­წევს. უცხო­ე­ლი ტუ­რის­ტე­ბის ზუსტ რა­ო­დე­ნო­ბას ვერ გე­ტყვით", - აღ­ნიშ­ნა სა­ორ­გა­ნი­ზა­ციო კო­მი­ტე­ტის პრეს­სამ­სა­ხუ­რის წარ­მო­მად­გე­ნელ­მა, ლიზა ვა­და­ჭ­კო­რი­ამ.

რაც შე­ე­ხე­ბა უეფა-ს სუ­პერ­თა­სის ფი­ნალს, რო­გორც ცნო­ბი­ლია, მას 6 000 უცხო­ე­ლი გულ­შე­მატ­კი­ვა­რი და­ეს­წრე­ბა.

რა ეკო­ნო­მი­კუ­რი სარ­გებ­ლის მომ­ტა­ნი იქ­ნე­ბა სამი მას­შტა­ბუ­რი ღო­ნის­ძი­ე­ბის ჩა­ტა­რე­ბა თბი­ლი­სის­თვის? ექ­სპერტ ვატო ასა­ტაშ­ვი­ლის მო­საზ­რე­ბით, ეს დე­და­ქა­ლა­ქის მო­სახ­ლე­ო­ბის­თვის საკ­მა­ოდ მომ­გე­ბი­ა­ნი იქ­ნე­ბა.

"ეს იქ­ნე­ბა საკ­მა­ოდ დიდი შე­მო­სა­ვა­ლი ქა­ლა­ქის­თვის და არა­მარ­ტო. ეს იქ­ნე­ბა ასე­ვე სა­შუ­ა­ლო და მცი­რე ბიზ­ნე­სის გან­ვი­თა­რე­ბის კუ­თხით საკ­მა­ოდ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი. მცი­რე და სა­შუ­ა­ლო ბიზ­ნეს­ში მო­ი­აზ­რე­ბა ღა­მის თე­ვის და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბი, რეს­ტორ­ნე­ბი, კა­ფე­ე­ბი და ტრან­სპორ­ტი და გა­და­ზიდ­ვა, ტაქ­სე­ბი და მცი­რე ზო­მის კომ­პა­ნი­ე­ბი, რო­მე­ლიც გა­და­ად­გი­ლე­ბის სერ­ვისს სთა­ვა­ზო­ბენ მომ­ხმა­რე­ბელს. რო­გორც იცით, გა­სულ თვეს გვქონ­და EBRD-ის ღო­ნის­ძი­ე­ბა და ვნა­ხეთ, რომ ამან საკ­მა­ოდ დიდი შე­მო­სა­ვა­ლი მო­ი­ტა­ნა" - აღ­ნიშ­ნა "ამ­ბე­ბი.გე"-სთან სა­უბ­რი­სას ვატო ასა­ტაშ­ვილ­მა.

თუმ­ცა, მსგავ­სი მას­შტა­ბის ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის ჩა­ტა­რე­ბა სარ­გე­ბელ­თან ერ­თად ხარ­ჯებ­საც უკავ­შირ­დე­ბა. Tbilisi Open Air-ის წარმდგე­ნი კომ­პა­ნია "ჰუ­ა­ლინგ ჯგუ­ფია", ფეს­ტი­ვალს ჰყავს ასე­ვე სპონ­სო­რე­ბი. ამი­ტო­მაც ვერ ვი­ტყვით, რომ ეს ღო­ნის­ძი­ე­ბა სა­ხელ­მწი­ფოს თან­ხე­ბის ხარ­ჯვას უკავ­შირ­დე­ბა გან­სხვა­ვე­ბით ევ­რო­პის ახალ­გაზ­რდუ­ლი ოლიმ­პი­ა­დის­გან. ოლიმ­პი­ა­და, რომ­ლის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რიც თბი­ლი­სის მე­რი­აა, საკ­მა­ოდ ძვი­რი და­უჯ­და ბი­უ­ჯეტს, აშენ­და შე­სა­ბა­მი­სი ინფრას­ტრუქ­ტუ­რა, ჩა­ტარ­და მო­სამ­ზა­დე­ბე­ლი სა­მუ­შა­ო­ე­ბი. თუმ­ცა, ექ­სპერ­ტე­ბის ნა­წი­ლი ამ­ბობს, რომ ეს ქვეყ­ნის იმი­ჯის­თვის აუ­ცი­ლე­ბე­ლია.

თამ­თა ჯი­ჯა­ვა­ძე

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

ზაფხულის ეკონომიკური პერსპექტივები: რა თანხებს შემოუტანს 3 უდიდესი მოვლენა თბილისს

ზაფხულის ეკონომიკური პერსპექტივები: რა თანხებს შემოუტანს 3 უდიდესი მოვლენა თბილისს

თბილისი ზაფხულის განმავლობაში სამ მასშტაბურ ღონისძიებას უმასპინძლებს. მათ შორის მუსიკალურ ფესტივალ Tbilisi Open Air-ს, რომელიც 3 ივლისს დაიწყება და 7 ივლისამდე გაგრძელდება, ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალს, რომელიც 26 ივლისიდან 1 აგვისტომდე გაიმართება და 11 აგვისტოს უეფა-ს სუპერთასს, რომელიც თბილისის "დინამო არენაზე" "ბარსელონასა" და "სევილიას" შორის ჩატარდება.

აღნიშნულ ღონისძიებებზე დასასწრებად თბილისში ათასობით სტუმარს ელოდებიან. მხოლოდ Tbilisi Open Air-ზე დასასწრები ბილეთები უკვე ათასობით უცხოელმა იყიდა.

"ხუთი დღის განმავლობაში ველოდებით 50 000 ადამიანს, ზუსტ რიცხვს ვერ გეტყვით, თუ რამდენი უცხოელი იქნება აქედან, მაგრამ საუბარია რამდენიმე ათასზე. განსაკუთრებით დიდი აქტიურობა შეინიშნება სომხეთიდან, უკრაინიდან, აზერბაიჯანიდან და რუსეთიდან", - აღნიშნა ფესტივალის მედიამენეჯერმა, სოფო ებრალიძემ.

ერთ-ერთი მასშტაბური ღონისძიება იქნება ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალიც, რომელშიც მონაწილეობას 3 500-ზე მეტი სპორტსმენი მიიღებს. ოლიმპიადისთვის მზადება თითქმის უკვე დასრულებულია. ყველა სპორტული ობიექტი მზადაა. ბევრ ობიექტზე სატესტო შეჯიბრებები უკვე ჩატარდა. ამჟამად მიმდინარეობს უსაფრთხოების სისტემების დამოტნაჟება. გრანდიოზული გახსნა 26 ივლისს მიხეილ მესხის სტადიონზე გაიმართება. ამ ღონისძიებაზე ჩამომსვლელ უცხოელ ტურისტთა ზუსტი რიცხვი უცნობია, თუმცა, აქაც საუბარია ათასობით ადამიანზე.

"დარეგისტრირებულია 3 500 სპორტსმენი და ველოდებით, რომ ეს რიცხვი საერთო ჯამში დაახლოებით 3 800-მდე გაიზრდება. ხოლო სპორტსმენებისა და მათი თანმხლები პირების საერთო რაოდენობა 7 000-ს მიაღწევს. უცხოელი ტურისტების ზუსტ რაოდენობას ვერ გეტყვით", - აღნიშნა საორგანიზაციო კომიტეტის პრესსამსახურის წარმომადგენელმა, ლიზა ვადაჭკორიამ.

რაც შეეხება უეფა-ს სუპერთასის ფინალს, როგორც ცნობილია, მას 6 000 უცხოელი გულშემატკივარი დაესწრება.

რა ეკონომიკური სარგებლის მომტანი იქნება სამი მასშტაბური ღონისძიების ჩატარება თბილისისთვის? ექსპერტ ვატო ასატაშვილის მოსაზრებით, ეს დედაქალაქის მოსახლეობისთვის საკმაოდ მომგებიანი იქნება.

"ეს იქნება საკმაოდ დიდი შემოსავალი ქალაქისთვის და არამარტო. ეს იქნება ასევე საშუალო და მცირე ბიზნესის განვითარების კუთხით საკმაოდ მნიშვნელოვანი. მცირე და საშუალო ბიზნესში მოიაზრება ღამის თევის დაწესებულებები, რესტორნები, კაფეები და ტრანსპორტი და გადაზიდვა, ტაქსები და მცირე ზომის კომპანიები, რომელიც გადაადგილების სერვისს სთავაზობენ მომხმარებელს. როგორც იცით, გასულ თვეს გვქონდა EBRD-ის ღონისძიება და ვნახეთ, რომ ამან საკმაოდ დიდი შემოსავალი მოიტანა" - აღნიშნა "ამბები.გე"-სთან საუბრისას ვატო ასატაშვილმა.

თუმცა, მსგავსი მასშტაბის ღონისძიებების ჩატარება სარგებელთან ერთად ხარჯებსაც უკავშირდება. Tbilisi Open Air-ის წარმდგენი კომპანია "ჰუალინგ ჯგუფია", ფესტივალს ჰყავს ასევე სპონსორები. ამიტომაც ვერ ვიტყვით, რომ ეს ღონისძიება სახელმწიფოს თანხების ხარჯვას უკავშირდება განსხვავებით ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიადისგან. ოლიმპიადა, რომლის ორგანიზატორიც თბილისის მერიაა, საკმაოდ ძვირი დაუჯდა ბიუჯეტს, აშენდა შესაბამისი ინფრასტრუქტურა, ჩატარდა მოსამზადებელი სამუშაოები. თუმცა, ექსპერტების ნაწილი ამბობს, რომ ეს ქვეყნის იმიჯისთვის აუცილებელია.

თამთა ჯიჯავაძე

AMBEBI.GE

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია