თურქმენეთის პრეზიდენტი საქართველოშია

თურქმენეთის პრეზიდენტი საქართველოშია

საქართველოში სახელმწიფო ვიზიტით თურქმენეთის პრეზიდენტი გურბანგული ბერდიმუჰამედოვი ჩამოვიდა. ბერდიმუჰამედოვს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი თამარ ბერუჩაშვილი, ეკონომიკის მინისტრი, ვიცე პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი პატარაია და საქართველოს პრეზიდენტის მრჩევლები, გიორგი აბაშიშვილი და ტენგზი ფხალაძე დახვდნენ.

პრეზიდენტის სასახლეში გაიმართება ორი ქვეყნის ლიდერების როგორც პირისპირ, ისე გაფართოებულ ფორმატში შეხვედრა, რის შემდეგაც ერთობლივ დოკუმენტებზე ხელმოწერის ცერემონია გაიმართება. გიორგი მარგველაშვილი და გურბანგული ბერდიმუჰამედოვი მედიისთვის ერთობლივ განცხადებებსაც გააკეთებენ.

სახელმწიფო ვიზიტის ფარგლებში თურქმენეთის პრეზიდენტი საქართველოს პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს და პარლამენტის თავმჯდომარეს დავით უსუფაშვილსაც შეხვდება. თურქმენეთის პრეზიდენტი გმირთა მოედანზე საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ გმირთა ხსოვნას პატივს მიაგებს. ვიზიტის მეორე დღეს გურბანგული ბერდიმუჰამედოვისთვის საპატიო აკადემიკოსის წოდების მინიჭების ცერემონია გაიმართება.

თურქმენეთის პრეზიდენტი სახელმწიფო დელეგაციასთან ერთად საქართველოს 3 ივლისს დატოვებს.

"ინტერპრესნიუსი"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."