უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი კონსტანტინე ლაშხია დაიღუპა. ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის ინფორმაციით, ლაშხიას ცხედარი, ატოს ზონაში, აზოვის ზღვაში იპოვეს. ცხედარი მარიუპოლის პროზექტურაშია გადასვენებული.
როდის მოხერხდება საქართველოში მისი გადმოსვენება, ჯერ უცნობია, ასევე გაურკვეველია, რა გარემოებაში დაიღუპა ქართველი სამხედრო.
კონსტანტინე ლაშხია უკრაინაში რვა თვის წინ წავიდა, ის წარმოშობით სოხუმიდანაა. მას მეუღლე და ორი შვილი დარჩა.