პოლიტიკა
კონფლიქტები

6

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 18:20-ზე, მთვარე მორიელში იქნება 06:22-დან –რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება. დახმარების თხოვნა. გამოიჩინეთ ნებისყოფა, გამძლეობა, სიმტკიცე და პატიოსნება სამსახურში. გამოავლინეთ საკამათო საკითხების გადაჭრის, კონფლიქტების მოგვარების და კომპრომისებზე წასვლის უნარი. არ არის რეკომენდებული გადაჭარბებული ზრუნვა. ახალი წამოწყებები. აჩქარების და აურზაურის გამოვლინება. საუკეთესო დღეა ოჯახის შესაქმნელად. დღეს მაქსიმალური სიყვარული და მზრუნველობა გამოიჩინეთ პარტნიორის მიმართ და ეცადეთ, არ გაანაწყენოთ.
სამართალი
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
სპორტი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ეკა კვალიაშვილის ექსმეუღლის გულახდილი ინტერვიუ - ''არ მჯერა იმ ადამიანების, რომლებიც ამბობენ, ეკა იტყუებაო''
ეკა კვალიაშვილის ექსმეუღლის გულახდილი ინტერვიუ - ''არ მჯერა იმ ადამიანების, რომლებიც ამბობენ, ეკა იტყუებაო''

სუ­ხიშ­ვი­ლე­ბის მო­ცეკ­ვა­ვე ბესო ბა­კუ­რა­ძე ფარ­თო სა­ზო­გა­დო­ე­ბამ რამ­დე­ნი­მე წლის წინ გა­იც­ნო, რო­დე­საც ის ეკა კვა­ლი­აშ­ვი­ლის მე­უღ­ლე გახ­და. მათ ერ­თად კლი­პიც გა­და­ი­ღეს - "სო­ფე­ლო". სიყ­ვა­რუ­ლის ქა­ლაქ სიღ­ნაღ­ში გა­და­ღე­ბულ კლიპ­ში თა­ვად ბე­სოც მო­ნა­წი­ლე­ობ­და. ორი­ვე ამ­ბობ­და, რომ დიდი სიყ­ვა­რუ­ლი ეწ­ვი­ათ, თუმ­ცა მათი ურ­თი­ერ­თო­ბა მალე დას­რულ­და.

- ჩემს თავს ქო­რე­ოგ­რაფს ვერ ვუ­წო­დებ. ბავ­შვებ­თან მუ­შა­ო­ბა ასე ად­ვი­ლი არაა. მე ვარ კარ­გი რე­პე­ტი­ტო­რი. ზუს­ტად ვიცი, ქარ­თუ­ლი ცეკ­ვის დე­და­ე­ნა რო­გორ უნდა ას­წავ­ლო. ცეკ­ვა ან­სამ­ბლ "რუს­თავ­ში" 15 წლი­სამ და­ვი­წყე, სა­დაც 1981 წლამ­დე ვი­მუ­შა­ვე და მერე მი­ვე­დი სუ­ხიშ­ვი­ლებ­ში. ჩემი პირ­ვე­ლი ცეკ­ვის მას­წავ­ლე­ბე­ლი რო­ბერტ და­რახვე­ლი­ძე გახ­ლდათ, შემ­დეგ - ფრი­დონ სუ­ლა­ბე­რი­ძე, რეზო ჭო­ხო­ნე­ლი­ძე, ილი­კო სუ­ხიშ­ვი­ლი და ნინო რა­მიშ­ვი­ლი. ასე­თი კო­რი­ფე­ე­ბი რომ იყ­ვნენ ჩემი მას­წავ­ლებ­ლე­ბი, ესეც ხვედ­რია, რის­თვი­საც ღმერ­თის მად­ლო­ბე­ლი ვარ.

- დღემ­დე ვარ­ჯი­შობთ?

- რა­საკ­ვირ­ვე­ლია. რამ­დე­ნი წლის ვარ, არ ვი­ტყვი, თუმ­ცა ასაკ­თან შე­და­რე­ბით თავს კარ­გად ვგრძნობ.

- სუ­ხიშ­ვი­ლე­ბის ან­სამ­ბლი ბევ­რს მოგ­ზა­უ­რობ­და. მო­ცეკ­ვა­ვე­ებს ძა­ლი­ან ბევ­რი თაყ­ვა­ნის­მცემ­ლი გყავ­დათ.

- ამის აღი­ა­რე­ბა არა­ნა­ი­რი პრობ­ლე­მა არაა. მყავ­და თაყ­ვა­ნის­მცემ­ლე­ბი, ყვე­ლას ვე­ნაც­ვა­ლე, მად­ლო­ბას ვუხ­დი ყვე­ლა იმ წუ­თის­თვის, რაც მათ­თან გა­ვა­ტა­რე.

- ასეთ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში მო­ა­ხერ­ხეთ პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის აწყო­ბა?

- მყავს სამი შვი­ლი, უფ­რო­სი გო­გო­ნაა - ანა ბა­კუ­რა­ძე, მერე და­ი­ბა­და ლუკა ბა­კუ­რა­ძე, მე­სა­მე კი ბე­სიკ სვა­ნი­ძეა, ის ნინო სვა­ნი­ძის­გან მყავს, რო­მელ­თან ერ­თა­დაც სუ­ხიშ­ვი­ლე­ბის ან­სამ­ბლში ვცეკ­ვავ­დი. ნინო ბე­სიკ სვა­ნი­ძის შვი­ლია, რო­მელ­მაც ან­სამ­ბლი "გორ­და" შექ­მნა. ბე­სი­კი დე­დის გვარ­ზე მხო­ლოდ იმი­ტო­მაა, რომ სვა­ნი­ძე­ე­ბის გვა­რი ნი­ნო­თი მთავ­რდე­ბო­და. სხვა შემ­თხვე­ვა­ში არა­ნა­ი­რი პრობ­ლე­მა არ იყო, რომ ბავ­შვის­თვის გვა­რი მი­მე­ცა.

სა­მი­ვე შვილ­თან კარ­გი ურ­თი­ერ­თო­ბა მაქვს. ეკა კვა­ლი­აშ­ვი­ლი თუ გა­ინ­ტე­რე­სებთ, მას­თან შვი­ლი არ მყო­ლია. ყო­ფილ მე­უღ­ლე­ებ­თან სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლი­თაც ვკონ­ტაქ­ტობ და ტე­ლე­ფო­ნი­თაც ვურ­თი­ერ­თობთ. ად­ვი­ლი სა­ურ­თი­ერ­თო ვარ. არა­ვის­გან არას­დროს არა­ფე­რი მქო­ნია და­მა­ლუ­ლი. ყვე­ლას დიდ პა­ტივს ვცემ და მინ­და, უპირ­ვე­ლეს ყოვ­ლი­სა ჯან­მრთე­ლე­ბი იყ­ვნენ.

- სულ რამ­დე­ნი ცოლი გყავ­დათ?

- პირ­ვე­ლი მე­უღ­ლის­გან მყავს ორი შვი­ლი, მე­ო­რეს­თან - ერთი და და­ნარ­ჩე­ნებ­თან შვი­ლე­ბი არ მყო­ლია, ყვე­ლას თა­ვი­სი შვი­ლე­ბი ჰყავ­და.

- დღეს რა ხდე­ბა თქვენს ცხოვ­რე­ბა­ში?

- მყავს მე­გო­ბა­რი ქალი, რო­მელ­თა­ნაც ნორ­მა­ლუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბა მაქვს. ძა­ლი­ან წე­სი­ე­რი და კარ­გი გო­გოა. კარ­გი ექი­მია. ოფი­ცი­ა­ლურ ურ­თი­ერ­თო­ბა­ზე არც გვი­ფიქ­რია და მო­მა­ვალ­ში რა იქ­ნე­ბა, არ ვიცი.

- მა­ინც ვერ მივ­ხვდი, რამ­დე­ნი ცოლი გყავ­დათ.

- ორი, ვის­თა­ნაც შვი­ლე­ბი მყავს.

- მათ გარ­და ხომ სხვე­ბიც ჩა­მოთ­ვა­ლეთ, და ეკაც ხომ იყო თქვე­ნი მე­უღ­ლე?

- არც ეკა ყო­ფი­ლა ოფი­ცი­ა­ლუ­რი მე­უღ­ლე. ჩვენ არც ჯვა­რი დაგ­ვი­წე­რია და არც ხელი მოგ­ვი­წე­რია. ქარ­თვე­ლი ქა­ლე­ბი სხვა­ნა­ი­რად აზ­როვ­ნე­ბენ, ბოლო დროს ცოტა მო­ვიდ­ნენ აზ­რზე. არაა აუ­ცი­ლე­ბე­ლი, ხელი მო­ა­წე­რო და ჯვა­რი და­ი­წე­რო, ვის­თა­ნაც ხარ. მეს­მის, რომ ქრის­ტი­ა­ნუ­ლად ოფი­ცი­ა­ლუ­რი მხა­რე უნდა მის­ცე ურ­თი­ერ­თო­ბას, მაგ­რამ მე და ეკას არ გვქონ­და იმ­დე­ნი დრო, ამა­ზე გვე­ფიქ­რა. სულ ორი წელი ვი­ცხოვ­რეთ ერ­თად. ერ­თმა­ნეთს 14 წლის წინ დავ­შორ­დით.

გაგ­რძე­ლე­ბა

sponsored by ContentRoom

ეკა კვალიაშვილის ექსმეუღლის გულახდილი ინტერვიუ - ''არ მჯერა იმ ადამიანების, რომლებიც ამბობენ, ეკა იტყუებაო''

ეკა კვალიაშვილის ექსმეუღლის გულახდილი ინტერვიუ - ''არ მჯერა იმ ადამიანების, რომლებიც ამბობენ, ეკა იტყუებაო''

სუხიშვილების მოცეკვავე ბესო ბაკურაძე ფართო საზოგადოებამ რამდენიმე წლის წინ გაიცნო, როდესაც ის ეკა კვალიაშვილის მეუღლე გახდა. მათ ერთად კლიპიც გადაიღეს - ''სოფელო''. სიყვარულის ქალაქ სიღნაღში გადაღებულ კლიპში თავად ბესოც მონაწილეობდა. ორივე ამბობდა, რომ დიდი სიყვარული ეწვიათ, თუმცა მათი ურთიერთობა მალე დასრულდა.

- ჩემს თავს ქორეოგრაფს ვერ ვუწოდებ. ბავშვებთან მუშაობა ასე ადვილი არაა. მე ვარ კარგი რეპეტიტორი. ზუსტად ვიცი, ქართული ცეკვის დედაენა როგორ უნდა ასწავლო. ცეკვა ანსამბლ ''რუსთავში'' 15 წლისამ დავიწყე, სადაც 1981 წლამდე ვიმუშავე და მერე მივედი სუხიშვილებში. ჩემი პირველი ცეკვის მასწავლებელი რობერტ დარახველიძე გახლდათ, შემდეგ - ფრიდონ სულაბერიძე, რეზო ჭოხონელიძე, ილიკო სუხიშვილი და ნინო რამიშვილი. ასეთი კორიფეები რომ იყვნენ ჩემი მასწავლებლები, ესეც ხვედრია, რისთვისაც ღმერთის მადლობელი ვარ.

- დღემდე ვარჯიშობთ?

- რასაკვირველია. რამდენი წლის ვარ, არ ვიტყვი, თუმცა ასაკთან შედარებით თავს კარგად ვგრძნობ.

- სუხიშვილების ანსამბლი ბევრს მოგზაურობდა. მოცეკვავეებს ძალიან ბევრი თაყვანისმცემლი გყავდათ.

- ამის აღიარება არანაირი პრობლემა არაა. მყავდა თაყვანისმცემლები, ყველას ვენაცვალე, მადლობას ვუხდი ყველა იმ წუთისთვის, რაც მათთან გავატარე.

- ასეთ სიტუაციაში მოახერხეთ პირადი ცხოვრების აწყობა?

- მყავს სამი შვილი, უფროსი გოგონაა - ანა ბაკურაძე, მერე დაიბადა ლუკა ბაკურაძე, მესამე კი ბესიკ სვანიძეა, ის ნინო სვანიძისგან მყავს, რომელთან ერთადაც სუხიშვილების ანსამბლში ვცეკვავდი. ნინო ბესიკ სვანიძის შვილია, რომელმაც ანსამბლი ''გორდა'' შექმნა. ბესიკი დედის გვარზე მხოლოდ იმიტომაა, რომ სვანიძეების გვარი ნინოთი მთავრდებოდა. სხვა შემთხვევაში არანაირი პრობლემა არ იყო, რომ ბავშვისთვის გვარი მიმეცა.

სამივე შვილთან კარგი ურთიერთობა მაქვს. ეკა კვალიაშვილი თუ გაინტერესებთ, მასთან შვილი არ მყოლია. ყოფილ მეუღლეებთან სოციალური ქსელითაც ვკონტაქტობ და ტელეფონითაც ვურთიერთობთ. ადვილი საურთიერთო ვარ. არავისგან არასდროს არაფერი მქონია დამალული. ყველას დიდ პატივს ვცემ და მინდა, უპირველეს ყოვლისა ჯანმრთელები იყვნენ.

- სულ რამდენი ცოლი გყავდათ?

- პირველი მეუღლისგან მყავს ორი შვილი, მეორესთან - ერთი და დანარჩენებთან შვილები არ მყოლია, ყველას თავისი შვილები ჰყავდა.

- დღეს რა ხდება თქვენს ცხოვრებაში?

- მყავს მეგობარი ქალი, რომელთანაც ნორმალური ურთიერთობა მაქვს. ძალიან წესიერი და კარგი გოგოა. კარგი ექიმია. ოფიციალურ ურთიერთობაზე არც გვიფიქრია და მომავალში რა იქნება, არ ვიცი.

- მაინც ვერ მივხვდი, რამდენი ცოლი გყავდათ.

- ორი, ვისთანაც შვილები მყავს.

- მათ გარდა ხომ სხვებიც ჩამოთვალეთ, და ეკაც ხომ იყო თქვენი მეუღლე?

- არც ეკა ყოფილა ოფიციალური მეუღლე. ჩვენ არც ჯვარი დაგვიწერია და არც ხელი მოგვიწერია. ქართველი ქალები სხვანაირად აზროვნებენ, ბოლო დროს ცოტა მოვიდნენ აზრზე. არაა აუცილებელი, ხელი მოაწერო და ჯვარი დაიწერო, ვისთანაც ხარ. მესმის, რომ ქრისტიანულად ოფიციალური მხარე უნდა მისცე ურთიერთობას, მაგრამ მე და ეკას არ გვქონდა იმდენი დრო, ამაზე გვეფიქრა. სულ ორი წელი ვიცხოვრეთ ერთად. ერთმანეთს 14 წლის წინ დავშორდით.

გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება