გასულ კვირას, ამერიკის ყველა შტატში ერთსქესიან შეყვარებულებს ქორწინების უფლება მიეცათ. მიღებულ კანონს მთელს მშობლიოში გამოეხმაურნენ. მათ შორის საქართველოშიც. ბევრი აკრიტიკებს გეების და ლესბოსელების ქორწინების დაკანონებას, ზოგის აზრით კი ამერიკა ბევრად უფრო თავისუფალი ქვეყანა გახდა. ამ საკითხთან დაკავშირებით საქართველოში ბოლო დროის ერთ-ერთ ყველაზე თამამ ქართველ მოდელს თამუნა ვაშალომიძეს გავესაუბრეთ.
- ამერიკაში ერთსქესიანი ქორწინების დაკანონებას დიდი გამოხმაურება მოჰყვა საქართველოშიც. შენ რას ფიქრობ ამ საკითხთან დაკავშირებით?
- რა უფლება მაქვს, ვინმე განვსაჯო, მაგრამ კანონიერი ქორწინება ჩემის აზრით ზედმეტია!
- გყავს გეი მეგობრები?
- არ მყავს მეგობრები, რომლებსაც თავისივე სქესის ადამიანები უყვართ.