ეგვიპტეში, სინას ნახევარკუნძულზე, ეგვიპტის არმიის საკონტროლო გამშვებ პუნქტებზე თავდასხმის შედეგად, ეგვიპტელმა სამხედროებმა 90-ზე მეტი რადიკალი გაანადგურეს. ამის შესახებ "Sky News Arabia" იუწყება.
მედიის ინფორმაციით, ბრძოლები ამ დროისთვისაც გრძელდება. ტერორისტების ძირითადი რაოდენობა ჰაერიდან, სარაკეტო დარტყმების შედეგად განადგურდა.
"ისლამური სახელმწიფოს" ადგილობრივმა ექსტრემისტებმა, რომლებიც საკუთარ თავს "სინას ვილაიეთს" უწოდებენ, დღეს ეგვიპტის არმიის პოსტებზე, ქალაქების, დაფახისა და შეიხ-ზუვეიდის შემოგარენში რამდენიმე ფართომასშტაბიანი შეტევა განახორციელეს.