პოლიტიკა
Faceამბები
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
საზოგადოება
მეცნიერება
წიგნები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
აჩიკო ნიჟარაძე: "შოუებისთვის მეტი თემა არ გაქვთ, თქვე გაუნათლებელო ხალხო!?!"
აჩიკო ნიჟარაძე: "შოუებისთვის მეტი თემა არ გაქვთ, თქვე გაუნათლებელო ხალხო!?!"

"ხალ­ხი მკაც­რად უნდა დად­გეს თა­ვის პო­ზი­ცი­ა­ზე, თო­რემ ყვე­ლა დაგ­ვაჯ­და თავ­ზე. მთე­ლი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში ტე­ლე­ვი­ზი­ით, წამ­ყვან შო­უ­ებ­ში აჩ­ვე­ნე­ბენ: ტრან­სვის­ტი­ტებს, გე­ებს, ლეს­ბო­სე­ლებს, მე­ძა­ვებს... თემა არ გაქვთ, თქვე გა­უ­ნათ­ლე­ბე­ლო ხალ­ხო!? ერთი შე­მეც­ნე­ბი­თი გა­და­ცე­მა გა­ა­კე­თეთ თქვე უწიგ­ნუ­რო პრო­დუ­სე­რე­ბო... ერთი ნორ­მა­ლუ­რი თემა ვერ მო­გი­ფიქ­რე­ბი­ათ, როცა ამ­დე­ნი სა­ინ­ტე­რე­სო და დამ­სა­ხუ­რე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნი ცხოვ­რობს სა­ქარ­თვე­ლო­ში. რა­ღა­ცა მა­ინც ის­წავ­ლეთ. რა ჯი­შის ხალ­ხი ხართ, ან სა­ქარ­ვე­ლო­ში სა­ი­დან მოხ­ვდით სა­ერ­თოდ!... თან ცხვი­რა­წე­უ­ლე­ბი და­დი­ან, თით­ქოს "დის­ქა­ვე­რის" თა­ნამ­შრომ­ლე­ბი იყ­ვნენ და უსე­რი­ო­ზუ­ლეს თე­მებ­ზე მუ­შა­ობ­დნენ. თქვენ რომ რე­ი­ტინ­გებს ად­გენთ, თქვენ­თვის შე­ი­ნა­ხეთ. თქვე­ნი ნამ­დვი­ლი რე­ი­ტინ­გი არის მაქ­სი­მუმ -1%", - ეს სი­ტყვე­ბი ცნო­ბილ­მა მომ­ღე­რალ­მა, აჩი­კო ნი­ჟა­რა­ძემ სა­კუ­თა­რი ფე­ის­ბუ­ქის გვერ­დზე გა­მო­აქ­ვეყ­ნა და აღ­შფო­თე­ბა "კვი­რის პა­ლიტ­რას­თან" კი­დევ უფრო ვრცლად გა­მო­ა­ხა­ტა:

- ჩემი კრი­ტი­კა ძი­რი­თა­დად, შო­უ­ებ­სა და ძა­ლით გა­ვარ­სკვლა­ვე­ბულ ადა­მი­ა­ნებს ეხე­ბათ.. ასე­თებს აქვთ უზარ­მა­ზა­რი ამ­ბი­ცია და რო­გორც კი მათი პატ­რო­ნი ქრე­ბა ას­პა­რე­ზი­დან, ისი­ნიც ქრე­ბი­ან. კი­თხვა მაქვს: ვის ინ­ტე­რე­სებ­შია შექ­მნას სა­შუ­ა­ლო ნი­ჭი­სა და გა­რეგ­ნო­ბის, ან სა­ერ­თოდ უნი­ჭო ადა­მი­ა­ნე­ბის­გან ვარ­სკვლა­ვე­ბი, რა აზრი აქვს!? ისი­ნი ხომ ღი­რე­ბულს ვე­რა­ფერს შექ­მნი­ან? სწო­რედ ამი­ტო­მაც, უნი­ჭო ადა­მი­ა­ნე­ბით გავ­სე­ბუ­ლი ეს სფე­რო, წლე­ბის მე­რეც ერთ ად­გილს ტკეპ­ნის და წინ ვერ მი­დის... სა­ბედ­ნი­ე­როდ, სა­ქარ­თვე­ლო­ში ჯერ კი­დევ არ­სე­ბო­ბენ გე­მოვ­ნე­ბი­ა­ნი და პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი. მათ ხელი უნდა შე­უ­წყონ, რაც შე­იძ­ლე­ბა მალე და­უბ­რუნ­დნენ თა­ვი­ანთ ად­გილს.

გაგ­რძე­ლე­ბა

აჩიკო ნიჟარაძე: "შოუებისთვის მეტი თემა არ გაქვთ, თქვე გაუნათლებელო ხალხო!?!"

აჩიკო ნიჟარაძე: "შოუებისთვის მეტი თემა არ გაქვთ, თქვე გაუნათლებელო ხალხო!?!"

"ხალხი მკაცრად უნდა დადგეს თავის პოზიციაზე, თორემ ყველა დაგვაჯდა თავზე. მთელი დღის განმავლობაში ტელევიზიით, წამყვან შოუებში აჩვენებენ: ტრანსვისტიტებს, გეებს, ლესბოსელებს, მეძავებს... თემა არ გაქვთ, თქვე გაუნათლებელო ხალხო!? ერთი შემეცნებითი გადაცემა გააკეთეთ თქვე უწიგნურო პროდუსერებო... ერთი ნორმალური თემა ვერ მოგიფიქრებიათ, როცა ამდენი საინტერესო და დამსახურებული ადამიანი ცხოვრობს საქართველოში. რაღაცა მაინც ისწავლეთ. რა ჯიშის ხალხი ხართ, ან საქარველოში საიდან მოხვდით საერთოდ!... თან ცხვირაწეულები დადიან, თითქოს "დისქავერის" თანამშრომლები იყვნენ და უსერიოზულეს თემებზე მუშაობდნენ. თქვენ რომ რეიტინგებს ადგენთ, თქვენთვის შეინახეთ. თქვენი ნამდვილი რეიტინგი არის მაქსიმუმ -1%", - ეს სიტყვები ცნობილმა მომღერალმა, აჩიკო ნიჟარაძემ საკუთარი ფეისბუქის გვერდზე გამოაქვეყნა და აღშფოთება "კვირის პალიტრასთან" კიდევ უფრო ვრცლად გამოახატა:

- ჩემი კრიტიკა ძირითადად, შოუებსა და ძალით გავარსკვლავებულ ადამიანებს ეხებათ.. ასეთებს აქვთ უზარმაზარი ამბიცია და როგორც კი მათი პატრონი ქრება ასპარეზიდან, ისინიც ქრებიან. კითხვა მაქვს: ვის ინტერესებშია შექმნას საშუალო ნიჭისა და გარეგნობის, ან საერთოდ უნიჭო ადამიანებისგან ვარსკვლავები, რა აზრი აქვს!? ისინი ხომ ღირებულს ვერაფერს შექმნიან? სწორედ ამიტომაც, უნიჭო ადამიანებით გავსებული ეს სფერო, წლების მერეც ერთ ადგილს ტკეპნის და წინ ვერ მიდის... საბედნიეროდ, საქართველოში ჯერ კიდევ არსებობენ გემოვნებიანი და პროფესიონალი ადამიანები. მათ ხელი უნდა შეუწყონ, რაც შეიძლება მალე დაუბრუნდნენ თავიანთ ადგილს.

გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება