სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ალექსანდრე შალამბერიძის გარდაცვალებას მერაბ მეტრეველი ემოციური პოსტით ეხმაურება
ალექსანდრე შალამბერიძის გარდაცვალებას მერაბ მეტრეველი ემოციური პოსტით ეხმაურება

"თა­ვი­სუ­ფა­ლი სა­ქარ­თვე­ლოს" ერთ-ერთი ლი­დე­რი, სა­ქარ­თვე­ლო პარ­ლა­მენ­ტის ყო­ფი­ლი წევ­რი ალექ­სან­დრე შა­ლამ­ბე­რი­ძე გარ­და­იც­ვა­ლა. პო­ლი­ტი­კო­სის გარ­დაც­ვა­ლა­ე­ბას "ფე­ის­ბუ­ქის" პი­რად გვერ­დზე ემო­ცი­უ­რი წე­რი­ლით ეხ­მა­უ­რე­ბა ჟურ­ნა­ლის­ტი, მე­რაბ მეტ­რე­ვე­ლი.

"2003 წე­ლია. უკვე წე­ლი­წა­დან­ხე­ვა­რია თბი­ლის­ში ვცხოვ­რობ და ვმუ­შა­ობ გა­ზეთ "ალი­ა­ში". ოთა­ხი ვო­რონ­ცოვ­ზე მაქვს ნა­ქი­რა­ვე­ბი. უფრო სწო­რად ნა­ხევ­რად სარ­და­ფი, სა­დაც მო­ხუც მა­მას­თან ერ­თად ვცხოვ­რობ და თვე­ში 80 ლარს ვიხ­დი. ერთ მშვე­ნი­ერ, თუ არ­ცთუ მშვნი­ერ დღეს "ალი­ას" რა­დე­ქა­ტორ­მა სამ­სა­ხუ­რი­დან გა­მიშ­ვა.

დავ­რჩი ჩემ­თვის ჯერ კი­დევ უცხო ქალ­ქში, ასე, სამ­სა­ხუ­რის გა­რე­შე; ქალ­ქში, სა­დაც ამ დრო­ის­თვის ყვე­ლა­ზე ახ­ლოს მარ­ტო პო­ლიტ­კო­სებს ვიც­ნობ, ვის­თა­ნაც ინ­ტერ­ვი­უ­ებს ვა­კე­თებ­დი (ჩემი აქა­უ­რი ნა­თე­სა­ვე­ბი ახ­ლოს მოგ­ვი­ა­ნე­ბით გა­ვი­ცა­ნი).

ბუ­ნებ­რი­ვია, სხვა გა­ზე­თებს მი­ვა­კი­თხე, მაგ­რამ მო­გეხ­სე­ნე­ბათ, სა­ნამ ახალ სამ­სა­ხურ­ში ფეხს მო­ი­კი­დებ, პირ­ველ ხელ­ფასს, ან ნორმ­ლა­ურ ჰო­ნო­რარს აი­ღებ, დრო გა­დის. მე კი ბი­ნის ფული მაქვს გა­და­სახ­დე­ლი. ბი­ნის პატ­რონ­მა ეგ­რე­ვე მოწ­ვა, რომ ჩემს თავს რა­ღაც კარ­გი არ ხდე­ბა და გა­მაფრ­თხი­ლა: ფულს თუ და­აგ­ვი­ა­ნებ, გა­გიშ­ვებ სახ­ლი­და­ნო (ეტყო­ბა, მწა­რე გა­მოც­დი­ლე­ბა ქონ­და).

ჯან­და­ბას, მარ­ტო რომ ვიყო რა­ღა­ცას კი­დევ მო­ვი­ფიქ­რებ­დი, მაგ­რამ მო­ხუც­თან ერ­თად ქუ­ჩა­ში ხომ არ დარ­ჩე­ბი? თვის ბო­ლოს ფული რომ ვერ მი­ვი­ტა­ნე, ვი­თა­რე­ბა კი­დევ უფრო გამ­წვა­ვა­და. ბი­ნი­დან გაგ­დე­ბის რე­ა­ლუ­რი საფრ­თხის წი­ნა­შე დავ­დე­ქი. და­ვი­ვი­წყე ყო­ველ­გვა­რი ჟურ­ნალ­სი­ტუ­რი სტან­დარ­ტი, ეთი­კა (რა­ზეც მა­შინ ისე­დაც ბუნ­დო­ვა­ნი წამ­როდ­გე­ნა მქონ­და) და ორ ადა­მი­ან­თან გავ­ბე­დე ჩემი პრობ­ლე­მის შე­სა­ხებ ლა­პა­რა­კი. ერთ-ერთი ალე­კო შა­ლამ­ბე­რი­ძე იყო, რო­მელ­საც ჟურ­ნალ­სი­ტებ­თან გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი, მე­გობ­რუ­ლი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა ქონ­და. ბუ­ნებ­რი­ვია, 100 ლარი რო­მე­ლიც მომ­ცა, ვი­სეს­ხე, მაგ­რამ რო­გორც თქვენ არ და­გიბ­რუ­ნე­ბი­ათ მის­თვის ეს ფული, ისე - მე. იმი­ტომ კი არა, რომ უსინ­დი­სო ვარ. უბ­რა­ლოდ, მერე როცა ფი­ნან­სუ­რი მდგო­მა­რო­ე­ბა მეტ-ნაკ­ლე­ბად გა­მო­მი­კეთ­და, ვერ გავ­ბე­დე მის­თვის მეთ­ქვა: ფულს და­გიბ­რუ­ნე­ბო. შე­მე­შინ­და, შე­უ­რა­ცხყო­ფად არ მი­ე­ღო. ერ­თა­დერ­თი, რა­საც ვა­კე­თებ­დი, როცა შევ­ხვდე­ბო­დი, სულ ვე­უბ­ნე­ბო­დი: ბა­ტო­ნო ალე­კო, თქვე­ნი ასი ლარი მაქვს ვალი. ისიც იცი­ნო­და და და­ი­ვი­წყეო,- მე­უბ­ნე­ბო­და, მაგ­რამ სი­ტყვა "და­გიბ­რუ­ნებ" ვე­რაფ­რით ვუ­თხა­რი. ძა­ლი­ან გული დამ­წყვი­ტა მის­მა გარ­დაც­ვა­ლე­ბამ", - წერს მე­რაბ მეტ­რე­ვე­ლი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

ალექსანდრე შალამბერიძის გარდაცვალებას მერაბ მეტრეველი ემოციური პოსტით ეხმაურება

ალექსანდრე შალამბერიძის გარდაცვალებას მერაბ მეტრეველი ემოციური პოსტით ეხმაურება

"თავისუფალი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი, საქართველო პარლამენტის ყოფილი წევრი ალექსანდრე შალამბერიძე გარდაიცვალა. პოლიტიკოსის გარდაცვალაებას "ფეისბუქის" პირად გვერდზე ემოციური წერილით ეხმაურება ჟურნალისტი, მერაბ მეტრეველი.

"2003 წელია. უკვე წელიწადანხევარია თბილისში ვცხოვრობ და ვმუშაობ გაზეთ "ალიაში". ოთახი ვორონცოვზე მაქვს ნაქირავები. უფრო სწორად ნახევრად სარდაფი, სადაც მოხუც მამასთან ერთად ვცხოვრობ და თვეში 80 ლარს ვიხდი. ერთ მშვენიერ, თუ არცთუ მშვნიერ დღეს "ალიას" რადექატორმა სამსახურიდან გამიშვა.

დავრჩი ჩემთვის ჯერ კიდევ უცხო ქალქში, ასე, სამსახურის გარეშე;  ქალქში, სადაც ამ დროისთვის ყველაზე ახლოს მარტო პოლიტკოსებს ვიცნობ, ვისთანაც ინტერვიუებს ვაკეთებდი (ჩემი აქაური ნათესავები ახლოს მოგვიანებით გავიცანი).

ბუნებრივია, სხვა გაზეთებს მივაკითხე, მაგრამ მოგეხსენებათ, სანამ ახალ სამსახურში ფეხს მოიკიდებ, პირველ ხელფასს, ან ნორმლაურ ჰონორარს აიღებ, დრო გადის. მე კი ბინის ფული მაქვს გადასახდელი. ბინის პატრონმა ეგრევე მოწვა, რომ ჩემს თავს რაღაც კარგი არ ხდება და გამაფრთხილა: ფულს თუ დააგვიანებ, გაგიშვებ სახლიდანო (ეტყობა, მწარე გამოცდილება ქონდა).

ჯანდაბას, მარტო რომ ვიყო რაღაცას კიდევ მოვიფიქრებდი, მაგრამ მოხუცთან ერთად ქუჩაში ხომ არ დარჩები? თვის ბოლოს ფული რომ ვერ მივიტანე, ვითარება კიდევ უფრო გამწვავადა. ბინიდან გაგდების რეალური საფრთხის წინაშე დავდექი. დავივიწყე ყოველგვარი ჟურნალსიტური სტანდარტი, ეთიკა (რაზეც მაშინ ისედაც ბუნდოვანი წამროდგენა მქონდა) და ორ ადამიანთან გავბედე ჩემი პრობლემის შესახებ ლაპარაკი. ერთ-ერთი ალეკო შალამბერიძე იყო, რომელსაც ჟურნალსიტებთან განსაკუთრებული, მეგობრული დამოკიდებულება ქონდა. ბუნებრივია, 100 ლარი რომელიც მომცა, ვისესხე, მაგრამ როგორც თქვენ არ დაგიბრუნებიათ მისთვის ეს ფული, ისე - მე. იმიტომ კი არა, რომ უსინდისო ვარ. უბრალოდ, მერე როცა ფინანსური მდგომაროება მეტ-ნაკლებად გამომიკეთდა, ვერ გავბედე მისთვის მეთქვა: ფულს დაგიბრუნებო. შემეშინდა, შეურაცხყოფად არ მიეღო. ერთადერთი, რასაც ვაკეთებდი, როცა შევხვდებოდი, სულ ვეუბნებოდი: ბატონო ალეკო, თქვენი ასი ლარი მაქვს ვალი. ისიც იცინოდა და დაივიწყეო,- მეუბნებოდა, მაგრამ სიტყვა "დაგიბრუნებ" ვერაფრით ვუთხარი. ძალიან გული დამწყვიტა მისმა გარდაცვალებამ", - წერს მერაბ მეტრეველი.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს