საზოგადოება
Faceამბები

8

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 21:02-ზე, მთვარე მშვილდოსანში იქნება 18:53-დან, უკურსო მთვარის პერიოდი იქნება 16:06-დან 18:55-მდე – მიიღეთ აქტიური და გადამწყვეტი მოქმედება. დაიწყე მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეები. მომავალ წარმატებაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ფრთხილად და კარგად დაფიქრდი თქვენს ნაბიჯებზე. კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან. გააძლიერეთ ოჯახური კავშირები და დაამყარეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, განსაკუთრებით უფროს თაობასთან. თუ შესაძლებელია, გადადეთ ყველაფერი, დაისვენეთ და ისიამოვნეთ ცხოვრებით. ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა. გაუფრთხილდით მხედველობას.
კონფლიქტები
პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"დარწმუნებული ვიყავი, რომ გაუჭირდებოდა... მან თანამდებობა უნდა დატოვოს" - რა ხდება სააკაშვილსა და კვიტაშვილს შორის
"დარწმუნებული ვიყავი, რომ გაუჭირდებოდა... მან თანამდებობა უნდა დატოვოს" - რა ხდება სააკაშვილსა და კვიტაშვილს შორის

უკ­რა­ი­ნის ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრი ალექ­სან­დრე კვი­ტაშ­ვი­ლი გუ­შინ­დელ პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან მის შე­საძ­ლო გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის სა­კითხს გა­მო­ეხ­მა­უ­რა.

"ლიგა.ნეტ"-ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, კვი­ტაშ­ვილ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან მისი გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის შემ­თხვე­ვა­ში უკ­რა­ი­ნა­ში დარ­ჩე­ნას არ აპი­რებს. მის­ვე თქმით, უკ­რა­ი­ნის ჯან­დაც­ვის სის­ტე­მა ნა­ხე­ვა­რი წე­ლია რე­ფორ­მებს ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბა.

"უკ­რა­ი­ნა­ში რე­ფორ­მე­ბის გა­სა­ტა­რებ­ლად ჩა­მო­ვე­დი. ჩვენ დღე­ის­თვის მზად ვართ ამის გა­სა­კე­თებ­ლად. ყვე­ლა­ფე­რი მზად გვაქვს. შევ­ცვა­ლეთ შეს­ყიდ­ვე­ბის სის­ტე­მა. მივ­დი­ვართ გამჭვირ­ვა­ლე, ნორ­მა­ლუ­რი, ცი­ვი­ლუ­რი გზით. მეს­მის, რომ ბევ­რი ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც ჯან­დაც­ვის სის­ტე­მა­ში იყო ჩამ­ჯდა­რი, შე­მო­სავ­ლებს კარ­გავს. ეს არის უკ­რა­ი­ნის პირ­ვე­ლი და უკა­ნას­კნე­ლი შან­სი, გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლოს ჯან­დაც­ვის რე­ფორ­მა", - გა­ნა­ცხა­და კვი­ტაშ­ვილ­მა.

"პეტ­რო პო­რო­შენ­კოს ბლოკს" უკ­რა­ი­ნის ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრის, ალექ­სან­დრე კვი­ტაშ­ვი­ლის გა­და­ყე­ნე­ბა სურს. ამის შე­სა­ხებ "უკ­რინ­ფორ­მი" პარ­ტი­ის წევრ დე­პუ­ტატ იგორ კო­ნო­ნე­კო­ზე დაყ­რდნო­ბით წერს.

ალექ­სან­დრე კვი­ტაშ­ვი­ლის შე­სა­ხებ კრი­ტი­კუ­ლი გან­ცხა­დე­ბა გა­ა­კე­თა დღეს სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფილ­მა პრე­ზი­დენ­ტმა და ოდე­სის გუ­ბერ­ნა­ტორ­მა მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა.

სა­ა­კაშ­ვი­ლის აზ­რით, უკ­რა­ი­ნის ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრმა რე­ფორ­მი­რე­ბის­თვის სა­ჭი­რო აქ­ტი­უ­რი და აგ­რე­სი­უ­ლი პო­ზი­ცია ვერ გა­მო­ავ­ლი­ნა და თა­ნამ­დე­ბო­ბა უნდა და­ტო­ვოს.

სა­ა­გენ­ტო "უკ­რინ­ფორ­მის" ცნო­ბით, ამის შე­სა­ხებ სა­ა­კაშ­ვილ­მა დო­ნო­რე­ბის კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე გა­ნა­ცხა­და. "ალექ­სან­დრე კვი­ტაშ­ვი­ლი სა­ქარ­თვე­ლო­ში მუ­შა­ობ­და სის­ტე­მა­ში, რო­მე­ლიც ცენ­ტრა­ლი­ზე­ბუ­ლი იყო, სა­დაც იყო სწო­რი კო­ორ­დი­ნა­ცია და ნა­თე­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი ნება. თა­ვი­დან­ვე დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი, რომ მას გა­უ­ჭირ­დე­ბო­და უკ­რა­ი­ნულ სის­ტე­მა­ში ორი­ენ­ტი­რე­ბა. მან ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი კა­ნონპ­რო­ექ­ტე­ბი შე­ი­მუ­შა­ვა, მაგ­რამ ისი­ნი ასე­ვე დარ­ჩნენ საბ­ჭოს კო­მი­ტე­ტებ­ში. მე ვერ ვხე­დავ უახ­ლო­ეს პე­რი­ოდ­ში მათი მი­ღე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბას", - გა­ნა­ცხა­და მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა.

მა­გა­ლი­თად ოდე­სა­ში, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის შე­ფა­სე­ბით, ჯან­დაც­ვის ძვე­ლი სის­ტე­მა ინ­გრე­ვა, თუმ­ცა ახ­ლით მო­სახ­ლე­ო­ბა კმა­ყო­ფი­ლი არ არის, ხოლო სა­ა­ვად­მყო­ფო­ებ­ში მექ­რთა­მე­ო­ბა ყვა­ვის. სა­ა­კაშ­ვი­ლის თქმით, ზუს­ტად ამის შე­სა­ხებ ჰქონ­და სა­უ­ბა­რი კვი­ტაშ­ვილ­თან ბოლო შეხ­ვედ­რა­ზეც.

"მე მის­და­მი ძა­ლი­ან კარ­გი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა მაქვს და ზუს­ტად ამის შე­სა­ხებ ვე­უბ­ნე­ბო­დი პი­რა­და­დაც. მო­ვი­და დრო გულ­წრფე­ლად ვთქვათ: სის­ტე­მა ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბა გარ­დაქ­მნას. საკ­მა­რი­სი არ არის მარ­ტო პა­ტი­ო­სა­ნი ადა­მი­ა­ნი იყო, სა­ჭი­როა აგ­რე­სი­უ­ლად მოქ­მე­დე­ბა. რაც შე­იძ­ლე­ბა მალე უნდა მოხ­დეს ჯან­დაც­ვის ძვე­ლი სის­ტე­მის გარ­და­ტე­ხა და ახ­ლის შე­მო­ღე­ბა", - გა­ნა­ცხა­და მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა.

"დარწმუნებული ვიყავი, რომ გაუჭირდებოდა... მან თანამდებობა უნდა დატოვოს" - რა ხდება სააკაშვილსა და კვიტაშვილს შორის

"დარწმუნებული ვიყავი, რომ გაუჭირდებოდა... მან თანამდებობა უნდა დატოვოს" - რა ხდება სააკაშვილსა და კვიტაშვილს შორის

უკრაინის ჯანდაცვის მინისტრი ალექსანდრე კვიტაშვილი გუშინდელ პრესკონფერენციაზე თანამდებობიდან მის შესაძლო გათავისუფლების საკითხს გამოეხმაურა.

"ლიგა.ნეტ"-ის ინფორმაციით, კვიტაშვილმა განაცხადა, რომ თანამდებობიდან მისი გათავისუფლების შემთხვევაში უკრაინაში დარჩენას არ აპირებს. მისვე თქმით, უკრაინის ჯანდაცვის სისტემა ნახევარი წელია რეფორმებს ეწინააღმდეგება.

"უკრაინაში რეფორმების გასატარებლად ჩამოვედი. ჩვენ დღეისთვის მზად ვართ ამის გასაკეთებლად. ყველაფერი მზად გვაქვს. შევცვალეთ შესყიდვების სისტემა. მივდივართ გამჭვირვალე, ნორმალური, ცივილური გზით. მესმის, რომ ბევრი ადამიანი, რომელიც ჯანდაცვის სისტემაში იყო ჩამჯდარი, შემოსავლებს კარგავს. ეს არის უკრაინის პირველი და უკანასკნელი შანსი, განახორციელოს ჯანდაცვის რეფორმა", - განაცხადა კვიტაშვილმა.

"პეტრო პოროშენკოს ბლოკს" უკრაინის ჯანდაცვის მინისტრის, ალექსანდრე კვიტაშვილის გადაყენება სურს. ამის შესახებ "უკრინფორმი" პარტიის წევრ დეპუტატ იგორ კონონეკოზე დაყრდნობით წერს.

ალექსანდრე კვიტაშვილის შესახებ კრიტიკული განცხადება გააკეთა დღეს საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა და ოდესის გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა.

სააკაშვილის აზრით, უკრაინის ჯანდაცვის მინისტრმა რეფორმირებისთვის საჭირო აქტიური და აგრესიული პოზიცია ვერ გამოავლინა და თანამდებობა უნდა დატოვოს.

სააგენტო "უკრინფორმის" ცნობით, ამის შესახებ სააკაშვილმა დონორების კონფერენციაზე განაცხადა. "ალექსანდრე კვიტაშვილი საქართველოში მუშაობდა სისტემაში, რომელიც ცენტრალიზებული იყო, სადაც იყო სწორი კოორდინაცია და ნათელი პოლიტიკური ნება. თავიდანვე დარწმუნებული ვიყავი, რომ მას გაუჭირდებოდა უკრაინულ სისტემაში ორიენტირება. მან ძალიან მნიშვნელოვანი კანონპროექტები შეიმუშავა, მაგრამ ისინი ასევე დარჩნენ საბჭოს კომიტეტებში. მე ვერ ვხედავ უახლოეს პერიოდში მათი მიღების შესაძლებლობას", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

მაგალითად ოდესაში, მიხეილ სააკაშვილის შეფასებით, ჯანდაცვის ძველი სისტემა ინგრევა, თუმცა ახლით მოსახლეობა კმაყოფილი არ არის, ხოლო საავადმყოფოებში მექრთამეობა ყვავის. სააკაშვილის თქმით, ზუსტად ამის შესახებ ჰქონდა საუბარი კვიტაშვილთან ბოლო შეხვედრაზეც.

"მე მისდამი ძალიან კარგი დამოკიდებულება მაქვს და ზუსტად ამის შესახებ ვეუბნებოდი პირადადაც. მოვიდა დრო გულწრფელად ვთქვათ: სისტემა ეწინააღმდეგება გარდაქმნას. საკმარისი არ არის მარტო პატიოსანი ადამიანი იყო, საჭიროა აგრესიულად მოქმედება. რაც შეიძლება მალე უნდა მოხდეს ჯანდაცვის ძველი სისტემის გარდატეხა და ახლის შემოღება", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

"ძალიან ბევრს ჭამდა" - რას ამბობს ბარაკ ობამა შვილის ბოიფრენდზე, რომელთან ერთადაც აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტს კარანტინში ყოფნა მოუწია

"ჯო ბაიდენი - პუტინს: "შენ უსულო ხარ" - 2011 წლის შეხვედრის დეტალები, სადაც ბაიდენმა და პუტინმა საქართველოს და უკრაინის გამო იდავეს და დღევანდელობა

ცნობილი ადამიანები, რომლებმაც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა საჯაროდ გაიკეთეს