პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

7

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 18:20-ზე, მთვარე მორიელში იქნება 06:22-დან –რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება. დახმარების თხოვნა. გამოიჩინეთ ნებისყოფა, გამძლეობა, სიმტკიცე და პატიოსნება სამსახურში. გამოავლინეთ საკამათო საკითხების გადაჭრის, კონფლიქტების მოგვარების და კომპრომისებზე წასვლის უნარი. არ არის რეკომენდებული გადაჭარბებული ზრუნვა. ახალი წამოწყებები. აჩქარების და აურზაურის გამოვლინება. საუკეთესო დღეა ოჯახის შესაქმნელად. დღეს მაქსიმალური სიყვარული და მზრუნველობა გამოიჩინეთ პარტნიორის მიმართ და ეცადეთ, არ გაანაწყენოთ.
Faceამბები
სამხედრო
სამართალი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სააკაშვილის გამოქვეყნებული სახელფასო ცნობა ამერიკაში დანიშნული მაღალი ხელფასის შესახებ სიცრუე აღმოჩნდა
სააკაშვილის გამოქვეყნებული სახელფასო ცნობა ამერიკაში დანიშნული მაღალი ხელფასის შესახებ სიცრუე აღმოჩნდა

"დო­კუ­მენ­ტის ზე­და­პი­რუ­ლი ანა­ლი­ზიც კი ცხად­ყოფს, რომ სა­ა­კაშ­ვი­ლი უკ­რა­ი­ნელ ხალ­ხს იდი­ო­ტად მი­იჩ­ნევს" რამ­დე­ნი­მე კვი­რის წინ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა სა­კუ­თა­რი "ფე­ის­ბუ­ქის" გვერ­დზე გა­მო­აქ­ვეყ­ნა ინ­ფორ­მა­ცია იმის შე­სა­ხებ, თუ რამ­დე­ნად მა­ღალ ანა­ზღა­უ­რე­ბა­ზე თქვა უარი იმი­სათ­ვის, რომ უკ­რა­ი­ნე­ლი ხალ­ხის სამ­სა­ხურ­ში ჩამ­დგა­რი­ყო და ოდე­სის ოლ­ქის გუ­ბერ­ნა­ტო­რის პოს­ტი და­ე­კა­ვე­ბი­ნა.

"მათ, ვი­საც აინ­ტე­რე­სებს ჩემი ხელ­ფა­სი ოდე­სა­ში და­ნიშ­ვნამ­დე, და­ახ­ლო­ე­ბით 200 000 დო­ლარს შე­ად­გენ­და. ამას ემა­ტე­ბო­და ლექ­ცი­ე­ბით და სა­ჯა­რო გა­მოს­ვლე­ბით გა­მო­მუ­შა­ვე­ბუ­ლი თან­ხა. მე და ჩემი მე­გობ­რე­ბი სა­ჯა­რო სამ­სა­ხურ­ში ფუ­ლის გამო არ მოვ­სულ­ვართ. ზო­გა­დად, სა­ჯა­რო სამ­სა­ხუ­რი ყო­ველ­თვის უფრო მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, ვიდ­რე ფული", - წერს მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი.

ამის და­სა­დას­ტუ­რებ­ლად სა­ა­კაშ­ვილ­მა დო­კუ­მენ­ტის ასლი გა­მო­აქ­ვეყ­ნა, სა­დაც ნათ­ქვა­მი იყო, რომ მისი წლი­უ­რი შე­მო­სა­ვა­ლი ვა­შინგტონ­ში მდე­ბა­რე "ლი­დე­რო­ბის ახალ სა­ერ­თა­შო­რი­სო ინ­სტი­ტუ­ტში" 198 000 დო­ლარს შე­ად­გენ­და. აღ­ნიშ­ნუ­ლი დო­კუ­მენ­ტი 2015 წლის 15 მა­ის­საა გა­ცე­მუ­ლი.

რამ­დე­ნად შე­ე­სა­ბა­მე­ბა რე­ა­ლო­ბას ოდე­სის გუ­ბერ­ნა­ტო­რის გან­ცხა­დე­ბა, ამის შე­სა­ხებ ჟურ­ნა­ლის­ტუ­რი გა­მო­ძი­ე­ბა გა­მო­ცე­მა "ან­ტი­ფა­შის­ტმა" ჩა­ა­ტა­რა.

"ამ, ასე ვთქვათ, დო­კუ­მენ­ტის ზე­და­პი­რუ­ლი ანა­ლი­ზიც კი ცხად­ყოფს, რომ სა­ა­კაშ­ვი­ლი უკ­რა­ი­ნელ ხალ­ხს იდი­ო­ტად მი­იჩ­ნევს, წი­ნა­არმ­დეგ შემ­თხვე­ვა­ში, ასეთ აფე­რას მათ არ შეს­თა­ვა­ზებ­და. თა­ვად გან­სა­ჯეთ:

პირ­ველ რიგ­ში გა­ვარ­კვი­ოთ, ვინ არის დამ­ქი­რა­ვე­ბე­ლი. რა არის ეს გავ­ლე­ნი­ა­ნი "ახა­ლი სა­ერ­თა­შო­რი­სო ლი­დე­რე­ბის ინ­სტი­ტუ­ტი", რო­მელ­საც ამ­ხე­ლა ხელ­ფა­სის გა­დახ­და შე­უძ­ლია? შევ­დი­ვართ მის სა­იტ­ზე და ვხე­დავთ, რომ იქ მხო­ლოდ ორი გან­ყო­ფი­ლე­ბაა, რო­მელ­ზე გა­დას­ვლი­სას დაგ­ხვდე­ბათ გრა­ფე­ბი: "კონ­ტაქ­ტი" "ინ­სტი­ტუ­ტის შე­სა­ხებ", რუბ­რი­კე­ბი "მოვ­ლე­ნე­ბი" და "პროგ­რა­მე­ბი", რომ­ლე­ბიც ცა­რი­ე­ლია.

თა­ვად ინ­სტი­ტუ­ტი 2015 წელ­საა შექ­მნი­ლი სა­ა­კაშ­ვი­ლის მთავ­რო­ბის ყო­ფი­ლი მი­ნის­ტრის თე­მურ ია­კო­ბაშ­ვი­ლის მიერ. სწო­რედ მისი ხელ­მო­წე­რა ამ­შვე­ნებს სა­ხელ­ფა­სო დო­კუ­მენტს, რო­მე­ლიც სა­ა­კაშ­ვილ­მა გა­მო­აქ­ვეყ­ნა.

იმ მი­სა­მარ­თზე, რო­მე­ლიც ინ­სტი­ტუ­ტის სა­იტ­ზეა მი­თი­თე­ბუ­ლი, "გუგლ მე­ფის" მეშ­ვე­ო­ბით შეგ­ვიძ­ლია ვნა­ხოთ, რომ შე­ნო­ბა ვა­შინგტო­ნის შე­მო­გა­რენ­ში, პი­ცე­რი­ა­სა და სი­ლა­მა­ზის სა­ლონს შო­რის მდე­ბა­რე­ობს.

აგ­რეთ­ვე ვცა­დეთ იმ ტე­ლე­ფონ­ზე და­კავ­ში­რე­ბა, რო­მე­ლიც სა­იტ­ზეა მი­თი­თე­ბუ­ლი - შე­დე­გი არა­ნა­ი­რი. იქ მი­თი­თე­ბულ ფაქ­სის ნო­მერ­ზე გაგ­ზავ­ნაც არ მო­ხერ­ხდა იმ მი­ზე­ზის გამო, რომ ასე­თი ნო­მე­რი სა­ერ­თოდ არ არ­სე­ბობს.

დო­კუ­მენ­ტის თა­ნახ­მად, ინ­სტი­ტუ­ტში სა­ა­კაშ­ვი­ლი 1 მა­ი­სი­დან "მუ­შა­ობ­და", თუმ­ცა, 30 რი­ცხვში ის უკვე ოდე­სის ოლ­ქის გუ­ბერ­ნა­ტო­რად იყო და­ნიშ­ნუ­ლი. ანუ ფორ­მა­ლუ­რად მას არ შე­ეძ­ლო ემუ­შა­ვა ამე­რი­კა­ში ერთი თვეც კი, იმა­ზე აღა­რა­ფერს ვამ­ბობთ, რომ ამ დროს ის უკ­რა­ი­ნა­ში იმ­ყო­ფე­ბო­და.

რა ინ­ფორ­მა­ცია გაგ­ვაჩ­ნია ფაქ­ტებ­ზე დაყ­რდნო­ბით? ინ­სტი­ტუ­ტი სა­ა­კაშ­ვი­ლის ტი­პუ­რი ჯი­ბის კან­ტო­რაა, რო­მელ­საც შე­ეძ­ლო მის­თვის სუ­ლაც მი­ლი­არ­დო­ბით ხელ­ფა­სი და­ე­ნიშ­ნა ფურ­ცელ­ზე. გა­მო­დის, რომ უკ­რა­ი­ნელ­მა ხალ­ხმა გა­დაყ­ლა­პა ის სი­სუ­ლე­ლე, რაც "წარ­მა­ტე­ბულ­მა ქარ­თველ­მა გუ­ბერ­ნა­ტორ­მა" მი­ა­წო­და მათ, პო­რო­შენ­კო კი ალ­ბათ, კვლავ გა­აგ­რძე­ლებს ასე­თი ია­ფ­ფა­სი­ა­ნი პიარ გა­მოხ­ტო­მე­ბით უკ­რა­ი­ნე­ლი ფა­ნე­ბის კვე­ბას", - ნათ­ქვა­მია გა­მო­ცე­მის სტა­ტი­ა­ში.

Саакашвили оболванил украинцев липовой справкой об американской зарплате

სააკაშვილის გამოქვეყნებული სახელფასო ცნობა ამერიკაში დანიშნული მაღალი ხელფასის შესახებ სიცრუე აღმოჩნდა

სააკაშვილის გამოქვეყნებული სახელფასო ცნობა ამერიკაში დანიშნული მაღალი ხელფასის შესახებ სიცრუე აღმოჩნდა

"დოკუმენტის ზედაპირული ანალიზიც კი ცხადყოფს, რომ სააკაშვილი უკრაინელ ხალხს იდიოტად მიიჩნევს" რამდენიმე კვირის წინ მიხეილ სააკაშვილმა საკუთარი "ფეისბუქის" გვერდზე გამოაქვეყნა ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რამდენად მაღალ ანაზღაურებაზე თქვა უარი იმისათვის, რომ უკრაინელი ხალხის სამსახურში ჩამდგარიყო და ოდესის ოლქის გუბერნატორის პოსტი დაეკავებინა.

"მათ, ვისაც აინტერესებს ჩემი ხელფასი ოდესაში დანიშვნამდე, დაახლოებით 200 000 დოლარს შეადგენდა. ამას ემატებოდა ლექციებით და საჯარო გამოსვლებით გამომუშავებული თანხა. მე და ჩემი მეგობრები საჯარო სამსახურში ფულის გამო არ მოვსულვართ. ზოგადად, საჯარო სამსახური ყოველთვის უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ფული", - წერს მიხეილ სააკაშვილი.

ამის დასადასტურებლად სააკაშვილმა დოკუმენტის ასლი გამოაქვეყნა, სადაც ნათქვამი იყო, რომ მისი წლიური შემოსავალი ვაშინგტონში მდებარე "ლიდერობის ახალ საერთაშორისო ინსტიტუტში" 198 000 დოლარს შეადგენდა. აღნიშნული დოკუმენტი 2015 წლის 15 მაისსაა გაცემული.

რამდენად შეესაბამება რეალობას ოდესის გუბერნატორის განცხადება, ამის შესახებ ჟურნალისტური გამოძიება გამოცემა "ანტიფაშისტმა" ჩაატარა.

"ამ, ასე ვთქვათ, დოკუმენტის ზედაპირული ანალიზიც კი ცხადყოფს, რომ სააკაშვილი უკრაინელ ხალხს იდიოტად მიიჩნევს, წინაარმდეგ შემთხვევაში, ასეთ აფერას მათ არ შესთავაზებდა. თავად განსაჯეთ:

პირველ რიგში გავარკვიოთ, ვინ არის დამქირავებელი. რა არის ეს გავლენიანი "ახალი საერთაშორისო ლიდერების ინსტიტუტი", რომელსაც ამხელა ხელფასის გადახდა შეუძლია? შევდივართ მის საიტზე და ვხედავთ, რომ იქ მხოლოდ ორი განყოფილებაა, რომელზე გადასვლისას დაგხვდებათ გრაფები: "კონტაქტი" "ინსტიტუტის შესახებ", რუბრიკები "მოვლენები" და "პროგრამები", რომლებიც ცარიელია.

თავად ინსტიტუტი 2015 წელსაა შექმნილი სააკაშვილის მთავრობის ყოფილი მინისტრის თემურ იაკობაშვილის მიერ. სწორედ მისი ხელმოწერა ამშვენებს სახელფასო დოკუმენტს, რომელიც სააკაშვილმა გამოაქვეყნა.

იმ მისამართზე, რომელიც ინსტიტუტის საიტზეა მითითებული, "გუგლ მეფის" მეშვეობით შეგვიძლია ვნახოთ, რომ შენობა ვაშინგტონის შემოგარენში, პიცერიასა და სილამაზის სალონს შორის მდებარეობს.

აგრეთვე ვცადეთ იმ ტელეფონზე დაკავშირება, რომელიც საიტზეა მითითებული - შედეგი არანაირი. იქ მითითებულ ფაქსის ნომერზე გაგზავნაც არ მოხერხდა იმ მიზეზის გამო, რომ ასეთი ნომერი საერთოდ არ არსებობს.

დოკუმენტის თანახმად, ინსტიტუტში სააკაშვილი 1 მაისიდან "მუშაობდა", თუმცა, 30 რიცხვში ის უკვე ოდესის ოლქის გუბერნატორად იყო დანიშნული. ანუ ფორმალურად მას არ შეეძლო ემუშავა ამერიკაში ერთი თვეც კი, იმაზე აღარაფერს ვამბობთ, რომ ამ დროს ის უკრაინაში იმყოფებოდა.

რა ინფორმაცია გაგვაჩნია ფაქტებზე დაყრდნობით? ინსტიტუტი სააკაშვილის ტიპური ჯიბის კანტორაა, რომელსაც შეეძლო მისთვის სულაც მილიარდობით ხელფასი დაენიშნა ფურცელზე. გამოდის, რომ უკრაინელმა ხალხმა გადაყლაპა ის სისულელე, რაც "წარმატებულმა ქართველმა გუბერნატორმა" მიაწოდა მათ, პოროშენკო კი ალბათ, კვლავ გააგრძელებს ასეთი იაფფასიანი პიარ გამოხტომებით უკრაინელი ფანების კვებას", - ნათქვამია გამოცემის სტატიაში.

Саакашвили оболванил украинцев липовой справкой об американской зарплате

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."