მნიშვნელოვანი ინფორმაცია
პოლიტიკა
საზოგადოება

22

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 03:21-ზე, მთვარე ვერძს ესტუმრება 20:21-ზე – ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
მსოფლიო
მეცნიერება
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
კახეთში ერთი ტომარა ხორბლის ფქვილი 9 ლარით გაძვირდა
კახეთში ერთი ტომარა ხორბლის ფქვილი 9 ლარით გაძვირდა

კა­ხეთ­ში ერთი ტო­მა­რა ხორ­ბლის ფქვი­ლი 9 ლა­რით გაძ­ვირ­და. აქამ­დე 50 კი­ლოგ­რა­მი­ა­ნი ტო­მა­რა ხორ­ბლის ფქვი­ლის სა­ბი­თუ­მო ფასი 38 ლარი იყო, ამ­ჟა­მად კი 45-47 ლარი ღირს. პურ-პრო­დუქ­ტე­ბის მწარ­მო­ებ­ლე­ბის გან­ცხა­დე­ბით, ფქვი­ლი მას შემ­დეგ გაძ­ვირ­და, რაც კაჭ­რე­თის წის­ქვილ­კომ­ბი­ნატ­მა მუ­შა­ო­ბა შე­ა­ჩე­რა. წის­ქვილ­კომ­ბი­ნატ­ში გან­მარ­ტეს, რომ ხორ­ბლის მა­რა­გი აღარ აქვთ.

"ფქვი­ლის ფასი ბოლო ერთი კვი­რაა რაც გა­ი­ზარ­და. ძი­რი­თა­დად კაჭ­რე­თის წის­ქვილ­კომ­ბი­ნა­ტი­დან შე­მოგ­ვაქვს, რო­მე­ლიც უკვე 10 დღეა არ მუ­შა­ობს. რო­გორც ვი­ცით, ფქვი­ლის სა­წარ­მო­ებ­ლად კომ­ბი­ნა­ტი მარ­ტო ქარ­თულ ხორ­ბალს არ იყე­ნებს, რუ­სე­თი­დან, უკ­რა­ი­ნი­დან და ყა­ზა­ხე­თი­დან შე­მო­ტა­ნი­ლი მა­რა­გი კი ამო­ე­წუ­რათ. თუ ასე გაგ­რძელ­და, არ არის გა­მო­რი­ცხუ­ლი, რომ ფქვილ­ზე ფასი კი­დევ გა­ი­ზარ­დოს", - გა­ნუ­ცხა­და კა­ხე­თის სა­ინ­ფორ­მა­ციო ცენ­ტრს ხორ­ბლის ფქვი­ლის დის­ტრი­ბუ­ტორ­მა თე­მურ აფ­თა­რაშ­ვილ­მა.

კაჭ­რე­თის წის­ქვილ­კომ­ბი­ნატს შპს "კარ­მენ K" მარ­თავს. კომ­პა­ნი­ის დი­რექ­ტო­რის ნინო ქი­ტოშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, წის­ქვილ­კომ­ბი­ნა­ტი ივ­ნი­სის პირ­ვე­ლი რი­ცხვე­ბი­დან პირ­ვე­ლი ხა­რის­ხის ხორ­ბლის ფქვილს აღარ აწარ­მო­ებს.

"ხორ­ბლის მა­რა­გი აღარ გვაქვს და ფქვილს ვე­ღარ ვა­წარ­მო­ებთ. ფქვი­ლის სა­წარ­მო­ებ­ლად ვი­ყე­ნებთ რო­გორც ქარ­თულ, ასე­ვე რუ­სე­თი­დან შე­მო­ტა­ნილ ხორ­ბალს. კომ­პა­ნია "Ростовская Нива"-თან გვაქვს და­დე­ბუ­ლი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა, რომ­ლის სა­ფუძ­ველ­ზეც ვყი­დუ­ლობთ ხორ­ბალს. 6 000 ტო­ნა­ზე მო­თხოვ­ნა გვაქვს გაგ­ზავ­ნი­ლი, თან­ხაც გა­და­რი­ცხუ­ლია, მაგ­რამ ხორ­ბა­ლი ვერ მი­ვი­ღეთ და არც თან­ხა და­უბ­რუ­ნე­ბი­ათ უკან. წის­ქვილ­კომ­ბი­ნა­ტის მუ­შა­ო­ბის შე­ფერ­ხე­ბაც ამან გა­მო­იწ­ვია", – გან­მარ­ტა ნინო ქი­ტოშ­ვილ­მა.

იხი­ლეთ ვრცლად

კა­ხე­თის სა­ინ­ფორ­მა­ციო ცენ­ტრი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია

კახეთში ერთი ტომარა ხორბლის ფქვილი 9 ლარით გაძვირდა

კახეთში ერთი ტომარა ხორბლის ფქვილი 9 ლარით გაძვირდა

კახეთში ერთი ტომარა ხორბლის ფქვილი 9 ლარით გაძვირდა. აქამდე 50 კილოგრამიანი ტომარა ხორბლის ფქვილის საბითუმო ფასი 38 ლარი იყო, ამჟამად კი 45-47 ლარი ღირს. პურ-პროდუქტების მწარმოებლების განცხადებით, ფქვილი მას შემდეგ გაძვირდა, რაც კაჭრეთის წისქვილკომბინატმა მუშაობა შეაჩერა. წისქვილკომბინატში განმარტეს, რომ ხორბლის მარაგი აღარ აქვთ.

"ფქვილის ფასი ბოლო ერთი კვირაა რაც გაიზარდა. ძირითადად კაჭრეთის წისქვილკომბინატიდან შემოგვაქვს, რომელიც უკვე 10 დღეა არ მუშაობს. როგორც ვიცით, ფქვილის საწარმოებლად კომბინატი მარტო ქართულ ხორბალს არ იყენებს, რუსეთიდან, უკრაინიდან და ყაზახეთიდან შემოტანილი მარაგი კი ამოეწურათ. თუ ასე გაგრძელდა, არ არის გამორიცხული, რომ ფქვილზე ფასი კიდევ გაიზარდოს", - განუცხადა კახეთის საინფორმაციო ცენტრს ხორბლის ფქვილის დისტრიბუტორმა თემურ აფთარაშვილმა.

კაჭრეთის წისქვილკომბინატს შპს "კარმენ K" მართავს. კომპანიის დირექტორის ნინო ქიტოშვილის განცხადებით, წისქვილკომბინატი ივნისის პირველი რიცხვებიდან პირველი ხარისხის ხორბლის ფქვილს აღარ აწარმოებს.

"ხორბლის მარაგი აღარ გვაქვს და ფქვილს ვეღარ ვაწარმოებთ. ფქვილის საწარმოებლად ვიყენებთ როგორც ქართულ, ასევე რუსეთიდან შემოტანილ ხორბალს. კომპანია "Ростовская Нива"-თან გვაქვს დადებული ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც ვყიდულობთ ხორბალს. 6 000 ტონაზე მოთხოვნა გვაქვს გაგზავნილი, თანხაც გადარიცხულია, მაგრამ ხორბალი ვერ მივიღეთ და არც თანხა დაუბრუნებიათ უკან. წისქვილკომბინატის მუშაობის შეფერხებაც ამან გამოიწვია", – განმარტა ნინო ქიტოშვილმა.

იხილეთ ვრცლად

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა