ზიმბაბვეს პრეზიდენტი, რობერტ მუგაბე თეთრი სახლის ლიდერს, ბარაკ ობამას "ხელს სთხოვს". "დეილი მეილის" ცნობით, მუგაბემ ამგვარად მას შემდეგ იხუმრა, რაც აშშ-ში ერთსქესიანი ქორწინება დაკანონდა. ზიმბაბვეს პრეზიდენტმა აშშ-ის მთავრობის გადაწყვეტილება მკაცრად გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ იგი გაემგზავრება აშშ-ში და ობამას დაქორწინებას შესთავაზებს. "დავეშვები მუხლებზე და მას ხელს ვთხოვ", - აღნიშნა მუგაბემ ადგილობრივ მედიასთან საუბრისას.
მუგაბე ჰომოსექსუალიზმის შესახებ მკაცრი კრიტიკით ხშირად გამოდის. იგი მიიჩნევს, რომ ერთი სქესის პირებს ქორწინების უფლება არ უნდა ჰქონდეთ. აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ ქვეყნის 50 შტატში ერთსქესიანი ქორწინება რამდენიმე დღის წინ დააკანონა.