პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო

1

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 10:27-ზე, მთვარე ლომშია – მარტოობისა და თავმდაბლობის დღეა. ინტუიცია მძაფრდება. კარგია სუნთქვითი ვარჯიში და არომათერაპია. კარგია ზედა სასუნთქი გზებისა და ბრონქების გაწმენდა. რეკომენდებულია: მოაგვარეთ მატერიალური და ფულადი საკითხები. აკეთეთ საქმე. გამოავლინეთ თქვენი უნარები და ნიჭი. წარმატების მიღწევა ბევრ სფეროში შეიძლება. უმჯობესია თავი შეიკავოთ როგორც გრძელი, ასევე მოკლე მოგზაურობისგან. ეს დღე განკუთვნილია დასვენებისთვის.
სპორტი
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ხვალიდან ერთიანი ეროვნული გამოცდები იწყება - აუცილებელი ინფორმაცია აბინტურიენტებისთვის
ხვალიდან ერთიანი ეროვნული გამოცდები იწყება - აუცილებელი ინფორმაცია აბინტურიენტებისთვის

2015 წლის სა­გა­მოც­დო პრო­ცე­სი, ხვა­ლი­დან ერ­თი­ა­ნი ეროვ­ნუ­ლი გა­მოც­დე­ბით და­ი­წყე­ბა. რო­გორც შე­ფა­სე­ბი­სა და გა­მოც­დე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის დი­რექ­ტორ­მა მაია მი­მი­ნოშ­ვილ­მა დღეს გა­მარ­თულ პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე გა­ნა­ცხა­და, პირ­ვე­ლი გა­მოც­და 2 ივ­ლისს, ქარ­თულ ენა­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რა­ში ჩა­ტარ­დე­ბა. აბი­ტუ­რი­ენ­ტე­ბი რე­გის­ტრა­ცი­ას 08.00 სა­ათ­ზე 19 სა­გა­მოც­დო ცენ­ტრში ერ­თდრო­უ­ლად გა­ივ­ლი­ან. სა­გა­მოც­დო ცენ­ტრე­ბი 11 ქა­ლაქ­ში გა­იხ­სნე­ბა, ეს ქა­ლა­ქე­ბია: ბა­თუ­მი, ფოთი, ზუგ­დი­დი, ოზურ­გე­თი, ქუ­თა­ი­სი, ახალ­ცი­ხე, გორი, თბი­ლი­სი, რუს­თა­ვი, თე­ლა­ვი და ხულო.

მაია მი­მი­ნოშ­ვი­ლის ინ­ფორ­მა­ცი­ით, 19-ვე სა­გა­მოც­დო ცენ­ტრი სრულ მზად­ყოფ­ნა­შია. დღეს ცენ­ტრებ­ში ე.წ. გე­ნე­რა­ლუ­რი რე­პე­ტი­ცია ჩა­ტარ­და. ყვე­ლა სა­გა­მოც­დო ცენ­ტრში არის სა­მე­დი­ცი­ნო პუნ­ქტი. ცენ­ტრე­ბის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბის მან­ქა­ნა, სა­მაშ­ვე­ლო სამ­სა­ხუ­რი და სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცია.

მაია მი­მი­ნოშ­ვი­ლის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ერ­თი­ან ეროვ­ნულ გა­მოც­დებ­ზე რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი იყო 40 000-ზე მეტი აბი­ტუ­რი­ენ­ტი, თუმ­ცა, და­ახ­ლო­ე­ბით 1 300 მე­თორ­მე­ტეკ­ლა­სე­ლი პრო­ცესს გა­მო­ე­თი­შა. მათ ატეს­ტა­ტის აღე­ბა ვერ მო­ა­ხერ­ხეს. 100-ზე მეტ აბი­ტუ­რი­ენტს სპე­ცი­ფი­კუ­რი სა­გა­მოც­დო პი­რო­ბე­ბის შექ­მნა ესა­ჭი­რო­ე­ბა. არი­ან სხვა­დას­ხვა ტი­პის პრობ­ლე­მე­ბის მქო­ნე აბი­ტუ­რი­ენ­ტე­ბი, ასე­ვე მსჯავ­რდე­ბუ­ლე­ბი.

გა­მოც­დე­ბის­თვის რე­გის­ტრი­რე­ბულ აპ­ლი­კან­ტთა რა­ო­დე­ნო­ბა ასე­თია: ერ­თი­ან ეროვ­ნულ გა­მოც­დებ­ზე რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლია 40 000-მდე აბი­ტუ­რი­ენ­ტი, სტუ­დენ­ტთა საგ­რან­ტო კონ­კურ­სის­თვის 4 000-ზე მეტი სტუ­დენ­ტი, სა­ერ­თო სა­მა­გის­ტრო გა­მოც­და­ზე 12 500-ზე მეტი კან­დი­და­ტი, ხოლო პე­და­გოგ­თა საგ­ნობ­რივ გა­მოც­და­ზე რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლია 17 000-ზე მეტი პე­და­გო­გი.

მაია მი­მი­ნოშ­ვი­ლი აბი­ტუ­რი­ენ­ტებს წარ­მა­ტე­ბებს უსურ­ვებს და მათ ურ­ჩევს, რომ და­ის­ვე­ნონ, გა­ნიტ­ვირ­თოთ, გა­მოც­დე­ბის წინ ემო­ცი­ე­ბი, ნერ­ვი­უ­ლო­ბა და­ი­ვი­წყონ, პო­ზი­ტი­უ­რად და­ი­მუხ­ტონ და სა­გა­მოც­დო ცენ­ტრში ისე გა­მო­ცხად­ნენ.

აბი­ტუ­რი­ენ­ტებ­მა თან უნდა იქო­ნი­ონ პი­რა­დო­ბის მოწ­მო­ბა, სა­გა­მოც­დო ბა­რა­თი, სურ­ვი­ლის შემ­თხვე­ვა­ში პლასტმა­სის ბოთ­ლით წყა­ლი და პი­რა­დი ჰი­გი­ე­ნის ნივ­თე­ბი.

გა­მოც­დე­ბი 22 ივ­ლისს დას­რულ­დე­ბა.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

ხვალიდან ერთიანი ეროვნული გამოცდები იწყება - აუცილებელი ინფორმაცია აბინტურიენტებისთვის

ხვალიდან ერთიანი ეროვნული გამოცდები იწყება - აუცილებელი ინფორმაცია აბინტურიენტებისთვის

2015 წლის საგამოცდო პროცესი, ხვალიდან ერთიანი ეროვნული გამოცდებით დაიწყება. როგორც შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა მაია მიმინოშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, პირველი გამოცდა 2 ივლისს, ქართულ ენასა და ლიტერატურაში ჩატარდება. აბიტურიენტები რეგისტრაციას 08.00 საათზე 19 საგამოცდო ცენტრში ერთდროულად გაივლიან. საგამოცდო ცენტრები 11 ქალაქში გაიხსნება, ეს ქალაქებია: ბათუმი, ფოთი, ზუგდიდი, ოზურგეთი, ქუთაისი, ახალციხე, გორი, თბილისი, რუსთავი, თელავი და ხულო.

მაია მიმინოშვილის ინფორმაციით, 19-ვე საგამოცდო ცენტრი სრულ მზადყოფნაშია. დღეს ცენტრებში ე.წ. გენერალური რეპეტიცია ჩატარდა. ყველა საგამოცდო ცენტრში არის სამედიცინო პუნქტი. ცენტრების მიმდებარე ტერიტორიაზე მობილიზებული იქნება სასწრაფო დახმარების მანქანა, სამაშველო სამსახური და საპატრულო პოლიცია.

მაია მიმინოშვილის ინფორმაციით, ერთიან ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრირებული იყო 40 000-ზე მეტი აბიტურიენტი, თუმცა, დაახლოებით 1 300 მეთორმეტეკლასელი პროცესს გამოეთიშა. მათ ატესტატის აღება ვერ მოახერხეს. 100-ზე მეტ აბიტურიენტს სპეციფიკური საგამოცდო პირობების შექმნა ესაჭიროება. არიან სხვადასხვა ტიპის პრობლემების მქონე აბიტურიენტები, ასევე მსჯავრდებულები.

გამოცდებისთვის რეგისტრირებულ აპლიკანტთა რაოდენობა ასეთია: ერთიან ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრირებულია 40 000-მდე აბიტურიენტი, სტუდენტთა საგრანტო კონკურსისთვის 4 000-ზე მეტი სტუდენტი, საერთო სამაგისტრო გამოცდაზე 12 500-ზე მეტი კანდიდატი, ხოლო პედაგოგთა საგნობრივ გამოცდაზე რეგისტრირებულია 17 000-ზე მეტი პედაგოგი.

მაია მიმინოშვილი აბიტურიენტებს წარმატებებს უსურვებს და მათ ურჩევს, რომ დაისვენონ, განიტვირთოთ, გამოცდების წინ ემოციები, ნერვიულობა დაივიწყონ, პოზიტიურად დაიმუხტონ და საგამოცდო ცენტრში ისე გამოცხადნენ.

აბიტურიენტებმა თან უნდა იქონიონ პირადობის მოწმობა, საგამოცდო ბარათი, სურვილის შემთხვევაში პლასტმასის ბოთლით წყალი და პირადი ჰიგიენის ნივთები.

გამოცდები 22 ივლისს დასრულდება.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია