პოლიტიკა
საზოგადოება

6

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:02-ზე, მთვარე სასწორშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი. გამოიჩინეთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი.
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დიდუბეში, საწყობში ხანძარი გაჩნდა - დაქცეულია ძმარმჟავა, რის გამოც ტერიტორიაზე მძაფრი სუნია
დიდუბეში, საწყობში ხანძარი გაჩნდა - დაქცეულია ძმარმჟავა, რის გამოც ტერიტორიაზე მძაფრი სუნია

თბი­ლის­ში, დი­დუ­ბე­ში, ვა­ნის ქუ­ჩა­ზე კომ­პა­ნია "გაგ­რა პლუ­სის" სა­წყობ­ში ხან­ძა­რი გაჩ­ნდა. ხან­ძრის შე­დე­გად და­იწ­ვა სა­კონ­დიტ­რო მა­სა­ლე­ბი და ლი­მო­ნა­თის ესენ­ცი­ე­ბის მა­რა­გი. ხან­ძა­რი ამ დრო­ის­თვის ლიკ­ვი­დი­რე­ბუ­ლია.

რო­გორც ად­გილ­ზე "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" "გაგ­რა პლუ­სის" გას­ყიდ­ვე­ბის მე­ნე­ჯერ­მა ალექ­სან­დრე კო­პა­ლი­ან­მა გა­ნუ­ცხა­და, ხან­ძრის გა­მომ­წვე­ვი მი­ზე­ზი სა­ვა­რა­უ­დოდ, მოძ­ვე­ლე­ბუ­ლი გაყ­ვა­ნი­ლო­ბა გახ­და. მისი თქმით, 112 -ის სამ­სა­ხურ­მა ოპე­რა­ტი­უ­ლად იმუ­შა­ვა, რის შე­დე­გა­დაც სა­წყობ­ში გან­თავ­სე­ბუ­ლი სა­კონ­დიტ­რო პრო­დუქ­ტე­ბის დიდი ნა­წი­ლი დაწ­ვას გა­და­ურ­ჩა. ად­გილ­ზე დაქ­ცე­უ­ლია ძმარმ­ჟა­ვა, რის გა­მოც ხან­ძრის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მძაფ­რი სუ­ნია, თუმ­ცა რო­გორც თა­ნამ­შრომ­ლებ­მა გა­ნა­ცხა­დეს, მძაფ­რი სუ­ნის შე­დე­გად თა­ნამ­შრომ­ლებს ჯან­მრთე­ლო­ბის პრობ­ლე­მე­ბი არ შე­ექ­მნე­ბათ.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სის" შე­კი­თხვა­ზე, იყო თუ არა უსაფრ­თხო­ე­ბის ზო­მე­ბი და­ცუ­ლი, თა­ნამ­შრომ­ლებ­მა გა­ნა­ცხა­დეს, რომ უსაფრ­თხო­ე­ბის ზო­მე­ბი და­ცუ­ლი იყო, თუმ­ცა ხან­ძა­რი, სა­ვა­რა­უ­დოდ, მოძ­ვე­ლე­ბულ­მა გაყ­ვა­ნი­ლო­ბამ გა­მო­იწ­ვია. მათი ინ­ფორ­მა­ცი­ით, მომ­ხდა­რის შემ­თხვე­ვის შე­დე­გად არა­ვინ და­შა­ვე­ბუ­ლა.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქართულ კომერციულ ბანკებში დაახლოებით 2 მილიარდი რუსული რუბლი ინახება

დიდუბეში, საწყობში ხანძარი გაჩნდა - დაქცეულია ძმარმჟავა, რის გამოც ტერიტორიაზე მძაფრი სუნია

დიდუბეში, საწყობში ხანძარი გაჩნდა - დაქცეულია ძმარმჟავა, რის გამოც ტერიტორიაზე მძაფრი სუნია

თბილისში, დიდუბეში, ვანის ქუჩაზე კომპანია "გაგრა პლუსის" საწყობში ხანძარი გაჩნდა. ხანძრის შედეგად დაიწვა საკონდიტრო მასალები და ლიმონათის ესენციების მარაგი. ხანძარი ამ დროისთვის ლიკვიდირებულია.

როგორც ადგილზე "ინტერპრესნიუსს" "გაგრა პლუსის" გასყიდვების მენეჯერმა ალექსანდრე კოპალიანმა განუცხადა, ხანძრის გამომწვევი მიზეზი სავარაუდოდ, მოძველებული გაყვანილობა გახდა. მისი თქმით, 112 -ის სამსახურმა ოპერატიულად იმუშავა, რის შედეგადაც საწყობში განთავსებული საკონდიტრო პროდუქტების დიდი ნაწილი დაწვას გადაურჩა. ადგილზე დაქცეულია ძმარმჟავა, რის გამოც ხანძრის ტერიტორიაზე მძაფრი სუნია, თუმცა როგორც თანამშრომლებმა განაცხადეს, მძაფრი სუნის შედეგად თანამშრომლებს ჯანმრთელობის პრობლემები არ შეექმნებათ.

"ინტერპრესნიუსის" შეკითხვაზე, იყო თუ არა უსაფრთხოების ზომები დაცული, თანამშრომლებმა განაცხადეს, რომ უსაფრთხოების ზომები დაცული იყო, თუმცა ხანძარი, სავარაუდოდ, მოძველებულმა გაყვანილობამ გამოიწვია. მათი ინფორმაციით, მომხდარის შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

"ინტერპრესნიუსი"

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია