პოლიტიკა
მეცნიერება
სამართალი

7

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 15:02-ზე, მთვარე ქალწულში გადავა 17:43-ზე დაასრულეთ ძველი საქმეები, ახლების დაწყებას ნუ იჩქარებთ. გადაწყვეტილებების მიღებისას მეტი დაფიქრება გმართებთ. მოერიდეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. ცუდი დღეა ვაჭრობისათვის. საქმეებისა და ურთიერთობის გარჩევა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. შეძლებისდაგვარად მოერიდეთ მჭრელი და მჩხვლეტავი ნივთების გამოყენებას. პური შეგიძლიათ დატეხოთ. კარგი დღეა ხანგრძლივი მოგზაურობის დასაწყებად. საცხოვრებელი ადგილის, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად; ნიშნობისა და ქორწინებისათვის. მოერიდეთ გულის გადაღლას, შესაძლოა შეგაწუხოთ რადიკულიტმა. ნუ იშიმშილებთ, მაგრამ ნურც კუჭს გადატვირთავთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას.
საზოგადოება
მსოფლიო
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საპატიო ახალციხელები, მათ შორის მერის მამა, საზეიმოდ დაასაჩუქრეს
საპატიო ახალციხელები, მათ შორის მერის მამა, საზეიმოდ დაასაჩუქრეს

2015 წლის სამი "სა­პა­ტიო ახალ­ცი­ხე­ლი" სა­ზე­ი­მოდ, "ახალ­ცი­ხე­ლო­ბის" დას­კვნით ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე და­ა­ჯილ­დო­ვეს. ახალ­ცი­ხის სა­პა­ტიო ახალ­ცი­ხე­ლე­ბი - მე­რაბ ბე­რი­ძე, ელ­გუ­ჯა კო­პა­ძე და ვა­სილ კვინ­ცხა­ძე, წელს მო­სახ­ლე­ო­ბამ შე­არ­ჩია. ელ­გუ­ჯა კო­პა­ძე ქა­ლა­ქის მე­რის, გი­ორ­გი კო­პა­ძის მა­მაა.

მე­რაბ ბე­რი­ძე სამ­ცხე-ჯა­ვა­ხე­თის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის რექ­ტო­რია, ვა­სილ კვინ­ცხა­ძე - სა­ხალ­ხო მთქმე­ლი, ახალ­ცი­ხის მე­რის მამა, ელ­გუ­ჯა კო­პა­ძე კი წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და კულ­ტუ­რის გან­ყო­ფი­ლე­ბას.

"სა­პა­ტიო ახალ­ცი­ხე­ლე­ბის" და­ჯილ­დო­ე­ბის ცე­რე­მო­ნი­ას, რო­მე­ლიც ახალ­ცი­ხის ცი­ხის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე გა­ი­მარ­თა, ად­გი­ლობ­რი­ვებ­თან ერ­თად, სამ­ცხე-ჯა­ვა­ხე­თის გუ­ბერ­ნა­ტო­რი, ახალ­ცი­ხი­სა და ტაო-კლარ­ჯე­თის მიტ­რო­პო­ლი­ტი თე­ო­დო­რე და ხე­ლი­სუფ­ლე­ბის სხვა წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი და­ეს­წრნენ.

სა­ხალ­ხო მთქმე­ლი, ის­ტო­რი­კო­სი და უკვე ქა­ლა­ქის სა­პა­ტიო მო­ქა­ლა­ქე ვა­სილ კვინ­ცხა­ძე ამ­ბობს, რომ მად­ლი­ე­რია იმ ადა­მი­ა­ნე­ბის, ვინც მისი კან­დი­და­ტუ­რა შე­არ­ჩია: "მე ვე­ლო­დი. დიდი მად­ლო­ბა ყვე­ლას!".

ნდო­ბი­სა და სიყ­ვა­რუ­ლის­თვის მად­ლო­ბა გა­და­უ­ხა­და მო­ქა­ლა­ქე­ებს ელ­გუ­ჯა კო­პა­ძე­მაც. "მალე გაბრ­წყი­ნე­ბუ­ლი გვე­ნა­ხოს ჩვე­ნი ქა­ლა­ქი", - გა­ნა­ცხა­და ქა­ლა­ქის მე­რის მა­მამ სა­მად­ლო­ბელ სი­ტყვა­ში.

"დიდი მად­ლო­ბა, ვინც მე მხა­რი და­მი­ჭი­რა, მად­ლო­ბა მე­რი­ას ასე­თი შე­სა­ნიშ­ნა­ვი ღო­ნის­ძი­ე­ბის­თვის", - გა­ნა­ცხა­და ასე­ვე სა­პა­ტიო მო­ქა­ლა­ქემ მე­რაბ ბე­რი­ძემ.

გარ­და ამი­სა, ქა­ლა­ქის მერ­მა გი­ორ­გი კო­პა­ძემ ერთ-ერთი მა­ღა­ზი­ის მე­პატ­რო­ნე სერ­გეი კი­რა­კო­სი­ა­ნი, თბი­ლის­ში სტი­ქი­ის დროს და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი მო­სახ­ლე­ო­ბის დახ­მა­რე­ბა­ში შე­ტა­ნი­ლი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი წვლი­ლის­თვის, სი­გე­ლი­თა და ფა­სი­ა­ნი სა­ჩუქ­რით და­ა­ჯილ­დო­ვა.

იხი­ლეთ ვრცლად

"სამ­ხრე­თის კა­რიბ­ჭე"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საპროტესტო აქციებზე დაკავებული მომიტინგეების ოჯახის წევრები 8 აპრილს დაგეგმილი დემონსტრაციისთვის ემზადებიან

საპატიო ახალციხელები, მათ შორის მერის მამა, საზეიმოდ დაასაჩუქრეს

საპატიო ახალციხელები, მათ შორის მერის მამა, საზეიმოდ დაასაჩუქრეს

2015 წლის სამი "საპატიო ახალციხელი" საზეიმოდ, "ახალციხელობის" დასკვნით ღონისძიებაზე დააჯილდოვეს. ახალციხის საპატიო ახალციხელები - მერაბ ბერიძე, ელგუჯა კოპაძე და ვასილ კვინცხაძე, წელს მოსახლეობამ შეარჩია. ელგუჯა კოპაძე ქალაქის მერის, გიორგი კოპაძის მამაა.

მერაბ ბერიძე სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორია, ვასილ კვინცხაძე - სახალხო მთქმელი, ახალციხის მერის მამა, ელგუჯა კოპაძე კი წლების განმავლობაში ხელმძღვანელობდა კულტურის განყოფილებას.

"საპატიო ახალციხელების" დაჯილდოების ცერემონიას, რომელიც ახალციხის ციხის ტერიტორიაზე გაიმართა, ადგილობრივებთან ერთად, სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორი, ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტი თეოდორე და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები დაესწრნენ.

სახალხო მთქმელი, ისტორიკოსი და უკვე ქალაქის საპატიო მოქალაქე ვასილ კვინცხაძე ამბობს, რომ მადლიერია იმ ადამიანების, ვინც მისი კანდიდატურა შეარჩია: "მე ველოდი. დიდი მადლობა ყველას!".

ნდობისა და სიყვარულისთვის მადლობა გადაუხადა მოქალაქეებს ელგუჯა კოპაძემაც. "მალე გაბრწყინებული გვენახოს ჩვენი ქალაქი", - განაცხადა ქალაქის მერის მამამ სამადლობელ სიტყვაში.

"დიდი მადლობა, ვინც მე მხარი დამიჭირა, მადლობა მერიას ასეთი შესანიშნავი ღონისძიებისთვის", - განაცხადა ასევე საპატიო მოქალაქემ მერაბ ბერიძემ.

გარდა ამისა, ქალაქის მერმა გიორგი კოპაძემ ერთ-ერთი მაღაზიის მეპატრონე სერგეი კირაკოსიანი, თბილისში სტიქიის დროს დაზარალებული მოსახლეობის დახმარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, სიგელითა და ფასიანი საჩუქრით დააჯილდოვა.

იხილეთ ვრცლად

”სამხრეთის კარიბჭე”

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა