ვარსკვლავები, რომლებიც ნაშვილებ ბავშვებს ზრდიან

ვარსკვლავები, რომლებიც ნაშვილებ ბავშვებს ზრდიან

უცხო ბავშვის ბავშვთა სახლიდან აყვანა დიდი კეთილშობილებაა. მრავალი ადამიანი იღებს ასეთ გადაწყვეტილებას. დღეს მოგიყვებით იმ ვარსკვლავების შესახებ, რომლებმაც სიყვარული და მზრუნველობა აჩუქეს ბავშვებს, ვისაც ეს ძალიან სჭირდებოდა.

ბრედ პიტი და ანჯელინა ჯოლი

მსოფლიოს ყველაზე ცნობილ წყვილს შვიდი შვილი ჰყავს, სამი - ბიოლოგიური, ოთხი - აყვანილი. უფროსი ბიჭი ჯოლიმ ჯერ კიდევ ბრედთან შეხვედრამდე აიყვანა, როდესაც ჯერ კიდევ ბილი ბობ ტორნტონის ცოლი იყო. კიდევ ორი ბავშვი უკვე ბრედთან ქორწინებაში, ხოლო მეოთხე წელს თებერვალში იშვილა. ყველა ბავშვი სხვადასხვა ქვეყნიდანაა - კამბოჯა, ვიეტნამი, ეთიოპია და სირია.

შარლიზ ტერონი

შარლიზმა სამხრეთ აფრიკიდან 2012 წელს იშვილა ბიჭუნა და ჯექსონი დაარქვა. ვარსკვლავს თითქმის ყველგან თან დაჰყავს შვილი, რომ დიდხანს მისი მარტო დატოვება არ მოუწიოს.

ჰიუ ჯეკმანი

ჯეკმანმა და მისმა მეუღლემ ორი შვილი, ოსკარი და ავა აიყვანეს და ძალიან ამაყობენ თავიანთი ბავშვებით.

შერონ სტოუნი

ცნობილ მსახიობს სამი შვილი ჰყავს და სამივე აყვანილი. როგორც მედია და სტოუნთან დაახლოებული წრე იტყობინება, ვარსკვლავი საოცრად მზრუნველი მშობელია.

მადონა

პოპის დედოფალს თავის ბიოლოგიური შვილებიც ჰყავს და აყვანილიც. მას შემდეგ, რაც გოგონა და ბიჭი გააჩინა, მადონამ კიდევ ორი ბავშვი იშვილა. 2006 წელს მან აიყვანა ბიჭუნა დევიდი, 2007 წელს კი გოგონა მერსი. ორივე ბავშვი მომღერალმა მალავის რესპუბლიკიდან იშვილა.

ტომ კრუზი და ნიკოლ კიდმანი

სანამ დაშორდებოდნენ, კრუზმა და კიდმანმა საბავშვო სახლიდან ორი ბავშვი, კონორი და იზაბელი აიყვანეს. მიუხედავად იმისა, რომ ტომი და ნიკოლი დაშორდნენ, ისინი მაინც ძველებურად ზრუნავენ თავიანთ შვილებზე.

კეტრინ ჰეილი

ამერიკელი მსახიობი და მისი მეუღლე უკვე მეორედ გახდნენ აყვანილი ბავშვის მშობლები. პირველად, 2009 წელს მათ გოგონა იშვილეს სამხრეთ კორეიდან, 2012 წელს კი კიდევ ერთი ბავშვი - ლუიზიანიდან.

მომზადებულია news.day.az-ს მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება