იემენის ციხიდან დაახლოებით 1 200 პატიმარი გაიქცა

იემენის ციხიდან დაახლოებით 1 200 პატიმარი გაიქცა

იემენის ერთ-ერთი სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან დაახლოებით 1 200 პატიმარი გაიქცა. "ბიბისის" ცნობით, მათ შორის არიან "ალ-ქაიდასთან" კავშირში ეჭვმიტანილებიც. ქალაქ ტაიზში მდებარე ციხეში მასობრივ გაქცევამდე იყო დაპირისპირებაც, რომელიც სწორედ "ალ-ქაიდასთან" კავშირში ბრალდებულმა პატიმრებმა დაიწყეს.

იემენში თითქმის ერთი წელია შეიარაღებული კონფლიქტი მიმდინარეობს. ამბოხებულმა ჰუსიტებმა მარტში ქვეყნის დიდი ტერიტორია დაიკავეს. საუდის არაბეთის ხელმძღვანელობით საერთაშორისო კოალიცია იემენის მთავრობას ამბოხებულების წინააღმდეგ ბრძოლაში ეხმარება.

"ინტერპრესნიუსი"

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა