პოლიტიკა
საზოგადოება
სამართალი

26

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეორე დღე დაიწყება 04:52-ზე, მთვარე კირჩხიბშია – რეკომენდებულია ბიზნესის დაწყება. მუშაობა ინდივიდუალურადაც და გუნდურადაც. მოძებნეთ სპონსორები თქვენი პროექტებისთვის. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საგნების სწავლა, ჩაირიცხოთ კურსებზე. კარგია მოგზაურობა, მივლინებები. პირი და კბილები აქტიურია. კარგია ვარჯიშის დაწყება. რაც უფრო მარტივი და მსუბუქი იქნება დღეს საკვები, მით უკეთესია. არ არის მიზანშეწონილი ალკოჰოლისა და ხორცის მოხმარება. ერთ-ერთი საუკეთესო დღეა ქორწინებისთვის. დღეს შექმნილი ოჯახი ძლიერი და მეგობრული იქნება. კარგია პაემნის მოწყობა და საყვარელი ადამიანისთვის საჩუქრის მირთმევა.
მსოფლიო
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ფრანგ ჯარისკაცებს ბურკინა-ფასოში მცირეწლოვნებზე სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებენ
ფრანგ ჯარისკაცებს ბურკინა-ფასოში მცირეწლოვნებზე სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებენ

საფ­რან­გეთ­მა ბურ­კი­ნა-ფა­სო­ში გაგ­ზავ­ნილ ორ სამ­ხედ­როს უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბა შე­უ­წყვი­ტა მას შემ­დეგ, რაც ჯა­რის­კა­ცე­ბი მცი­რე­წლოვ­ნე­ბის მი­მართ სექ­სუ­ა­ლურ ძა­ლა­დო­ბა­ში და­ა­და­ნა­შა­უ­ლეს. ამის შე­სა­ხებ "გარ­დი­ა­ნი" საფ­რან­გე­თის თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო­ზე დაყ­რდნო­ბით იუ­წყე­ბა.

გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ცნო­ბით, ფრან­გმა სამ­ხედ­რო­ებ­მა, რომ­ლე­ბიც და­სავ­ლეთ აფ­რი­კის რე­გი­ო­ნის ქვე­ყა­ნა­ში სპე­ცი­ა­ლუ­რი მი­სი­ით იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ, სექ­სუ­ა­ლუ­რი ძა­ლა­დო­ბა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლეს ხუთი წლის გო­გო­ნა­ზეც, რომ­ლის მა­მამ ძა­ლა­დო­ბის ამ­სახ­ვე­ლი კად­რე­ბი იპო­ვა.

"ერთ-ერ­თმა სამ­ხედ­რომ სცე­ნა კა­მე­რით გა­და­ი­ღო მა­შინ, რო­დე­საც მე­ო­რე გო­გო­ნას შე­ე­ხო", - აღ­ნიშ­ნა ბურ­კი­ნა-ფა­სოს პო­ლი­ცი­ის წარ­მო­მად­გე­ნელ­მა. მი­სი­ვე თქმით, გო­გო­ნას მშობ­ლე­ბი ეჭ­ვმი­ტა­ნი­ლი სამ­ხედ­რო­ე­ბის მე­გობ­რე­ბი არი­ან. მომ­ხდარ­თან და­კავ­ში­რე­ბით საფ­რან­გეთ­ში საქ­მე უკვე აღ­ძრუ­ლია.

ბურ­კი­ნა-ფა­სო­ში 220 ფრან­გი სამ­ხედ­როა გან­თავ­სე­ბუ­ლი, ისი­ნი რე­გი­ო­ნის ხუთ ქვე­ყა­ნა­ში საფ­რან­გე­თის მიერ ორ­გა­ნი­ზე­ბულ ან­ტი­ტე­რო­რის­ტულ ოპე­რა­ცი­ა­ში არი­ან ჩარ­თუ­ლი. სექ­სუ­ა­ლუ­რი ძა­ლა­დო­ბის ბრალ­დე­ბე­ბი ფრან­გი სამ­ხედ­რო­ე­ბის მი­მართ და­ახ­ლო­ე­ბით ორი თვის წი­ნაც გა­ის­მა. მა­შინ ორ­გა­ნი­ზა­ცია AIDS-Free World-ის ერთ-ერ­თმა ხელ­მძღვა­ნელ­მა, პა­უ­ლა დო­ნო­ვან­მა გა­მო­ცე­მა "გარ­დი­ანს" მი­ა­წო­და გა­ე­რო-ს ან­გა­რი­ში, რო­მელ­შიც სა­უ­ბა­რია ცენ­ტრა­ლუ­რი აფ­რი­კის რეს­პუბ­ლი­კა­ში ფრან­გი სამ­ხედ­რო­ე­ბის მიერ ბავ­შვთა მი­მართ ძა­ლა­დო­ბის შემ­თხვე­ვა­ზე. თავ­და­პირ­ვე­ლად ფრან­გებ­თან ერ­თად და­ნა­შა­ულ­ში ქარ­თვე­ლი სამ­ხედ­რო­ე­ბის მო­ნა­წი­ლე­ო­ბა­ზეც იყო სა­უ­ბა­რი, თუმ­ცა, მოგ­ვი­ა­ნე­ბით არ და­დას­ტურ­და.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

ფრანგ ჯარისკაცებს ბურკინა-ფასოში მცირეწლოვნებზე სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებენ

ფრანგ ჯარისკაცებს ბურკინა-ფასოში მცირეწლოვნებზე სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებენ

საფრანგეთმა ბურკინა-ფასოში გაგზავნილ ორ სამხედროს უფლებამოსილება შეუწყვიტა მას შემდეგ, რაც ჯარისკაცები მცირეწლოვნების მიმართ სექსუალურ ძალადობაში დაადანაშაულეს. ამის შესახებ "გარდიანი" საფრანგეთის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით იუწყება.

გავრცელებული ცნობით, ფრანგმა სამხედროებმა, რომლებიც დასავლეთ აფრიკის რეგიონის ქვეყანაში სპეციალური მისიით იმყოფებოდნენ, სექსუალური ძალადობა განახორციელეს ხუთი წლის გოგონაზეც, რომლის მამამ ძალადობის ამსახველი კადრები იპოვა.

"ერთ-ერთმა სამხედრომ სცენა კამერით გადაიღო მაშინ, როდესაც მეორე გოგონას შეეხო", - აღნიშნა ბურკინა-ფასოს პოლიციის წარმომადგენელმა. მისივე თქმით, გოგონას მშობლები ეჭვმიტანილი სამხედროების მეგობრები არიან. მომხდართან დაკავშირებით საფრანგეთში საქმე უკვე აღძრულია.

ბურკინა-ფასოში 220 ფრანგი სამხედროა განთავსებული, ისინი რეგიონის ხუთ ქვეყანაში საფრანგეთის მიერ ორგანიზებულ ანტიტერორისტულ ოპერაციაში არიან ჩართული. სექსუალური ძალადობის ბრალდებები ფრანგი სამხედროების მიმართ დაახლოებით ორი თვის წინაც გაისმა. მაშინ ორგანიზაცია AIDS-Free World-ის ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა, პაულა დონოვანმა გამოცემა "გარდიანს" მიაწოდა გაერო-ს ანგარიში, რომელშიც საუბარია ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ფრანგი სამხედროების მიერ ბავშვთა მიმართ ძალადობის შემთხვევაზე. თავდაპირველად ფრანგებთან ერთად დანაშაულში ქართველი სამხედროების მონაწილეობაზეც იყო საუბარი, თუმცა, მოგვიანებით არ დადასტურდა.

"ინტერპრესნიუსი"

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა