"ამ ნაძირალამ ჩემს ქმარს წინასწარ გაუთხარა ბეტონის საფლავი"

"ამ ნაძირალამ ჩემს ქმარს წინასწარ გაუთხარა ბეტონის საფლავი"

ორიოდე კვირის წინ საზოგადოება საზა­რელი ფაქტის მომსწრე გახდა - სამართალდამცველებმა 9 დღის დაკარგული 44 წლის მამაკაცის გვამი ვაჟა-ფშაველას 1-ელ კვარტალში, კორპუსების წინ მდებარე ავტოფარეხში იპოვეს... დამარხული. მკვლელობაში ეჭვმიტანილი მალევე დააკავეს, ის ავტოფარეხის დროებითი მფლობელი აღმოჩნდა. ჩვენი ინფორმა­ციით, მან დანაშაული აღიარა...

როგორ მიაგნეს ადგილს, სადაც მოკლ­ული დამარხეს, გამოძიების დასრულებამდე შსს კომენტარს არ აკეთებს.

"კვირის პალიტრამ" სცადა ამ საქმის დეტალები შემთხვევის ადგილიდან, მეზობლებისა და მოკლული გია ბაქრაძის ოჯახის წევრებისგან გაეგო.

მაია ჯ. მკვლელობაში ბრალდებულის მეზობელი: "იმ კაცს, მალხაზ ჯაშიაშვილს, აქ თითქმის არავინ იცნობდა. ავტოფარეხი­ ქირით ჰქონდა აღებული. იმ დღეს ჩვენს ერთ მეზობელს რაღაც ხმა შემოესმა, მე კი ფარეხის წინ სისხლის კვალი შევნიშნე. რა ხდება-მეთქი, ვიკითხე. ავტოფარეხიდან გამოვიდა ჯაშიაშვილი და მშვიდად მით­ხრა:­­ არაფ­ერი, ქალბატონო, რაღაცას ვაკეთებთ, მუშამ ხელი გაიჭრა და სისხლიც ამიტომ არის, თუ არ გჯერათ, შემობრძანდ­ით და ნახეთო. ისე დამაჯერებლად მითხრა, ეჭვი არაფერში შემპარვია".

ქეთევან სვანიძე, გია ბაქრაძის მეუღლე: "ჩვენ ზესტაფონიდან ვართ. მე და გია სავაჭრო ცენტრ­ "საბ­აში" რბილ ავეჯს ვყიდდით, გიას რამდენიმე­ სატვირთო მანქანა ჰყავდა და ავეჯი შემოჰქო­ნდა თურქეთიდან. ძალიან კეთილი და უკონფლიქტო იყო. ცდილობდა, ყველას დახმარებოდა. ვსაყვედურობდი, ყველა შენი მეგობარი როგორ არის-მეთქი... მალხაზ ჯაშიაშვილიც ზესტაფონელია. პირველად­ გიამ ის აღდგომის დღეებში გამაცნო. თუმცა მისი სახე კარგად არც დამა­მახსოვრდა. მეორედ ზუსტად იმ დღეს ვნახე, როცა გია გაუჩინარდა. 17:00 საათი იქნებოდა, როცა ჩემი მეუღლე მასთან ერთად "საბაში" შემოვიდა. ჯაშიაშვილს რბილი ავეჯის შეძენა­ სურდა, თანაც ორის. შეარჩია და ფასზეც შემევაჭრა. ვუთხარი, 3.200 ლარად შემიძლია მოგყიდო-მეთქი. კარგი,­ წავიღებ და თანხას ნაწილ-ნაწილ, ათ დღეში­ მოგაწვდიო... დავპი­რდი, რომ ორ დღეში ავეჯს შინ მივუტანდით, მაგრამ­ მისამართი არ დატ­ოვა. ჩვენს დამხმარე ბიჭს უთხრა, მეტრო "დელისთან" შეგხვდებით და სახლამდე თავად აგაცილებთო.­

ტელეფონის ნომერი დაგვიტოვა. შემდეგ გია და ის ერთად­ გავიდნენ. მე გიას შესაფ­უთი მასალა გავატანე, იმ დღეს ახალ ბინაში უნდა გადავს­ულიყავით და გიას ვთხოვე, მალე დაბრუნებულიყო. მოკლედ, გიას შესაფ­უთი მასალა შინ მიუტანია და ჩვენი ვაჟისთვის დაუბარე­ბია, საბურთალოზე­ მივდივარ და მალე მოვალო.­ გარეთ­ ჯაშიაშვილი ელოდებოდა. ექვსის ნახევრისთვის დავურეკე, შენ რომ კაცი მოიყვანე,­ მთხოვა, ავეჯი 3.000-ად მიგვეცა, მაგრამ არ დავთ­ანხმდი-მეთქი. ამაზე მერე დავილაპარაკოთო... მივხვდი, კვლავაც ერთად იყვნენ. ექვსი საათის­თვის გიას კიდევ დავურეკე და აღარ მიპასუხა. კიდევ რამდენჯერმე დავრეკე, მაგრამ ისევ არ მპასუხობდა. ასეთი რამ არ სჩვეოდა. გავბრაზდი, ახალ ბინაში უნდა გადავიდეთ და ასე უყურადღებოდ როგორ დაგვტოვა-მეთქი. მერე ვიფიქრე, ცუდად ხომ არ არის-მეთქი. გია დიაბეტით­ იყო დაავა­დებული. გამახსენდა, რომ იმ კაცთან ერთად იყო და ჯაშიაშვილის­ დატოვებულ ნომერზე დავრეკე. არავინ მიპასუხა. ამის შემდეგ განუწყვეტლივ ვრეკავდით ხან გიას, ხან ჯაშიაშვილის ნომრებზე. ცოტა ხანში გიას ტელეფონი გაითიშა. ჩავთვალეთ, რომ დაჯდა...

გაგრძელება

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ