პოლიტიკა
მსოფლიო
მოზაიკა

29

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მესამე დღე დაიწყება 05:58-ზე, მთვარე კირჩხიბშია – ენერგიული დღეა. მოქმედების დროა, ხელსაყრელია მძიმე ფიზიკური დატვირთვა. მოერიდეთ აგრესიის ნებისმიერ გამოვლინებას. გამოიჩინეთ მონდომება და გამძლეობა. არ არის რეკომენდებული ფინანსური საკითხების მოგვარება, შესაძლებელია ფულადი დანაკარგები. შეგიძლიათ წახვიდეთ სამოგზაუროდ ან მივლინებაში. რაც შორს წახვალთ, მით უფრო წარმატებული იქნება მოგზაურობა. გაზრდილია ემოციურობა, კარგია დიპლომატიის დემონსტრირება. გამოიძინეთ.
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ექსპერტ ალექსანდრე გეჯაძის მიმართვის საფუძველზე პროკურატურამ გამოძიება დაიწო
ექსპერტ ალექსანდრე გეჯაძის მიმართვის საფუძველზე პროკურატურამ გამოძიება დაიწო

ექ­სპერტ ალექ­სან­დრე გე­ჯა­ძის მი­მარ­თვის სა­ფუძ­ველ­ზე პრო­კუ­რა­ტუ­რამ გა­მო­ძი­ე­ბა და­ი­წო. რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" მთა­ვა­რი პრო­კუ­რა­ტუ­რის პრეს­სამ­სა­ხურ­ში გა­ნუ­ცხა­დეს, გა­მო­ძი­ე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 372-ე მუხ­ლის მე­ო­რე ნა­წი­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს, რაც ექ­სპერ­ტზე ზე­წო­ლას გუ­ლის­ხმობს.

კერ­ძოდ, ალექ­სან­დრე გე­ჯა­ძე აცხა­დებს, რომ მას გუ­შინ და­უ­რე­კა ვინ­მე კა­ხამ, რო­მელ­მაც თავი გა­აც­ნო, რო­გორც სერ­გო თეთ­რა­ძის საქ­მის გა­მომ­ძი­ე­ბე­ლი. იგი ამ­ბობს, რომ ე.წ. გა­მომ­ძი­ე­ბელ­მა მას გა­ფარ­თო­ე­ბულ შეხ­ვედ­რა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა სთხო­ვა. ექ­სპერ­ტის თქმით, სა­ტე­ლე­ფო­ნო სა­უბ­რის შემ­დეგ, შეხ­ვედ­რა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის­თვის იმ ნო­მერ­ზე და­რე­კა, სა­ი­და­ნაც ე.წ. გა­მომ­ძი­ე­ბელ­მა და­უ­რე­კა, თუმ­ცა ზა­რებს არ უპა­სუ­ხეს.

ამის შემ­დეგ, კი და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი ექ­სპერ­ტის გან­ცხა­დე­ბით, იგი პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში მი­ვი­და და გა­არ­კვია, რომ სა­გა­მო­ძი­ე­ბო უწყე­ბი­დან მას­თან არ და­უ­რე­კავთ. ექ­სპერ­ტი ეჭ­ვობს, რომ მას ახა­ლა­ი­ას ახ­ლობ­ლებ­მა და­უ­რე­კეს, რათა რამ­დე­ნი­მე დღე­ში სა­ტე­ლე­ფო­ნო სა­უ­ბა­რი გა­მო­აქ­ვეყ­ნონ და თქვან, რომ ალექ­სან­დრე გე­ჯა­ძე პრო­კუ­რა­ტუ­რას­თან ალი­ან­სშია.

"გარ­კვე­ულ­წი­ლად, ცდი­ლობ­და ისე­თი ტერ­მი­ნე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბას, რო­მე­ლიც მისი აზ­რით შექ­მნი­და შთა­ბეჭ­დი­ლე­ბას, ჩემ­სა და პრო­კუ­რა­ტუ­რას შო­რის ალი­ან­სი­სა. მე­უბ­ნე­ბო­და სა­უ­ბარ­ში, რომ "ბა­ტო­ნო ალე­კო თქვენ ყო­ველ­თვის გვერ­დზე უდ­გა­ხართ პრო­კუ­რა­ტუ­რას, ჩვენ თქვე­ნი გვჯე­რა" და მთხოვ­და, გა­ფარ­თო­ე­ბულ შეხ­ვედ­რას, რო­მელ­საც უცხო­ე­ლებ­თან ერ­თად, ბაჩო ახა­ლა­ი­ას ად­ვო­კა­ტე­ბი და­ეს­წრე­ბოდ­ნენ და მთხოვ­და, რომ ამ შეხ­ვედ­რა­ზე რი­ხი­ა­ნად დავ­მდგა­რი­ყა­ვი და ჩემი პო­ზი­ცია და­მეც­ვა", - გა­ნა­ცხა­და ექ­სპერ­ტმა.

მისი თქმით, არ არის გა­მო­რი­ცხუ­ლი, სა­ტე­ლე­ფო­ნო სა­უ­ბა­რი და­ა­მონ­ტა­ჟონ და შექ­მნან შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა, რომ და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი ექ­სპერ­ტი პრო­კუ­რა­ტუ­რას­თან ალი­ან­სშია.

ექ­სპერ­ტის გან­ცხა­დე­ბას ბაჩო ახა­ლა­ი­ას ად­ვო­კა­ტი გა­მო­ეხ­მა­უ­რა. მალ­ხაზ ვე­ლი­ჯა­ნაშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, სერ­გო თეთ­რა­ძის საქ­მე­ზე ბრალ­დე­ბუ­ლი ბაჩო ახა­ლა­ი­ას მხრი­დან, ექ­სპერტთან არა­ვის და­უ­რე­კავს, თუმ­ცა ად­ვო­კა­ტი ალექ­სან­დრე გე­ჯა­ძი­სა და პრო­კუ­არ­ტუ­რის ალი­ანსს არ გა­მო­რი­ცხავს. "ამ ეტა­პის­თვის ჩემ­თვის უც­ნო­ბია სა­ტე­ლე­ფო­ნო ზა­რის შე­სა­ხებ. თუმ­ცა ჩვენ ვიზ­რუ­ნებთ, რომ ეს ჩა­ნა­წე­რი მო­ვი­პო­ვოთ და შემ­დეგ ჩა­ვა­ტა­როთ ექ­სპერ­ტი­ზა, არის თუ არა მონ­ტა­ჟი", - გა­ნა­ცხდა ვე­ლი­ჯა­ნაშ­ვილ­მა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

ექსპერტ ალექსანდრე გეჯაძის მიმართვის საფუძველზე პროკურატურამ გამოძიება დაიწო

ექსპერტ ალექსანდრე გეჯაძის მიმართვის საფუძველზე პროკურატურამ გამოძიება დაიწო

ექსპერტ ალექსანდრე გეჯაძის მიმართვის საფუძველზე პროკურატურამ გამოძიება დაიწო. როგორც "ინტერპრესნიუსს" მთავარი პროკურატურის პრესსამსახურში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 372-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ექსპერტზე ზეწოლას გულისხმობს.

კერძოდ, ალექსანდრე გეჯაძე აცხადებს, რომ მას გუშინ დაურეკა ვინმე კახამ, რომელმაც თავი გააცნო, როგორც სერგო თეთრაძის საქმის გამომძიებელი. იგი ამბობს, რომ ე.წ. გამომძიებელმა მას გაფართოებულ შეხვედრაში მონაწილეობა სთხოვა. ექსპერტის თქმით, სატელეფონო საუბრის შემდეგ, შეხვედრაში მონაწილეობისთვის იმ ნომერზე დარეკა, საიდანაც ე.წ. გამომძიებელმა დაურეკა, თუმცა ზარებს არ უპასუხეს.

ამის შემდეგ, კი დამოუკიდებელი ექსპერტის განცხადებით, იგი პროკურატურაში მივიდა და გაარკვია, რომ საგამოძიებო უწყებიდან მასთან არ დაურეკავთ. ექსპერტი ეჭვობს, რომ მას ახალაიას ახლობლებმა დაურეკეს, რათა რამდენიმე დღეში სატელეფონო საუბარი გამოაქვეყნონ და თქვან, რომ ალექსანდრე გეჯაძე პროკურატურასთან ალიანსშია.

"გარკვეულწილად, ცდილობდა ისეთი ტერმინების გამოყენებას, რომელიც მისი აზრით შექმნიდა შთაბეჭდილებას, ჩემსა და პროკურატურას შორის ალიანსისა. მეუბნებოდა საუბარში, რომ "ბატონო ალეკო თქვენ ყოველთვის გვერდზე უდგახართ პროკურატურას, ჩვენ თქვენი გვჯერა" და მთხოვდა, გაფართოებულ შეხვედრას, რომელსაც უცხოელებთან ერთად, ბაჩო ახალაიას ადვოკატები დაესწრებოდნენ და მთხოვდა, რომ ამ შეხვედრაზე რიხიანად დავმდგარიყავი და ჩემი პოზიცია დამეცვა", - განაცხადა ექსპერტმა.

მისი თქმით, არ არის გამორიცხული, სატელეფონო საუბარი დაამონტაჟონ და შექმნან შთაბეჭდილება, რომ დამოუკიდებელი ექსპერტი პროკურატურასთან ალიანსშია.

ექსპერტის განცხადებას ბაჩო ახალაიას ადვოკატი გამოეხმაურა. მალხაზ ველიჯანაშვილის განცხადებით, სერგო თეთრაძის საქმეზე ბრალდებული ბაჩო ახალაიას მხრიდან, ექსპერტთან არავის დაურეკავს, თუმცა ადვოკატი ალექსანდრე გეჯაძისა და პროკუარტურის ალიანსს არ გამორიცხავს. "ამ ეტაპისთვის ჩემთვის უცნობია სატელეფონო ზარის შესახებ. თუმცა ჩვენ ვიზრუნებთ, რომ ეს ჩანაწერი მოვიპოვოთ და შემდეგ ჩავატაროთ ექსპერტიზა, არის თუ არა მონტაჟი", - განაცხდა ველიჯანაშვილმა.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ