პოლიტიკა
სამართალი

5

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 15:45-ზე, მთვარე სასწორშია – რეკომენდებულია საოჯახო ბიზნესის დაწყება. ოჯახთან დაკავშირებული ფინანსური საკითხების მოგვარება. მოლაპარაკებების წარმოება, კონტაქტების დამყარება. გააძლიერეთ კავშირები. გააუმჯობესეთ ოჯახური ურთიერთობები, აღადგინეთ ოჯახური ტრადიციები. კარგია სახლის აშენება ან გარემონტება. დღეს დაწყებული მოგზაურობა აუცილებლად წარმატებით დასრულდება. ზედმეტი არ მიირთვათ. კარგია მცენარეული ჩაის, ნატურალური წვენების დალევა და ბოსტნეულის კერძების ჭამა.
Faceამბები
საზოგადოება
მოზაიკა
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვერცხლისფერი VIP "Super Puma" სააკაშვილისთვის: როგორი იყო "ცის კომფორტის ზონა" ექსპრეზიდენტისთვის
ვერცხლისფერი VIP "Super Puma" სააკაშვილისთვის: როგორი იყო "ცის კომფორტის ზონა" ექსპრეზიდენტისთვის

სა­ზო­გა­დო­ე­ბის ინ­ტე­რე­სი მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის პრე­ზი­დენ­ტო­ბი­სას შე­ძე­ნილ Super Puma-ს ტი­პის შვე­ულმფრე­ნე­ბის მი­მართ არ ცხრე­ბა. ინ­ტერ­ნეტ­ში Ambebi.ge-მ საკ­მა­ოდ სა­ინ­ტე­რე­სო ფო­ტო­ებს მი­აგ­ნო. მათ­ზე VIP კომ­პლექ­ტა­ცი­ა­ში (რბი­ლი ტყა­ვის სა­ლო­ნით) გა­წყო­ბი­ლი შვე­ულმფრე­ნის სა­ლო­ნია ასა­ხუ­ლი. იმა­ზე, რომ შვე­ულმფრე­ნი მარ­თლაც სა­ქარ­თვე­ლოს­თვის იყო გა­მიზ­ნუ­ლი, კუდ­ზე და­ხა­ტუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს დრო­შა მე­ტყვე­ლებს. ეს სწო­რედ იმ ორი ვერ­ცხლის­ფე­რი Super Puma-დან ერთ-ერ­თია, რომ­ლე­ბიც მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი მთავ­რო­ბამ შე­ი­ძი­ნა.

ჩვენ შე­ვე­ცა­დეთ გაგ­ვერ­კვია რამ­დე­ნად რე­ა­ლუ­რია ეს ინ­ფორ­მა­ცია. სა­ა­კაშ­ვი­ლის პრე­ზი­დენ­ტო­ბი­სას სა­ქარ­თვე­ლო­ში სამი ერ­თე­უ­ლი Super Puma შე­მო­იყ­ვა­ნეს. აქე­დან ერთ-ერ­თით (სა­ბორ­ტო ნო­მე­რი "100", ამ­ჟა­მინ­დე­ლი მდე­ბა­რე­ო­ბა მარ­ნე­უ­ლის სა­ა­ვი­ა­ციო ბაზა) ექს-პრე­ზი­დენ­ტი თა­ვად დაფ­რი­ნავ­და. მა­გა­ლი­თად 2012 წლის 26 მა­ისს ქუ­თა­ის­ში პარ­ლა­მენ­ტის ახა­ლი შე­ნო­ბის გახ­სნა­ზე და და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის დღი­სად­მი მი­ძღვნილ აღ­ლუმ­ზე სა­ა­კაშ­ვი­ლი სწო­რედ ამ შვე­ულმფრე­ნით ჩაფ­რინ­და.

და­ნარ­ჩე­ნი ორი ვერ­ცხლის­ფე­რი Super Puma ალექ­სე­ევ­კის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ბა­ზი­რებს. მათი სა­რე­გის­ტრა­ციო ნომ­რე­ბია – 4L-GGG და 4L-SSS.

სა­ა­კაშ­ვი­ლის მმარ­თვე­ლო­ბის ბოლო პე­რი­ოდ­ში გა­და­ღე­ბუ­ლი ვი­დეო რგო­ლი­დან ამოჭ­რილს ფო­ტო­ებ­ზე, ბორტ 4L-SSS–ის (პირ­ვან­დე­ლი სა­რე­გის­ტრა­ციო ნო­მე­რი F-WWOS) სა­ლო­ნი კარ­გად ჩანს.

სამ­გზავ­რო კონ­ფი­გუ­რა­ცი­ის სა­ლონ­ში სტან­დარ­ტუ­ლი სა­ვარ­ძლე­ბია და­მონ­ტა­ჟე­ბუ­ლი. თა­ვად შვე­ულმფრენ­საც სამ­ხედ­რო-სატ­რან­სპორ­ტო მო­დე­ლე­ბის­თვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი თა­ვი­სე­ბუ­რე­ბა - ორი­ვე ბორტზე დიდი შე­სას­ვლე­ლი კარი აქვს, რომ­ლე­ბიც გვერ­დზე გა­წე­ვით იღე­ბა.

მე­ო­რე შვე­ულმფრე­ნის 4L-GGG (პირ­ვან­დე­ლი სა­რე­გის­ტრა­ციო ნო­მე­რი F-ZWDF) სა­ლო­ნი ვი­დე­ორ­გოლ­ში არ მოხ­ვდა. თუმ­ცა შე­იმ­ჩნე­ვა ერთი მე­ტად სა­ი­ნეტ­რე­სო დე­ტა­ლი. შვე­ულმფრენს გვერ­დზე გა­სა­წე­ვი კა­რის ნაც­ვლად, გა­ცი­ლე­ბით ვიწ­რო შე­სას­ვლე­ლი კარი აქვს, რო­მე­ლიც გა­ღე­ბის შემ­დეგ სა­ლონ­ში სა­ფე­ხუ­რე­ბი­ა­ნი ასას­ვლე­ლის ფუნ­ქცი­ას ას­რუ­ლებს. ასე­თი კარი მხო­ლოდ VIP სა­ლო­ნის მქო­ნე მო­დე­ლებს აქვთ. ინ­ტერ­ნეტ­ში მრავ­ლა­დაა ამ­გვა­რი ტი­პის შვე­ულმფრე­ნე­ბის ფო­ტო­ე­ბი და ჩვენს ოპო­ნენ­ტებს (ასე­თე­ბი კი მრავ­ლად გა­მოჩ­ნდე­ბა) სა­შუ­ა­ლე­ბა აქვთ ამა­ში თა­ვად დარ­წმუნ­დნენ. სა­გუ­ლის­ხმოა, რომ ამ, ისე­ვე რო­გორც მე­ო­რე ვერ­ცხლის­ფერ "სუ­პერ პუ­მას" ბა­ლო­ნე­ტე­ბი (კორ­პუ­სის ცხვირ­სა და უკა­ნა ნა­წილ­ზე და­მაგ­რე­ბუ­ლი გა­სა­ბე­რი ბა­ლი­შე­ბი) არ აქვს. ისი­ნი წყალ­ზე ავა­რი­უ­ლი დაჯ­დო­მის­თვის გა­მო­ი­ყე­ნე­ბა და ძი­რი­თა­დად სამ­ხედ­რო-სა­ზღვაო და სამ­ძებ­რო-სა­მაშ­ვე­ლო მო­დე­ლებს აქვთ.

VIP მო­დე­ლის Super Puma-ს ორი სა­ლო­ნი აქვს. სა­ფე­ხუ­რე­ბი­ა­ნი ასავ­ლე­ლი­დან ადა­მი­ა­ნი უკა­ნა - 6 სა­ვარ­ძლი­ან სა­ლონ­ში ხვდე­ბა. 4 სა­ვარ­ძლი­ა­ნი მა­ღა­ლი კომ­ფორ­ტუ­ლო­ბის მე­ო­რე სა­ლო­ნი, რომ­ლის ფო­ტო­ებ­საც ინ­ტერ­ნეტ­ში მი­ვა­გე­ნით, შვე­ულმფრე­ნის წინა ნა­წილ­შია. ბორტზე სა­პირ­ფა­რე­შოც არის.

გა­მომ­დი­ნა­რე აქე­დან არც ერთი ვერ­ცხლის­ფე­რი Super Puma ორ­მა­გი და მით უმე­ტეს სა­მაშ­ვე­ლო და­ნიშ­ნუ­ლე­ბის არ ყო­ფი­ლა. VIP სა­ლო­ნი­ა­ნი 4L-GGG ქვეყ­ნის პრე­ზი­დენ­ტის და მმარ­თვე­ლი პი­რე­ბის, მე­ო­რე ბორ­ტი 4L-SSS კი – შე­და­რე­ბით ნაკ­ლე­ბად მნიშ­ნე­ლო­ვა­ნი სამ­თავ­რო­ბო ჩი­ნოვ­ნი­კე­ბის გა­დაყ­ვა­ნის­თვის იყო გა­მიზ­ნუ­ლი. სა­ერ­თა­შო­რი­სო რე­გის­ტრე­ბის მი­ხედ­ვით, ორი­ვე მათ­გა­ნი AS332L1 მო­დი­ფი­კა­ცი­საა, რაც წმინ­და სა­მო­ქა­ლა­ქო გა­მო­ყე­ნე­ბას გუ­ლის­ხმობს.

სა­ვა­რა­უ­დოთ, სწო­რედ 4L-GGG–ზე სა­უბ­რობ­და თა­დაც­ვის მი­ნის­ტრი, თი­ნა­თინ ხი­და­შე­ლი, რო­დე­საც შვე­ულმფრე­ნე­ბის ნახ­ვის შემ­დეგ, ერთ–ერ­თში ძვი­რა­დღი­რე­ბულ ინ­ტე­რი­ერ­სა და ვის­კის ჭი­ქე­ბის შე­სა­ხებ გა­ა­ნა­ცხა­და.

იხი­ლეთ ფო­ტო­გა­ლე­რეა

ნუკ­რი მგე­ლა­ძე

AMBEBI.GE-ს სამ­ხედ­რო მი­მომ­ხილ­ვე­ლი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქართულ კომერციულ ბანკებში დაახლოებით 2 მილიარდი რუსული რუბლი ინახება

ვერცხლისფერი VIP "Super Puma" სააკაშვილისთვის: როგორი იყო "ცის კომფორტის ზონა" ექსპრეზიდენტისთვის

ვერცხლისფერი VIP "Super Puma" სააკაშვილისთვის: როგორი იყო "ცის კომფორტის ზონა" ექსპრეზიდენტისთვის

საზოგადოების ინტერესი მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობისას შეძენილ Super Puma-ს ტიპის შვეულმფრენების მიმართ არ ცხრება. ინტერნეტში Ambebi.ge-მ საკმაოდ საინტერესო ფოტოებს მიაგნო. მათზე VIP კომპლექტაციაში (რბილი ტყავის სალონით) გაწყობილი შვეულმფრენის სალონია ასახული. იმაზე, რომ შვეულმფრენი მართლაც საქართველოსთვის იყო გამიზნული, კუდზე დახატული საქართველოს დროშა მეტყველებს. ეს სწორედ იმ ორი ვერცხლისფერი Super Puma-დან ერთ-ერთია, რომლებიც მიხეილ სააკაშვილი მთავრობამ შეიძინა.

ჩვენ შევეცადეთ გაგვერკვია რამდენად რეალურია ეს ინფორმაცია. სააკაშვილის პრეზიდენტობისას საქართველოში სამი ერთეული Super Puma შემოიყვანეს. აქედან ერთ-ერთით (საბორტო ნომერი „100“, ამჟამინდელი მდებარეობა მარნეულის საავიაციო ბაზა) ექს-პრეზიდენტი თავად დაფრინავდა. მაგალითად 2012 წლის 26 მაისს ქუთაისში პარლამენტის ახალი შენობის გახსნაზე და დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ აღლუმზე სააკაშვილი სწორედ ამ შვეულმფრენით ჩაფრინდა.

დანარჩენი ორი ვერცხლისფერი Super Puma ალექსეევკის ტერიტორიაზე ბაზირებს. მათი სარეგისტრაციო ნომრებია – 4L-GGG და 4L-SSS.

სააკაშვილის მმართველობის ბოლო პერიოდში გადაღებული ვიდეო რგოლიდან ამოჭრილს ფოტოებზე, ბორტ 4L-SSS–ის (პირვანდელი სარეგისტრაციო ნომერი F-WWOS) სალონი კარგად ჩანს.

სამგზავრო კონფიგურაციის სალონში სტანდარტული სავარძლებია დამონტაჟებული. თავად შვეულმფრენსაც სამხედრო-სატრანსპორტო მოდელებისთვის დამახასიათებელი თავისებურება - ორივე ბორტზე დიდი შესასვლელი კარი აქვს, რომლებიც გვერდზე გაწევით იღება.

მეორე შვეულმფრენის 4L-GGG (პირვანდელი სარეგისტრაციო ნომერი F-ZWDF) სალონი ვიდეორგოლში არ მოხვდა. თუმცა შეიმჩნევა ერთი მეტად საინეტრესო დეტალი. შვეულმფრენს გვერდზე გასაწევი კარის ნაცვლად, გაცილებით ვიწრო შესასვლელი კარი აქვს, რომელიც გაღების შემდეგ სალონში საფეხურებიანი ასასვლელის ფუნქციას ასრულებს. ასეთი კარი მხოლოდ VIP სალონის მქონე მოდელებს აქვთ. ინტერნეტში მრავლადაა ამგვარი ტიპის შვეულმფრენების ფოტოები და ჩვენს ოპონენტებს (ასეთები კი მრავლად გამოჩნდება) საშუალება აქვთ ამაში თავად დარწმუნდნენ. საგულისხმოა, რომ ამ, ისევე როგორც მეორე ვერცხლისფერ „სუპერ პუმას“ ბალონეტები (კორპუსის ცხვირსა და უკანა ნაწილზე დამაგრებული გასაბერი ბალიშები) არ აქვს. ისინი წყალზე ავარიული დაჯდომისთვის გამოიყენება და ძირითადად სამხედრო-საზღვაო და სამძებრო-სამაშველო მოდელებს აქვთ.

VIP მოდელის Super Puma-ს ორი სალონი აქვს. საფეხურებიანი ასავლელიდან ადამიანი უკანა - 6 სავარძლიან სალონში ხვდება. 4 სავარძლიანი მაღალი კომფორტულობის მეორე სალონი, რომლის ფოტოებსაც ინტერნეტში მივაგენით, შვეულმფრენის წინა ნაწილშია. ბორტზე საპირფარეშოც არის.

გამომდინარე აქედან არც ერთი ვერცხლისფერი Super Puma ორმაგი და მით უმეტეს სამაშველო დანიშნულების არ ყოფილა. VIP სალონიანი 4L-GGG ქვეყნის პრეზიდენტის და მმართველი პირების, მეორე ბორტი 4L-SSS კი – შედარებით ნაკლებად მნიშნელოვანი სამთავრობო ჩინოვნიკების გადაყვანისთვის იყო გამიზნული. საერთაშორისო რეგისტრების მიხედვით, ორივე მათგანი AS332L1 მოდიფიკაცისაა, რაც წმინდა სამოქალაქო გამოყენებას გულისხმობს.

სავარაუდოთ, სწორედ 4L-GGG–ზე საუბრობდა თადაცვის მინისტრი, თინათინ ხიდაშელი, როდესაც შვეულმფრენების ნახვის შემდეგ, ერთ–ერთში ძვირადღირებულ ინტერიერსა და ვისკის ჭიქების შესახებ გაანაცხადა.

იხილეთ ფოტოგალერეა

ნუკრი მგელაძე

AMBEBI.GE-ს სამხედრო მიმომხილველი

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."