"გული მტკივა", "არ იყო სამართლიანი გადაწყვეტილება", "გაღარიბდება "X ფაქტორი" - მეგაშოუ დიმას ემშვიდობება

"გული მტკივა", "არ იყო სამართლიანი გადაწყვეტილება", "გაღარიბდება "X ფაქტორი" - მეგაშოუ დიმას ემშვიდობება

"X ფაქტორის" გუშინდელი ტური ყველასთვის მოულოდნელი შედეგებით დასრულდა. პროექტი გამორჩეულმა კონკურსანტმა დიმა კობეშავიძემ დატოვა. აუტსაიდერებში დიმა ლინდა ადამიასთან ერთად იდგა, თუმცა მენტორებიდან მხოლოდ ერთმა, გიორგი გაბუნიამ მისცა მას ხმა.

გიორგი გაბუნია: მე სამართლიანად არ ვთვლიდი დიმას აუტსაიდერებში მოხვედრას, ის წინა კონცერტზეც აუტსაიდერი იყო, მაგრამ გადაწყვეტილებას მაყურებელი იღებს. შესაბამისად, მოულოდნელი არ ყოფილა.

გარკვეულწილად გაღარიბდება "X ფაქტორი", იმიტომ რომ დიმა აღარ იქნება პროექტში. ის სრულიად განსხვავებულია სხვა შემსრულებლებისგან. არასდროს აგერევა სხვა მომღერალში, მრავალფეროვნება დააკლდება კონკურსს.

დიმა კობეშავიძე: ველოდი ასეთ შედეგს, ძალიან კმაყოფილი ვარ, აქამდე მაინც რომ მოვედი და ლინდა რომ დარჩა პროექტში, გამეხარდა. მენტორებს თავად ვკარნახობდი, ლინდა დაეტოვებინათ პროექტში. მიყვარს ლინდა და ვგულშემატკივრობ.

თამთა გოდუაძე: დიმა ძალიან მიყვარს. ყველა ლაივზე ვეუბნებოდი, შენი კოსტიუმები მოიპარე, მე ჩავიცმევ-თქო. ჩემი გული და გონება გაყოფილი იყო, ბოლო მომენტში გადავიხარე ლინდასკენ. მიმაჩნია, რომ დიმა სუპერ ბიჭია, გული მტკივა.

თორნიკე გულაშვილი: ლამის ვტიროდით მე და დიმა. მასთან ძალიან ახლოს ვართ მე და ჩემი ძმა, ლამის ვტიროდით, არ იყო სამართლიანი გადაწყვეტილება, რადგან დიმა ძალიან მაგარი მომღერალია.

თამარ ბოჭორიშვილი

AMBEBI.GE

"არ ვგეგმავ ოჯახი ისევ შევქმნა" - ვინ არის თამთა გოდუაძის გავლენიანი შეყვარებული და რატომ თქვა ქართველმა მომღერალმა ბერძნული "ვოისის" წაყვანაზე უარი?

როგორ გამოიყურებიან "ფარული ვნების" მსახიობები 18 წლის შემდეგ - "ტელემუნდოს" პოპულარული სერიალი მალე ახალი სეზონით დაბრუნდება (ფოტოები)

"ქართული გასტრონომია სხვა საფეხურზე უნდა გადავიდეს... ფინალისტებს ურთულესი ტურები ელოდებათ" - ვინ მოირგებს "წითელ კიტელს" და რა სურპრიზები ელის "სამზარეულოს ომების" მაყურებელს