სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვის სჭირდება ისტორიის გაყალბება? - სვეტიცხოველში ძველი საფლავის ქვებს ახლით ცვლიან
ვის სჭირდება ისტორიის გაყალბება? - სვეტიცხოველში ძველი საფლავის ქვებს ახლით ცვლიან

2015 წლის 27 ივ­ნისს ის­ტო­რი­კოს­მა ლაშა ბაქ­რა­ძემ გა­მო­აქ­ვეყ­ნა ფო­ტო­ე­ბი სვე­ტი­ცხოვ­ლი­დან, რომ­ლებ­ზეც აღ­ბეჭ­დი­ლია ვახ­ტანგ გორ­გას­ლი­სა და კა­თა­ლი­კოს-პატ­რი­არქ მელ­ქი­სე­დეკ I-ის სვე­ტი­ცხოვ­ლის ეზო­ში, ღია ცის ქვეშ გა­მო­ტა­ნი­ლი, ად­რინ­დე­ლი საფ­ლა­ვის ქვე­ბი და მათ ნაც­ვლად ახა­ლი საფ­ლა­ვის ქვე­ბი ტაძ­რის ინ­ტე­რი­ერ­ში. სხვა­დას­ხვა ინ­ფორ­მა­ცი­ით, ასე­ვე, იგეგ­მე­ბა ერეკ­ლე II-ისა და გი­ორ­გი XII-ის საფ­ლა­ვე­ბის ქვე­ბის შეც­ვლაც.

ამ საფ­ლა­ვის ქვა­თა­გან არ­ცერ­თი არის თავ­და­პირ­ვე­ლი, ავ­თენ­ტუ­რი და ერთი შე­ხედ­ვით, თით­ქოს­და, მათი შეც­ვლა პრობ­ლე­მას არ უნდა წარ­მო­ად­გენ­დეს, მაგ­რამ თუ სა­კითხს უფრო ღრმად გა­მო­ვიკ­ვლევთ, ვნა­ხავთ, რომ ეს არის მცდე­ლო­ბა არა მხო­ლოდ ის­ტო­რი­ის წაშ­ლი­სა, არა­მედ ის­ტო­რი­ის გა­ყალ­ბე­ბი­საც. საქ­მე ისაა, რომ მე­ფი­სა და პატ­რი­არ­ქის ახა­ლი საფ­ლა­ვის ქვე­ბი ია­ტა­კის დო­ნი­დან საკ­მა­ო­დაა ამაღ­ლე­ბუ­ლი, ხოლო ერთ მათ­გან­ზე, კერ­ძოდ, გორ­გას­ლის საფ­ლავ­ზე, გა­მო­ხა­ტუ­ლია თვი­თონ ვახ­ტანგ მეფე, მთე­ლი ტა­ნით. ამაღ­ლე­ბუ­ლი საფ­ლა­ვის ქვე­ბი­სა და მათ­ზე მიც­ვა­ლე­ბუ­ლის პორ­ტრე­ტის (ფრაგ­მენ­ტუ­ლად თუ მთლი­ა­ნი ტა­ნით) და­ტა­ნის ჩვე­უ­ლე­ბა ჩვენ­ში შე­მო­ვი­და სა­ე­რო ყო­ფა­ში, გვი­ან­შუ­ა­სა­უ­კუ­ნე­ებ­ში, მაგ­რამ მსგავ­სი ტრა­დი­ცია არ მი­ი­ღო ეკ­ლე­სი­ამ. ვერ ნა­ხავთ თუნ­დაც ერთ ქარ­თულ ტა­ძარს, სა­დაც შუა ტა­ძარ­ში, ია­ტა­კის დო­ნი­დან ამაღ­ლე­ბულ საფ­ლა­ვის ქვას შეხ­ვდე­ბით. მით უმე­ტეს, ვერ შეხ­ვდე­ბით საფ­ლა­ვის ქვა­ზე და­ტა­ნილ მიც­ვა­ლე­ბულ­თა პორ­ტრე­ტებს, რო­გორც ეს კა­თო­ლი­კურ ტრა­დი­ცი­ა­შია მი­ღე­ბუ­ლი.

გარ­და ამი­სა, თი­თო­ე­ულ ამ საფ­ლა­ვის ქვას, რო­მე­ლიც სვე­ტი­ცხო­ველ­ში შეც­ვა­ლეს, თა­ვი­სი ის­ტო­რია აქვს და მათი შეც­ვლა ამ ის­ტო­რი­ის წაშ­ლის მცდე­ლო­ბაა. და­ვი­წყოთ ბოლო მათ­გა­ნით.

კა­თა­ლი­კოს-პატ­რი­არქ მელ­ქი­სე­დეკ I-ის საფ­ლა­ვის ქვა, 1940-იან წლებ­ში კა­თა­ლი­კოს-პატ­რი­არქ კა­ლის­ტრა­ტე ცინ­ცა­ძის ინი­ცი­ა­ტი­ვით და­უდ­ვი­ათ, რო­გორც ამას მღვდე­ლი ილია ჭიღ­ლა­ძე ამ­ბობს და მისი თქმით, მას ამის და­მამ­ტკი­ცე­ბე­ლი შე­სა­ბა­მი­სი დო­კუ­მენ­ტუ­რი მა­სა­ლაც ხელთ აქვს. რო­გორც იგი წერს, კა­ლის­ტრა­ტეს და­უშ­ვია შეც­დო­მა და ქვა სამ­ხრე­თის კედ­ლის ცენ­ტრა­ლურ მო­ნაკ­ვეთ­თან და­უდ­ვია, და არა სა­დი­აკ­ვნის­კენ (დღე­ვან­დე­ლი ილია წი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლის ეკვდე­რი), სა­დაც და­საფ­ლავ­და მელ­ქი­სე­დე­კი. მაგ­რამ ეს, რა თქმა უნდა, ობი­ექ­ტუ­რი მი­ზე­ზით იყო გა­მოწ­ვე­უ­ლი: მა­ნამ­დე ცნო­ბი­ლი იყო მხო­ლოდ, რომ მელ­ქი­სე­დე­კი გა­ნის­ვე­ნებ­და ტაძ­რის სამ­ხრეთ კე­დელ­თან. მელ­ქი­სე­დე­კის ნეშ­ტის ნამ­დვილ ად­გილმდე­ბა­რე­ო­ბას (სამ­ხრეთ-და­სავ­ლე­თით) მი­აკ­ვლი­ეს 1963-1964 წლე­ბის არ­ქე­ო­ლო­გი­უ­რი გა­თხრე­ბის შე­დე­გად.

რა აუ­ცი­ლებ­ლო­ბას წარ­მო­ად­გენ­და ახლა, კა­ლის­ტრა­ტე ცინ­ცა­ძის ინი­ცი­ა­ტი­ვით და­დე­ბუ­ლი ქვის შეც­ვლა, ახა­ლი ამაღ­ლე­ბუ­ლი ქვით, სრუ­ლი­ად გა­უ­გე­ბა­რია, რად­გან ძვე­ლი და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი არ ყო­ფი­ლა. განა ეს არ არის ერთი პატ­რი­არ­ქის (მელ­ქი­სე­დე­კის) ღვაწ­ლის და­ფა­სე­ბა, მე­ო­რის (კა­ლის­ტრა­ტეს) ღვაწ­ლის დაკ­ნი­ნე­ბის ხარ­ჯზე? განა ეს არ არის საბ­ჭო­თა პე­რი­ოდ­ში, კონ­კრე­ტუ­ლად კი 40-იან წლებ­ში, ეკ­ლე­სი­ი­სა და მის ცალ­კე­ულ მოღ­ვა­წე­თა აქ­ტი­ვო­ბე­ბის ის­ტო­რი­ის წაშ­ლის მცდე­ლო­ბა?

იხი­ლეთ ვრცლად

მცხე­თა-მთი­ა­ნე­თის სა­ინ­ფორ­მა­ციო ცენ­ტრი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"

ვის სჭირდება ისტორიის გაყალბება? - სვეტიცხოველში ძველი საფლავის ქვებს ახლით ცვლიან

ვის სჭირდება ისტორიის გაყალბება? - სვეტიცხოველში ძველი საფლავის ქვებს ახლით ცვლიან

2015 წლის 27 ივნისს ისტორიკოსმა ლაშა ბაქრაძემ გამოაქვეყნა ფოტოები სვეტიცხოვლიდან, რომლებზეც აღბეჭდილია ვახტანგ გორგასლისა და კათალიკოს-პატრიარქ მელქისედეკ I-ის სვეტიცხოვლის ეზოში, ღია ცის ქვეშ გამოტანილი, ადრინდელი საფლავის ქვები და მათ ნაცვლად ახალი საფლავის ქვები ტაძრის ინტერიერში. სხვადასხვა ინფორმაციით, ასევე, იგეგმება ერეკლე II-ისა და გიორგი XII-ის საფლავების ქვების შეცვლაც.

ამ საფლავის ქვათაგან არცერთი არის თავდაპირველი, ავთენტური და ერთი შეხედვით, თითქოსდა, მათი შეცვლა პრობლემას არ უნდა წარმოადგენდეს, მაგრამ თუ საკითხს უფრო ღრმად გამოვიკვლევთ, ვნახავთ, რომ ეს არის მცდელობა არა მხოლოდ ისტორიის წაშლისა, არამედ ისტორიის გაყალბებისაც. საქმე ისაა, რომ მეფისა და პატრიარქის ახალი საფლავის ქვები იატაკის დონიდან საკმაოდაა ამაღლებული, ხოლო ერთ მათგანზე, კერძოდ, გორგასლის საფლავზე, გამოხატულია თვითონ ვახტანგ მეფე, მთელი ტანით. ამაღლებული საფლავის ქვებისა და მათზე მიცვალებულის პორტრეტის (ფრაგმენტულად თუ მთლიანი ტანით) დატანის ჩვეულება ჩვენში შემოვიდა საერო ყოფაში, გვიანშუასაუკუნეებში, მაგრამ მსგავსი ტრადიცია არ მიიღო ეკლესიამ. ვერ ნახავთ თუნდაც ერთ ქართულ ტაძარს, სადაც შუა ტაძარში, იატაკის დონიდან ამაღლებულ საფლავის ქვას შეხვდებით. მით უმეტეს, ვერ შეხვდებით საფლავის ქვაზე დატანილ მიცვალებულთა პორტრეტებს, როგორც ეს კათოლიკურ ტრადიციაშია მიღებული.

გარდა ამისა, თითოეულ ამ საფლავის ქვას, რომელიც სვეტიცხოველში შეცვალეს, თავისი ისტორია აქვს და მათი შეცვლა ამ ისტორიის წაშლის მცდელობაა. დავიწყოთ ბოლო მათგანით.

კათალიკოს-პატრიარქ მელქისედეკ I-ის საფლავის ქვა, 1940-იან წლებში კათალიკოს-პატრიარქ კალისტრატე ცინცაძის ინიციატივით დაუდვიათ, როგორც ამას მღვდელი ილია ჭიღლაძე ამბობს და მისი თქმით, მას ამის დამამტკიცებელი შესაბამისი დოკუმენტური მასალაც ხელთ აქვს. როგორც იგი წერს, კალისტრატეს დაუშვია შეცდომა და ქვა სამხრეთის კედლის ცენტრალურ მონაკვეთთან დაუდვია, და არა სადიაკვნისკენ (დღევანდელი ილია წინასწარმეტყველის ეკვდერი), სადაც დასაფლავდა მელქისედეკი. მაგრამ ეს, რა თქმა უნდა, ობიექტური მიზეზით იყო გამოწვეული: მანამდე ცნობილი იყო მხოლოდ, რომ მელქისედეკი განისვენებდა ტაძრის სამხრეთ კედელთან. მელქისედეკის ნეშტის ნამდვილ ადგილმდებარეობას (სამხრეთ-დასავლეთით) მიაკვლიეს 1963-1964 წლების არქეოლოგიური გათხრების შედეგად.

რა აუცილებლობას წარმოადგენდა ახლა, კალისტრატე ცინცაძის ინიციატივით დადებული ქვის შეცვლა, ახალი ამაღლებული ქვით, სრულიად გაუგებარია, რადგან ძველი დაზიანებული არ ყოფილა. განა ეს არ არის ერთი პატრიარქის (მელქისედეკის) ღვაწლის დაფასება, მეორის (კალისტრატეს) ღვაწლის დაკნინების ხარჯზე? განა ეს არ არის საბჭოთა პერიოდში, კონკრეტულად კი 40-იან წლებში, ეკლესიისა და მის ცალკეულ მოღვაწეთა აქტივობების ისტორიის წაშლის მცდელობა?

იხილეთ ვრცლად

მცხეთა-მთიანეთის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა