პოლიტიკა
მეცნიერება

26

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეორე დღე დაიწყება 04:52-ზე, მთვარე კირჩხიბშია – რეკომენდებულია ბიზნესის დაწყება. მუშაობა ინდივიდუალურადაც და გუნდურადაც. მოძებნეთ სპონსორები თქვენი პროექტებისთვის. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საგნების სწავლა, ჩაირიცხოთ კურსებზე. კარგია მოგზაურობა, მივლინებები. პირი და კბილები აქტიურია. კარგია ვარჯიშის დაწყება. რაც უფრო მარტივი და მსუბუქი იქნება დღეს საკვები, მით უკეთესია. არ არის მიზანშეწონილი ალკოჰოლისა და ხორცის მოხმარება. ერთ-ერთი საუკეთესო დღეა ქორწინებისთვის. დღეს შექმნილი ოჯახი ძლიერი და მეგობრული იქნება. კარგია პაემნის მოწყობა და საყვარელი ადამიანისთვის საჩუქრის მირთმევა.
მსოფლიო
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ჩაეწობა გოჭივით, ამოისარსლება და წევს დიდად კმაყოფილი" - როგორ გრძნობს თავს მსოფლიოში ყველაზე პოპულარული ბეჰემოტი "ბეგი"
"ჩაეწობა გოჭივით, ამოისარსლება და წევს დიდად კმაყოფილი" - როგორ გრძნობს თავს მსოფლიოში ყველაზე პოპულარული ბეჰემოტი "ბეგი"

თბი­ლი­სის ზო­ო­პარ­კი, მსოფ­ლი­ო­ში ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე პო­პუ­ლა­რუ­ლი ბე­ჰე­მო­ტის, "ბე­გის" შე­სა­ხებ აქ­ვეყ­ნებს ინ­ფორ­მა­ცი­ას:

პრო­ლო­გი: არ შე­გე­შინ­დეთ, არ მომ­კვდა­რა, უბ­რა­ლოდ ჰი­პო­პო­ტა­მებს წი­თე­ლი ოფლი აქვთ.

ყვე­ლას აინ­ტე­რე­სებს, რო­გორ გრძნობს ამ­ჟა­მად თავს ბეგი, ჩვე­ნი მსუ­ქა­ნი ბიჭი, რო­მელ­მაც მსოფ­ლიო პო­პუ­ლა­რო­ბა მო­ი­პო­ვა იმ გმი­რო­ბის შემ­დეგ, რაც გმი­რუ­ლად მო­ა­ხერ­ხა გმირ­თა მო­ედ­ნამ­დე მიღ­წე­ვა და ტა­ლახ­ში კოტ­რი­ა­ლი­თა და ჭად­რის ფოთ­ლე­ბის ღეჭ­ვით იქ­ცევ­და თავს მა­ნამ, სა­ნამ მისი იმო­ბი­ლი­ზა­ცია და ზო­ო­პარკში დაბ­რუ­ნე­ბა გახ­დე­ბო­და შე­საძ­ლე­ბე­ლი.

რო­გორც იცით, სტი­ქი­ის შემ­დეგ ბეგი დრო­ე­ბით სპი­ლო­ე­ბის ვო­ლი­ერ­ში შე­ვა­სახ­ლეთ. პირ­ვე­ლი რამ­დე­ნი­მე დღე ძა­ლი­ან დას­ტრე­სი­ლი იყო, არ ჭამ­და, ფეხ­ზე არ დგე­ბო­და, იწვა და მომ­ვლე­ლე­ბი ზე­მო­დან ას­ხამ­დნენ წყალს, რომ არ გა­და­ხუ­რე­ბუ­ლი­ყო. ახლა უკვე მო­ყო­ჩაღ­და და დრო­ე­ბი­თი სა­ცხოვ­რე­ბე­ლიც აით­ვი­სა. ძა­ლი­ან მო­ე­წო­ნა სპი­ლო­ე­ბის აუზი და დღის ძი­რი­თად მო­ნაკ­ვეთს წყალ­ში ატა­რებს (ჰი­პო­პო­ტა­მე­ბი ბუ­ნე­ბა­შიც ასე იქ­ცე­ვი­ან). გარ­და ამი­სა, რამ­დე­ნი­მე დღის წინ "ნა­ქი­რა­ვე­ბი ბი­ნის" დათ­ვა­ლი­ე­რე­ბი­სას სპი­ლო­ე­ბის ტა­ლა­ხის ორმო აღ­მო­ა­ჩი­ნა და მას შემ­დეგ ყო­ველ­დღი­უ­რად იღებს ტა­ლა­ხის აბა­ზა­ნებს. ჩა­ე­წო­ბა გო­ჭი­ვით, ამო­ი­სარსლე­ბა და წევს დი­დად კმა­ყო­ფი­ლი.

ეპი­ლო­გი: ამ ეტაპ­ზე ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ შე­მოდ­გო­მამ­დე რო­გორ­მე მო­ვას­წროთ ბე­გის­თვის ახა­ლი ვო­ლი­ე­რის აშე­ნე­ბა. ჰი­პო­პო­ტა­მი თბი­ლი სარ­ტყე­ლის ბი­ნა­და­რია, ამი­ტომ სი­ცი­ვეს ვერ იტანს. შე­სა­ბა­მი­სად, მის­თვის სა­სი­ცო­ცხლოდ აუ­ცი­ლე­ბე­ლია ზამ­თრის ვო­ლი­ე­რი გათ­ბო­ბი­თა და აუ­ზით. იმე­დია შევ­ძლებთ საკ­მა­რი­სი თან­ხე­ბის მო­ძი­ე­ბას...

იხი­ლეთ ასე­ვე|პა­სუ­ხი ყვე­ლა კი­თხვა­ზე, რაც ზო­ო­პარკთან და­კავ­ში­რე­ბით სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში დღემ­დე არ­სე­ბობს

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რატომ გაგიჟდა მსოფლიო labubu-ს თოჯინებზე?

"ჩაეწობა გოჭივით, ამოისარსლება და წევს დიდად კმაყოფილი" - როგორ გრძნობს თავს მსოფლიოში ყველაზე პოპულარული ბეჰემოტი "ბეგი"

"ჩაეწობა გოჭივით, ამოისარსლება და წევს დიდად კმაყოფილი" - როგორ გრძნობს თავს მსოფლიოში ყველაზე პოპულარული ბეჰემოტი "ბეგი"

თბილისის ზოოპარკი, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ბეჰემოტის, "ბეგის" შესახებ აქვეყნებს ინფორმაციას:

პროლოგი: არ შეგეშინდეთ, არ მომკვდარა, უბრალოდ ჰიპოპოტამებს წითელი ოფლი აქვთ.

ყველას აინტერესებს, როგორ გრძნობს ამჟამად თავს ბეგი, ჩვენი მსუქანი ბიჭი, რომელმაც მსოფლიო პოპულარობა მოიპოვა იმ გმირობის შემდეგ, რაც გმირულად მოახერხა გმირთა მოედნამდე მიღწევა და ტალახში კოტრიალითა და ჭადრის ფოთლების ღეჭვით იქცევდა თავს მანამ, სანამ მისი იმობილიზაცია და ზოოპარკში დაბრუნება გახდებოდა შესაძლებელი.

როგორც იცით, სტიქიის შემდეგ ბეგი დროებით სპილოების ვოლიერში შევასახლეთ. პირველი რამდენიმე დღე ძალიან დასტრესილი იყო, არ ჭამდა, ფეხზე არ დგებოდა, იწვა და მომვლელები ზემოდან ასხამდნენ წყალს, რომ არ გადახურებულიყო. ახლა უკვე მოყოჩაღდა და დროებითი საცხოვრებელიც აითვისა. ძალიან მოეწონა სპილოების აუზი და დღის ძირითად მონაკვეთს წყალში ატარებს (ჰიპოპოტამები ბუნებაშიც ასე იქცევიან). გარდა ამისა, რამდენიმე დღის წინ "ნაქირავები ბინის" დათვალიერებისას სპილოების ტალახის ორმო აღმოაჩინა და მას შემდეგ ყოველდღიურად იღებს ტალახის აბაზანებს. ჩაეწობა გოჭივით, ამოისარსლება და წევს დიდად კმაყოფილი.

ეპილოგი: ამ ეტაპზე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ შემოდგომამდე როგორმე მოვასწროთ ბეგისთვის ახალი ვოლიერის აშენება. ჰიპოპოტამი თბილი სარტყელის ბინადარია, ამიტომ სიცივეს ვერ იტანს. შესაბამისად, მისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელია ზამთრის ვოლიერი გათბობითა და აუზით. იმედია შევძლებთ საკმარისი თანხების მოძიებას...

იხილეთ ასევე|პასუხი ყველა კითხვაზე, რაც ზოოპარკთან დაკავშირებით საზოგადოებაში დღემდე არსებობს

ასტროლოგიური წლის ბოლო ახალი მთვარე და განწმენდის რიტუალი ზოდიაქოს ნიშნებისთვის - ვინ იგრძნობს 23 თებერვლის ახალმთვარეობას ყველაზე მეტად

ჰარი პროდუქტებით და სენდვიჩებით სუპერმარკეტში - როგორ ცხოვრობს კანადაში უტიტულო პრინცი

როგორ გავიფართოვოთ პროფესიული სანაცნობო წრე? – 27 თებერვალს დავით ჩიკვაიძის მასტერკლასი გაიმართება