პოლიტიკა
სამართალი

5

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:02-ზე, მთვარე სასწორშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი. გამოიჩინეთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი.
Faceამბები
საზოგადოება
მოზაიკა
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა გავლენას მოახდენს საბერძნეთის კრიზისი ქართულ ეკონომიკაზე და რამდენ მილიონს დაკარგავს ქვეყანა
რა გავლენას მოახდენს საბერძნეთის კრიზისი ქართულ ეკონომიკაზე და რამდენ მილიონს დაკარგავს ქვეყანა

სა­ბერ­ძნეთ­ში კრი­ზი­სი პიკს აღ­წევს, ქვე­ყა­ნას დე­ფოლ­ტი და უფრო მე­ტიც, ევ­რო­ზო­ნი­დან გას­ვლა ემუქ­რე­ბა. კვი­რას და­გეგ­მი­ლი რე­ფე­რენ­დუ­მის შე­დე­გად მო­სახ­ლე­ო­ბამ უნდა გა­და­წყვი­ტოს, მხარს უჭერს თუ არა მკაც­რი ეკო­ნო­მი­კუ­რი რე­ფორ­მე­ბის გა­ტა­რე­ბის შე­სა­ხებ სა­ერ­თშო­რი­სო კრე­დი­ტო­რე­ბის მო­თხოვ­ნას. პროგ­ნო­ზე­ბის გა­კე­თე­ბა რთუ­ლია, თუმ­ცა, ნა­თე­ლია, რომ სა­ბერ­ძნეთ­ში შექ­მნი­ლი ეკო­ნო­მი­კუ­რი ჩიხი ქარ­თველ ემიგ­რან­ტებ­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვან გავ­ლე­ნას მო­ახ­დენს.

სა­ბერ­ძნეთ­ში არა­ო­ფი­ცი­ა­ლუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბით, და­ახ­ლო­ე­ბით 250 000 ქარ­თვე­ლი ემიგ­რან­ტი ცხოვ­რობს. მათ მიერ სა­ქარ­თვე­ლო­ში ფუ­ლა­დი გა­და­რი­ცხვე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა გა­სულ წელს 2013 წლის მო­ნა­ცე­მებ­თან შე­და­რე­ბით, 22 მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რით გა­ი­ზარ­და. თუ რო­გო­რი იქ­ნე­ბა 2015 წლის მო­ნა­ცე­მე­ბი და რა ტენ­დენ­ცი­ე­ბი იქ­ნე­ბა ამ მხრივ, ეკო­ნო­მი­კის ექ­სპერტს, სოსო არჩვა­ძეს არ­ცთუ ისე ოპ­ტი­მის­ტუ­რი პროგ­ნო­ზე­ბი აქვს.

"საკ­მა­ოდ დრა­მა­ტუ­ლად მიმ­დი­ნა­რე­ობს პრო­ცე­სე­ბი. სა­ბერ­ძნეთ­ში გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი მოვ­ლე­ნე­ბი, რა თქმა უნდა, გავ­ლე­ნას მო­ახ­დენს. ბოლო პე­რი­ოდ­ში აღ­მა­ვა­ლი გზით მი­დი­ო­და გზავ­ნი­ლე­ბის მო­ცუ­ლო­ბა. შარ­შან სა­ბერ­ძნე­თი­დან სა­ქარ­თვე­ლო­ში გად­მო­რი­ცხვე­ბის რა­ო­დე­ნო­ბამ 200 მი­ლი­ონ დო­ლარს გა­და­ა­ჭარ­ბა. დარ­ჩე­ბა თუ არა სა­ბერ­ძნე­თი ევ­რო­ზო­ნა­ში, შექ­მნი­ლი ვი­თა­რე­ბა მა­ინც გარ­კვე­ულ­წი­ლად გა­მო­იწ­ვევს ან ეკო­ნო­მი­ის რე­ჟიმს ან ეროვ­ნუ­ლი ვა­ლუ­ტის აღ­დგე­ნის შემ­თხვე­ვა­ში, ბერ­ძნუ­ლი დრაჰ­მის კურ­სის და­ცე­მას ევ­როს­თან მი­მარ­თე­ბა­ში. შე­დე­გად შე­მო­სავ­ლე­ბი ეროვ­ნულ ვა­ლუ­ტა­შიც და ევ­რო­შიც მნიშ­ვნე­ლოვ­ნად შემ­ცირ­დე­ბა. ეს გავ­ლე­ნას მო­ახ­დენს ქარ­თველ და­საქ­მე­ბულ­თა ანა­ღა­უ­რე­ბა­ზეც. შე­სა­ბა­მი­სად, ფუ­ლა­დი გზავ­ნი­ლე­ბის მო­ცუ­ლო­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში შემ­ცირ­დე­ბა", -აღ­ნიშ­ნა სოსო არჩვა­ძემ AMBEBI.GE-სთან სა­უბ­რი­სას.

ასე­ვე სა­ინ­ტე­რე­სო| სა­ი­დან შე­მო­დის ყვე­ლა­ზე მეტი ფული სა­ქარ­თვე­ლო­ში - მი­ლი­ო­ნე­ბი, რომ­ლი­თაც ემიგ­რან­ტე­ბი ქარ­თულ ეკო­ნო­მი­კას "კვე­ბა­ვენ"

მი­სი­ვე თქმით, არ­სე­ბობს ვა­რა­უ­დი, რომ სა­ბერ­ძნეთ­ში შექ­მნი­ლი ეკო­ნო­მი­კუ­რი ვი­თა­რე­ბის გამო, ქარ­თვე­ლე­ბის ნა­წილ­მა და­ტო­ვოს ეს ქვე­ყა­ნა და გა­და­ვი­დეს სხვა ქვე­ყა­ნა­ში სა­მუ­შა­ოდ.

რაც შე­ე­ხე­ბა თა­ვად სა­ბერ­ძნეთ­ში მცხოვ­რებ მო­სახ­ლე­ო­ბას, მა­თაც მნიშ­ვნე­ლო­ვან ეკო­ნო­მი­კურ პრობ­ლე­მებ­თან მო­უ­წევთ ბრძო­ლა.

"ნე­ბის­მი­ერ შემ­თხვე­ვა­ში, ქვე­ყა­ნას მო­უ­წევს სა­კუ­თა­რი ხარ­ჯე­ბის ოპ­ტი­მი­ზა­ცია და შე­მო­სავ­ლე­ბის გარ­კვე­უ­ლი ბა­ლან­სის დამ­ყა­რე­ბა. შე­უძ­ლე­ბე­ლია ბერ­ძე­ნი მო­ქა­ლა­ქე სა­ბერ­ძნეთ­ში არ­სე­ბუ­ლი შე­მო­სავ­ლე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით უფრო მეტს მო­იხ­მარ­დეს და ფი­ნან­სუ­რად უფრო თა­ვი­სუფ­ლად ცხოვ­რობ­დეს, ვიდ­რე გერ­მა­ნი­ის სა­შუ­ა­ლო შე­მო­სავ­ლის მქო­ნე მო­ქა­ლა­ქე. ვი­ნა­ი­დან გერ­მა­ნი­ის ეკო­ნო­მი­კა გა­ცი­ლე­ბით ძლი­ე­რია", - აღ­ნიშ­ნა სოსო არჩვა­ძემ.

ასე­ვე სა­ინ­ტე­რე­სო| რას ყვე­ბი­ან სა­ბერ­ძნეთ­ში სა­მუ­შა­ოდ წა­სუ­ლი ქარ­თვე­ლე­ბი, რომ­ლებ­საც ეკო­ნო­მი­კუ­რი კრი­ზი­სის გამო ანა­ზღა­უ­რე­ბას აღარ აძ­ლე­ვენ

სა­ერ­თა­შო­რი­სო კრე­დი­ტო­რე­ბი სა­ბერ­ძნე­თის მთავ­რო­ბას ბოლო 5 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში დაგ­რო­ვი­ლი ვა­ლის გა­დახ­დას სთხო­ვენ. სა­ვა­ლო შე­თან­ხმე­ბის გა­ხან­გრძლი­ვე­ბის სა­ნაც­ვლოდ კი გარ­კვე­უ­ლი ეკო­ნო­მი­კუ­რი რე­ფორ­მე­ბის გა­ტა­რე­ბის პი­რო­ბას უყე­ნე­ბენ. სწო­რედ ეს არის ის პი­რო­ბა, რო­მელ­საც სა­ბერ­ძნე­თის ევ­როს­კეპ­ტი­კუ­რად გან­წყო­ბი­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა არ თან­ხმდე­ბა. პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა, ალექ­სის ციპ­რას­მა აღ­ნიშ­ნუ­ლი სა­კი­თხის გა­და­წყვე­ტის უფ­ლე­ბა მო­სახ­ლე­ო­ბას მის­ცა და 5 ივ­ლისს რე­ფე­რენ­დუ­მი და­ნიშ­ნა.

რა შე­დე­გე­ბით დას­რულ­დე­ბა სა­ყო­ველ­თაო გა­მო­კი­თხვა და და­უ­ჭე­რენ თუ არა ბერ­ძე­ნი ამომ­რჩევ­ლე­ბი სა­ერ­თა­შო­რი­სო კრე­დი­ტო­რე­ბის მო­თხოვ­ნე­ბის შეს­რუ­ლე­ბას მხარს, ეს და­ახ­ლო­ე­ბით ხუთ დღე­ში გახ­დე­ბა ცნო­ბი­ლი. ამას­თან, სწო­რედ ამ რე­ფე­რენ­დუ­მით გა­და­წყდე­ბა, და­ტო­ვებს თუ არა სა­ბერ­ძნე­თი ევ­როს არე­ალს. თუ მოვ­ლე­ნე­ბი ამ­გვა­რად გან­ვი­თარ­და, სა­ბერ­ძნე­თი პირ­ვე­ლი ქვე­ყა­ნა გახ­დე­ბა, რო­მე­ლიც ევ­რო­ზო­ნი­დან გავა.

თამ­თა ჯი­ჯა­ვა­ძე

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქართულ კომერციულ ბანკებში დაახლოებით 2 მილიარდი რუსული რუბლი ინახება

რა გავლენას მოახდენს საბერძნეთის კრიზისი ქართულ ეკონომიკაზე და რამდენ მილიონს დაკარგავს ქვეყანა

რა გავლენას მოახდენს საბერძნეთის კრიზისი ქართულ ეკონომიკაზე და რამდენ მილიონს დაკარგავს ქვეყანა

საბერძნეთში კრიზისი პიკს აღწევს, ქვეყანას დეფოლტი და უფრო მეტიც, ევროზონიდან გასვლა ემუქრება. კვირას დაგეგმილი რეფერენდუმის შედეგად მოსახლეობამ უნდა გადაწყვიტოს, მხარს უჭერს თუ არა მკაცრი ეკონომიკური რეფორმების გატარების შესახებ საერთშორისო კრედიტორების მოთხოვნას. პროგნოზების გაკეთება რთულია, თუმცა, ნათელია, რომ საბერძნეთში შექმნილი ეკონომიკური ჩიხი ქართველ ემიგრანტებზე მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს.

საბერძნეთში არაოფიციალური მონაცემებით, დაახლოებით 250 000 ქართველი ემიგრანტი ცხოვრობს. მათ მიერ საქართველოში ფულადი გადარიცხვების რაოდენობა გასულ წელს 2013 წლის მონაცემებთან შედარებით, 22 მილიონი დოლარით გაიზარდა. თუ როგორი იქნება 2015 წლის მონაცემები და რა ტენდენციები იქნება ამ მხრივ, ეკონომიკის ექსპერტს, სოსო არჩვაძეს არცთუ ისე ოპტიმისტური პროგნოზები აქვს.

"საკმაოდ დრამატულად მიმდინარეობს პროცესები. საბერძნეთში განვითარებული მოვლენები, რა თქმა უნდა, გავლენას მოახდენს. ბოლო პერიოდში აღმავალი გზით მიდიოდა გზავნილების მოცულობა. შარშან საბერძნეთიდან საქართველოში გადმორიცხვების რაოდენობამ 200 მილიონ დოლარს გადააჭარბა. დარჩება თუ არა საბერძნეთი ევროზონაში, შექმნილი ვითარება მაინც გარკვეულწილად გამოიწვევს ან ეკონომიის რეჟიმს ან ეროვნული ვალუტის აღდგენის შემთხვევაში, ბერძნული დრაჰმის კურსის დაცემას ევროსთან მიმართებაში. შედეგად შემოსავლები ეროვნულ ვალუტაშიც და ევროშიც მნიშვნელოვნად შემცირდება. ეს გავლენას მოახდენს ქართველ დასაქმებულთა ანაღაურებაზეც. შესაბამისად, ფულადი გზავნილების მოცულობა საქართველოში შემცირდება", -აღნიშნა სოსო არჩვაძემ AMBEBI.GE-სთან საუბრისას.

ასევე საინტერესო| საიდან შემოდის ყველაზე მეტი ფული საქართველოში - მილიონები, რომლითაც ემიგრანტები ქართულ ეკონომიკას "კვებავენ"

მისივე თქმით, არსებობს ვარაუდი, რომ საბერძნეთში შექმნილი ეკონომიკური ვითარების გამო, ქართველების ნაწილმა დატოვოს ეს ქვეყანა და გადავიდეს სხვა ქვეყანაში სამუშაოდ.

რაც შეეხება თავად საბერძნეთში მცხოვრებ მოსახლეობას, მათაც მნიშვნელოვან ეკონომიკურ პრობლემებთან მოუწევთ ბრძოლა.

"ნებისმიერ შემთხვევაში, ქვეყანას მოუწევს საკუთარი ხარჯების ოპტიმიზაცია და შემოსავლების გარკვეული ბალანსის დამყარება. შეუძლებელია ბერძენი მოქალაქე საბერძნეთში არსებული შემოსავლების გათვალისწინებით უფრო მეტს მოიხმარდეს და ფინანსურად უფრო თავისუფლად ცხოვრობდეს, ვიდრე გერმანიის საშუალო შემოსავლის მქონე მოქალაქე. ვინაიდან გერმანიის ეკონომიკა გაცილებით ძლიერია", - აღნიშნა სოსო არჩვაძემ.

ასევე საინტერესო| რას ყვებიან საბერძნეთში სამუშაოდ წასული ქართველები, რომლებსაც ეკონომიკური კრიზისის გამო ანაზღაურებას აღარ აძლევენ

საერთაშორისო კრედიტორები საბერძნეთის მთავრობას ბოლო 5 წლის განმავლობაში დაგროვილი ვალის გადახდას სთხოვენ. სავალო შეთანხმების გახანგრძლივების სანაცვლოდ კი გარკვეული ეკონომიკური რეფორმების გატარების პირობას უყენებენ. სწორედ ეს არის ის პირობა, რომელსაც საბერძნეთის ევროსკეპტიკურად განწყობილი ხელისუფლება არ თანხმდება. პრემიერ-მინისტრმა, ალექსის ციპრასმა აღნიშნული საკითხის გადაწყვეტის უფლება მოსახლეობას მისცა და 5 ივლისს რეფერენდუმი დანიშნა.

რა შედეგებით დასრულდება საყოველთაო გამოკითხვა და დაუჭერენ თუ არა ბერძენი ამომრჩევლები საერთაშორისო კრედიტორების მოთხოვნების შესრულებას მხარს, ეს დაახლოებით ხუთ დღეში გახდება ცნობილი. ამასთან, სწორედ ამ რეფერენდუმით გადაწყდება, დატოვებს თუ არა საბერძნეთი ევროს არეალს. თუ მოვლენები ამგვარად განვითარდა, საბერძნეთი პირველი ქვეყანა გახდება, რომელიც ევროზონიდან გავა.

თამთა ჯიჯავაძე

AMBEBI.GE

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია