პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო

1

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 10:27-ზე, მთვარე ლომშია – მარტოობისა და თავმდაბლობის დღეა. ინტუიცია მძაფრდება. კარგია სუნთქვითი ვარჯიში და არომათერაპია. კარგია ზედა სასუნთქი გზებისა და ბრონქების გაწმენდა. რეკომენდებულია: მოაგვარეთ მატერიალური და ფულადი საკითხები. აკეთეთ საქმე. გამოავლინეთ თქვენი უნარები და ნიჭი. წარმატების მიღწევა ბევრ სფეროში შეიძლება. უმჯობესია თავი შეიკავოთ როგორც გრძელი, ასევე მოკლე მოგზაურობისგან. ეს დღე განკუთვნილია დასვენებისთვის.
სპორტი
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სამეგრელო ზემო-სვანეთის მოქმედი და ყოფილი გუბერნატორების და მათი მოადგილეების პრემიები
სამეგრელო ზემო-სვანეთის მოქმედი და ყოფილი გუბერნატორების და მათი მოადგილეების პრემიები

2012 წლის 1 იან­ვრი­დან 2015 წლის აპ­რი­ლის ჩათ­ვლით, სა­ხელ­მწი­ფო რწმუ­ნე­ბუ­ლე­ბის-გუ­ბერ­ნა­ტო­რე­ბის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ებ­ში გა­ცე­მუ­ლი პრე­მი­ი­სა და სა­ხელ­ფა­სო და­ნა­მა­ტის შე­სა­ხებ კვლე­ვა ორ­გა­ნი­ზა­ცია "სა­ერ­თა­შო­რი­სო გამჭვირ­ვა­ლო­ბა - სა­ქარ­თვე­ლომ" გა­მო­აქ­ვეყ­ნა. ჩა­ტა­რე­ბუ­ლი კვლე­ვის თა­ნახ­მად, ქვეყ­ნის მას­შტა­ბით სამ­ხა­რეო ად­მი­ნის­ტრა­ცი­ებ­ში 2012-2015 წლებ­ში 3 მი­ლი­ონ ლარ­ზე მეტი პრე­მია და სა­ხელ­ფა­სო და­ნა­მა­ტი გა­ი­ცა. ორ­გა­ნი­ზა­ცი­ა­ში გან­მარ­ტა­ვენ, რომ 2012 წელ­თან შე­და­რე­ბით, 2013-2014 წლებ­ში, გა­ცე­მუ­ლი პრე­მი­ე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა ყვე­ლა გუ­ბერ­ნი­ა­ში შემ­ცირ­და, თუმ­ცა 2014 წელს, იმა­ზე მეტი თან­ხა გა­ი­ცა, ვიდ­რე - 2013 წელს.

კვლე­ვის მი­ხედ­ვით, სა­მეგ­რე­ლო ზემო-სვა­ნე­თის სამ­ხა­რეო ად­მი­ნის­ტრა­ცი­ა­ში, პრე­მი­ი­სა და და­ნა­მა­ტის სა­ხით 2015 წელს - 34 417 ლარი, 2014 წელს - 111 927, ხოლო 2013-ში 89 135 ლარი გა­ი­ცა. 2012 წელს კი 230 890 ლა­რია გა­ცე­მუ­ლი. უფრო კონ­კრე­ტუ­ლად, 2014 წელს გუ­ბერ­ნა­ტორ ლე­ვან შო­ნი­ას 4 425 ლარი პრე­მია და 26 550 ლა­რის და­ნა­მა­ტი აქვს აღე­ბუ­ლი, ხოლო 2015 წელს 8 850 ლარი და­ნა­მა­ტი - ჯამ­ში 39 825 ლარი.

გუ­ბერ­ნა­ტო­რის მო­ად­გი­ლე კობა ქან­თა­რი­ას 2014 წელს პრე­მი­ის სა­ხით 5 930 ლარი, ხოლო 2015 წელს და­ნა­მა­ტი 3 776 ლარი აქვს აღე­ბუ­ლი, რაც ჯამ­ში 9 706 ლარს შე­ად­გენს. მე­ო­რე მო­ად­გი­ლეს კა­ხა­ბერ რუ­სი­ას კი პრე­მი­ის სა­ხით 2015 წელს 1 125 ლარი აქვს აღე­ბუ­ლი.

რაც შე­ე­ხე­ბა სა­მეგ­რე­ლო ზემო-სვა­ნე­თის ყო­ფილ გუ­ბერ­ნა­ტო­რებს, 2012 წელს გუ­რამ მი­სა­ბიშ­ვილ­მა პრე­მი­ის სა­ხით 23 198 ლარი აიღო. ამა­ვე წელს ზაზა გო­რო­ზი­ამ 7 311 ლა­რის ოდე­ნო­ბის პრე­მია გა­მო­ი­წე­რა. 2013 წელს კი ამა­ვე თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე მყოფ­მა თენ­გიზ გუ­ნა­ვამ 3 075 ლარი მი­ი­ღო.

იხი­ლეთ ვრცლად

livepress.ge

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

სამეგრელო ზემო-სვანეთის მოქმედი და ყოფილი გუბერნატორების და მათი მოადგილეების პრემიები

სამეგრელო ზემო-სვანეთის მოქმედი და ყოფილი გუბერნატორების და მათი მოადგილეების პრემიები

2012 წლის 1 იანვრიდან 2015 წლის აპრილის ჩათვლით, სახელმწიფო რწმუნებულების-გუბერნატორების ადმინისტრაციებში გაცემული პრემიისა და სახელფასო დანამატის შესახებ კვლევა ორგანიზაცია "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ" გამოაქვეყნა. ჩატარებული კვლევის თანახმად, ქვეყნის მასშტაბით სამხარეო ადმინისტრაციებში 2012-2015 წლებში 3 მილიონ ლარზე მეტი პრემია და სახელფასო დანამატი გაიცა. ორგანიზაციაში განმარტავენ, რომ 2012 წელთან შედარებით, 2013-2014 წლებში, გაცემული პრემიების რაოდენობა ყველა გუბერნიაში შემცირდა, თუმცა 2014 წელს, იმაზე მეტი თანხა გაიცა, ვიდრე - 2013 წელს.

კვლევის მიხედვით, სამეგრელო ზემო-სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციაში, პრემიისა და დანამატის სახით 2015 წელს - 34 417 ლარი, 2014 წელს - 111 927, ხოლო 2013-ში 89 135 ლარი გაიცა. 2012 წელს კი 230 890 ლარია გაცემული. უფრო კონკრეტულად, 2014 წელს გუბერნატორ ლევან შონიას 4 425 ლარი პრემია და 26 550 ლარის დანამატი აქვს აღებული, ხოლო 2015 წელს 8 850 ლარი დანამატი - ჯამში 39 825 ლარი.

გუბერნატორის მოადგილე კობა ქანთარიას 2014 წელს პრემიის სახით 5 930 ლარი, ხოლო 2015 წელს დანამატი 3 776 ლარი აქვს აღებული, რაც ჯამში 9 706 ლარს შეადგენს. მეორე მოადგილეს კახაბერ რუსიას კი პრემიის სახით 2015 წელს 1 125 ლარი აქვს აღებული.

რაც შეეხება სამეგრელო ზემო-სვანეთის ყოფილ გუბერნატორებს, 2012 წელს გურამ მისაბიშვილმა პრემიის სახით 23 198 ლარი აიღო. ამავე წელს ზაზა გოროზიამ 7 311 ლარის ოდენობის პრემია გამოიწერა. 2013 წელს კი ამავე თანამდებობაზე მყოფმა თენგიზ გუნავამ 3 075 ლარი მიიღო.

იხილეთ ვრცლად

livepress.ge

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა