პოლიტიკა
სამართალი
საზოგადოება
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ტრაგედია ინდონეზიაში: ავიაკატასტროფას, ბოლო მონაცემებით, 30 ადამიანი ემსხვერპლა
ტრაგედია ინდონეზიაში: ავიაკატასტროფას, ბოლო მონაცემებით, 30 ადამიანი ემსხვერპლა

ინ­დო­ნე­ზი­ა­ში სამ­ხედ­რო-სატ­რან­სპორ­ტო თვითმფრი­ნა­ვის ჩა­მო­ვარ­დნის შე­დე­გად, ამ დრო­ის­თვის არ­სე­ბუ­ლი მო­ნა­ცე­მე­ბით, 30 ადა­მი­ა­ნი და­ი­ღუ­პა. "რო­ი­ტე­რის" ცნო­ბით, ლა­ი­ნე­რი დღეს დი­ლით ქვეყ­ნის ჩრდი­ლო­ეთ რე­გი­ონ­ში მდე­ბა­რე ქა­ლაქ მე­დან­ში და­სახ­ლე­ბულ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ჩა­მო­ვარ­და. იგი რამ­დე­ნი­მე სახ­ლს, სას­ტუმ­როს და ავ­ტო­მო­ბილს და­ე­ჯა­ხა.

ინ­დო­ნე­ზი­ის მთავ­რო­ბის ცნო­ბით, ამ დრო­ის­თვის კა­ტას­ტრო­ფის ად­გი­ლას მიმ­დი­ნა­რე­ობს სამ­ძებ­რო და სა­მაშ­ვე­ლო სა­მუ­შა­ო­ე­ბი. ად­გი­ლობ­რი­ვი მე­დი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, მო­სა­ლოდ­ნე­ლია, რომ მსხვერ­პლთა რი­ცხვი კი­დევ უფრო გა­იზ­რდე­ბა. ინ­დო­ნე­ზი­ის სამ­ხედ­რო ძა­ლე­ბის პრესს­პი­კე­რის, ფუად ბა­სი­ას თქმით, თვითმფრი­ნა­ვის ბორტზე ეკი­პა­ჟის 12 წევ­რი იმ­ყო­ფე­ბო­და. მათ­გან ხუთი ადა­მი­ა­ნის ცხე­და­რი უკვე იპო­ვეს. არი­ან და­შა­ვე­ბუ­ლე­ბიც. 11 ადა­მი­ა­ნი უკვე გა­და­იყ­ვა­ნეს ახ­ლოს მდე­ბა­რე სა­ა­ვად­მყო­ფო­ში.

სატ­რან­სპორ­ტო თვითმფრი­ნა­ვი ქა­ლაქ მე­და­ნის სა­ჰა­ე­რო ძა­ლე­ბის ბა­ზი­დან ნა­თუ­ნას კუნ­ძუ­ლე­ბის­კენ მი­ემ­გზავ­რე­ბო­და. იგი აფ­რე­ნი­დან რამ­დე­ნი­მე წუთ­ში ჩა­მო­ვარ­და. რო­გორც ინ­დო­ნე­ზი­ის სამ­ხედ­რო ძა­ლე­ბის პრესს­პი­კე­რი ამ­ბობს, მფრი­ნა­ვი სა­დის­პეტ­ჩე­როს და­უ­კავ­შირ­და და ტექ­ნი­კუ­რი პრობ­ლე­მე­ბის გამო უკან დაფ­რე­ნა მო­ი­თხო­ვა.

"გაჩ­ნდა ცე­ცხლი და კვამ­ლი. რის შემ­დე­გაც თვითმფრი­ნა­ვი ერთ-ერთი სას­ტუმ­როს სა­ხუ­რავს და­ე­ჯა­ხა, მოგ­ვი­ა­ნე­ბით კი აფეთ­ქდა" , - გა­ნა­ცხა­და ფუად ბა­სი­ამ. შემ­თხვე­ვის შე­დე­გად ცე­ცხლი გა­უჩ­ნდა იმ შე­ნო­ბებ­საც, რო­მელ­საც ლა­ი­ნე­რი და­ე­ჯა­ხა.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

ტრაგედია ინდონეზიაში: ავიაკატასტროფას, ბოლო მონაცემებით, 30 ადამიანი ემსხვერპლა

ტრაგედია ინდონეზიაში: ავიაკატასტროფას, ბოლო მონაცემებით, 30 ადამიანი ემსხვერპლა

ინდონეზიაში სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად, ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, 30 ადამიანი დაიღუპა. "როიტერის" ცნობით, ლაინერი დღეს დილით ქვეყნის ჩრდილოეთ რეგიონში მდებარე ქალაქ მედანში დასახლებულ ტერიტორიაზე ჩამოვარდა. იგი რამდენიმე სახლს, სასტუმროს და ავტომობილს დაეჯახა.

ინდონეზიის მთავრობის ცნობით, ამ დროისთვის კატასტროფის ადგილას მიმდინარეობს სამძებრო და სამაშველო სამუშაოები. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, მოსალოდნელია, რომ მსხვერპლთა რიცხვი კიდევ უფრო გაიზრდება. ინდონეზიის სამხედრო ძალების პრესსპიკერის, ფუად ბასიას თქმით, თვითმფრინავის ბორტზე ეკიპაჟის 12 წევრი იმყოფებოდა. მათგან ხუთი ადამიანის ცხედარი უკვე იპოვეს. არიან დაშავებულებიც. 11 ადამიანი უკვე გადაიყვანეს ახლოს მდებარე საავადმყოფოში.

სატრანსპორტო თვითმფრინავი ქალაქ მედანის საჰაერო ძალების ბაზიდან ნათუნას კუნძულებისკენ მიემგზავრებოდა. იგი აფრენიდან რამდენიმე წუთში ჩამოვარდა. როგორც ინდონეზიის სამხედრო ძალების პრესსპიკერი ამბობს, მფრინავი სადისპეტჩეროს დაუკავშირდა და ტექნიკური პრობლემების გამო უკან დაფრენა მოითხოვა.

"გაჩნდა ცეცხლი და კვამლი. რის შემდეგაც თვითმფრინავი ერთ-ერთი სასტუმროს სახურავს დაეჯახა, მოგვიანებით კი აფეთქდა" , - განაცხადა ფუად ბასიამ. შემთხვევის შედეგად ცეცხლი გაუჩნდა იმ შენობებსაც, რომელსაც ლაინერი დაეჯახა.

"ინტერპრესნიუსი"

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა