პოლიტიკა
საზოგადოება
სამართალი

4

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 16:04-ზე, მთვარე მორიელში გადავა 13:33-ზე – გააუმჯობესეთ ოჯახური ურთიერთობები, აღადგინეთ ოჯახური ტრადიციები. კარგია სახლის აშენება ან გარემონტება. რეკომენდებულია საოჯახო ბიზნესის დაწყება. ოჯახთან დაკავშირებული ფინანსური საკითხების მოგვარება. მოლაპარაკებების წარმოება, კონტაქტების დამყარება. გააძლიერეთ კავშირები. ჩაერთეთ შემოქმედებით და ინტელექტუალურ საქმიანობაში. ფრთხილად იყავით ემოციებთან. ხელსაყრელი დღეა რთული პრობლემების გადასაჭრელად. კარგია ჭურჭლისა და სარეცხის გარეცხვა. მორწყეთ მცენარეები.
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
კონფლიქტები
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სამსახურიდან რომ მიხვალ სახლში, აბანო მინისტრსაც უნდა და გლეხსაც" - დასახლება კანალიზაციის გარეშე
"სამსახურიდან რომ მიხვალ სახლში, აბანო მინისტრსაც უნდა და გლეხსაც" - დასახლება კანალიზაციის გარეშე

ახალ­ცი­ხე­ში, ივა­ნე ახალ­ცი­ხე­ლის ქუ­ჩის მო­სახ­ლე­ო­ბა სა­კა­ნა­ლი­ზა­ციო სის­ტე­მის უქონ­ლო­ბას აპ­რო­ტეს­ტებს. მათი თქმით, ეს საკ­მა­ოდ ძვე­ლი და­სახ­ლე­ბაა და აქ სა­კა­ნა­ლი­ზა­ციო სის­ტე­მა არა­სო­დეს ყო­ფი­ლა.

"კა­ნა­ლი­ზა­ცია თუ არ გაგ­ვი­კე­თეს, გზის და­გე­ბას აზრი არ აქვს. აბა­ნო­ე­ბის წყა­ლი გა­მო­დის სახ­ლე­ბი­დან და ქუ­ჩა­ზე მო­ე­დი­ნე­ბა. აქ სა­ერ­თოდ არ არ­სე­ბობს კა­ნა­ლი­ზა­ცია. ამ­ბო­ბენ, რომ კეთ­დე­ბა გზა და სა­ნი­აღ­ვრე არ­ხე­ბი, იმ სა­ნი­აღ­ვრე­ში გა­მო­ვუშ­ვათ კა­ნა­ლი­ზა­ცია?" - ამ­ბობს ივა­ნე ახალ­ცი­ხე­ლის ქუ­ჩა­ზე მცხოვ­რე­ბი თა­მარ აბე­სა­ძე.

სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე ფე­კა­ლუ­რი მასა ქუ­ჩა­ზე მო­ე­დი­ნე­ბა და მო­სახ­ლე­ო­ბას ამ ქუ­ჩა­ზე ფე­ხით გა­და­ად­გი­ლე­ბა ყო­ველ­დღი­უ­რად უწევს.

"აქ იყო გა­უ­საძ­ლი­სი მდგო­მა­რე­ო­ბა, ამ არხს რომ აყ­ვე­ბი, მთლი­ა­ნად ფე­კა­ლუ­რი მასა მო­დის, სახ­ლის ვერ­ცერ­თი ფან­ჯა­რა და ვერ­ცერ­თი კარი ვერ გაგ­ვი­ღია, სა­ში­ნე­ლი სუნი დგას. რო­გორ შე­იძ­ლე­ბა გზა და­ა­გონ და კა­ნა­ლი­ზა­ცი­ის სუნ­ში ვი­ცხოვ­როთ, ხვალ რომ ინ­ფექ­ცი­ამ იფეთ­ქოს, ჩვენ და­ვა­ვად­დე­ბით, მერე რა უნდა ვქნათ?", - ამ­ბობს ივა­ნე ახალ­ცი­ხე­ლის ქუ­ჩა­ზე მცხოვ­რე­ბი ხა­თუ­ნა ფო­ცხვე­რაშ­ვი­ლი.

მო­სახ­ლე­ო­ბამ ად­გი­ლობ­რივ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­სა და გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი წყალ­მო­მა­რა­გე­ბის კომ­პა­ნი­ას მი­მარ­თა, თუმ­ცა, მე­რი­ამ ისი­ნი წყალ­მო­მა­რა­გე­ბის კომ­პა­ნი­ა­ში გა­და­ა­მი­სა­მარ­თა, კომ­პა­ნი­ამ კი ად­გი­ლობ­რი­ვებს კონ­კრე­ტუ­ლი პა­სუ­ხი ვერ გას­ცეს.

"სამ­სა­ხუ­რი­დან რომ მიხ­ვალ სახ­ლში, აბა­ნო მი­ნის­ტრსაც უნდა და გლეხ­საც. წყა­ლი რომ გა­და­ივ­ლო, სად უნდა გა­და­აქ­ციო? როცა არ­ჩევ­ნე­ბი მო­დის, მხო­ლოდ მა­შინ ვახ­სო­ვართ, ხალ­ხი მარ­ტო მა­შინ ვართ", - ამ­ბობს ად­გი­ლობ­რი­ვი ალ­ვერ­დი მან­ჩხაშ­ვი­ლი.

იხი­ლეთ ვრცლად

"სამ­ხრე­თის კა­რიბ­ჭე"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების წესს?

"სამსახურიდან რომ მიხვალ სახლში, აბანო მინისტრსაც უნდა და გლეხსაც" - დასახლება კანალიზაციის გარეშე

"სამსახურიდან რომ მიხვალ სახლში, აბანო მინისტრსაც უნდა და გლეხსაც" - დასახლება კანალიზაციის გარეშე

ახალციხეში, ივანე ახალციხელის ქუჩის მოსახლეობა საკანალიზაციო სისტემის უქონლობას აპროტესტებს. მათი თქმით,  ეს საკმაოდ ძველი დასახლებაა და აქ საკანალიზაციო სისტემა არასოდეს ყოფილა.

"კანალიზაცია თუ არ გაგვიკეთეს, გზის დაგებას აზრი არ აქვს. აბანოების წყალი გამოდის სახლებიდან და ქუჩაზე მოედინება. აქ საერთოდ არ არსებობს კანალიზაცია. ამბობენ, რომ კეთდება გზა და სანიაღვრე არხები, იმ სანიაღვრეში გამოვუშვათ კანალიზაცია?" - ამბობს ივანე ახალციხელის ქუჩაზე მცხოვრები თამარ აბესაძე.

საცხოვრებელი სახლებიდან გამომდინარე ფეკალური მასა ქუჩაზე მოედინება და მოსახლეობას ამ ქუჩაზე ფეხით გადაადგილება ყოველდღიურად უწევს.

"აქ იყო გაუსაძლისი მდგომარეობა, ამ არხს რომ აყვები, მთლიანად ფეკალური მასა მოდის, სახლის ვერცერთი ფანჯარა და ვერცერთი კარი ვერ გაგვიღია, საშინელი სუნი დგას. როგორ შეიძლება გზა დააგონ და კანალიზაციის სუნში ვიცხოვროთ, ხვალ რომ ინფექციამ იფეთქოს, ჩვენ დავავადდებით, მერე რა უნდა ვქნათ?", - ამბობს ივანე ახალციხელის ქუჩაზე მცხოვრები ხათუნა ფოცხვერაშვილი.

მოსახლეობამ ადგილობრივ ხელისუფლებასა და გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიას მიმართა, თუმცა, მერიამ ისინი წყალმომარაგების კომპანიაში გადაამისამართა, კომპანიამ კი ადგილობრივებს კონკრეტული პასუხი ვერ გასცეს.

"სამსახურიდან რომ მიხვალ სახლში, აბანო მინისტრსაც უნდა და გლეხსაც. წყალი რომ გადაივლო, სად უნდა გადააქციო? როცა არჩევნები მოდის, მხოლოდ მაშინ ვახსოვართ, ხალხი მარტო მაშინ ვართ", - ამბობს ადგილობრივი ალვერდი მანჩხაშვილი.

იხილეთ ვრცლად

”სამხრეთის კარიბჭე”

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა