მსოფლიო
პოლიტიკა

19

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 01:35-ზე, მთვარე ვერძში გადავა 03:07-ზე – მოერიდეთ აჩქარებას და გაღიზიანებას. არ არის რეკომენდებული მოლაპარაკებების წარმოება. აზრებისა და იდეების სხვებისთვის გაზიარება. დღეს გაწყვეტილი კავშირები არასოდეს აღდგება და ადამიანები ძალიან სწრაფად ივიწყებენ ერთმანეთს. უარი თქვით ხორცზე, ყავასა და ალკოჰოლზე. ჭარბმა კვებამ შესაძლოა კუჭ-ნაწლავის დაავადებები გამოიწვიოს.
კონფლიქტები
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რას ყვებიან საბერძნეთში სამუშაოდ წასული ქართველები, რომლებსაც ეკონომიკური კრიზისის გამო ანაზღაურებას აღარ აძლევენ
რას ყვებიან საბერძნეთში სამუშაოდ წასული ქართველები, რომლებსაც ეკონომიკური კრიზისის გამო ანაზღაურებას აღარ აძლევენ

სა­ბერ­ძნეთ­ში მცხოვ­რე­ბი სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი კუთ­ვნილ ანა­ზღა­უ­რე­ბას ვერ იღე­ბენ. რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" სა­ბერ­ძნეთ­ში მცხოვ­რებ­მა ქარ­თვე­ლებ­მა გა­ნუ­ცხა­დეს, მთე­ლი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში ხელ­ფა­სი არ აუ­ღი­ათ, დამ­საქ­მებ­ლე­ბი კი პირ­დე­ბი­ან, რომ და­ვა­ლი­ა­ნე­ბას ეტა­პობ­რი­ვად გა­უს­ტუმ­რე­ბენ.

მა­თი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, ქვე­ყა­ნა­ში მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბაა და მათ, ვი­საც სა­ბერ­ძნე­თის მო­ქა­ლა­ქე­ო­ბა არ აქვს, ქუ­ჩა­ში გა­მოს­ვლი­საც ეში­ნია.

"ვე­ლო­დე­ბით რე­ფე­რენ­დუ­მის შე­დე­გებს და ამის შემ­დეგ გა­დავ­წყვეტთ, დავ­რჩე­ბით თუ არა ქვე­ყა­ნა­ში. თუ სა­ბერ­ძნე­თი ევ­რო­ზო­ნი­დან გა­მო­ვი­და, უცხო­ე­ლე­ბის მი­მართ გამ­კაცრ­დე­ბა მო­თხოვ­ნე­ბი და შე­საძ­ლოა, აქ მუ­შა­ო­ბა ვე­ღარ შევ­ძლოთ", - აცხა­დე­ბენ ქარ­თვე­ლე­ბი.

ქვე­ყა­ნა­ში გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი მოვ­ლე­ნე­ბის გამო, მო­სახ­ლე­ო­ბა პა­ნი­კა­შია. გა­სულ კვი­რას ბან­კებ­თან და ბან­კო­მა­ტებ­თან რი­გე­ბი არ წყდე­ბო­და. მო­ქა­ლა­ქე­ებს მა­სობ­რი­ვად გაჰ­ქონ­დათ დიდი რა­ო­დე­ნო­ბის თან­ხა, რის გა­მოც, ქვეყ­ნის მთავ­რო­ბამ ბან­კე­ბის ერთი კვი­რით და­ხურ­ვის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ი­ღო. ბან­კო­მა­ტე­ბი­დან თან­ხის გა­ტა­ნა კი შე­ზღუ­და. და­წეს­და დღი­უ­რი ლი­მი­ტი - მაქ­სი­მუმ 60 ევ­როს ოდე­ნო­ბით.

სა­ბერ­ძნეთ­ში სა­ქარ­თვე­ლოს ელ­ჩის, იო­სებ ნა­ნო­ბაშ­ვი­ლის ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­ბერ­ძნე­თი­დან სა­ზღვარ­გა­რეთ გა­და­რი­ცხვე­ბი პრაქ­ტი­კუ­ლად შე­ჩე­რე­ბუ­ლია.

რო­გორც იო­სებ ნა­ნო­ბაშ­ვილ­მა "ინ­ტერპრეს­ნი­უს­თან" სა­უ­ბარ­ში გა­ნა­ცხა­და, სა­ბერ­ძნეთ­ში სა­ბან­კო სექ­ტო­რის­თვის 6 დღი­ა­ნი უქ­მე­ე­ბია გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი 5 ივ­ლი­სის რე­ფე­რენ­დუ­მამ­დე და ყვე­ლა ბან­კი და­ი­ხუ­რა.

რო­გორც ელჩმა გან­მარ­ტა, სა­ბერ­ძნე­თის მო­ქა­ლა­ქე­ებს უფ­ლე­ბა აქვთ, ბან­კო­მა­ტი­დან დღე­ში მხო­ლოდ 60 ევრო გა­მო­ი­ტა­ნონ. რაც შე­ე­ხე­ბა უცხო­ე­თის მო­ქა­ლა­ქე­ებს და სა­ზღვარ­გა­რე­თუ­ლი სა­ბან­კო ბა­რა­თის მფლო­ბე­ლებს, მათ შე­უძ­ლი­ათ, თან­ხა ჩვე­უ­ლებ­რი­ვად გა­მო­ი­ტა­ნონ და მათ­თვის ეს შე­ზღუდ­ვა არ არის.

"ქვეყ­ნის შიგ­ნით, გა­და­რი­ცხვე­ბი, უნაღ­დო ან­გა­რიშს­წო­რე­ბა არის შე­უ­ზღუ­და­ვი, სა­მა­გი­ე­როდ აბ­სო­ლუ­ტუ­რად არის შე­ზღუ­დუ­ლი ქვეყ­ნის სა­ზღვრებს გა­რეთ გა­და­რი­ცხვე­ბი. ვე­ლო­დე­ბით 5 ივ­ლი­სის რე­ფე­რენ­დუ­მის შე­დე­გებს. და­მა­ი­მე­დე­ბე­ლია სა­ერ­თა­შო­რი­სო პარტნი­ო­რე­ბის ჩარ­თუ­ლო­ბა, კერ­ძოდ, ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის ხედ­ვა, რომ სა­ბერ­ძნე­თის გან­ვი­თა­რე­ბა და სა­ბერ­ძნე­თის შემ­დგო­მი რე­ფორ­მე­ბი მხო­ლოდ ევ­რო­ზო­ნის ფარ­გლებ­ში უნდა გაგ­რძელ­დეს. იმე­დი მაქვს, რომ ამ სა­ხის კრი­ზი­სი, რო­მე­ლიც ბან­კე­ბის სრუ­ლად და­ხურ­ვას უკავ­შირ­დე­ბა, მო­მა­ვა­ლი კვი­რი­დან მო­იხ­სნე­ბა, მხა­რე­ე­ბი ისევ მი­უს­ხდე­ბი­ან მო­ლა­პა­რა­კე­ბის მა­გი­დას და სა­ბო­ლო­ოდ ურ­თი­ერ­თმომ­გე­ბი­ა­ნი შე­თან­ხმე­ბა იქ­ნე­ბა მიღ­წე­უ­ლი", - გა­ნა­ცხა­და იო­სებ ნა­ნო­ბაშ­ვილ­მა.

რაც შე­ე­ხე­ბა სა­ბერ­ძნეთ­ში მყოფ სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ებს, ელ­ჩის გან­ცხა­დე­ბით, სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი­სათ­ვის სა­ქარ­თვე­ლოს სა­ელ­ჩო და სა­კონ­სუ­ლო­ე­ბი ათენ­ში და სა­ლო­ნიკ­ში ჩვე­უ­ლებ­რი­ვად აგ­რძე­ლე­ბენ მუ­შა­ო­ბას.

"რო­გორც დი­ას­პო­რუ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბით, ასე­ვე სა­ქარ­თვე­ლოს სა­ელ­ჩოს "ფე­ის­ბუქ" გვერ­დის სა­შუ­ა­ლე­ბით, ვაწ­ვდით ოპე­რა­ტი­უ­ლად ინ­ფორ­მა­ცი­ას იმ ცვლი­ლე­ბე­ბის შე­სა­ხებ, რაც ჩვენს მუ­შა­ო­ბა­ში შე­დის. ამ მო­მენ­ტის­თვის ყვე­ლა მომ­სა­ხუ­რე­ბა, რო­მე­ლიც არ უკავ­შირ­დე­ბა სა­ბან­კო გა­და­რი­ცხვებს, მიმ­დი­ნა­რე­ობს ჩვე­უ­ლებ­რი­ვად, სა­კონ­სუ­ლო მომ­სა­ხუ­რე­ბას ვგუ­ლის­ხმობ. მომ­სა­ხუ­რე­ბის ის სერ­ვი­სე­ბი, რო­მელ­საც სჭირ­დე­ბა სა­ბან­კო გა­და­რი­ცხვე­ბი, ცხა­დია, არის შე­ჩე­რე­ბუ­ლი. მი­ღე­ბე­ბი სა­კონ­სუ­ლო­ებ­ში ჩვე­უ­ლებ­რი­ვად მიმ­დი­ნა­რე­ობს. მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი გა­გე­ბით ეკი­დე­ბი­ან ამ სა­კითხს. სა­კონ­სუ­ლო­ე­ბი თა­ვი­სი კომ­პე­ტენ­ცი­ის ფარ­გლებ­ში ყვე­ლა­ნა­ი­რად ემ­სა­ხუ­რე­ბი­ან მო­ქა­ლა­ქე­ებს", -გა­ნა­ცხა­და ელჩმა "ინ­ტერპრეს­ნი­უს­თან" სა­უბ­რი­სას.

ამას­თან, სა­ბერ­ძნეთ­ში რე­ფე­რენ­დუ­მი 5 ივ­ლი­სის­თვის არის და­გეგ­მი­ლი. რე­ფე­რენ­დუმ­ზე მო­სახ­ლე­ო­ბამ უნდა გა­და­წყვი­ტოს, უჭე­რენ თუ არა მხარს ქვე­ყა­ნა­ში მკაც­რი ეკო­ნო­მი­კუ­რი რე­ფორ­მე­ბის გა­ტა­რე­ბას, რა­საც სა­ერ­თა­შო­რი­სო კრე­დი­ტო­რე­ბი ფი­ნან­სუ­რი დახ­მა­რე­ბის ნაც­ვლად ითხო­ვენ. თუ ამომ­რჩე­ვე­ლი ევ­რო­ზო­ნის წი­ნა­და­დე­ბას და­თან­ხმდე­ბა, პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი ალექ­სის ციპ­რა­სი თა­ნამ­დე­ბო­ბის და­ტო­ვე­ბით იმუქ­რე­ბა. თა­ვის მხრივ ევ­რო­პე­ლი ლი­დე­რე­ბი აცხა­დე­ბენ, რომ თუ 5 ივ­ლი­სის რე­ფე­რენ­დუმ­ზე ბერ­ძე­ნი ამომ­რჩე­ვე­ლი სა­ერ­თა­შო­რი­სო კრე­დი­ტო­რე­ბის წი­ნა­და­დე­ბას მხარს არ და­უ­ჭერს, მა­შინ სა­ბერ­ძნეთს ევ­რო­ზო­ნის და­ტო­ვე­ბა მო­უ­წევს.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია "ინ­ტერპრეს­ნი­უ­სის" მა­სა­ლე­ბის მი­ხედ­ვით

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვრცელდება იმ მამაკაცის დაკავების კადრები, რომელმაც სიმამრი მოკლა, სიდედრი კი სცემა

რას ყვებიან საბერძნეთში სამუშაოდ წასული ქართველები, რომლებსაც ეკონომიკური კრიზისის გამო ანაზღაურებას აღარ აძლევენ

რას ყვებიან საბერძნეთში სამუშაოდ წასული ქართველები, რომლებსაც ეკონომიკური კრიზისის გამო ანაზღაურებას აღარ აძლევენ

საბერძნეთში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეები კუთვნილ ანაზღაურებას ვერ იღებენ. როგორც "ინტერპრესნიუსს" საბერძნეთში მცხოვრებმა ქართველებმა განუცხადეს, მთელი თვის განმავლობაში ხელფასი არ აუღიათ, დამსაქმებლები კი პირდებიან, რომ დავალიანებას ეტაპობრივად გაუსტუმრებენ.

მათივე ინფორმაციით, ქვეყანაში მძიმე მდგომარეობაა და მათ, ვისაც საბერძნეთის მოქალაქეობა არ აქვს, ქუჩაში გამოსვლისაც ეშინია.

"ველოდებით რეფერენდუმის შედეგებს და ამის შემდეგ გადავწყვეტთ, დავრჩებით თუ არა ქვეყანაში. თუ საბერძნეთი ევროზონიდან გამოვიდა, უცხოელების მიმართ გამკაცრდება მოთხოვნები და შესაძლოა, აქ მუშაობა ვეღარ შევძლოთ", - აცხადებენ ქართველები.

ქვეყანაში განვითარებული მოვლენების გამო, მოსახლეობა პანიკაშია. გასულ კვირას ბანკებთან და ბანკომატებთან რიგები არ წყდებოდა. მოქალაქეებს მასობრივად გაჰქონდათ დიდი რაოდენობის თანხა, რის გამოც, ქვეყნის მთავრობამ ბანკების ერთი კვირით დახურვის გადაწყვეტილება მიიღო. ბანკომატებიდან თანხის გატანა კი შეზღუდა. დაწესდა დღიური ლიმიტი - მაქსიმუმ 60 ევროს ოდენობით.

საბერძნეთში საქართველოს ელჩის, იოსებ ნანობაშვილის ინფორმაციით, საბერძნეთიდან საზღვარგარეთ გადარიცხვები პრაქტიკულად შეჩერებულია.

როგორც იოსებ ნანობაშვილმა "ინტერპრესნიუსთან" საუბარში განაცხადა, საბერძნეთში საბანკო სექტორისთვის 6 დღიანი უქმეებია გამოცხადებული 5 ივლისის რეფერენდუმამდე და ყველა ბანკი დაიხურა.

როგორც ელჩმა განმარტა, საბერძნეთის მოქალაქეებს უფლება აქვთ, ბანკომატიდან დღეში მხოლოდ 60 ევრო გამოიტანონ. რაც შეეხება უცხოეთის მოქალაქეებს და საზღვარგარეთული საბანკო ბარათის მფლობელებს, მათ შეუძლიათ, თანხა ჩვეულებრივად გამოიტანონ და მათთვის ეს შეზღუდვა არ არის.

"ქვეყნის შიგნით, გადარიცხვები, უნაღდო ანგარიშსწორება არის შეუზღუდავი, სამაგიეროდ აბსოლუტურად არის შეზღუდული ქვეყნის საზღვრებს გარეთ გადარიცხვები. ველოდებით 5 ივლისის რეფერენდუმის შედეგებს. დამაიმედებელია საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობა, კერძოდ, ამერიკის შეერთებული შტატების ხედვა, რომ საბერძნეთის განვითარება და საბერძნეთის შემდგომი რეფორმები მხოლოდ ევროზონის ფარგლებში უნდა გაგრძელდეს. იმედი მაქვს, რომ ამ სახის კრიზისი, რომელიც ბანკების სრულად დახურვას უკავშირდება, მომავალი კვირიდან მოიხსნება, მხარეები ისევ მიუსხდებიან მოლაპარაკების მაგიდას და საბოლოოდ ურთიერთმომგებიანი შეთანხმება იქნება მიღწეული", - განაცხადა იოსებ ნანობაშვილმა.

რაც შეეხება საბერძნეთში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს, ელჩის განცხადებით, საქართველოს მოქალაქეებისათვის საქართველოს საელჩო და საკონსულოები ათენში და სალონიკში ჩვეულებრივად აგრძელებენ მუშაობას.

"როგორც დიასპორული ორგანიზაციების საშუალებით, ასევე საქართველოს საელჩოს "ფეისბუქ" გვერდის საშუალებით, ვაწვდით ოპერატიულად ინფორმაციას იმ ცვლილებების შესახებ, რაც ჩვენს მუშაობაში შედის. ამ მომენტისთვის ყველა მომსახურება, რომელიც არ უკავშირდება საბანკო გადარიცხვებს, მიმდინარეობს ჩვეულებრივად, საკონსულო მომსახურებას ვგულისხმობ. მომსახურების ის სერვისები, რომელსაც სჭირდება საბანკო გადარიცხვები, ცხადია, არის შეჩერებული. მიღებები საკონსულოებში ჩვეულებრივად მიმდინარეობს. მოქალაქეები გაგებით ეკიდებიან ამ საკითხს. საკონსულოები თავისი კომპეტენციის ფარგლებში ყველანაირად ემსახურებიან მოქალაქეებს", -განაცხადა ელჩმა "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას.

ამასთან, საბერძნეთში რეფერენდუმი 5 ივლისისთვის არის დაგეგმილი. რეფერენდუმზე მოსახლეობამ უნდა გადაწყვიტოს, უჭერენ თუ არა მხარს ქვეყანაში მკაცრი ეკონომიკური რეფორმების გატარებას, რასაც საერთაშორისო კრედიტორები ფინანსური დახმარების ნაცვლად ითხოვენ. თუ ამომრჩეველი ევროზონის წინადადებას დათანხმდება, პრემიერ-მინისტრი ალექსის ციპრასი თანამდებობის დატოვებით იმუქრება. თავის მხრივ ევროპელი ლიდერები აცხადებენ, რომ თუ 5 ივლისის რეფერენდუმზე ბერძენი ამომრჩეველი საერთაშორისო კრედიტორების წინადადებას მხარს არ დაუჭერს, მაშინ საბერძნეთს ევროზონის დატოვება მოუწევს.

მომზადებულია "ინტერპრესნიუსის" მასალების მიხედვით

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია