პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პასუხი ყველა კითხვაზე, რაც ზოოპარკთან დაკავშირებით საზოგადოებაში დღემდე არსებობს
პასუხი ყველა კითხვაზე, რაც ზოოპარკთან დაკავშირებით საზოგადოებაში დღემდე არსებობს

თბი­ლი­სის ზო­ო­პარ­კი "ფე­ის­ბუ­ქის" ოფი­ცი­ა­ლურ გვერ­დზე ამომ­წუ­რავ ინ­ფორ­მა­ცი­ას ავ­რცე­ლებს, რო­მე­ლიც სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში არ­სე­ბულ ყვე­ლა კი­თხვას პა­სუ­ხობს.

"ბოლო დღე­ებ­ში უამ­რა­ვი სხვა­დას­ხვა სა­ხის ინ­ფორ­მა­ცია ვრცელ­დე­ბა თბი­ლი­სის ზო­ო­პარკთან და­კავ­ში­რე­ბით. შე­ვე­ცა­დეთ მაქ­სი­მა­ლუ­რად ამოგ­ვეკ­რი­ფა სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლებ­ში დას­მუ­ლი შე­კი­თხვე­ბი და მათ­თვის პა­სუ­ხი გაგ­ვე­ცა (იხ. ქვე­მოთ).

ძა­ლი­ან გთხოვთ, თუ რა­ი­მე კი­თხვა და­გე­ბა­დათ, მოგ­ვწე­როთ ფე­ის­ბუ­ქის გვერ­დზე (სამ­წუ­ხა­როდ, ეს დღეს ერ­თა­დერ­თი ქმე­დი­თი სა­შუ­ა­ლე­ბაა). ვეც­დე­ბით ყვე­ლა კი­თხვას ეტა­პობ­რი­ვად ვუ­პა­სუ­ხოთ ჩვე­ნი ოფი­ცი­ა­ლუ­რი ვებ და ფე­ის­ბუქ გვერ­დე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბით.

მო­ცე­მულ კრი­ტი­კულ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში ჩვე­ნი თა­ნამ­შრომ­ლე­ბი 24-სა­ა­თი­ან რე­ჟიმ­ში მუ­შა­ობ­დნენ და გამ­ძლე­ო­ბის ზღვარს მი­აღ­წი­ეს. ნე­ბის­მი­ე­რი სა­ხის გა­და­უ­მოწ­მე­ბე­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის გავ­რცე­ლე­ბა იწ­ვევს მე­დი­ი­სა და სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლის ქა­ო­ტურ გაქ­ტი­უ­რე­ბას, რაც მძი­მე დარ­ტყმად აი­სა­ხე­ბა ჩვენს თა­ნამ­შრომ­ლებ­ზე. ამი­ტომ გთხოვთ, ან­გა­რი­ში გაგ­ვი­წი­ოთ და თუ რამე კი­თხვა გა­წუ­ხებთ, პირ­ველ რიგ­ში ჩვენ­თან გა­და­ა­მოწ­მოთ ფე­ის­ბუ­ქის სა­შუ­ა­ლე­ბით.

დიდი მად­ლო­ბა თქვე­ნი უწყვე­ტი მხარ­და­ჭე­რი­სა და მხარ­ში დგო­მის­თვის!

ხში­რად დას­მუ­ლი კი­თხვე­ბი

ჰქონ­დათ თუ არა თბი­ლი­სის ზო­ო­პარ­კის ბი­ნად­რებს ე.წ. "ჩი­პე­ბი"?

დიახ, თბი­ლი­სის ზო­ო­პარ­კის ბი­ნად­რებს ჰქონ­დათ ე.წ. "ჩი­პე­ბი", ანუ ტრან­სპონ­დერე­ბი. ტრან­სპონ­დე­რი გახ­ლავთ მცი­რე მო­წყო­ბი­ლო­ბა, რო­მე­ლიც კან­ქვეშ სპე­ცი­ა­ლი­ზე­ბუ­ლი შპ­რი­ცის სა­შუ­ა­ლე­ბით თავ­სდე­ბა. ტრან­სპონ­დერ­ზე ჩა­წე­რი­ლია ამ ცხო­ვე­ლის პი­რა­დი ნო­მე­რი.

რა და­ნიშ­ნუ­ლე­ბა აქვს ამ "ჩი­პებს"?

ამ "ჩი­პე­ბის" და­ნიშ­ნუ­ლე­ბა ცხო­ვე­ლე­ბის იდენ­ტი­ფი­კა­ცი­აა. მა­გა­ლი­თის­თვის, მსგავ­სი ჩი­პე­ბი აქვთ იმპლან­ტი­რე­ბუ­ლი სახ­ლის ძაღ­ლებ­სა და კა­ტებს. "ჩიპ­ზე" ჩა­წე­რი­ლი ნომ­რის წა­კი­თხვა სპე­ცი­ა­ლუ­რი სკა­ნე­რის სა­შუ­ა­ლე­ბით ხდე­ბა. ზო­ო­პარ­კის შემ­თხვე­ვა­ში ეს ასე­ვე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ვე­ტე­რი­ნა­რუ­ლი და სხვა სა­ხის პრო­ცე­დუ­რე­ბის წარ­მო­ე­ბი­სა და აღ­რი­ცხვის­თვის. გარ­და ამი­სა, იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ ხდე­ბა ცხო­ვე­ლის სა­ზღვარ­ზე გა­დაყ­ვა­ნა, "ჩიპი" მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ექ­სპორ­ტის სერ­ტი­ფი­კა­ტის­თვის, რად­გან ექ­სპორ­ტის ნე­ბარ­თვის გა­ცე­მი­სას ხდე­ბა ამ ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი ნომ­რის მი­თი­თე­ბა და სა­ბა­ჟო პრო­ცე­დუ­რე­ბის გავ­ლა. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ეს "ჩი­პე­ბი" თა­ვის­თა­ვად არამ­დგრა­დია, მო­თავ­სე­ბუ­ლია კან­ქვეშ და ხში­რად მე­ქა­ნი­კუ­რი ზე­მოქ­მე­დე­ბის გამო ზი­ან­დე­ბა, გან­სა­კუთ­რე­ბით მა­შინ, როცა ცხო­ვე­ლე­ბი ერ­თმა­ნეთს ეთა­მა­შე­ბი­ან. ასე­თი შემ­თხვე­ვე­ბი ხდე­ბო­და და გვი­წევ­და "ჩი­პის" ხე­ლა­ხა­ლი ჩა­ყე­ნე­ბა. კრი­ზი­სის დროს სწო­რედ ეს იყო მი­ზე­ზი, რომ ზო­გერ­თი "ჩიპი" და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი აღ­მოჩ­ნდა და რამ­დე­ნი­მე ცხო­ვე­ლის გვა­მის იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბა ვერ მოხ­და პი­რა­დი ნომ­რის მი­ხედ­ვით (თუმ­ცა, იდენ­ტი­ფი­კა­ცია ასეთ დროს ხდე­ბა ვი­ზუ­ა­ლუ­რი დათ­ვა­ლი­ე­რე­ბით ზო­ო­პარ­კის შე­სა­ბა­მი­სი თა­ნამ­შრომ­ლე­ბის მიერ).

ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია იმის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბა, რომ ეს "ჩიპი" არ უნდა აგ­ვე­რი­ოს სპე­ცი­ა­ლი­ზე­ბულ GPS "ჩიპ­ში", რო­მე­ლიც ად­გენს ცხო­ვე­ლის ად­გილმდე­ბა­რე­ო­ბას.

რა სა­ხის მო­წყო­ბი­ლო­ბე­ბი იძ­ლე­ვა ცხო­ვე­ლის ად­გილმდე­ბა­რე­ო­ბის დად­გე­ნის სა­შუ­ა­ლე­ბას და ჰქონ­დათ თუ არა ისი­ნი იმპლან­ტი­რე­ბუ­ლი ზო­ო­პარ­კის ცხო­ვე­ლებს?

ვე­ლუ­რი ბუ­ნე­ბის კვლე­ვის პრაქ­ტი­კა­ში არ­სე­ბობს GPS-ით აღ­ჭურ­ვი­ლი სა­ყე­ლუ­რე­ბი, რომ­ლე­ბიც GSM მო­ბი­ლუ­რი სიგ­ნა­ლით, გარ­კვე­უ­ლი რე­გუ­ლა­რო­ბით, იძ­ლე­ვა ინ­ფორ­მა­ცი­ას ცხო­ვე­ლის ად­გილმდე­ბა­რე­ო­ბის შე­სა­ხებ. ტრა­დი­ცი­უ­ლად, ეს არის საკ­მა­რი­სად დიდი და მძი­მე სა­ყე­ლუ­რი (ხან­გრძლივ­მოქ­მე­დი, დიდი ელე­მენ­ტის გამო), რო­მე­ლიც არ გა­მო­ი­ყე­ნე­ბა ზო­ო­პარ­კე­ბის პრაქ­ტი­კა­ში. მათი მო­უ­ხერ­ხებ­ლო­ბის და და­ბა­ლი ხარჯთე­ფექ­ტი­ა­ნო­ბის გამო არ არ­სე­ბობს არა­ვი­თა­რი მო­თხოვ­ნა ევ­რო­პის ზო­ო­პარ­კე­ბი­სა და აკ­ვა­რი­უ­მე­ბის ასო­ცი­ა­ცი­ის (EAZA) თუ ზო­ო­პარ­კე­ბი­სა და აკ­ვა­რი­უ­მე­ბის მსოფ­ლიო ასო­ცი­ა­ცი­ის (WAZA) მხრი­დან მათი გა­მო­ყე­ნე­ბის შე­სა­ხებ. იგი­ვე ეხე­ბა თვით მა­ღა­ლი სტი­ქი­ის საფრ­თხის ქვეშ მყოფ ქვეყ­ნებ­საც. რაც შე­ე­ხე­ბა ზო­მით პა­ტა­რა "GPS ჩი­პებს": მა­თაც ესა­ჭი­რო­ე­ბათ ენერ­გი­ის მუდ­მი­ვი წყა­რო (მძლავ­რი ელე­მენ­ტი) ხან­გრძლი­ვი მუ­შა­ო­ბი­სათ­ვის (მი­ნი­მუმ 2-3 თვე მა­ინც). ამის გამო, ჩვენს ხელთ არ­სე­ბუ­ლი ბოლო სა­მეც­ნი­ე­რო მო­ნა­ცე­მე­ბით, პა­ტა­რა ზო­მის "GPS ჩიპი" მა­ინც არ არის კან­ქვეშ შე­საყ­ვა­ნი ზო­მის. ამი­ტომ, ბი­ო­ლო­გე­ბი ე.წ. "პა­ტა­რა GPS ჩი­პებს" ვე­ლურ გა­რე­მო­ში და­ჭე­რილ მცი­რე ზო­მის ცხო­ველს (რო­მელ­საც დიდი სა­ყე­ლოს ტა­რე­ბა არ შე­უძ­ლია) ქი­რურ­გი­უ­ლი ოპე­რა­ცი­ით უდ­გა­მენ არა კან­ქვეშ, არა­მედ მუც­ლის ფარ­ში. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, სრუ­ლი­ად არა­მი­ზან­შე­წო­ნი­ლია ასე­თი ხში­რი პე­რი­ო­დუ­ლო­ბით (თუნ­დაც წე­ლი­წად­ში ერთხელ) ზო­ო­პარ­კის დიდი ცხო­ვე­ლე­ბის­თვის ქი­რურ­გი­უ­ლი ოპე­რა­ცი­ე­ბის ჩა­ტა­რე­ბა. ეს საფრ­თხეს უქ­მნის ძვი­რა­დღი­რე­ბუ­ლი ცხო­ვე­ლის სი­ცო­ცხლეს და გარ­და ამი­სა, ნაკ­ლე­ბე­ფექ­ტი­ა­ნია სტან­დარ­ტულ კრი­ზი­სულ სი­ტუ­ა­ცი­ებ­ში.

ზო­ო­პარ­კი ად­რეც და­იტ­ბო­რა. რა იყო გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი ზო­ო­პარ­კის გეგ­მა­რე­ბის მხრივ წინა გა­მოც­დი­ლე­ბა­ზე დაყ­რდნო­ბით? დაც­ვი­სა და უსაფრ­თხო­ე­ბის რა გა­რან­ტი­ე­ბი არ­სე­ბობ­და ზო­ო­პარკში კა­ტას­ტრო­ფამ­დე?

მტა­ცებ­ლე­ბის და მა­ი­მუ­ნე­ბის ე.წ. "ძვე­ლი ვო­ლი­ე­რე­ბი" (ავ­ტო­მა­გის­ტრა­ლის მო­პირ­და­პი­რედ) ჯერ კი­დევ ოთხმოც­და­ა­თი­ა­ნი წლე­ბის და­სა­წყის­ში იყო აშე­ნე­ბუ­ლი, რო­გორც ჩანს, წინა სტი­ქი­ე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით. ისი­ნი მთლი­ა­ნად იყო გა­და­ხუ­რუ­ლი 3 სმ-ის დი­ა­მეტ­რის სრუ­ლი რკი­ნის გი­სო­სე­ბით, რო­მელ­თა და­ზი­ა­ნე­ბა მხო­ლოდ კო­ლო­სა­ლუ­რი ძა­ლის­ხმე­ვის შე­დე­გად იყო შე­საძ­ლე­ბე­ლი. ეს კი სრუ­ლი­ად გა­დის ადა­მი­ა­ნი­სა და ცხო­ვე­ლის ფი­ზი­კუ­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი­დან. სტი­ქი­ის შემ­დეგ, მაშ­ვე­ლე­ბის მიერ გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი იყო ბენ­ზინ­ზე მო­მუ­შა­ვე სპე­ცი­ა­ლი­ზე­ბუ­ლი, ძა­ლი­ან მძლავ­რი ე.წ. "ბალ­გარ­კა", რო­მე­ლიც მხო­ლოდ სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის მარ­თვის სპე­ცი­ა­ლის­ტებს ჰქონ­დათ და ამ მო­წყო­ბი­ლო­ბა­მაც კი დიდი სირ­თუ­ლით გა­დაჭ­რა გი­სო­სე­ბი მკვდა­რი ცხო­ვე­ლე­ბის ვო­ლი­ე­რე­ბი­დან გა­მო­საყ­ვა­ნად. ერთ-ერთი ამ სრუ­ლად და­ხუ­რუ­ლი ვო­ლი­ე­რის გი­სო­სებს შო­რის ახალ­გაზ­რდა ვე­ფხვის (სა­ხე­ლად ბარ­ბა­რა) გა­მოძ­რო­მა რო­გორც ჩანს, გა­ნა­პი­რო­ბა წყალ­დი­დო­ბის დროს გი­სო­სებ­ზე უზარ­მა­ზა­რი საგ­ნის დარ­ტყმამ, რა­მაც გი­სო­სე­ბი გა­წია იმ­დე­ნად, რომ გა­ე­ტია ვე­ფხვის თავი (თუ თავი ეტე­ვა, კა­ტი­სებ­რი მთლი­ა­ნად ახერ­ხებს გაძ­რო­მას). ანუ, ეს ვო­ლი­ე­რე­ბი გა­მო­სა­დე­გი იყო ყვე­ლა და­საშ­ვე­ბი სტან­დარ­ტუ­ლი კრი­ზი­სუ­ლი სი­ტუ­ა­ცი­ის­თვი­საც კი. წყალ­მო­ვარ­დნამ, რო­მელ­მაც მრა­ვა­ლი ავ­ტო­მან­ქა­ნა აი­ტა­ცა და უზარ­მა­ზა­რი მო­რე­ბი ქა­ო­ტუ­რად ატ­რი­ა­ლა სრუ­ლად და­ფა­რა გა­ლი­ე­ბი და უმ­ძი­მე­სი ფი­ზი­კუ­რი დარ­ტყმე­ბი მი­ა­ყე­ნა ვო­ლი­ე­რებს. ათა­სო­ბით ტონა წლის სი­მაღ­ლემ მი­ნი­მუმ 7-8 მეტ­რი შე­ად­გი­ნა ზო­ო­პარ­კის ამ სეგ­მენ­ტში. ცნო­ბის­თვის, ვე­ფხვი ბარ­ბა­რა მა­ინც და­ი­ღუ­პა და მისი გვა­მი იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბუ­ლია. ყვე­ლა და­ნარ­ჩე­ნი მტა­ცე­ბე­ლი ე.წ. "ძველ ვო­ლი­ე­რებ­ში" (3 ია­გუ­ა­რი, 6 დათ­ვი და 3 ლომი) წყალ­მო­ვარ­დნის გამო და­იხ­რჩო.

რაც შე­ე­ხე­ბა ღია ტი­პის ვო­ლი­ე­რებს. ეს წარ­მო­ად­გენს ცხო­ვე­ლის სა­თავსს, რომ­ლის ჭერი არის ღია, მაგ­რამ სტან­დარ­ტულ კრი­ზი­სულ პი­რო­ბებ­ში ცხო­ვე­ლის იქი­დან გა­მოს­ვლა შე­უძ­ლე­ბე­ლია, რად­გან ვო­ლი­ე­რის ოთხი­ვე კე­დე­ლი ბო­ლო­ში მო­კე­ცი­ლია, ქმნის უარ­ყო­ფით და­ქა­ნე­ბას და ცხო­ვე­ლი აძ­რო­მის შემ­თხვე­ვა­შიც კი, ვერ ახერ­ხებს ამ ბა­რი­ე­რის გა­და­ლახ­ვას. ასე­ვე, ყვე­ლა მტა­ცებ­ლის ღია ვო­ლი­ერს ზე­მო­დან გა­და­ტა­რე­ბუ­ლი ჰქონ­და სპე­ცი­ა­ლუ­რი და­ნიშ­ნუ­ლე­ბის ელექტრო­მავ­თუ­ლე­ბი, სა­დაც გა­დი­ო­და 10,000 ვოლ­ტის ძაბ­ვის დენი (და­ბა­ლი ამ­პე­რა­ჟით), რომ­ლიც უსაფრ­თხოა ცხო­ვე­ლის­თვის, მაგ­რამ იწ­ვევს შოკს. ამ­გვა­რი ღია ტი­პის ვო­ლი­ე­რე­ბი მსოფ­ლი­ოს სა­უ­კე­თე­სო ზო­ო­პარ­კებ­ში ჩვე­უ­ლებ­რი­ვი პრაქ­ტი­კაა და უსაფრ­თხო­ე­ბის სრუ­ლი გა­რან­ტი­აა სტან­დარ­ტულ კრი­ზი­სულ სი­ტუ­ა­ცი­ა­შიც კი. ჩვენს შემ­თხვე­ვა­ში კი პარ­ქტი­კუ­ლად შე­უძ­ლე­ბე­ლი იყო იმის პროგ­ნო­ზი­რე­ბა, რომ წყა­ლი მი­ნი­მუმ 7-8 მეტრზე ზე­მოთ აი­წევ­და, გა­მორ­თავ­და ელექტრო­სის­ტე­მას და ცხო­ვე­ლებს ამო­ა­ტივ­ტი­ვებ­და.

დაც­ვი­სა და უსაფრ­თხო­ე­ბის რა ნორ­მე­ბი არ­სე­ბობს ზო­ო­პარკში ახლა?

ზო­ო­პარ­კის ად­მი­ნის­ტრა­ცია ყო­ველ­თვის სიფრ­თხი­ლით ეკი­დე­ბო­და უსაფრ­თხო­ე­ბის სა­კითხს. ახა­ლი გზის გაყ­ვა­ნის დროს მშე­ნებ­ლებ­მა და გე­ო­ლო­გი­ის ექ­სპერ­ტებ­მა ად­მი­ნის­ტრა­ცია და­არ­წმუ­ნეს, რომ მდი­ნა­რე ვერე ზო­ო­პარ­კის­თვის საფრ­თხეს არ წარ­მო­ად­გენ­და. თუმ­ცა სა­მარ­თლი­ა­ნო­ბის­თვის უნდა ით­ქვას, რომ ამ მას­შტა­ბის კა­ტას­ტრო­ფის დაშ­ვე­ბაც კი რთუ­ლი იყო. სა­ი­ლუსტრა­ციო მა­გა­ლი­თის­თვის, შეგ­ვიძ­ლია მო­ვიყ­ვა­ნოთ და­მან­გრე­ვე­ლი მი­წისძვრა. მსოფ­ლი­ო­ში შე­ნო­ბე­ბის გამ­ძლე­ო­ბა გარ­კვე­ულ, სტან­დარ­ტულ ზღვარ­ზეა გათ­ვლი­ლი, თუმ­ცა წი­ნას­წარ ვე­რა­სო­დეს გან­სა­ზღვრავ მი­წისძვრის სიმ­ძლავ­რეს, რის გა­მოც, ისეთ გან­ვი­თა­რე­ბულ, მა­ღა­ლი სტი­ქი­უ­რი საფრ­თხის ქვეშ მყოფ ქვეყ­ნებ­შიც კი, რო­გო­რი­ცაა ია­პო­ნია, ვერ ხერ­ხდე­ბა ყვე­ლა შე­ნო­ბის სე­ის­მო­მე­დე­გო­ბის უზ­რუნ­ველ­ყო­ფა (მათ შო­რის, ატო­მუ­რი ელექტრო­სად­გუ­რე­ბი­საც კი).

რაც შე­ე­ხე­ბა მტა­ცებ­ლე­ბის ახა­ლა­შე­ნე­ბულ ვო­ლი­ე­რებს (გა­იხ­სნა მიმ­დი­ნა­რე წელს): ისი­ნი გან­თავ­სე­ბუ­ლია ინ­ფექ­ცი­უ­რი სა­ა­ვად­მყო­ფოს მხა­რეს (ზო­ო­პარ­კის ყვე­ლა­ზე შე­მაღ­ლე­ბულ ად­გი­ლას), რის გა­მოც იქ კა­ტას­ტო­ფამ­დე გა­დაყ­ვა­ნი­ლი მტა­ცებ­ლე­ბი (5 თეთ­რი ლომი და 2 ლე­ო­პარ­დი) გა­და­ურჩნენ ამ არას­ტან­დარ­ტულ კრი­ზისს და ამ­ჟა­მად აბ­სო­ლუ­ტუ­რად და­ცულ­ნი არი­ან. ეს ვო­ლი­ე­რე­ბი ევ­რო­პულ სტან­დარ­ტებ­თა­ნაა შე­სა­ბა­მი­სო­ბა­ში. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, მწა­რე გა­მოც­დი­ლე­ბა­ზე დაყ­რდნო­ბით, ახლა აქ­ტი­უ­რად ვცდი­ლობთ ახა­ლი უსაფრ­თხო­ე­ბის ნორ­მე­ბის შეძ­ლე­ბის­დაგ­ვა­რად სწრა­ფად და­ნერგვას, რათა ვო­ლი­ე­რებ­მა გა­უძ­ლონ შე­საძ­ლო არას­ტან­დარ­ტულ კრი­ზი­სულ სი­ტუ­ა­ცი­ებს.

სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ სტი­ქი­ის დროს ზო­ო­პარ­კის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა გა­მო­უშ­ვეს მტა­ცებ­ლე­ბი ვო­ლი­ე­რე­ბი­დან. მარ­თა­ლია თუ არა ეს?

ეს ინ­ფორ­მა­ცია არის სრუ­ლი ჭორი და ში­ნა­არ­სობ­რი­ვად აბ­სურ­დუ­ლი, რო­მე­ლიც არ ეფუძ­ნე­ბა არა­ვი­თარ ფაქტს. რო­გორც მო­სახ­ლე­ო­ბამ მა­ს­მე­დი­ის სა­შუ­ა­ლე­ბე­ბით იცის, წყალ­მო­ვარ­დნამ იმგვა­რი სის­წრა­ფით დატ­ბო­რა სვა­ნი­ძის ქუ­ჩის ტე­რი­ტო­რია და აავ­სო სახ­ლე­ბი წყლით, რომ ადა­მი­ა­ნებ­მა ვერ მო­ას­წრეს შე­ნო­ბე­ბი­დან გა­მოს­ვლა. ზუს­ტად ასე მოხ­და ზო­ო­პარ­კის ტე­რი­ტო­რი­ა­ზეც. სამ­წუ­ხა­როდ ჩვენ­მა სამ­მა თა­ნამ­შრო­მელ­მა ვერ მო­ას­წრო მტა­ცებ­ლე­ბის გან­ყო­ფი­ლე­ბის შე­ნო­ბის და­ტო­ვე­ბა და შე­ე­წი­რა სტი­ქი­ას. ზო­ო­პარ­კის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე წყალ­მო­ვარ­დნის დროს იმ­ყო­ფე­ბო­და ზო­ო­პარ­კის დი­რექ­ტო­რი, მისი მე­უღ­ლე, დაც­ვის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი, სა­წოლს მი­ჯაჭ­ვუ­ლი მომ­ვლე­ლი გუ­ლი­კო ჭი­ტა­ძე, მისი მე­უღ­ლე და ასა­კო­ვა­ნი თა­ნამ­შრო­მე­ლი. ამ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში კა­რი­კა­ტუ­რუ­ლია იმის მტკი­ცე­ბა, თით­ქოს რო­მე­ლი­მეს შე­ეძ­ლო ხე­ლით ვო­ლი­ე­რე­ბის 3 სმ. დი­ა­მეტ­რის სრუ­ლი რკი­ნის გი­სო­სე­ბის გაგ­რეხ­ვა/გა­ხერ­ხვა ცხო­ვე­ლე­ბის გა­მო­საშ­ვე­ბად.

რაც შე­ე­ხე­ბა ვო­ლი­ე­რე­ბის გა­სა­ღე­ბით გა­ღე­ბას: ესეც აბ­სურ­დია, რად­გან ყვე­ლა გა­სა­ღე­ბი სპე­ცი­ა­ლუ­რად და­ცულ ად­გი­ლას ინა­ხე­ბა გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში. წყალ­მო­ვარ­დნის წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი სიმ­ძლავ­რი­სა და სის­წრა­ფის ფონ­ზე, რო­დე­საც ადა­მი­ა­ნებ­მა შე­ნო­ბის და­ტო­ვე­ბაც კი ვერ მო­ას­წრეს, სრუ­ლი­ად აბ­სურ­დუ­ლია იმის მტკი­ცე­ბა, რომ რო­მე­ლი­მე მათ­განს შეძ­ლო გა­სა­ღე­ბე­ბის აღე­ბა და­ცუ­ლი ად­გი­ლი­დან, გა­მოქ­ცე­ვა და რო­მე­ლი­მე (თუნ­დაც ერთი) ვო­ლი­ე­რის გა­ღე­ბა. აქვე სა­ზო­გა­დო­ე­ბას ვთხოვთ ცხა­დად გა­აც­ნო­ბი­ე­როს ის წა­მე­ბი, რო­დე­საც წყა­ლი ყვე­ლა ზე­მოხ­სე­ნე­ბულ ადა­მი­ანს პირ­და­პი­რი მნიშ­ვნე­ლო­ბით ახ­რჩობს და თვით­გა­და­რე­ჩე­ნის ინ­სტინ­ქტი მუ­შა­ობს. გა­სათ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლია ის ფაქ­ტიც, რომ დიდი მტა­ცებ­ლე­ბის ვო­ლი­ე­რებ­ში მომ­ვლე­ლე­ბი არ შე­დი­ოდ­ნენ. და­ლა­გე­ბი­სას ხდე­ბო­და მტა­ცებ­ლე­ბის სპე­ცი­ა­ლურ იზო­ლა­ტო­რებ­ში წი­ნას­წარ გა­დაყ­ვა­ნა და მხო­ლოდ ამის შემ­დეგ იყო დაშ­ვე­ბუ­ლი ცა­რი­ე­ლი სა­თავ­სე­ბის გაწ­მენ­და. გთხოვთ გა­იხ­სე­ნოთ ქ-ნი გუ­ლი­კოს ტრა­გი­კუ­ლი ფაქ­ტიც, რო­მე­ლიც ვე­ფხვებ­მა დაგ­ლი­ჯეს მა­შინ, რო­დე­საც გუ­ლი­კო ვო­ლი­ე­რის გა­რეთ იმ­ყო­ფე­ბო­და და მტა­ცებ­ლებ­მა გი­სო­სებს შიგ­ნი­დან შეძ­ლეს მისი და­ზი­ა­ნე­ბა. ძნე­ლი წარ­მო­სად­გე­ნია, რომ რო­მე­ლი­მე ადა­მი­ანს წა­მებ­ში გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი მოვ­ლე­ნე­ბი­სას ან მო­ეს­წრო, ან მო­ტი­ვა­ცია ჰქო­ნო­და გა­ეხ­სნა გა­ლია და მტა­ცებ­ლის პი­რის­პირ დარ­ჩე­ნი­ლი­ყო.

სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ ზო­ო­პარ­კის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე იყო ე.წ. "ლევი ცხო­ვე­ლე­ბი". მარ­თა­ლია თუ არა ეს?

პირ­ველ რიგ­ში ჩვენ­თვის გა­უ­გე­ბა­რია კონ­კრე­ტუ­ლად რას უნდა გუ­ლის­ხმობ­დეს ეს ტერ­მი­ნი. თუმ­ცა, რა­საც არ უნდა ნიშ­ნავ­დეს, თა­ვის მო­ცე­მუ­ლო­ბა­ში აბ­სურ­დუ­ლია იმ მარ­ტი­ვი მი­ზე­ზის გამო, რომ ზო­ო­პარკს არ ყავ­და, არ ჰყავს და არც ეყო­ლე­ბა აღუ­რი­ცხა­ვი ცხო­ვე­ლი. რო­გორც გვეს­მის, "ლევი ცხო­ვე­ლი" გუ­ლის­ხმობს ზედ­მე­ტი ოდე­ნო­ბის არა­რე­გის­ტრი­რე­ბულ ცხო­ვე­ლის ყო­ლას რა­ღაც კონ­კრე­ტუ­ლი მიზ­ნით (შე­საძ­ლო მიზ­ნებ­ზე ქვე­მოთ მო­გახ­სე­ნებთ). ეს უნდა ნიშ­ნავ­დეს, რომ ცხო­ვე­ლი (მაგ. ვე­ფხვი ან ლომი, რო­მელ­საც დღე­ში 7-8 კგ ხორ­ცი სჭირ­დე­ბა) უნდა არ­ჩი­ნოს კონ­კრე­ტუ­ლი ადა­მი­ა­ნის "ჯი­ბემ", რად­გან საკ­ვე­ბით ზო­ო­პარ­კის მო­მა­რა­გე­ბა ხდე­ბა მკაც­რად რეგ­ლა­მენ­ტი­რე­ბუ­ლი ნორ­მე­ბის მი­ხედ­ვით, შე­სა­ბა­მი­სი დო­კუ­მენ­ტა­ცი­ით და მთლი­ა­ნად პრო­ცე­სი არის რე­გუ­ლი­რე­ბუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნო­ნით შეს­ყიდ­ვე­ბის შე­სა­ხებ. ის­მე­ბა კი­თხვა, რის­თვის შე­იძ­ლე­ბა ვინ­მეს დას­ჭირ­დეს ზედ­მე­ტი ე. წ. "ლევი ცხო­ვე­ლის" ყოლა? ერ­თა­დერ­თი თე­ო­რი­უ­ლი აზრი შე­იძ­ლე­ბა იყოს მათი კონ­ტრა­ბან­დუ­ლი გზით გა­ყიდ­ვა. მო­გახ­სე­ნებთ, რომ ზო­ო­პარ­კებ­ში მსხვი­ლი და ფარ­თოდ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი მტა­ცებ­ლე­ბის "შავი ბა­ზა­რი" უბ­რა­ლოდ არ არ­სე­ბობს, რად­გან ეს ჩვე­უ­ლებ­რი­ვი და არა­იშ­ვი­ა­თი ცხო­ვე­ლე­ბი (მგლე­ბი, დათ­ვე­ბი, ლო­მე­ბი, ვე­ფხვე­ბი და ა.შ.) ყვე­ლა ზო­ო­პარკში სწო­რი მოვ­ლის შემ­თხვე­ვა­ში კარ­გად მრავ­ლდე­ბა და მსოფ­ლიო ზო­ო­პარ­კე­ბის თავ­სა­ტე­ხია მო­მა­ტე­ბუ­ლი რა­ო­დე­ნო­ბე­ბის გამო.

სწო­რედ ამი­ტო­მაა გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ზო­ო­პარ­კებ­ში მათი სტე­რი­ლი­ზა­ცი­ის პრაქ­ტი­კა (ჩვე­ნი ლო­მე­ბის ნა­წი­ლი სტე­რი­ლი­ზე­ბუ­ლი იყო, ხოლო და­ნარ­ჩენ მტა­ცებ­ლებს სპე­ცი­ა­ლუ­რი კაფ­სუ­ლა ჰქონ­დათ იმპლან­ტი­რე­ბუ­ლი, რო­მე­ლიც აფერ­ხებ­და გამ­რავ­ლე­ბას). იტო­ვე­ბენ გარ­კვე­უ­ლი ოდე­ნო­ბის მწარ­მო­ებ­ლებს, მკაც­რად კონ­ტრო­ლი­რე­ბად ნა­მატს კი ზო­ო­პარ­კე­ბი ერ­თმა­ნეთს შო­რის ცვლი­ან ან ერ­თმა­ნეთს უსას­ყიდ­ლოდ გა­დას­ცე­მენ ევ­რო­პის ან მსოფ­ლიო ზო­ო­პარ­კე­ბის და აკ­ვა­რი­უ­მე­ბის ასო­ცი­ა­ცი­ის სა­შუ­ა­ლე­ბით. ასე­ვე ხდე­ბა ცხო­ვე­ლე­ბის გა­ყიდ­ვაც და ეს პრო­ცე­სი რე­გუ­ლირ­დე­ბა სხვა სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის (მაგ. CITES, კონ­ვენ­ცია იშ­ვი­ა­თი სა­ხე­ო­ბე­ბით და მათი ნა­წი­ლე­ბით ვაჭ­რო­ბის შე­სა­ხებ) და, რაც მთა­ვა­რია, მთავ­რო­ბე­ბის მკაც­რი რე­გუ­ლა­ცი­ით/ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბით. ამ ფონ­ზე, ვე­რა­ვინ და­ა­სა­ხე­ლებს ზო­ო­პარ­კე­ბის ან კერ­ძო პი­რე­ბის (თუნ­დაც კო­ლექ­ცი­ო­ნე­რე­ბის, რო­მელ­თა ცხო­ვე­ლე­ბიც ასე­ვე აღ­რი­ცხუ­ლია ქვეყ­ნე­ბის შე­სა­ბა­მი­სი ორ­გა­ნო­ე­ბის მიერ) იმ რა­ო­დე­ნო­ბას, რო­მე­ლიც შავ ბა­ზარს ქმნის. ასე­ვე ძნე­ლად წარ­მო­სად­გე­ნია დიდი მტა­ცე­ბე­ლი ცხო­ვე­ლის სა­ზღვარ­ზე უჩუმ­რად გაყ­ვა­ნა. ეს ნიშ­ნავს, რომ ან ჩვე­ნი სა­ბა­ჟო სის­ტე­მა სრუ­ლი­ად ბრმა ადა­მი­ა­ნე­ბის­გან შედ­გე­ბა, ან ის ჩარ­თუ­ლია კონ­ტრა­ბან­და­ში, რაც აბ­სო­ლუ­ტუ­რი აბ­სურ­დია. რაც შე­ე­ხე­ბა იშ­ვი­ათ სა­ხე­ო­ბებს, რომ­ლე­ბიც ნამ­დვი­ლად შე­იძ­ლე­ბა იყოს არა­ლე­გა­ლუ­რი ვაჭ­რო­ბის სა­გა­ნი (გან­სა­კუთ­რე­ბით მათი ნა­წი­ლე­ბი - მარ­ტორ­ქის რქა, სპი­ლოს ეშვი ან ტყა­ვე­ბი). მო­გახ­სე­ნებთ, რომ თბი­ლი­სის ზო­ო­პარკში ამ­გვა­რი სა­ხე­ო­ბე­ბი­დან იყო და არის თეთ­რი მარ­ტორ­ქა და ინ­დუ­რი სპი­ლო. ისი­ნი სა­ბედ­ნი­ე­როდ გა­დარ­ჩნენ და იმ­ყო­ფე­ბი­ან თა­ვი­ანთ ვო­ლი­ე­რებ­ში. გარ­და ამი­სა, იშ­ვი­ა­თი სა­ხე­ო­ბე­ბი­დან გვყავ­და ქო­ჩო­რა გი­ბო­ნი და 2 სი­ა­მან­გი, რომ­ლე­ბიც სამ­წუ­ხა­როდ და­იხ­რჩვნენ. ძნე­ლია იმ ადა­მი­ა­ნის წარ­მოდ­გე­ნა, რო­მე­ლიც სე­რი­ო­ზუ­ლად ფიქ­რობს, რომ ზო­ო­პარკს შე­უმ­ჩნევ­ლად შე­ეძ­ლო "უჯ­რა­ში ყო­ლო­და და­მა­ლუ­ლი" თეთ­რი მარ­ტორ­ქა, ინ­დუ­რი სპი­ლო, გი­ბო­ნი ან სხვა "ლევი" ზე­მოხ­სე­ნე­ბუ­ლი ცხო­ვე­ლი.

ის­მის კი­თხვა, თუ რა­ტომ არ მოხ­და სტი­ქი­ი­დან ამ­დე­ნი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში სტი­ქი­ამ­დე არ­სე­ბუ­ლი ცხო­ვე­ლე­ბის სი­ე­ბის გა­მოქ­ვეყ­ნე­ბა?

საქ­მე ის გახ­ლავთ, რომ თბი­ლი­სის ზო­ო­პარკს ყავ­და 1000-ზე მეტი სხვა­დას­ხვა ცხო­ვე­ლი (წვრი­ლი, სა­შუ­ა­ლო და მსხვი­ლი ძუ­ძუმ­წო­ვა­რი, ფრინ­ვე­ლე­ბი, რეპ­ტი­ლი­ე­ბი, ამ­ფი­ბი­ე­ბი, თევ­ზე­ბი და ა.შ.). კა­ტას­ტრო­ფის დროს მთლი­ა­ნად და­იტ­ბო­რა ზო­ო­პარ­კის ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი შე­ნო­ბა, შლამ­მა და­ა­ზი­ა­ნა მო­ნა­ცემ­თა ბაზა და აღ­დგე­ნა მო­ხერ­ხდა ზო­ო­პარ­კის თა­ნამ­შრომ­ლე­ბის დიდი ძა­ლის­ხმე­ვით. ამან წა­ი­ღო გარ­კვე­უ­ლი დრო. გა­სათ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლია, რომ, პა­რა­ლე­ლუ­რად, ჩვე­ნი თა­ნამ­შრომ­ლე­ბი დღი­სა და ღა­მის მან­ძილ­ზე მუხლჩა­უხ­რე­ლად შრო­მობ­დნენ გაწ­მენ­დით სა­მუ­შა­ო­ებ­ზე და მო­ნა­წი­ლე­ობ­დნენ და მო­ნა­წი­ლე­ო­ბენ გა­დარ­ჩე­ნი­ლი ცხო­ვე­ლე­ბის მოვ­ლის უმ­ძი­მეს პრო­ცეს­ში" - ნათ­ქვა­მია ზო­ო­პარ­კის გვერ­დზე.

იხი­ლეთ ასე­ვე|"ჩა­ე­წო­ბა გო­ჭი­ვით, ამო­ი­სარსლე­ბა და წევს დი­დად კმა­ყო­ფი­ლი" - რო­გორ გრძნობს თავს მსოფ­ლი­ო­ში ყვე­ლა­ზე პო­პუ­ლა­რუ­ლი ჰი­პო­პო­ტა­მი "ბეგი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

პასუხი ყველა კითხვაზე, რაც ზოოპარკთან დაკავშირებით საზოგადოებაში დღემდე არსებობს

პასუხი ყველა კითხვაზე, რაც ზოოპარკთან დაკავშირებით საზოგადოებაში დღემდე არსებობს

თბილისის ზოოპარკი "ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე ამომწურავ ინფორმაციას ავრცელებს, რომელიც საზოგადოებაში არსებულ ყველა კითხვას პასუხობს.

"ბოლო დღეებში უამრავი სხვადასხვა სახის ინფორმაცია ვრცელდება თბილისის ზოოპარკთან დაკავშირებით. შევეცადეთ მაქსიმალურად ამოგვეკრიფა სოციალური ქსელებში დასმული შეკითხვები და მათთვის პასუხი გაგვეცა (იხ. ქვემოთ).

ძალიან გთხოვთ, თუ რაიმე კითხვა დაგებადათ, მოგვწეროთ ფეისბუქის გვერდზე (სამწუხაროდ, ეს დღეს ერთადერთი ქმედითი საშუალებაა). ვეცდებით ყველა კითხვას ეტაპობრივად ვუპასუხოთ ჩვენი ოფიციალური ვებ და ფეისბუქ გვერდების საშუალებით.

მოცემულ კრიტიკულ სიტუაციაში ჩვენი თანამშრომლები 24-საათიან რეჟიმში მუშაობდნენ და გამძლეობის ზღვარს მიაღწიეს. ნებისმიერი სახის გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელება იწვევს მედიისა და სოციალური ქსელის ქაოტურ გაქტიურებას, რაც მძიმე დარტყმად აისახება ჩვენს თანამშრომლებზე. ამიტომ გთხოვთ, ანგარიში გაგვიწიოთ და თუ რამე კითხვა გაწუხებთ, პირველ რიგში ჩვენთან გადაამოწმოთ ფეისბუქის საშუალებით.

დიდი მადლობა თქვენი უწყვეტი მხარდაჭერისა და მხარში დგომისთვის!

ხშირად დასმული კითხვები

ჰქონდათ თუ არა თბილისის ზოოპარკის ბინადრებს ე.წ. "ჩიპები"?

დიახ, თბილისის ზოოპარკის ბინადრებს ჰქონდათ ე.წ. "ჩიპები", ანუ ტრანსპონდერები. ტრანსპონდერი გახლავთ მცირე მოწყობილობა, რომელიც კანქვეშ სპეციალიზებული შპრიცის საშუალებით თავსდება. ტრანსპონდერზე ჩაწერილია ამ ცხოველის პირადი ნომერი.

რა დანიშნულება აქვს ამ "ჩიპებს"?

ამ "ჩიპების" დანიშნულება ცხოველების იდენტიფიკაციაა. მაგალითისთვის, მსგავსი ჩიპები აქვთ იმპლანტირებული სახლის ძაღლებსა და კატებს. "ჩიპზე" ჩაწერილი ნომრის წაკითხვა სპეციალური სკანერის საშუალებით ხდება. ზოოპარკის შემთხვევაში ეს ასევე მნიშვნელოვანია ვეტერინარული და სხვა სახის პროცედურების წარმოებისა და აღრიცხვისთვის. გარდა ამისა, იმ შემთხვევაში, თუ ხდება ცხოველის საზღვარზე გადაყვანა, "ჩიპი" მნიშვნელოვანია ექსპორტის სერტიფიკატისთვის, რადგან ექსპორტის ნებართვის გაცემისას ხდება ამ ინდივიდუალური ნომრის მითითება და საბაჟო პროცედურების გავლა. აღსანიშნავია, რომ ეს "ჩიპები" თავისთავად არამდგრადია, მოთავსებულია კანქვეშ და ხშირად მექანიკური ზემოქმედების გამო ზიანდება, განსაკუთრებით მაშინ, როცა ცხოველები ერთმანეთს ეთამაშებიან. ასეთი შემთხვევები ხდებოდა და გვიწევდა "ჩიპის" ხელახალი ჩაყენება. კრიზისის დროს სწორედ ეს იყო მიზეზი, რომ ზოგერთი "ჩიპი" დაზიანებული აღმოჩნდა და რამდენიმე ცხოველის გვამის იდენტიფიცირება ვერ მოხდა პირადი ნომრის მიხედვით (თუმცა, იდენტიფიკაცია ასეთ დროს ხდება ვიზუალური დათვალიერებით ზოოპარკის შესაბამისი თანამშრომლების მიერ).

ძალიან მნიშვნელოვანია იმის გათვალისწინება, რომ ეს "ჩიპი" არ უნდა აგვერიოს სპეციალიზებულ GPS "ჩიპში", რომელიც ადგენს ცხოველის ადგილმდებარეობას.

რა სახის მოწყობილობები იძლევა ცხოველის ადგილმდებარეობის დადგენის საშუალებას და ჰქონდათ თუ არა ისინი იმპლანტირებული ზოოპარკის ცხოველებს?

ველური ბუნების კვლევის პრაქტიკაში არსებობს GPS-ით აღჭურვილი საყელურები, რომლებიც GSM მობილური სიგნალით, გარკვეული რეგულარობით, იძლევა ინფორმაციას ცხოველის ადგილმდებარეობის შესახებ. ტრადიციულად, ეს არის საკმარისად დიდი და მძიმე საყელური (ხანგრძლივმოქმედი, დიდი ელემენტის გამო), რომელიც არ გამოიყენება ზოოპარკების პრაქტიკაში. მათი მოუხერხებლობის და დაბალი ხარჯთეფექტიანობის გამო არ არსებობს არავითარი მოთხოვნა ევროპის ზოოპარკებისა და აკვარიუმების ასოციაციის (EAZA) თუ ზოოპარკებისა და აკვარიუმების მსოფლიო ასოციაციის (WAZA) მხრიდან მათი გამოყენების შესახებ. იგივე ეხება თვით მაღალი სტიქიის საფრთხის ქვეშ მყოფ ქვეყნებსაც. რაც შეეხება ზომით პატარა "GPS ჩიპებს": მათაც ესაჭიროებათ ენერგიის მუდმივი წყარო (მძლავრი ელემენტი) ხანგრძლივი მუშაობისათვის (მინიმუმ 2-3 თვე მაინც). ამის გამო, ჩვენს ხელთ არსებული ბოლო სამეცნიერო მონაცემებით, პატარა ზომის "GPS ჩიპი" მაინც არ არის კანქვეშ შესაყვანი ზომის. ამიტომ, ბიოლოგები ე.წ. "პატარა GPS ჩიპებს" ველურ გარემოში დაჭერილ მცირე ზომის ცხოველს (რომელსაც დიდი საყელოს ტარება არ შეუძლია) ქირურგიული ოპერაციით უდგამენ არა კანქვეშ, არამედ მუცლის ფარში. აქედან გამომდინარე, სრულიად არამიზანშეწონილია ასეთი ხშირი პერიოდულობით (თუნდაც წელიწადში ერთხელ) ზოოპარკის დიდი ცხოველებისთვის ქირურგიული ოპერაციების ჩატარება. ეს საფრთხეს უქმნის ძვირადღირებული ცხოველის სიცოცხლეს და გარდა ამისა, ნაკლებეფექტიანია სტანდარტულ კრიზისულ სიტუაციებში.

ზოოპარკი ადრეც დაიტბორა. რა იყო გათვალისწინებული ზოოპარკის გეგმარების მხრივ წინა გამოცდილებაზე დაყრდნობით? დაცვისა და უსაფრთხოების რა გარანტიები არსებობდა ზოოპარკში კატასტროფამდე?

მტაცებლების და მაიმუნების ე.წ. "ძველი ვოლიერები" (ავტომაგისტრალის მოპირდაპირედ) ჯერ კიდევ ოთხმოცდაათიანი წლების დასაწყისში იყო აშენებული, როგორც ჩანს, წინა სტიქიების გათვალისწინებით. ისინი მთლიანად იყო გადახურული 3 სმ-ის დიამეტრის სრული რკინის გისოსებით, რომელთა დაზიანება მხოლოდ კოლოსალური ძალისხმევის შედეგად იყო შესაძლებელი. ეს კი სრულიად გადის ადამიანისა და ცხოველის ფიზიკური შესაძლებლობებიდან. სტიქიის შემდეგ, მაშველების მიერ გამოყენებული იყო ბენზინზე მომუშავე სპეციალიზებული, ძალიან მძლავრი ე.წ. "ბალგარკა", რომელიც მხოლოდ საგანგებო სიტუაციების მართვის სპეციალისტებს ჰქონდათ და ამ მოწყობილობამაც კი დიდი სირთულით გადაჭრა გისოსები მკვდარი ცხოველების ვოლიერებიდან გამოსაყვანად. ერთ-ერთი ამ სრულად დახურული ვოლიერის გისოსებს შორის ახალგაზრდა ვეფხვის (სახელად ბარბარა) გამოძრომა როგორც ჩანს, განაპირობა წყალდიდობის დროს გისოსებზე უზარმაზარი საგნის დარტყმამ, რამაც გისოსები გაწია იმდენად, რომ გაეტია ვეფხვის თავი (თუ თავი ეტევა, კატისებრი მთლიანად ახერხებს გაძრომას). ანუ, ეს ვოლიერები გამოსადეგი იყო ყველა დასაშვები სტანდარტული კრიზისული სიტუაციისთვისაც კი. წყალმოვარდნამ, რომელმაც მრავალი ავტომანქანა აიტაცა და უზარმაზარი მორები ქაოტურად ატრიალა სრულად დაფარა გალიები და უმძიმესი ფიზიკური დარტყმები მიაყენა ვოლიერებს. ათასობით ტონა წლის სიმაღლემ მინიმუმ 7-8 მეტრი შეადგინა ზოოპარკის ამ სეგმენტში. ცნობისთვის, ვეფხვი ბარბარა მაინც დაიღუპა და მისი გვამი იდენტიფიცირებულია. ყველა დანარჩენი მტაცებელი ე.წ. "ძველ ვოლიერებში" (3 იაგუარი, 6 დათვი და 3 ლომი) წყალმოვარდნის გამო დაიხრჩო.

რაც შეეხება ღია ტიპის ვოლიერებს. ეს წარმოადგენს ცხოველის სათავსს, რომლის ჭერი არის ღია, მაგრამ სტანდარტულ კრიზისულ პირობებში ცხოველის იქიდან გამოსვლა შეუძლებელია, რადგან ვოლიერის ოთხივე კედელი ბოლოში მოკეცილია, ქმნის უარყოფით დაქანებას და ცხოველი აძრომის შემთხვევაშიც კი, ვერ ახერხებს ამ ბარიერის გადალახვას. ასევე, ყველა მტაცებლის ღია ვოლიერს ზემოდან გადატარებული ჰქონდა სპეციალური დანიშნულების ელექტრომავთულები, სადაც გადიოდა 10,000 ვოლტის ძაბვის დენი (დაბალი ამპერაჟით), რომლიც უსაფრთხოა ცხოველისთვის, მაგრამ იწვევს შოკს. ამგვარი ღია ტიპის ვოლიერები მსოფლიოს საუკეთესო ზოოპარკებში ჩვეულებრივი პრაქტიკაა და უსაფრთხოების სრული გარანტიაა სტანდარტულ კრიზისულ სიტუაციაშიც კი. ჩვენს შემთხვევაში კი პარქტიკულად შეუძლებელი იყო იმის პროგნოზირება, რომ წყალი მინიმუმ 7-8 მეტრზე ზემოთ აიწევდა, გამორთავდა ელექტროსისტემას და ცხოველებს ამოატივტივებდა.

დაცვისა და უსაფრთხოების რა ნორმები არსებობს ზოოპარკში ახლა?

ზოოპარკის ადმინისტრაცია ყოველთვის სიფრთხილით ეკიდებოდა უსაფრთხოების საკითხს. ახალი გზის გაყვანის დროს მშენებლებმა და გეოლოგიის ექსპერტებმა ადმინისტრაცია დაარწმუნეს, რომ მდინარე ვერე ზოოპარკისთვის საფრთხეს არ წარმოადგენდა. თუმცა სამართლიანობისთვის უნდა ითქვას, რომ ამ მასშტაბის კატასტროფის დაშვებაც კი რთული იყო. საილუსტრაციო მაგალითისთვის, შეგვიძლია მოვიყვანოთ დამანგრეველი მიწისძვრა. მსოფლიოში შენობების გამძლეობა გარკვეულ, სტანდარტულ ზღვარზეა გათვლილი, თუმცა წინასწარ ვერასოდეს განსაზღვრავ მიწისძვრის სიმძლავრეს, რის გამოც, ისეთ განვითარებულ, მაღალი სტიქიური საფრთხის ქვეშ მყოფ ქვეყნებშიც კი, როგორიცაა იაპონია, ვერ ხერხდება ყველა შენობის სეისმომედეგობის უზრუნველყოფა (მათ შორის, ატომური ელექტროსადგურებისაც კი).

რაც შეეხება მტაცებლების ახალაშენებულ ვოლიერებს (გაიხსნა მიმდინარე წელს): ისინი განთავსებულია ინფექციური საავადმყოფოს მხარეს (ზოოპარკის ყველაზე შემაღლებულ ადგილას), რის გამოც იქ კატასტოფამდე გადაყვანილი მტაცებლები (5 თეთრი ლომი და 2 ლეოპარდი) გადაურჩნენ ამ არასტანდარტულ კრიზისს და ამჟამად აბსოლუტურად დაცულნი არიან. ეს ვოლიერები ევროპულ სტანდარტებთანაა შესაბამისობაში. მიუხედავად ამისა, მწარე გამოცდილებაზე დაყრდნობით, ახლა აქტიურად ვცდილობთ ახალი უსაფრთხოების ნორმების შეძლებისდაგვარად სწრაფად დანერგვას, რათა ვოლიერებმა გაუძლონ შესაძლო არასტანდარტულ კრიზისულ სიტუაციებს.

სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ სტიქიის დროს ზოოპარკის თანამშრომლებმა გამოუშვეს მტაცებლები ვოლიერებიდან. მართალია თუ არა ეს?

ეს ინფორმაცია არის სრული ჭორი და შინაარსობრივად აბსურდული, რომელიც არ ეფუძნება არავითარ ფაქტს. როგორც მოსახლეობამ მასმედიის საშუალებებით იცის, წყალმოვარდნამ იმგვარი სისწრაფით დატბორა სვანიძის ქუჩის ტერიტორია და აავსო სახლები წყლით, რომ ადამიანებმა ვერ მოასწრეს შენობებიდან გამოსვლა. ზუსტად ასე მოხდა ზოოპარკის ტერიტორიაზეც. სამწუხაროდ ჩვენმა სამმა თანამშრომელმა ვერ მოასწრო მტაცებლების განყოფილების შენობის დატოვება და შეეწირა სტიქიას. ზოოპარკის ტერიტორიაზე წყალმოვარდნის დროს იმყოფებოდა ზოოპარკის დირექტორი, მისი მეუღლე, დაცვის თანამშრომლები, საწოლს მიჯაჭვული მომვლელი გულიკო ჭიტაძე, მისი მეუღლე და ასაკოვანი თანამშრომელი. ამ სიტუაციაში კარიკატურულია იმის მტკიცება, თითქოს რომელიმეს შეეძლო ხელით ვოლიერების 3 სმ. დიამეტრის სრული რკინის გისოსების გაგრეხვა/გახერხვა ცხოველების გამოსაშვებად.

რაც შეეხება ვოლიერების გასაღებით გაღებას: ესეც აბსურდია, რადგან ყველა გასაღები სპეციალურად დაცულ ადგილას ინახება განყოფილებაში. წყალმოვარდნის წარმოუდგენელი სიმძლავრისა და სისწრაფის ფონზე, როდესაც ადამიანებმა შენობის დატოვებაც კი ვერ მოასწრეს, სრულიად აბსურდულია იმის მტკიცება, რომ რომელიმე მათგანს შეძლო გასაღებების აღება დაცული ადგილიდან, გამოქცევა და რომელიმე (თუნდაც ერთი) ვოლიერის გაღება. აქვე საზოგადოებას ვთხოვთ ცხადად გააცნობიეროს ის წამები, როდესაც წყალი ყველა ზემოხსენებულ ადამიანს პირდაპირი მნიშვნელობით ახრჩობს და თვითგადარეჩენის ინსტინქტი მუშაობს. გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ დიდი მტაცებლების ვოლიერებში მომვლელები არ შედიოდნენ. დალაგებისას ხდებოდა მტაცებლების სპეციალურ იზოლატორებში წინასწარ გადაყვანა და მხოლოდ ამის შემდეგ იყო დაშვებული ცარიელი სათავსების გაწმენდა. გთხოვთ გაიხსენოთ ქ-ნი გულიკოს ტრაგიკული ფაქტიც, რომელიც ვეფხვებმა დაგლიჯეს მაშინ, როდესაც გულიკო ვოლიერის გარეთ იმყოფებოდა და მტაცებლებმა გისოსებს შიგნიდან შეძლეს მისი დაზიანება. ძნელი წარმოსადგენია, რომ რომელიმე ადამიანს წამებში განვითარებული მოვლენებისას ან მოესწრო, ან მოტივაცია ჰქონოდა გაეხსნა გალია და მტაცებლის პირისპირ დარჩენილიყო.

სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ზოოპარკის ტერიტორიაზე იყო ე.წ. "ლევი ცხოველები". მართალია თუ არა ეს?

პირველ რიგში ჩვენთვის გაუგებარია კონკრეტულად რას უნდა გულისხმობდეს ეს ტერმინი. თუმცა, რასაც არ უნდა ნიშნავდეს, თავის მოცემულობაში აბსურდულია იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ზოოპარკს არ ყავდა, არ ჰყავს და არც ეყოლება აღურიცხავი ცხოველი. როგორც გვესმის, "ლევი ცხოველი" გულისხმობს ზედმეტი ოდენობის არარეგისტრირებულ ცხოველის ყოლას რაღაც კონკრეტული მიზნით (შესაძლო მიზნებზე ქვემოთ მოგახსენებთ). ეს უნდა ნიშნავდეს, რომ ცხოველი (მაგ. ვეფხვი ან ლომი, რომელსაც დღეში 7-8 კგ ხორცი სჭირდება) უნდა არჩინოს კონკრეტული ადამიანის "ჯიბემ", რადგან საკვებით ზოოპარკის მომარაგება ხდება მკაცრად რეგლამენტირებული ნორმების მიხედვით, შესაბამისი დოკუმენტაციით და მთლიანად პროცესი არის რეგულირებული საქართველოს კანონით შესყიდვების შესახებ. ისმება კითხვა, რისთვის შეიძლება ვინმეს დასჭირდეს ზედმეტი ე. წ. "ლევი ცხოველის" ყოლა? ერთადერთი თეორიული აზრი შეიძლება იყოს მათი კონტრაბანდული გზით გაყიდვა. მოგახსენებთ, რომ ზოოპარკებში მსხვილი და ფართოდ გავრცელებული მტაცებლების "შავი ბაზარი" უბრალოდ არ არსებობს, რადგან ეს ჩვეულებრივი და არაიშვიათი ცხოველები (მგლები, დათვები, ლომები, ვეფხვები და ა.შ.) ყველა ზოოპარკში სწორი მოვლის შემთხვევაში კარგად მრავლდება და მსოფლიო ზოოპარკების თავსატეხია მომატებული რაოდენობების გამო.

სწორედ ამიტომაა გავრცელებული ზოოპარკებში მათი სტერილიზაციის პრაქტიკა (ჩვენი ლომების ნაწილი სტერილიზებული იყო, ხოლო დანარჩენ მტაცებლებს სპეციალური კაფსულა ჰქონდათ იმპლანტირებული, რომელიც აფერხებდა გამრავლებას). იტოვებენ გარკვეული ოდენობის მწარმოებლებს, მკაცრად კონტროლირებად ნამატს კი ზოოპარკები ერთმანეთს შორის ცვლიან ან ერთმანეთს უსასყიდლოდ გადასცემენ ევროპის ან მსოფლიო ზოოპარკების და აკვარიუმების ასოციაციის საშუალებით. ასევე ხდება ცხოველების გაყიდვაც და ეს პროცესი რეგულირდება სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების (მაგ. CITES, კონვენცია იშვიათი სახეობებით და მათი ნაწილებით ვაჭრობის შესახებ) და, რაც მთავარია, მთავრობების მკაცრი რეგულაციით/ზედამხედველობით. ამ ფონზე, ვერავინ დაასახელებს ზოოპარკების ან კერძო პირების (თუნდაც კოლექციონერების, რომელთა ცხოველებიც ასევე აღრიცხულია ქვეყნების შესაბამისი ორგანოების მიერ) იმ რაოდენობას, რომელიც შავ ბაზარს ქმნის. ასევე ძნელად წარმოსადგენია დიდი მტაცებელი ცხოველის საზღვარზე უჩუმრად გაყვანა. ეს ნიშნავს, რომ ან ჩვენი საბაჟო სისტემა სრულიად ბრმა ადამიანებისგან შედგება, ან ის ჩართულია კონტრაბანდაში, რაც აბსოლუტური აბსურდია. რაც შეეხება იშვიათ სახეობებს, რომლებიც ნამდვილად შეიძლება იყოს არალეგალური ვაჭრობის საგანი (განსაკუთრებით მათი ნაწილები - მარტორქის რქა, სპილოს ეშვი ან ტყავები). მოგახსენებთ, რომ თბილისის ზოოპარკში ამგვარი სახეობებიდან იყო და არის თეთრი მარტორქა და ინდური სპილო. ისინი საბედნიეროდ გადარჩნენ და იმყოფებიან თავიანთ ვოლიერებში. გარდა ამისა, იშვიათი სახეობებიდან გვყავდა ქოჩორა გიბონი და 2 სიამანგი, რომლებიც სამწუხაროდ დაიხრჩვნენ. ძნელია იმ ადამიანის წარმოდგენა, რომელიც სერიოზულად ფიქრობს, რომ ზოოპარკს შეუმჩნევლად შეეძლო "უჯრაში ყოლოდა დამალული" თეთრი მარტორქა, ინდური სპილო, გიბონი ან სხვა "ლევი" ზემოხსენებული ცხოველი.

ისმის კითხვა, თუ რატომ არ მოხდა სტიქიიდან ამდენი დღის განმავლობაში სტიქიამდე არსებული ცხოველების სიების გამოქვეყნება?

საქმე ის გახლავთ, რომ თბილისის ზოოპარკს ყავდა 1000-ზე მეტი სხვადასხვა ცხოველი (წვრილი, საშუალო და მსხვილი ძუძუმწოვარი, ფრინველები, რეპტილიები, ამფიბიები, თევზები და ა.შ.). კატასტროფის დროს მთლიანად დაიტბორა ზოოპარკის ადმინისტრაციული შენობა, შლამმა დააზიანა მონაცემთა ბაზა და აღდგენა მოხერხდა ზოოპარკის თანამშრომლების დიდი ძალისხმევით. ამან წაიღო გარკვეული დრო. გასათვალისწინებელია, რომ, პარალელურად, ჩვენი თანამშრომლები დღისა და ღამის მანძილზე მუხლჩაუხრელად შრომობდნენ გაწმენდით სამუშაოებზე და მონაწილეობდნენ და მონაწილეობენ გადარჩენილი ცხოველების მოვლის უმძიმეს პროცესში" - ნათქვამია ზოოპარკის გვერდზე.

იხილეთ ასევე|"ჩაეწობა გოჭივით, ამოისარსლება და წევს დიდად კმაყოფილი" - როგორ გრძნობს თავს მსოფლიოში ყველაზე პოპულარული ჰიპოპოტამი "ბეგი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია