Faceამბები
საზოგადოება

25

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 03:43-ზე, მთვარე კუროშია – დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. კარგი დღეა ბუნებაში სასეირნოდ, მიწაზე სამუშაოდ. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რომელ ასაკში გაქვთ გამდიდრების შანსი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
რომელ ასაკში გაქვთ გამდიდრების შანსი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

ას­ტრო­ლო­გე­ბის აზ­რით, ადა­მი­ა­ნის ცხოვ­რე­ბა­ში ფი­ნან­სუ­რი წარ­მა­ტე­ბი­სა და აღ­მას­ვლის წლე­ბის გა­მოთ­ვლა სავ­სე­ბით შე­საძ­ლე­ბე­ლია, ისე­ვე რო­გორც ნე­ბის­მი­ე­რი სხვა მოვ­ლე­ნის. თუმ­ცა, გათ­ვლა ერ­თია და თა­ვად პი­როვ­ნე­ბის მონ­დო­მე­ბა - მე­ო­რე. შე­სა­ბა­მი­სად, პროგ­ნო­ზე­ბი პროგ­ნო­ზე­ბად რჩე­ბა, თუკი თა­ვად ინ­დი­ვი­დი არ ცდი­ლობს ფეხი აუ­წყოს რე­ა­ლო­ბას და თა­ვა­დაც არ აქვს სურ­ვი­ლი გან­ვი­თარ­დეს.

მა­ტე­რი­ა­ლუ­რი დოვ­ლა­თის შე­ძე­ნის და გა­მო­მუ­შა­ვე­ბის გზე­ბი კი ყო­ვე­ლი ჩვენ­გა­ნის­თვის ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი შე­იძ­ლე­ბა იყოს. ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რია ასე­ვე ფუ­ლის შოვ­ნის ასა­კი და სა­ვა­რა­უ­დო ქო­ნე­ბის ოდე­ნო­ბაც. იმის მი­ხედ­ვით კი თუ რო­მე­ლი ზო­დი­ა­ქოს ნიშ­ნით მო­ევ­ლი­ნეთ ქვე­ყა­ნას, მხო­ლოდ ზო­გა­დი პროგ­ნო­ზის გა­კე­თე­ბა შე­იძ­ლე­ბა.

ასე მა­გა­ლი­თად ვერ­ძის­თვის ფი­ნან­სუ­რი წინსვლის სა­უ­კე­თე­სო ასა­კად 18-27 და 43-51 წლე­ბი სა­ხელ­დე­ბა. ზო­დი­ა­ქოს ამ ნიშ­ნით და­ბა­დე­ბუ­ლე­ბი აქ­ტი­უ­რად ცდი­ლო­ბენ სა­სი­ცო­ცხლო მი­ნი­მუ­მის გა­მო­მუ­შა­ვე­ბას უკვე პა­ტა­რა ასა­კი­დან. თუმ­ცა, 27 წლის მერე ზედ­მე­ტი თავ­და­ჯე­რე­ბუ­ლო­ბის გამო, ზო­გი­ერ­თი ხში­რად კარ­გავს კა­პი­ტალს. პო­ზი­ცი­ე­ბის გამ­ყა­რე­ბა კი მხო­ლოდ გო­ნივ­რუ­ლი ეკო­ნო­მი­ის შე­დე­გად ხდე­ბა 43-51 წლებს შო­რის.

კუ­რო­ე­ბის­თვის ას­ტრო­ლო­გე­ბი ფი­ნან­სუ­რად აქ­ტი­ურ ასა­კად 25-30 და 38-45 წლე­ბის ზღვარს მო­ი­აზ­რე­ბენ. კუ­როს ფული უყ­ვარს ეს არა­ვის­თვი­საა სა­ი­დუმ­ლო. თუმ­ცა, 38 წლის­კენ იგი ხში­რად იც­ვლის ცხოვ­რე­ბი­სე­ულ პრი­ო­რი­ტე­ტებს, შე­სა­ბა­მი­სად, ხე­ლახ­ლა უწევს სა­კუ­თა­რი ფი­ნან­სუ­რი პი­რა­მი­დის შე­ნე­ბა.

ტყუ­პის ზო­დი­ა­ქოს კარ­გი მა­ტე­რი­ა­ლუ­რი წინსვლის პე­რი­ო­დი 19-30 და 48-55 წლებს შო­რის უდ­გას. სწო­რედ ამ ასა­კობ­რივ სარ­ტყელ­ში ხა­სი­ათ­დე­ბი­ან ტყუ­პი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ენერ­გი­უ­ლო­ბით, იპ­ტი­მიზ­მი­თა და საქ­მი­სად­მი ერ­თგუ­ლი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბით. თუმ­ცა, ზუს­ტად 48 წლის შემ­დეგ ხდე­ბა მათი სა­ბო­ლოო "დაღ­ვი­ნე­ბა" და შე­მო­სავ­ლის დიდი ნა­წილ­საც სტა­ბი­ლუ­რად აბან­დებს სხვა­დას­ხვა ბიზ­ნეს­ში.

კირჩხი­ბის ზო­დი­ა­ქოს ნიშ­ნით და­ბა­დე­ბუ­ლის­თვის ფი­ნან­სუ­რი აღ­მას­ვლის წლე­ბი 30-34 წლის ასაკს შო­რის მერ­ყე­ობს. ზუს­ტად ამ პე­რი­ოდ­ში ახერ­ხე­ბენ ისი­ნი სა­უ­კე­თე­სო მა­ტე­რი­ა­ლუ­რი ბა­ზის შექ­მნას, თუ ამ პე­რი­ოდს გა­დას­ცდა კირჩხი­ბის წინსვლა ფი­ნან­სუ­რი კუ­თხით, ნაკ­ლებ სა­ვა­რა­უ­დოა, რომ ოდეს­მე იგი დიდი ფუ­ლის პატ­რო­ნი გახ­დე­ბა.

ლო­მის ზო­დი­ა­ქოს ნიშ­ნით და­ბა­დე­ბუ­ლი ხალ­ხი საკ­მა­ოდ ად­რე­ულ ასაკ­ში იწყებს დიდ ფი­ნან­სებ­თან "თა­მაშს" რის გა­მოც, ას­ტრო­ლო­გე­ბი ლო­მებს გამ­დიდ­რე­ბის ასა­კად 21-28 წლე­ბის შუ­ა­ლედს ურ­ჩე­ვენ. ზუს­ტად ამ წლებ­ში შე­უძ­ლი­ათ მათ ტალ­ღის ქიმ­ზე მოქ­ცე­ვა და ცხოვ­რე­ბის­გან მაქ­სი­მუ­მის მი­ღე­ბა.

რაც შე­ე­ხე­ბა ქალ­წულს მის­თვის, რო­გორც ერთ-ერთი მერ­კან­ტი­ლუ­რი და მშრო­მე­ლი ნიშ­ნის­თვის ას­ტრო­ლო­გე­ბი ცხოვ­რე­ბის მან­ძილ­ზე ყვე­ლა­ზე ხში­რად - 4 ეტა­პად ყო­ფენ, დიდი ფი­ნან­სე­ბის შე­მო­დი­ნე­ბას. 18-21, 28-31, 38-41 და 48-51 წლებს შო­რის შუ­ა­ლე­დე­ბი მო­ი­აზ­რე­ბა ქალ­წუ­ლის­თვის მა­ტე­რი­ა­ლუ­რი წინსვლის­თვის სა­უ­კე­თე­სო წლე­ბად.

სას­წო­რის ზო­დი­ა­ქოს ნიშ­ნის­თვის ზედ­მე­ტი მერ­ყე­ო­ბაა და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბის მი­ღე­ბი­სას. ამი­ტომ ას­ტრო­ლო­გე­ბი მათ­თვის ფი­ნან­სუ­რად აქ­ტი­ურ პე­რი­ო­დად 25-30 წლე­ბის შუ­ა­ლედს მო­ი­აზ­რე­ბენ. ამ პე­რი­ო­დის მან­ძილ­ზე მათ მო­თხო­ვე­ბათ მთე­ლი თა­ვი­ან­თი რე­სურ­სის და ნი­ჭის მო­ბი­ლი­ზე­ბა.

მო­რი­ე­ლის ზო­დი­ა­ქოს გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი უნა­რი აქვს მარ­თოს ფი­ნან­სე­ბი, რო­გორც სა­კუ­თა­რი, ისე სხვი­სი. ას­ტრო­ლო­გე­ბი თვლი­ან, რომ ამ მხრივ მათ­თვის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი აღ­ზე­ვე­ბის ხანა 25-35 წლებს შო­რის დგე­ბა. თუმ­ცა აქვე ისიც უნდა ით­ქვას, რომ ამ პე­რი­ოდ­ში გა­წე­უ­ლი რის­კი მა­ტე­რი­ა­ლუ­რი კუ­თხით ხში­რად ხდე­ბა მო­რი­ე­ლის­თვის დიდი და­ნა­კარ­გე­ბის მი­ზე­ზიც.

მშვილ­დოს­ნებს სა­უ­კე­თე­სო პე­რი­ო­დი ფი­ნან­სუ­რი წინსვლის კუ­თხით ცხოვ­რე­ბა­ში ორ­ჯერ ეძ­ლე­ვათ. ერთი ეს არის 22-26 წლებს შო­რის ასა­კი, მე­ო­რე კი უფრო გვი­ან 29-33 წლებს შო­რის. ამას­თან ერ­თად, თუკი პირ­ველ ეტაპ­ზე მათი გრან­დი­ო­ზუ­ლი გეგ­მე­ბი და­მარ­ცხდე­ბა, მე­ო­რე პიკი ფი­ნან­სუ­რი წარ­მა­ტე­ბის მშვილ­დოს­ნის­თვის ორ­მა­გად მომ­გე­ბი­ა­ნი იქ­ნე­ბა.

თხის რქას ას­ტრო­ლო­გე­ბი აქ­ტი­ურ ფი­ნან­სურ ზრდას და შე­მო­სა­ვალს და­ახ­ლო­ე­ბით 16-19 და 27-33 წლებს შო­რის უწი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლე­ბენ. ეს ხალ­ხი უზო­მოდ მშრო­მე­ლი და მუ­ყა­ი­თია, ამი­ტომ ბევ­რი მათ­გა­ნი საკ­მა­ოდ ად­რე­ულ ასაკ­ში ახერ­ხებს კარ­გად გა­მო­მუ­შა­ვე­ბას. თუმ­ცა, შემ­დგომ მათ ეძ­ლე­ვათ შან­სი შე­მო­სავ­ლე­ბის გა­სა­ორ­მა­გებ­ლად.

მერ­წყუ­ლის ზო­დი­ა­ქოს ას­ტრო­ლო­გი­უ­რად ფი­ნან­სუ­რი წარ­მა­ტე­ბის პე­რი­ო­დი და­ახ­ლო­ე­ბით 26-30 წლებს შო­რის უდ­გას. თუ ამ წლებს შო­რის ისი­ნი პა­სი­უ­რო­ბენ, შემ­დგომ­ში ბევრ მათ­განს ძა­ლი­ან უჭირს სა­კუ­თა­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის და ძა­ლე­ბის და­ჯე­რე­ბა. ამი­ტომ ხში­რად სჯერ­დე­ბი­ან მხო­ლოდ იმას, რა­საც ცხოვ­რე­ბა სთა­ვა­ზობთ.

და­ბო­ლოს, თევ­ზე­ბის­თვის კარ­გი პე­რი­ო­დი ფი­ნან­სე­ბის შე­მო­სა­დი­ნებ­ლად 18-25 წლებს შო­რის დგე­ბა. თუმ­ცა, თუ ისი­ნი ვერ ახერ­ხე­ბენ თა­ნამ­მარ­თებ­ლი პლა­ნე­ტა იუ­პი­ტე­რის­გან ბო­ძე­ბუ­ლი ამ შან­სის გა­მო­ყე­ნე­ბას. სამ­ყა­რო მათ კი­დევ აძ­ლევს ერთ შანსს - 33-36 წლის ასა­კის შუ­ა­ლედ­ში. მაგ­რამ ამ­ჯე­რად, წარ­მა­ტე­ბის მი­საღ­წე­ვად თევ­ზებს ბევ­რი შრო­მა და მოთ­მი­ნე­ბა დას­ჭირ­დე­ბათ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

რომელ ასაკში გაქვთ გამდიდრების შანსი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

რომელ ასაკში გაქვთ გამდიდრების შანსი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

ასტროლოგების აზრით, ადამიანის ცხოვრებაში ფინანსური წარმატებისა და აღმასვლის წლების გამოთვლა სავსებით შესაძლებელია, ისევე როგორც ნებისმიერი სხვა მოვლენის. თუმცა, გათვლა ერთია და თავად პიროვნების მონდომება - მეორე. შესაბამისად, პროგნოზები პროგნოზებად რჩება, თუკი თავად ინდივიდი არ ცდილობს ფეხი აუწყოს რეალობას და თავადაც არ აქვს სურვილი განვითარდეს.

მატერიალური დოვლათის შეძენის და გამომუშავების გზები კი ყოველი ჩვენგანისთვის ინდივიდუალური შეიძლება იყოს. ინდივიდუალურია ასევე ფულის შოვნის ასაკი და სავარაუდო ქონების ოდენობაც. იმის მიხედვით კი თუ რომელი ზოდიაქოს ნიშნით მოევლინეთ ქვეყანას, მხოლოდ ზოგადი პროგნოზის გაკეთება შეიძლება.

ასე მაგალითად ვერძისთვის ფინანსური წინსვლის საუკეთესო ასაკად 18-27 და 43-51 წლები სახელდება. ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებულები აქტიურად ცდილობენ სასიცოცხლო მინიმუმის გამომუშავებას უკვე პატარა ასაკიდან. თუმცა, 27 წლის მერე ზედმეტი თავდაჯერებულობის გამო, ზოგიერთი ხშირად კარგავს კაპიტალს. პოზიციების გამყარება კი მხოლოდ გონივრული ეკონომიის შედეგად ხდება 43-51 წლებს შორის.

კუროებისთვის ასტროლოგები ფინანსურად აქტიურ ასაკად 25-30 და 38-45 წლების ზღვარს მოიაზრებენ. კუროს ფული უყვარს ეს არავისთვისაა საიდუმლო. თუმცა, 38 წლისკენ იგი ხშირად იცვლის ცხოვრებისეულ პრიორიტეტებს, შესაბამისად, ხელახლა უწევს საკუთარი ფინანსური პირამიდის შენება.

ტყუპის ზოდიაქოს კარგი მატერიალური წინსვლის პერიოდი 19-30 და 48-55 წლებს შორის უდგას. სწორედ ამ ასაკობრივ სარტყელში ხასიათდებიან ტყუპი განსაკუთრებული ენერგიულობით, იპტიმიზმითა და საქმისადმი ერთგული დამოკიდებულებით. თუმცა, ზუსტად 48 წლის შემდეგ ხდება მათი საბოლოო "დაღვინება" და შემოსავლის დიდი ნაწილსაც სტაბილურად აბანდებს სხვადასხვა ბიზნესში.

კირჩხიბის ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულისთვის ფინანსური აღმასვლის წლები 30-34 წლის ასაკს შორის მერყეობს. ზუსტად ამ პერიოდში ახერხებენ ისინი საუკეთესო მატერიალური ბაზის შექმნას, თუ ამ პერიოდს გადასცდა კირჩხიბის წინსვლა ფინანსური კუთხით, ნაკლებ სავარაუდოა, რომ ოდესმე იგი დიდი ფულის პატრონი გახდება.

ლომის ზოდიაქოს ნიშნით დაბადებული ხალხი საკმაოდ ადრეულ ასაკში იწყებს დიდ ფინანსებთან "თამაშს" რის გამოც, ასტროლოგები ლომებს გამდიდრების ასაკად 21-28 წლების შუალედს ურჩევენ. ზუსტად ამ წლებში შეუძლიათ მათ ტალღის ქიმზე მოქცევა და ცხოვრებისგან მაქსიმუმის მიღება.

რაც შეეხება ქალწულს მისთვის, როგორც ერთ-ერთი მერკანტილური და მშრომელი ნიშნისთვის ასტროლოგები ცხოვრების მანძილზე ყველაზე ხშირად - 4 ეტაპად ყოფენ, დიდი ფინანსების შემოდინებას. 18-21, 28-31, 38-41 და 48-51 წლებს შორის შუალედები მოიაზრება ქალწულისთვის მატერიალური წინსვლისთვის საუკეთესო წლებად.

სასწორის ზოდიაქოს ნიშნისთვის ზედმეტი მერყეობაა დამახასიათებელი გადაწყვეტილებების მიღებისას. ამიტომ ასტროლოგები მათთვის ფინანსურად აქტიურ პერიოდად 25-30 წლების შუალედს მოიაზრებენ. ამ პერიოდის მანძილზე მათ მოთხოვებათ მთელი თავიანთი რესურსის და ნიჭის მობილიზება.

მორიელის ზოდიაქოს განსაკუთრებული უნარი აქვს მართოს ფინანსები, როგორც საკუთარი, ისე სხვისი. ასტროლოგები თვლიან, რომ ამ მხრივ მათთვის განსაკუთრებული აღზევების ხანა 25-35 წლებს შორის დგება. თუმცა აქვე ისიც უნდა ითქვას, რომ ამ პერიოდში გაწეული რისკი მატერიალური კუთხით ხშირად ხდება მორიელისთვის დიდი დანაკარგების მიზეზიც.

მშვილდოსნებს საუკეთესო პერიოდი ფინანსური წინსვლის კუთხით ცხოვრებაში ორჯერ ეძლევათ. ერთი ეს არის 22-26 წლებს შორის ასაკი, მეორე კი უფრო გვიან 29-33 წლებს შორის. ამასთან ერთად, თუკი პირველ ეტაპზე მათი გრანდიოზული გეგმები დამარცხდება, მეორე პიკი ფინანსური წარმატების მშვილდოსნისთვის ორმაგად მომგებიანი იქნება.

თხის რქას ასტროლოგები აქტიურ ფინანსურ ზრდას და შემოსავალს დაახლოებით 16-19 და 27-33 წლებს შორის უწინასწარმეტყველებენ. ეს ხალხი უზომოდ მშრომელი და მუყაითია, ამიტომ ბევრი მათგანი საკმაოდ ადრეულ ასაკში ახერხებს კარგად გამომუშავებას. თუმცა, შემდგომ მათ ეძლევათ შანსი შემოსავლების გასაორმაგებლად.

მერწყულის ზოდიაქოს ასტროლოგიურად ფინანსური წარმატების პერიოდი დაახლოებით 26-30 წლებს შორის უდგას. თუ ამ წლებს შორის ისინი პასიურობენ, შემდგომში ბევრ მათგანს ძალიან უჭირს საკუთარი შესაძლებლობების და ძალების დაჯერება. ამიტომ ხშირად სჯერდებიან მხოლოდ იმას, რასაც ცხოვრება სთავაზობთ.

დაბოლოს, თევზებისთვის კარგი პერიოდი ფინანსების შემოსადინებლად 18-25 წლებს შორის დგება. თუმცა, თუ ისინი ვერ ახერხებენ თანამმართებლი პლანეტა იუპიტერისგან ბოძებული ამ შანსის გამოყენებას. სამყარო მათ კიდევ აძლევს ერთ შანსს - 33-36 წლის ასაკის შუალედში. მაგრამ ამჯერად, წარმატების მისაღწევად თევზებს ბევრი შრომა და მოთმინება დასჭირდებათ.