მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კონფლიქტები
პოლიტიკა
მსოფლიო

20

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 03:14, მთვარე თევზებშია - კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება. ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. კარგია ტერფების მასაჟი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
სამართალი
მეცნიერება
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
წიგნები
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ეკონომიკური კრიზისი საბერძნეთში: რა ემუქრება ქვეყანას
ეკონომიკური კრიზისი საბერძნეთში: რა ემუქრება ქვეყანას

სა­ბერ­ძნეთ­ში ბან­კე­ბი მთე­ლი კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში და­კე­ტი­ლი იქ­ნე­ბა. ამის შე­სა­ხებ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ქვეყ­ნის მთავ­რო­ბამ "ბი­ბი­სის" ცნო­ბით, მას შემ­დეგ მი­ი­ღო, რაც ევ­რო­პის ცენ­ტრა­ლურ­მა ბან­კმა უარი თქვა ათე­ნის და­ფი­ნან­სე­ბის გა­ხან­გრძლი­ვე­ბა­ზე. ასე­ვე მთე­ლი კვი­რის მან­ძილ­ზე შე­ზღუ­დუ­ლი იქ­ნე­ბა "ბან­კო­მა­ტე­ბი­დან" თან­ხის გა­ტა­ნა, მსურ­ველს მაქ­სი­მუმ 60 ევ­როს გა­ტა­ნის შე­საძ­ლებ­ლო­ბა ექ­ნე­ბა დღის გან­მავ­ლო­ბა­ში.

სა­ბერ­ძნე­თის მთავ­რო­ბამ სა­ერ­თა­შო­რი­სო კრე­დი­ტო­რებს ხვა­ლამ­დე 1.6 მი­ლი­არ­დი ევ­როს ოდე­ნო­ბის ვალი უნდა გა­და­უ­ხა­დოს, სწო­რედ ხვალ არის ვა­ლის გა­დახ­დის სა­ბო­ლოო ვადა. თუმ­ცა, მო­ა­ხერ­ხებს თუ არა ათე­ნი ამას, ჯერ უც­ნო­ბია.

ამ დრომ­დე ათენ­მა და სა­ერ­თა­შო­რი­სო კრე­დი­ტო­რებ­მა შე­თან­ხმე­ბას ვერ მი­აღ­წი­ეს. სა­ბერ­ძნე­თის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი, ალექ­სის ციპ­რა­სი უარს აცხა­დებს კრე­დი­ტო­რე­ბის მო­თხოვ­ნე­ბის დაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა­ზე, კერ­ძოდ, გარ­კვე­უ­ლი რე­ფორ­მე­ბის გა­ტა­რე­ბა­ზე. მან აღ­ნი­შულ სა­კი­თხთან და­კავ­ში­რე­ბით გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბის­თვის 5 ივ­ლისს რე­ფე­რენ­დუ­მი და­ნიშ­ნა. თუ სა­ბერ­ძნეთ­მა უახ­ლო­ეს რამ­დე­ნი­მე დღე­ში აღ­ნიშ­ნუ­ლი პრობ­ლე­მა ვერ მო­აგ­ვა­რა, მას დე­ფოლ­ტი ემუქ­რე­ბა, უფრო მე­ტიც, სა­უ­ბა­რია სა­ბერ­ძნე­თის ევ­რო­ზო­ნი­დან გას­ვლა­ზეც.

სა­ბერ­ძნე­თის მთავ­რო­ბამ ათენ­ში სა­ზო­გა­დო­ებ­რივ ტრან­სპორტზე ერთი კვი­რით გა­და­სა­ხა­დი გა­ა­უქ­მა. "ბი­ბი­სის" ცნო­ბით, ქვეყ­ნის ტრან­სპორ­ტის მი­ნის­ტრი ხრის­ტოს სპირტზი­სი აცხა­დებს, რომ მო­ქა­ლა­ქე­ებს ტრამ­ვა­ით, ავ­ტო­ბუ­სი­თა და მეტ­რო­თი უფა­სოდ მგზავ­რო­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა მი­ე­ცე­მათ.

სა­უ­ბა­რი იყო ელექტრო­ე­ნერ­გი­ის გა­და­სა­ხა­დის დრო­ე­ბით გა­უქ­მე­ბა­ზეც, თუმ­ცა, აღ­ნიშ­ნუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მთავ­რო­ბას ჯერ არ მი­უ­ღია. ტრან­სპორ­ტის მი­ნის­ტრის გან­ცხა­დე­ბით, სა­ზო­გა­დო­ებ­რივ ტრან­სპორტზე გა­და­სა­ხა­დის დრო­ე­ბით გა­უქ­მე­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ბან­კე­ბის და­ხურ­ვას და "ბან­კო­მა­ტე­ბი­დან" თან­ხის გა­ტა­ნა­ზე შე­ზღუდ­ვე­ბის და­წე­სე­ბას უკავ­შირ­დე­ბა.

ბან­კე­ბის და­ხურ­ვა მო­სახ­ლე­ო­ბა­ში პა­ნი­კის გამო მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ზა­რა­ლის თა­ვი­დან აცი­ლე­ბის მიზ­ნით გა­და­წყდა. სა­ბერ­ძნე­თის მთავ­რო­ბა სა­ერ­თა­შო­რი­სო კრე­დი­ტო­რებ­თან შე­თან­ხმე­ბის მიღ­წე­ვას ვერ ახერ­ხებს, რის გა­მოც, მო­სა­ლოდ­ნე­ლია დე­ფოლ­ტი. მო­სახ­ლე­ო­ბა ში­შობს, რომ ისი­ნი ფუ­ლის გა­რე­შე დარ­ჩე­ბი­ან, ამი­ტო­მაც ბოლო პე­რი­ოდ­ში მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის დიდ­მა ნა­წილ­მა ბან­კე­ბი­დან დიდი რა­ო­დე­ნო­ბის თან­ხა გა­ი­ტა­ნა.

ევ­რო­კო­მი­სი­ის პრე­ზი­დენ­ტი, ჟან-კლოდ იუნ­კე­რი აცხა­დებს, რომ სა­ბერ­ძნე­თის მთავ­რო­ბამ მას უღა­ლა­ტა და მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის პრო­ცეს­ში ეგო­იზ­მი გა­მო­ავ­ლი­ნა. ამის შე­სა­ხებ "ბი­ბი­სი" იტყო­ბი­ნე­ბა.

იუნ­კე­რის თქმით, მან ყვე­ლა­ფე­რი გა­ა­კე­თა იმი­სათ­ვის, რომ ათენ­თან შე­თან­ხმე­ბის მიღ­წე­ვა შე­საძ­ლე­ბე­ლი ყო­ფი­ლი­ყო, თუმ­ცა, ბერ­ძნულ­მა მხა­რემ წი­ნა­და­დე­ბე­ბი არ მი­ი­ღო და შე­თან­ხმე­ბის პრო­ცე­სი მი­ზან­მი­მარ­თუ­ლად გა­და­დო.

ათე­ნი სა­ერ­თა­შო­რი­სო კრე­დი­ტო­რებ­თან შე­თან­ხმე­ბის მიღ­წე­ვას ვერ ახერ­ხებს, მას ფი­ნან­სუ­რი დახ­მა­რე­ბის ნაც­ვლად გარ­კვე­უ­ლი რე­ფორ­მე­ბის გა­ტა­რე­ბას სთხო­ვენ, რა­საც სა­ბერ­ძნე­თის მთავ­რო­ბა არ თან­ხმდე­ბა. თუ ათე­ნი რამ­დე­ნი­მე დღე­ში ვერ შეძ­ლებს შე­თან­ხმე­ბის მიღ­წე­ვას, მას დე­ფოლ­ტი ემუქ­რე­ბა. აღ­ნიშ­ნულ სა­კი­თხთან და­კავ­ში­რე­ბით ქვეყ­ნის პრე­მი­ერ­მა, ალექ­სის ციპ­რას­მა სა­ბერ­ძნეთ­ში 5 ივ­ლისს რე­ფე­რენ­დუ­მი და­ნიშ­ნა.

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
პირველებმა ბექა ონიანზე სასტიკი ანგარიშსწორების პირველი კადრები მოიპოვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია

ეკონომიკური კრიზისი საბერძნეთში: რა ემუქრება ქვეყანას

ეკონომიკური კრიზისი საბერძნეთში: რა ემუქრება ქვეყანას

საბერძნეთში ბანკები მთელი კვირის განმავლობაში დაკეტილი იქნება. ამის შესახებ გადაწყვეტილება ქვეყნის მთავრობამ "ბიბისის" ცნობით, მას შემდეგ მიიღო, რაც ევროპის ცენტრალურმა ბანკმა უარი თქვა ათენის დაფინანსების გახანგრძლივებაზე. ასევე მთელი კვირის მანძილზე შეზღუდული იქნება "ბანკომატებიდან" თანხის გატანა, მსურველს მაქსიმუმ 60 ევროს გატანის შესაძლებლობა ექნება დღის განმავლობაში.

საბერძნეთის მთავრობამ საერთაშორისო კრედიტორებს ხვალამდე 1.6 მილიარდი ევროს ოდენობის ვალი უნდა გადაუხადოს, სწორედ ხვალ არის ვალის გადახდის საბოლოო ვადა. თუმცა, მოახერხებს თუ არა ათენი ამას, ჯერ უცნობია.

ამ დრომდე ათენმა და საერთაშორისო კრედიტორებმა შეთანხმებას ვერ მიაღწიეს. საბერძნეთის პრემიერ-მინისტრი, ალექსის ციპრასი უარს აცხადებს კრედიტორების მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე, კერძოდ, გარკვეული რეფორმების გატარებაზე. მან აღნიშულ საკითხთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღებისთვის 5 ივლისს რეფერენდუმი დანიშნა. თუ საბერძნეთმა უახლოეს რამდენიმე დღეში აღნიშნული პრობლემა ვერ მოაგვარა, მას დეფოლტი ემუქრება, უფრო მეტიც, საუბარია საბერძნეთის ევროზონიდან გასვლაზეც.

საბერძნეთის მთავრობამ ათენში საზოგადოებრივ ტრანსპორტზე ერთი კვირით გადასახადი გააუქმა. "ბიბისის" ცნობით, ქვეყნის ტრანსპორტის მინისტრი ხრისტოს სპირტზისი აცხადებს, რომ მოქალაქეებს ტრამვაით, ავტობუსითა და მეტროთი უფასოდ მგზავრობის შესაძლებლობა მიეცემათ.

საუბარი იყო ელექტროენერგიის გადასახადის დროებით გაუქმებაზეც, თუმცა, აღნიშნული გადაწყვეტილება მთავრობას ჯერ არ მიუღია. ტრანსპორტის მინისტრის განცხადებით, საზოგადოებრივ ტრანსპორტზე გადასახადის დროებით გაუქმების გადაწყვეტილება ბანკების დახურვას და "ბანკომატებიდან" თანხის გატანაზე შეზღუდვების დაწესებას უკავშირდება.

ბანკების დახურვა მოსახლეობაში პანიკის გამო მნიშვნელოვანი ზარალის თავიდან აცილების მიზნით გადაწყდა. საბერძნეთის მთავრობა საერთაშორისო კრედიტორებთან შეთანხმების მიღწევას ვერ ახერხებს, რის გამოც, მოსალოდნელია დეფოლტი. მოსახლეობა შიშობს, რომ ისინი ფულის გარეშე დარჩებიან, ამიტომაც ბოლო პერიოდში მოქალაქეების დიდმა ნაწილმა ბანკებიდან დიდი რაოდენობის თანხა გაიტანა.

ევროკომისიის პრეზიდენტი, ჟან-კლოდ იუნკერი აცხადებს, რომ საბერძნეთის მთავრობამ მას უღალატა და მოლაპარაკებების პროცესში ეგოიზმი გამოავლინა. ამის შესახებ "ბიბისი" იტყობინება.

იუნკერის თქმით, მან ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ ათენთან შეთანხმების მიღწევა შესაძლებელი ყოფილიყო, თუმცა, ბერძნულმა მხარემ წინადადებები არ მიიღო და შეთანხმების პროცესი მიზანმიმართულად გადადო.

ათენი საერთაშორისო კრედიტორებთან შეთანხმების მიღწევას ვერ ახერხებს, მას ფინანსური დახმარების ნაცვლად გარკვეული რეფორმების გატარებას სთხოვენ, რასაც საბერძნეთის მთავრობა არ თანხმდება. თუ ათენი რამდენიმე დღეში ვერ შეძლებს შეთანხმების მიღწევას, მას დეფოლტი ემუქრება. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ქვეყნის პრემიერმა, ალექსის ციპრასმა საბერძნეთში 5 ივლისს რეფერენდუმი დანიშნა.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა