უეფა-ს გადაწყვეტილებით, უეფა-ს სუპერთასის ბილეთების გაყიდვა ხვალ, დილის 09:00 საათიდან დაიწყება. ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ზვიად სიჭინავამ განაცხადა.
მისივე თქმით, ხვალ, "თბილისის დროით 09:00 საათზე, biletebi.ge დაიწყებს საქართველოს გულშემატკივრებისთვის 24 ათასი ბილეთის გაყიდვას და 1 ივლისს, biletebi.ge დაიწყებს გაყიდვას ევროპაზე".
"ჩვენ გვაქვს გამზადებული ვიდეოინსტრუქცია, სადაც მოყვანილია ყველა ის წესი, როგორ უნდა მოხდეს ბილეთის შეძენა. არ იქნება ლატარეა, იქნება რიგი, ყველა ხარვეზი, biletebi.ge-მ გამოასწორა, მონიტორინგი გაიარა და იმედია ასეთი ხარვეზი აღარ იქნება. ხვალ, 9 საათზე ყველაფერი განულდება და დაიწყება გაყიდვა 9 საათიდან", -განაცხადა სიჭინავამ.