საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

16

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 23:52-ზე, მთვარე ვერძში გადავა 08:31-ზე – გაზარდეთ თქვენი ცოდნის დონე. შეისწავლეთ ახალი. იმუშავეთ მნიშვნელოვან დოკუმენტებთან. ხელი მოაწერე კონტრაქტებს. დაალაგეთ არქივი. დაუთმეთ დღე განათლებას და სწავლას. მოაგვარეთ მარტივი საკითხები და არ მიიღოთ სერიოზული გადაწყვეტილებები. არ არის რეკომენდებული: ახალი და სერიოზული საქმეების დაწყება. ბევრი მუშაობა. ვაჭრობა. სიზარმაცე. იყავით ყურადღებიანი ბარძაყების, ქვედა ხერხემლის მიმართ. არ არის რეკომენდებული მარხვა ან შიმშილი. კარგია ტანსაცმლის გაუთოება და შენახვა; ზამთრისთვის ხილის გაყინვა და კონსერვაცია.
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საათი, რომელმაც სტიქიის ზონაში პირველი სიკვდილი დააფიქსირა - უცნაური სიმბოლური დამთხვევა ზოოპარკში
საათი, რომელმაც სტიქიის ზონაში პირველი სიკვდილი დააფიქსირა - უცნაური სიმბოლური დამთხვევა ზოოპარკში

13 ივ­ნი­სის ტრა­გე­დი­ი­დან შვი­დი წელი გა­ვი­და. სტი­ქი­ის შე­დე­გად და­ი­ღუ­პა 22 ადა­მი­ა­ნი და და­ზა­რალ­და ათა­სო­ბით მო­ქა­ლა­ქე. სტი­ქი­ამ გა­ა­ნად­გუ­რა ​სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლე­ბი, გზე­ბი, ხი­დე­ბი, გვი­რა­ბე­ბი, საყ­რდე­ნი კედ­ლე­ბი, სა­კო­მუ­ნი­კა­ციო სის­ტე­მე­ბი. მთლი­ა­ნად და­იტ­ბო­რა "მზი­უ­რი­სა" და ზო­ო­პარ­კის ტე­რი­ტო­რია.

გოგა ჩა­ნა­დი­რი სტი­ქი­ის ზო­ნა­ში ყო­ველ­დღე, ხე­ლებ­და­კა­პი­წე­ბუ­ლი, აქ­ტი­უ­რად მუ­შა­ობ­და. იხ­დი­და რო­გორც მო­ქა­ლა­ქე­ობ­რივ, ასე­ვე პრო­ფე­სი­ულ ვალს.

მსგავ­სი უბე­დუ­რე­ბა მხო­ლოდ უცხო­ეთ­ში ყოფ­ნი­სას თუ უნა­ხავს და ფო­ტო­ზე აღუ­ბეჭ­დავს, თბი­ლის­ში კი, რო­გორც ფო­ტოგ­რა­ფი ამ­ბობს, მსგავს სა­ში­ნე­ლე­ბას არც შეს­წრე­ბია.

AMBEBI.GE-ის არ­ქივ­ში ინა­ხე­ბა ჩა­ნა­დი­რის ინ­ტერ­ვიუ, სა­დაც უმ­ძი­მეს დღე­სა და უც­ნა­ურ დამ­თხვე­ვა­ზე სა­უბ­რობს:

- სტი­ქი­ის შემ­დეგ, მე­ო­რე ღა­მეს ჩა­მო­ვე­დი და რო­დე­საც ორ­შა­ბათს, ქა­ლა­ქის ქუ­ჩა­ში გა­ვე­დი, უკვე გა­აზ­რე­ბუ­ლი მქონ­და, რა ტრა­გე­დია და­ა­ტყდა ჩვენს დე­და­ქა­ლაქს, ქვე­ყა­ნას...

რაც იქ დამ­ხვდა, თვა­ლე­ბი­დან ახ­ლაც არ ამომ­დის და ალ­ბათ, ვერც ვე­რას­დროს და­ვი­ვი­წყებ. თა­ვი­დან ფო­ტოს გა­და­ღე­ბა არ მი­ფიქ­რია და სიმ­ბო­ლუ­რად, მხო­ლოდ ორი-სამი კად­რი გა­და­ვი­ღე, გაწ­მენ­დით სა­მუ­შა­ო­ებ­ში ჩა­ვერ­თე, სა­დაც უამ­რა­ვი გუ­ლან­თე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნი იყო. მათი საქ­ცი­ე­ლი ბევ­რის­თვის გა­დამ­დე­ბი და მი­სა­ბა­ძი აღ­მოჩ­ნდა.

მოგ­ვი­ა­ნე­ბით მივ­ხვდი, რომ ფო­ტო­ა­პა­რა­ტი ხელ­ში მა­ინც უნდა ამე­ღო, ის­ტო­რი­ის­თვის და პი­რა­დი არ­ქი­ვის­თვი­საც სჯობ­და, რომ ყვე­ლა­ფე­რი გა­და­მე­ღო. თან, მო­გეხ­სე­ნე­ბათ, ფო­ტოს დიდი მეხ­სი­ე­რე­ბის უნა­რი აქვს და გა­ცი­ლე­ბით მეტს ჰყვე­ბა, ადა­მი­ა­ნე­ბის შე­სა­ხებ მე­ტად გად­მოს­ცემს ამ­ბებს, ვიდ­რე ტექ­სტი...

- და მო­ხა­ლი­სე­ო­ბა და პრო­ფე­სი­უ­ლი საქ­მე ერ­თმა­ნეთს შე­უ­თავ­სე...

- კი, თან, ვმუ­შა­ობ­დი სტი­ქი­ის სხვა­დას­ხვა ზო­ნა­ში - ზო­ო­პარ­კი, მზი­უ­რი, ტე­ლე­ვი­ზი­ის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რია, თვი­თონ ვე­რეს ხე­ო­ბა - ვი­ღებ­დი და ტკი­ვი­ლის მი­უ­ხე­და­ვად, აღ­ფრთო­ვა­ნე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი იმ ადა­მი­ა­ნე­ბით, ვინც იქ გუ­ლან­თე­ბუ­ლი მუ­შა­ობ­და. ასე­ვე იმ და­ზა­რა­ლე­ბუ­ლე­ბით, რომ­ლე­ბიც ცდი­ლობ­დნენ, თა­ვი­ანთ გა­ნად­გუ­რე­ბულ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე რა­ღაც აღედ­გი­ნათ, შლა­მის­გან გა­ეწ­მინ­დათ და გა­ე­სუფ­თა­ვე­ბი­ნათ.

რო­დე­საც წლე­ბის წინ თბი­ლის­ში მი­წისძვრა მოხ­და, მახ­სოვს, მა­ში­ნაც ავ­ლა­ბარ­ში კარ­და­კარ და­ვი­ა­რე და­ზა­რა­ლე­ბულ­თა ოჯა­ხე­ბი - ისი­ნი სამ­თავ­რო­ბო კო­მი­სი­ას ელო­დე­ბოდ­ნენ, რომ ზა­რა­ლი აღე­ნუს­ხათ.

აქ კი და­ზა­რა­ლე­ბუ­ლე­ბი ცდი­ლობ­დნენ, პირ­ვე­ლი­ვე დღი­დან გა­ე­რე­ცხათ სტი­ქი­ას გა­დარ­ჩე­ნი­ლი ნივ­თე­ბი. გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მო­წი­წე­ბა ჰქონ­დათ ხა­ტე­ბის მი­მართ.

სა­ო­ცა­რი სა­ნა­ხა­ვი იყო, რო­დე­საც ჯა­რის­კა­ცე­ბი რე­ცხავ­დნენ ხა­ტებს. ჰოდა, გა­დავ­წყვი­ტე, ამ ადა­მი­ა­ნე­ბის პორ­ტრე­ტე­ბი გა­და­მე­ღო და ისი­ნი ზედ­მე­ტი სენ­ტი­მენ­ტე­ბის გა­რე­შე, სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის გა­მეც­ნო, თუ რო­გორ მუ­შა­ობ­დნენ, რომ ხალ­ხს თა­ვად შე­ე­ფა­სე­ბი­ნა ისი­ნი...

- ტრა­გე­დი­ის ზო­ნა­ში შენ­თვის პირ­ვე­ლი შოკი რა იყო?

- პირ­ვე­ლი სა­ში­ნე­ლი გან­ცდა ის იყო, რომ ეს რა უბე­დუ­რე­ბა დაგ­ვა­ტყდა-მეთ­ქი. ამას სი­ტყვე­ბით გად­მოვ­ცემ, თო­რემ რაც ჩემ­ში, შიგ­ნით ტრი­ა­ლებ­და, იმას ვერც აღვწერ, მე ხომ არას­დროს მი­ნა­ხავს ასე­თი მას­შტა­ბუ­რი ტრა­გე­დია თბი­ლის­ში?!

თუმ­ცა ჩემ და­ბა­დე­ბამ­დე ამ ქა­ლაქ­ში წყალ­დი­დო­ბა რამ­დენ­ჯერ­მე მომ­ხდა­რა, რა­ზეც ბუნ­დო­ვა­ნი წარ­მოდ­გე­ნა მქონ­და. ამი­ტომ ეს ყვე­ლა­ფე­რი უცხო იყო თა­ვი­სი ტკი­ვი­ლის ხა­რის­ხით, მას­შტა­ბით...

- ხეზე მიკ­რუ­ლი სა­ა­თი, რო­მე­ლიც სტი­ქი­ის და­წყე­ბის დროს ასა­ხავს, გა­ნად­გუ­რე­ბას სას­წა­უ­ლით გა­და­ურ­ჩა, ის სა­ა­თი გა­და­ი­ღე. რას გვე­ტყვი მას­ზე?

- ეს სა­ა­თი ზო­ო­პარ­კის ვე­ტე­ქიმს და­უმ­ზა­დე­ბია. ის ვე­რეს ხე­ო­ბა­შია, მაგ­რამ ად­გი­ლი ზო­ო­პარკსაც ეკუთ­ვნის. სიმ­ბო­ლუ­რია, რომ სა­ა­თი იმ დროს აჩ­ვე­ნებს (ღა­მის 00:27 სა­ათს), რო­დე­საც იმ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე პირ­ვე­ლი სიკ­ვდი­ლი და­ფიქ­სირ­და...

- სა­ა­თი მუ­შა­ობ­და?

- არა, უბ­რა­ლოდ ამ დროს აჩ­ვე­ნებ­და ყო­ველ­თვის. არ ვიცი, ვინ, ან რამ უბიძ­გა ამ სა­ა­თის გამ­კე­თე­ბელს ეს, ვერ და­ვუშ­ვებ იმას, რომ ამა­ზე ოდეს­მე ვინ­მეს უფიქ­რია. უბ­რა­ლოდ, ასე­თი უც­ნა­უ­რი სიმ­ბო­ლუ­რი დამ­თხვე­ვა მოხ­და...

ერთი, როცა გარ­და­უ­ვა­ლია, ბუ­ნე­ბას ვერ აღუდ­გე­ბი წინ და მე­ო­რე - ადა­მი­ა­ნე­ბის და­უ­დევ­რო­ბა...

სტი­ქი­ე­ბი ყო­ველ­თვის ხდე­ბო­და დე­და­მი­წის არ­სე­ბო­ბის მან­ძილ­ზე, მაგ­რამ მტკივ­ნე­უ­ლია და ტრა­გი­კუ­ლი, რო­დე­საც მას ადა­მი­ა­ნე­ბი და ცხო­ვე­ლე­ბი ეწი­რე­ბი­ან, ზო­ო­პარ­კის დან­გრე­ვა ჩემ­თვის დამ­თრგუნ­ვე­ლი იყო... მოკ­ლედ, მი­ვიჩ­ნევ, რომ ამ ყვე­ლაფ­რის მი­ზე­ზი ადა­მი­ა­ნის გა­უთ­ვა­ლის­წი­ნებ­ლო­ბა და და­უ­დევ­რო­ბაა.

- ვისი მხრი­დან?

- ზო­გა­დად და თუნ­დაც იმა­ვე კო­მუ­ნის­ტე­ბის მხრი­დან, 60-იან წლებ­ში, რო­დე­საც წყა­ლუხ­ვო­ბა იყო და ღვარ­ცო­ფი მო­ვარ­და, უნდა ეფიქ­რათ, რომ ერთ დღეს ზო­ო­პარ­კი მათი და­უ­დევ­რო­ბით არ გამ­ქრა­ლი­ყო და ამი­ტომ, იქ აღარ აე­შე­ნე­ბი­ნათ. ასე­ვე ვგუ­ლის­ხმობ ხე­ე­ბის უკონ­ტრო­ლო ჭრას. ბოლო დროს ეს სა­კი­თხი თით­ქოს და­რე­გუ­ლირ­და, მაგ­რამ სა­ბო­ლოო ჯამ­ში ჯერ კი­დევ ძველ შე­დე­გებს ვიმ­კით...

- მოკ­ლედ, ვე­რეს ხე­ო­ბა­ში მო­ვარ­დნი­ლი წყლის მი­ზე­ზად და­უ­დევ­რო­ბას მი­იჩ­ნევ?

- კი. თუ გო­ნივ­რუ­ლად მი­ვუდ­გე­ბით ნე­ბის­მი­ერ საქ­მეს, ტრა­გე­დი­ე­ბი და უბე­დუ­რე­ბა ქვე­ყა­ნას ას­ცდე­ბა ხოლ­მე. ასე­ვე ძა­ლი­ან წი­ნა­აღ­მდე­გი ვარ ქა­ლა­ქის ცენ­ტრში მა­ღალ­სარ­თუ­ლი­ა­ნი შე­ნო­ბე­ბის აშე­ნე­ბის.

თბი­ლი­სის გარ­შე­მო არ­სე­ბობს დიდი ტე­რი­ტო­რი­ე­ბი, მა­სი­ვე­ბი, სა­დაც შე­იძ­ლე­ბა მა­ღალ­სარ­თუ­ლი­ა­ნი კორ­პუ­სე­ბი აშენ­დეს, მა­გა­ლი­თად, გლ­დან­ში, ვარ­კე­თილ­ში... უცხო­ე­თის არც ერთ ქვე­ყა­ნა­ში მაქვს მსგავ­სი რამ ნა­ნა­ხი, რომ მა­ღალ­სარ­თუ­ლი­ა­ნი შე­ნო­ბე­ბი ერთ და­სახ­ლე­ბა­შია ხოლ­მე მოქ­ცე­უ­ლი და არა სხვა­დას­ხვა ად­გი­ლას გაბ­ნე­უ­ლი, რო­გორც მა­გა­ლი­თად, თბი­ლის­შია. მთა­ვა­რი ის არის, რომ დიდ და სე­რი­ო­ზულ პრო­ექ­ტებ­ში აუ­ცი­ლებ­ლად უნდა ჩა­ერ­თონ სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი და გან­სა­კუთ­რე­ბით, გე­ო­ლო­გე­ბი...

მკითხველის კომენტარები / 5 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნინო
1

ტრაგედიის ადგილას, სადაც სახლები წაიღო კერძო სასაფლაო გააკეთეს რა სირცხვილია

მერს, იქნებ აქ მაინც წაიკითხოს!!!
4

დღეს, 6 წლის შემდეგ, მიუხედევად მერიასთან ბევრი თხოვნისა შემთხვევის ადგილად, სადაც მერმა, ჯერ კიდევ მინისტრმა, ბევრი ფოტო გადაიღო და თავი მოგვაწონა, ის ქუჩა სადაც ყველაზე მეტი ადამიანი დაიღუპა, გივი სვანიძის, ისევ იმ მდგომარეობაშია. დღეს რაღაც გამწვანებუ კუთხეს ხსნიან, რომელიც ალბათ უფრო იაფი დაჯდა, პარალელურ ქუჩაზე რა ხდება არც ადარდებთ. ესაა ტრაგედია

ავტორი:

საათი, რომელმაც სტიქიის ზონაში პირველი სიკვდილი დააფიქსირა - უცნაური სიმბოლური დამთხვევა ზოოპარკში

საათი, რომელმაც სტიქიის ზონაში პირველი სიკვდილი დააფიქსირა - უცნაური სიმბოლური დამთხვევა ზოოპარკში

13 ივნისის ტრაგედიიდან შვიდი წელი გავიდა. სტიქიის შედეგად დაიღუპა 22 ადამიანი და დაზარალდა ათასობით მოქალაქე. სტიქიამ გაანადგურა ​საცხოვრებელი სახლები, გზები, ხიდები, გვირაბები, საყრდენი კედლები, საკომუნიკაციო სისტემები. მთლიანად დაიტბორა "მზიურისა" და ზოოპარკის ტერიტორია.

გოგა ჩანადირი სტიქიის ზონაში ყოველდღე, ხელებდაკაპიწებული, აქტიურად მუშაობდა. იხდიდა როგორც მოქალაქეობრივ, ასევე პროფესიულ ვალს.

მსგავსი უბედურება მხოლოდ უცხოეთში ყოფნისას თუ უნახავს და ფოტოზე აღუბეჭდავს, თბილისში კი, როგორც ფოტოგრაფი ამბობს, მსგავს საშინელებას არც შესწრებია.

AMBEBI.GE-ის არქივში ინახება ჩანადირის ინტერვიუ, სადაც უმძიმეს დღესა და უცნაურ დამთხვევაზე საუბრობს:

- სტიქიის შემდეგ, მეორე ღამეს ჩამოვედი და როდესაც ორშაბათს, ქალაქის ქუჩაში გავედი, უკვე გააზრებული მქონდა, რა ტრაგედია დაატყდა ჩვენს დედაქალაქს, ქვეყანას...

რაც იქ დამხვდა, თვალებიდან ახლაც არ ამომდის და ალბათ, ვერც ვერასდროს დავივიწყებ. თავიდან ფოტოს გადაღება არ მიფიქრია და სიმბოლურად, მხოლოდ ორი-სამი კადრი გადავიღე, გაწმენდით სამუშაოებში ჩავერთე, სადაც უამრავი გულანთებული ადამიანი იყო. მათი საქციელი ბევრისთვის გადამდები და მისაბაძი აღმოჩნდა.

მოგვიანებით მივხვდი, რომ ფოტოაპარატი ხელში მაინც უნდა ამეღო, ისტორიისთვის და პირადი არქივისთვისაც სჯობდა, რომ ყველაფერი გადამეღო. თან, მოგეხსენებათ, ფოტოს დიდი მეხსიერების უნარი აქვს და გაცილებით მეტს ჰყვება, ადამიანების შესახებ მეტად გადმოსცემს ამბებს, ვიდრე ტექსტი...

- და მოხალისეობა და პროფესიული საქმე ერთმანეთს შეუთავსე...

- კი, თან, ვმუშაობდი სტიქიის სხვადასხვა ზონაში - ზოოპარკი, მზიური, ტელევიზიის მიმდებარე ტერიტორია, თვითონ ვერეს ხეობა - ვიღებდი და ტკივილის მიუხედავად, აღფრთოვანებული ვიყავი იმ ადამიანებით, ვინც იქ გულანთებული მუშაობდა. ასევე იმ დაზარალებულებით, რომლებიც ცდილობდნენ, თავიანთ განადგურებულ ტერიტორიაზე რაღაც აღედგინათ, შლამისგან გაეწმინდათ და გაესუფთავებინათ.

როდესაც წლების წინ თბილისში მიწისძვრა მოხდა, მახსოვს, მაშინაც ავლაბარში კარდაკარ დავიარე დაზარალებულთა ოჯახები - ისინი სამთავრობო კომისიას ელოდებოდნენ, რომ ზარალი აღენუსხათ.

აქ კი დაზარალებულები ცდილობდნენ, პირველივე დღიდან გაერეცხათ სტიქიას გადარჩენილი ნივთები. განსაკუთრებული მოწიწება ჰქონდათ ხატების მიმართ.

საოცარი სანახავი იყო, როდესაც ჯარისკაცები რეცხავდნენ ხატებს. ჰოდა, გადავწყვიტე, ამ ადამიანების პორტრეტები გადამეღო და ისინი ზედმეტი სენტიმენტების გარეშე, საზოგადოებისთვის გამეცნო, თუ როგორ მუშაობდნენ, რომ ხალხს თავად შეეფასებინა ისინი...

- ტრაგედიის ზონაში შენთვის პირველი შოკი რა იყო?

- პირველი საშინელი განცდა ის იყო, რომ ეს რა უბედურება დაგვატყდა-მეთქი. ამას სიტყვებით გადმოვცემ, თორემ რაც ჩემში, შიგნით ტრიალებდა, იმას ვერც აღვწერ, მე ხომ არასდროს მინახავს ასეთი მასშტაბური ტრაგედია თბილისში?!

თუმცა ჩემ დაბადებამდე ამ ქალაქში წყალდიდობა რამდენჯერმე მომხდარა, რაზეც ბუნდოვანი წარმოდგენა მქონდა. ამიტომ ეს ყველაფერი უცხო იყო თავისი ტკივილის ხარისხით, მასშტაბით...

- ხეზე მიკრული საათი, რომელიც სტიქიის დაწყების დროს ასახავს, განადგურებას სასწაულით გადაურჩა, ის საათი გადაიღე. რას გვეტყვი მასზე?

- ეს საათი ზოოპარკის ვეტექიმს დაუმზადებია. ის ვერეს ხეობაშია, მაგრამ ადგილი ზოოპარკსაც ეკუთვნის. სიმბოლურია, რომ საათი იმ დროს აჩვენებს (ღამის 00:27 საათს), როდესაც იმ ტერიტორიაზე პირველი სიკვდილი დაფიქსირდა...

- საათი მუშაობდა?

- არა, უბრალოდ ამ დროს აჩვენებდა ყოველთვის. არ ვიცი, ვინ, ან რამ უბიძგა ამ საათის გამკეთებელს ეს, ვერ დავუშვებ იმას, რომ ამაზე ოდესმე ვინმეს უფიქრია. უბრალოდ, ასეთი უცნაური სიმბოლური დამთხვევა მოხდა...

ერთი, როცა გარდაუვალია, ბუნებას ვერ აღუდგები წინ და მეორე - ადამიანების დაუდევრობა...

სტიქიები ყოველთვის ხდებოდა დედამიწის არსებობის მანძილზე, მაგრამ მტკივნეულია და ტრაგიკული, როდესაც მას ადამიანები და ცხოველები ეწირებიან, ზოოპარკის დანგრევა ჩემთვის დამთრგუნველი იყო... მოკლედ, მივიჩნევ, რომ ამ ყველაფრის მიზეზი ადამიანის გაუთვალისწინებლობა და დაუდევრობაა.

- ვისი მხრიდან?

- ზოგადად და თუნდაც იმავე კომუნისტების მხრიდან, 60-იან წლებში, როდესაც წყალუხვობა იყო და ღვარცოფი მოვარდა, უნდა ეფიქრათ, რომ ერთ დღეს ზოოპარკი მათი დაუდევრობით არ გამქრალიყო და ამიტომ, იქ აღარ აეშენებინათ. ასევე ვგულისხმობ ხეების უკონტროლო ჭრას. ბოლო დროს ეს საკითხი თითქოს დარეგულირდა, მაგრამ საბოლოო ჯამში ჯერ კიდევ ძველ შედეგებს ვიმკით...

- მოკლედ, ვერეს ხეობაში მოვარდნილი წყლის მიზეზად დაუდევრობას მიიჩნევ?

- კი. თუ გონივრულად მივუდგებით ნებისმიერ საქმეს, ტრაგედიები და უბედურება ქვეყანას ასცდება ხოლმე. ასევე ძალიან წინააღმდეგი ვარ ქალაქის ცენტრში მაღალსართულიანი შენობების აშენების.

თბილისის გარშემო არსებობს დიდი ტერიტორიები, მასივები, სადაც შეიძლება მაღალსართულიანი კორპუსები აშენდეს, მაგალითად, გლდანში, ვარკეთილში... უცხოეთის არც ერთ ქვეყანაში მაქვს მსგავსი რამ ნანახი, რომ მაღალსართულიანი შენობები ერთ დასახლებაშია ხოლმე მოქცეული და არა სხვადასხვა ადგილას გაბნეული, როგორც მაგალითად, თბილისშია. მთავარი ის არის, რომ დიდ და სერიოზულ პროექტებში აუცილებლად უნდა ჩაერთონ სპეციალისტები და განსაკუთრებით, გეოლოგები...